განქორწინების წერილი !

კორაიმების განქორწინების წერილი

{კორაიმების განქორწინების წერილი}.

 

დღეს მე მინდა ძალიან მოკლედ გესაუბროთ იესო ქრისტეს ქადაგების პატარა მონაკვეთზე, რომელიც მოთხრობილია მათეს სახარებაში. {მათ.5:31-32}
,,ასევე ნათქვამია:თუ ვინმე გაუშვებსთავისცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა,
მე კიგეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.“
• ეს საკითხი ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. სრული სურათისთვის მოდით გადავხედოთ თუ რას გვეუბნება ძველი აღთქმა. მეორე რჯულში ვკითხულობთ: {2რჯ.24:1-4 } „როცა ცოლს შეირთავს კაცი, მაგრამ მადლს ვერ ჰპოვებს ქალი მის თვალში, რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა მასში – დაუწეროს განქორწინების წერილი, მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან.
დატოვებს ქალი მის სახლს, წავა და გახდება სხვა კაცის ცოლი;
თუ მეორე ქმარმაც მოიძულა იგი, დაუწერა განქორწინების წერილი, მისცა და გაუშვა თავისი სახლიდან ან მოუკვდა ეს მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად შეირთო ქალი,
პირველ ქმარს, რომელსაც გაშვებული ჰყავდა, აღარ შეუძლია მისი ხელახლა ცოლად შერთვა, მას შემდეგ, რაც წაიბილწა იგი, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე; ნუ ჩააგდებთ ცოდვაში ქვეყანას, რომელსაც გაძლევთ დასამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი.”

ამ ორი ტექსტის კითხვისას გვიჩნდება აზრი, თითქოს რჯული აძლევდა ადამიანს განქორწინების ნებას, ხოლო იესო ქრისტემ კი ეს მცნება შეცვალა და კიდევ უფრო მეტად აკრძალა განქორწინება. მსგავსი აზრი ძალიან ბევრი სპიკერისა თუ სახაერების მქადაგებლებისგანაც მსმენია. მათ ხშირად მოჰყავთ ეს ორი ტექსტი იმ ფაქტის დასადატსურებლად, რომ თითქოსდა იესო ქრისტემ გააუქმა რჯული. თუმცა, აქვე გვიჩნდება კითხვა, მაშინ რატომ მისცა ღმერთმა ადამიანებს ისეთი მცნება, რომ მერე გაეუქმებინა. ანუ სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ღმერთმა რატომ მისცა განქორწინების უფლება და შემდეგ აკრძალა? ამ სტატიაში შევეცდები განვმარტო კონკრეტული განქორწინების მცნება. იესომ გააუქმა და ახლით შეცვალა, თუ მან უბრალოდ განმარტა ის, რაც კარგად იცოდა მაშინდელმა საზოგადოებამ. როდესაც დავიწყე ამ თემის კვლევა, ჩემს ამ გაუგებრობას ნათელი მოეფინა, მას შემდეგ რაც მეორე რჯულის 24-ე თავის პირველი ოთხი მუხლი დაკვირვებით ორიგინალში ებრაულ ენაზე ამოვიკითხე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იესო ქრისტე ებრაელი იყო და ქადაგება მთაზე ებრაულ აუდიტორიაზე იყო წარმოთქმული, რათქმაუნდა ამით ქრისტეს მოძღვრების უნივერსალიზმი არ კნინდება, მაგრამ თუ ჩვენ სწორად გვინდა გავიგოთ ქრისტეს სიტყვები, კარგად უნდა გვესმოდეს მაშინდელი ისრაელის კულტურული და ისტორიული მდგომარეობა.
მაშ ასე, დავუბრუნდეთ მეოე რჯულში ნახსენებ სიტყვებს, რას ნიშნავს: „რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა.“ ორიგინალში სიტყვა – სამარცხვინო (עֶרְוַת ერ-ვავ . ნიშნავს სიშიშვლეს) და ( דָבָרდა-ვარ. -საქმეს, სიტყვას).საქმე იმაში გახლავთ, რომ ებრაული სიტყვა: ერ- ვავ და -ვარ ძალიან რთულად სათარგმნელია, რადგანაც პირადპირი მნიშვნელობით გამოდის „შიშველი საქმე ან შიშველი სიტყვა.“ ამ საკითხში აუცილებელია ვიცოდეთ თორის ენა ანუ თორის – რჯულის ტერმინოლოგია მაგალითად, როდესაც ვკითხულობთ ლევიტელთა წერლში: {ლევ.18:6} „არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად. მე ვარ უფალი.“ აი აქაც სიშიშვლე ითარგმნება, როგროც ერ-ვავ. თუ მთლიანად ჩამოვყვებით კონტექსტს დავინახავთ, რომ მთელი რიგი აკრძალვები არის ნათესაურ ქორწინებებზე. იუდაიზმში ტერმინმა ერ – ვავ დაიმკვიდრა, როგორც არაკანონერ ინტიმურ კავშირმა. მაგალითად, როდესაც ახალგზრდა მამკაცს უნდა ქორწინება, და ის ქალი მისი ნათესავი აღმოჩნდება ან რამოდენიმეჯერ განათხოვარი მაშინ ამბობენ: ეს ქალი შენი ერ-ვავ არის, რაც ნიშნავს, რომ ეკრდძალება მასზე ქორწინება. მაშ ასე, ჩვენ დავადგინეთ რომ ტერმინი სიშიშვლე ეს თორის ენაზე ნიშნავს უკანონო ინტიმურ კავშირს.
როცა ჩვენ ვკითხულობ: რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა მასში,ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მან რაიმე აბსტრაქტული აღმოაჩინა, არამედ, მან დაინახაერ – ვავ ანუ უკანონო ინტიმური კავშირი ღალატი, და სწორედ იესო ქრისტეც მხოლოდ და მხოლოდ ღალატის ანუ იგივე ერ- ვავ შემეთხვევაში განქორწინების ნებას რთავდა. აქედან ჩვენ მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესო ქრისტეს არ შეუცვლია რჯულის ეს მცნება. გაყრა, რომელიც რჯულის მცნებაშია დაწერილი,დასაშვები იყო მხოლოდ სიძვის მიზეზის შემთხვევაში. ამიტომაც თუ მსგავსი რამ ხდებოდა სულერთი იყო ეს ქალი იქნებოდა თუ მამაკაცი, გაყრის მიზეზი უნდა ჩაწერილიყო გაყრის მოწმობაში.ამრიგად, იესოს სიტყვებსა და მოსე მიერ მიცემულ რჯულის ამ მცნებაში არავითარი შინარსობრივი განსხვავება არ არსებობს.
• რათქმაუნდა მკითხველს აბსოლიტურად ლეგიტიმური კითხვა გაუჩნდება, კი მაგრამ, მათეს სახარების მე-19 თავში ჩვენ ხომ ვკითხულობთ, რომ მოსემ განქორწინების ნება ისევ ადამინთა გულქვაობის გამო მისცა? მოდით მთლიანად წავიკითხოთ და გავაანალიზოთ ეს მონაკვეთი. {მათ.19:3-9} მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: “თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”
ხოლო მან უთხრა პასუხად: “ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.
ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!”
უთხრეს მას: “აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება?”უთხრა მათ: “მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.
ეს ადგილი არცთუ ადვილი გასაგებია და მითუმეტეს პიროვნებას, რომელსაც არ აქვს წაკითხული მოსეს რჯული და არ იცის მისი არსი, შეიძლება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თითქოსდა მოსე განქორწინების უფლებას აძლევდა. მოდით უფრო ღრმად ჩავწვდეთ მათეს ამ ტექსტს და გავიგოთ, თუ რას ეკითხებოდენ იესოსთან მისული ფარისევლები. ქრისტეს პასუხის არსს რომ ჩავწვდეთ, ამისათვის საჭიროა სწორად გავიგოთ ფარისევლების კითხვა. ცნობილი ქრისტიანი მოღვაწე კლაივ ლუისი ამბობდა: „ადამიანს ისე არაფერი ვნებს, როგორც გაუაზრებელ კითხვაზე პასუხის გაცემა.“
ფარისევლების კითხვა მდგომარეობდა შემდეგში:აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვასცოლი? ისტორიდან ცნობილია, რომ იესო ქრისტეს დროს ორი უდიდესი ფარისევლური სკოლა არსებობდა. ერთს ერქვა ჰილელის სახლი – ბეთ ჰილელ,ხოლო მეორეს, შამაის სახლი – ბეთ შამაი. ამ ორ უდიდეს ფარისევლურ სკოლაში თითქმის 246 საკითხისადმი განსხვავებული შეხედულებები არსებობდა, რაც ძალიან ხშირად მათ შორის დავისა და კამათის საგანიც გახლდათ. ასევე იყო განქორწინებასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეხედულებაც. მაგალითად, ჰილელის სკოლის მიმდევრები ამბობდენ, რომ ქმარს უმნიშვნელო მიზეზითაც შეუძლია გასცილდეს ცოლს, ხოლო შამაის სკოლა ამბობდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცოლქმრული ღალატის დროსაა დასაშვები. მათ მეორე რჯულის 24-ე თავში ჩაწერილი სიტყვები ერ- ვავ და -ვარ სწორად ესმოდათ .
ეს კამათი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ფარისევლური იუდაიზმის გარდა დიასპორაში მცხოვრებ იუდეველებშიც იყო ამ თემაზე პოლემიკა. მაგალითად, ფოლონ ალექსანდრიელი განქორწინებაზე წერდა:„განქორწინების მიზეზი არის ის, რომ მამაკაცი აძლევს თავის ცოლს გაყრის წერილს, რომელშიც ის ასახელებს მიზეს, რომ თავისმა ცოლმა დარღვია მისთვის მიცემული აღთქმა და ყოველი ვინც შეირთავს ასეთ ქალს, იყოს სამუდამოდ შერცხვენილი.“
იუდაიზმში, როგორც ფარისევლურში,ასევე ელინისტურში არსებობდა მკაფიო პოზიცია განქორწინებასთან დაკავშირებით. ამ პოზიციის მიმდევრები იყვნენ შამაის სკოლა და ელენისტური იუდაიზმის დამაარსებელი ფილონ ალექსანდრიელი.ფაქტიურად იესოს ისეთი ახალი არაფერი უთქვამს, რაც მაშინდელ იუდაიზმში ცნობილი არ იყო.მაგრამ არსებობდა სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად იოსებ ფლავიუსი წერდა რომ : თუ ქმარს ცოლთან გასაყრელად უამრავი მიზეზი აქვს, ამ შემთხვევაში ქმარი წერს გაყრის წერილს და აძლევს ცოლს.გაყრის შემდეგ ქმარს აღარ აქვს უფლება იცხოვროს გაყრილ მეუღლესთან.
მეორე რჯულის 24-ე თავის ოთხივე მუხლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ განაშორებ ცოლს, რომელიც უკვე სხვაზე გათხოვდა აღარ აქვს ყოფილ ქმარზე ხელმეორედ ქორწინების უფლება. ხოლო ჰილელის სკოლის მიმდევრები ამბობდენ, რომ მთავარია გაყრის წერილის დაწერა. სამწუხაროდ,ამ საკითხისადმი დღევანდელ იუდაიზმში ჰილელის სკოლის გავლენა ძალიან დიდია და დღესაც ეს განმარტება მათ სწორად მიაჩნიათ. აქედან გამომდინარე, დღეს ორთოდოქსულ იუდაზმში არსებობს ასეთი პრობლემა, რომელსაც „აგუნა“ ეწოდება. აგუნა,ეს ის ქალები არიან, რომლებიც ქმრებმა მიატოვეს და მათ არ მისცეს გეთ- გაყრის წერილი. ამის გარეშე ისინი განქორწინებულად არ ითვლებიან. მათ არც ქმარი ჰყავთ და არც განქორწინების წერილი აქვთ. ასეთ ქალს არ შეუძლია ხელმეორედ გათხოვება, რადგანაც ოფიციალური იუდაზმის თვალსაზრისით გაყრის წერილის გარეშე ისინი ქორწინებაში ითვლებიან. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაბინულმა სასამართლომ გამოყო სპეციალური კომისია, რომელიც მოძებნიდა ასეთ ქმრებს და აიძულებდა თავიანთი ცოლებისათვის გაყრის წერილის მისცემას.მაგრამ, თუ ვერ დაითანხმებდნენ,ჰქონდათ კანონიერი უფლება 100დღით ციხეში ჩაესვათ.ცნობილი რაბინი, მაიმონიდი ამბობდა: თუ ქმარი არ იძლევა გეთს ის იქამდე უნდა დაისაჯოს, სანამ არ მისცემს გეთს – გაყრის წერილს თავის ცოლს.ეს კანონი შეიქმნა ქალთა უფლებების დასაცავად.
მეორე რჯულის 24-ე თავში ნახსენები,გაყრის წერილი – כְּרִיתוּת סֵפֶר – სეფერ კერიითუთ ქართულად სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „გახლეჩის წიგნი“.ეს ტერმინი უნიკალურია იმით, რომ გამომდინარეობს ზმნა כרתკარათ -საგან, რაც გახლეჩას ნიშნავს. როდესაც ღმერთმა აღთქმა დადო აბრაამთან,აღთქმის შეასაწირავი აბრაამმა ორად გახლიჩა და მათ შუაში უფალმა გაიარა, სწორედ აქედან დამკვიდრდა ეს ტერმინი,აღთქმა კარათ – გახლეჩა.სეფერ კერიითუთ ეს მარტო განქორწინებას კი არ ნიშნავს, არამედ ერთი მთლიანი სხეულის გახლეჩას. სწორედ ამაზე საუბრობდა იესო, როდესაც წარმოთქვა: ,,ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.“ხოლო ფარისეველთა პასუხი იყო : “აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება? სწორედ, აქ იბადება მთავარი გაუგებრობა. ბერძნული სიტყვა გაყრის მოწმობა, რომელიც მათეს სახარებაშია გამოყენებული βιβλίον αποστασίου – ბიბლიონ აპოსტასიო თარგმნის ებრაულ სიტყვას, რომელსაც ჰქვია – ,,გეთ“. ეს არამეული სიტყვაა, ხოლო მეორე რჯულის 24-ე თავში ნახსენები სიტყვა ებრაეულია და სიტყვასიტყვით ერთი სხეულის გახლეჩას ნიშნავს.სწორედ განქორწინების ტკივილია,თითქოს შუაზე გაჰყვესო. ხოლო გეთ, ეს არის ცნობა. თავდაპირველად გეთს აძლევდენ მონებს, რომლებმაც საკუთარი თავი გამოისყიდეს. ხოლო დაახლოებით ჩვენს წელთა აღრიცხვამდე, მესამე საუკუნეში ეს წესი გადმოვიდა ცოლ-ქრმების განშორებისას. ქმარს, როდესაც მოჰყავდა ცოლი, ის დებდა საქორწინო კონტრაქტს (ქტუბა), სადაც ის წერდა, რომ გაყრის შემთხვევაში ის გადაუხდიდა თავის მეუღლეს იმ თანხას, რაც საქორწინო კონტრაქტში იყო და აგრთვე, მისცემდა მას გეთს, ანუ განქორწინების წერილს. ამიტომაც იესო ქრისტე მიუთითებს რომ თავიდანვე ასე არ იყო საჭირო საქორწინო კონტრაქტები და გაქნორწინების წერილები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსე ახდენს ფაქტის კონსტანტაციას, რომ გაშორებები იყო. და იესო ქრისტე ამბობს: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება.ეს არ უნდა გავიგოთისე, თითქოს მოსემ გულქვაობის გამო დართო გაყრის ნება.სიტყვა გულქვაობა ეს ბერძნულის კარგი თარგმანია, მაგრამ არც ისე ზუსტი. σκληροκαρδίαν- სკლეროკარდია – წინადაუცვეთელ გულს ნიშნავს, ანუ სხვა სიტყვებით, რომ თქვათ, ქრისტე ამბობს რომ: თქვენი წინადუცვეთელი გულების გამო მოგცათ მოესემ გაყრის ნება.სწორედ ეს ტერმინი გვხვდება მეორე რჯულის მე-10 თავის მე-16 მუხლში: „დაიცვითეთ თქვენი გულისჩუჩა და მეტად ნუღარ გაჯიუტდებით;“ როგორც ვხედავთ, მოსე და იესო ერთი და იმავე აზრს გადმოგვცემს, რომ ღალატის მიზეზი სწორედ წინადაუცვეთელი გულია. და თუ მაინც მოხდა ეს ფაქტი, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს ცოლს ან ქმარს განქორწინების უფლება.
ბოლოს, მინდა მოვიყვანო ცოტატა თალმუდიდან, რომელიც ნათლად აღწერს გაყრის ტრაგედიას.„როდესაც ადამიანები განქორწინდებიან ტაძარში სამსხვერპლოც კი ტირის…“

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი