რჯული და მადლი მეორე ნაწილი

A lei de Deus_2

ვაგრძელებთ ჩვენს განხილვას თორაზე (რჯულზე ) და მადლზე. წინა სტატია თუ გახსოვთ,  ჩვენ დავასრულეთ იმ განსაზღვრებაზე რომ მამაკაცი დედაკაცის რჯულს ვერ შეასრულებდა,  როგორც მონა ვერ შეასრულებდა მეფის რჯულს და ა.შ.

ისრაელი იყო ამორჩეული ღმერთისაგან, სამწუხაროდ  ხშირად  ისრაელიის რჩეულობა არასწორადაა გაგებული  ადამიანებში და აგრეთვე ზოგიერთ ქრისტიანულ  მიმდინარეობებშიც კი . როდესაც ადამიანებს ესმით  რომ ისრაელი რჩეული ერია,  მათ  უჩნდებათ  კითხვა რას ნიშნავს რჩეული? ნიშნავს ეს რომ ებრაელები სხვა ერებზე უკეთესია? დასავლურად მოაზროვნე ადამიანისთვის რჩეული  ნიშნავს უკეთესს,  მააგალითად როდესაც პროდუქტების მაღაზიაში ვყიდულობთ პროდუქტებს, ჩვენ მას ვარჩევთ  იმ კრიტერიუმით რომ ეს პროდუქტი ჯობია სხვა პროდუქტს, როდესაც ჩვენ რამეს ვირჩევთ  ხშირად  ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვამჯობნინებთ  ერთ ნივთს მეორეს, მაგრამ ასე არ  ირჩევს ღმერთი! როდესაც გამჩენი ირჩევს ადამიანს ან ჯგუბს ან ერს, ეს იმდენად თავად ღმერთისთვის კი არა არამედ იმ მიზნისათვის რომლის შესრულებას ავალებს თავად გამჩენი. ღმერთს გრანდიოზული გეგმა აქვს  ისრაელიზე, გამოამჟღავნოს და აჩვენოს თავისი ხასიათი თავისი ამორჩეული ერის მეშვეობით,  რომელიც არის ისრაელი. მან ისრაელი იმიტომ კი არ  აირჩია რომ ისინი უკეთესები იყვნენ არამედ იმიტომ რომ ღმერთი ერთგულია თავისი სიტყვის და მას უყვარს თავისი ქმნილება (2რჯ.7:6-8)
რადგან წმიდა ხალხი ხარ  შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო  იყო  მისთვის ყველა ერს შორის, მთელ  დედამიწის ზურგზე.

იმის გამო  კი არ  შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;

არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო  გამოგიყვანა,  უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.ხოლო მიზანი რჩეულობისა იყო რომ ისრაელს უნდა ეჩვენებინა ერებისათვის რომ თავად გამჩენი ღმერთია ერთადერთი. სხვა ერებს გამოგონილი და შექმნილი ღმერთები ყავდათ,  ხოლო ისრაელის ღმერთი თავად  ისრაელიი  ერის შექმნელი იყო და სწორედ თორის ( რჯულის) გადაცემა სინაის მთაზე მოწმობს რომ ისრაელი როგორც ერი სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც მას გადაეცა სასუფევლის კოსნტიტუცია
(გამ.19:6) იქნებით  ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად.….

რა შედიოდა მღვდლების ფუნქციაში თუ არა სწავლება ერებისათვის , რომ გამჩენი ერთი ღმერთია,  რომელიც არის მმართველი ყველაფრისა და  როდესაც დაინახვდნენ სხვა ერები თუ როგორ იცავდა ისრაელი ამ რჯულს მცნებებს,  ისინი მიხვდებოდენ რომ მართლა გამჩენი ღმერთია ამ ხალხთან. 2რჯ.4:5-6 აჰა, გასწავლეთ  წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ..

დაიცავით და აღასრულეთ, რადგან თქვენი სიბრძნე და გონიერებაა ის ხალხთა თვალში, რომლებიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.

მაგრამ სამწუხაროდ ისრაელმა ბევრჯერ გადაუხვია მათთვის მიცემულ რჯულს. იმის მაგივრად რომ მღვდლებს ექადაგათ  ღმერთის სამუდამო თორა (რჯული), მათ  დაიწყეს თორის შემოსაზღვრაგარკვეული დროის შემდეგ ისრაელში იქმნება გავლენიანი ფარისეველთა მიმდინარეობა, რომლებმაც აღმართეს კედელი(შემოსაზღვრეს) თორა (რჯული).  უფლის მცნება იყო შემოსაზღვრული თავიანთი წესებით და ჩვეულებებით, რომლებიც უმეტესობა თავად ეწინააღმდეგებოდა თორას. მინდა სწორად გამიგოთ, რჯულის შემოსაზღვრა თავის თავში არ იყო ცუდი მაგარამ ფარისეველები გაერთნენ ამით და მცნებას მცნებაზე ადებდნენ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რას ნიშნავს არ იყო ცუდი? მაგალითად პროტესტანტებს ძველად  როდესაც გვყავდა მიჯნური, ჩვენ გვეკრძალებოდა განმარტოებით მასთან ყოფნა, ეს წესი იყო რომელიც არ არის ბიბლიაში საერთოდ ნახსენებიც,  მაგრამ ვიცავდით ამ წესს, რატომ? იმიტომ რომ საცდურში არ ჩავვარდნილიყავით. ეს წესი ისევ ჩვენ თავებს იცავდა რათა არ დაგვერღვია მცნება – არ იმრუშო. სწორედ ამ წესს ჰქვია რჯულის შემოსაზღვრა. ამიტომ მოტივები  თავდაპირველად კარგი იყო რჯულის შემოსზღვრის, მაგრამ შემდეგ მივიდნენ იმ მანკიერ დასკვნამდე  ზოგიერთები, რომ ეს ჩვეულებრივი წესი მცნების დონემდე აიყვანაეს,  აი სწორედ ამას ჰქვია მერჯულეობა. დღესაც ვხვდებით ამის მაგალითებს ეკლესიებში. იყო დრო როდესაც დაინახავდნენ მიჯნურებს მარტოდ,  როდესაც სერინობდნენ მათ საშინელ ქარცეცხლში ატარებდნენ,  ხანდახან გარიცხავდნენ კიდევაც,  აი ესაა სწორედ ადამიანური წესის  მცნებამდე აყვანა. მე მახსოვს ერთი საშინელი პერიოდი ჩემს ბავშობაში, როდესაც მშობლები გარიცხეს იმის გამო, რომ შვილი გათხოვდა სხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მამაკაცზე, დღესაც მახსოვს ამ ქალის ცრემლები. იმ ამბის შემდეგ აღარც მინახავს ის ქალბატონი ეკლესიაში. რა დაემართა მას ღმერთმა უწყის….
დაახლოებით ასეთი წესები შემოიღეს ფარისეველებმა მაშინდელ ისრაელში. მიზანი კარგი იყო, ეს წესები ხალხს უნდა დახმარებოდა რჯულის პარაქტიკაში გამოყენებისათვის და არა ტვირთად დაწოლოდა. სწორედ   ეს შემოსაზღვრულება აფიქრებდა ადამიანს თუ რატომ უნდოდა მას ესა თუ ის.  მაგალითად  როდესაც იესო ამბობს თვალით არ იმრუშო, ეს არ ნიშნავს ბუკვალურად მრუშობას, არამედ ეს უკვე გაფრთხილება რომ თუ შენ თვალით ინდომებ იმას რაც აკრძალულია, ესე იგი შენ რაღაც წესრიგში არ გაქვს და სწორედ ეს უნდა იყოს გამაფთხილებელი სიგნალი რომ თუ ასე გააგრძელე,  აუცილებლად შემდეგში მრუშობაში ჩავარდები. ბუკვალურად როდესაც ჩვენ ვლოცულობთ: ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან“ ეს  ნიშნავს რომ ფხიზლად იყოს ჩვენი სინდისი, რათა მსგავს  საცდურებს განვერიდოთ, სწორედ ლოცვა ამყოფებს ჩვენს სინდისს ფხიზლად,  როდესაც რაღაც გულისთქმით მოგვინდება ის აღვიძებს და გვეუბნება,  მცნების საზღვრის დარღვევის საშიშროებასთან დგახარ ! სწორედ ეს იყო მთავარი მოტივი მცნების შემოსაზღვრის, მაგრამ შემდგომში ეს წესები მცნებების დონემდე  დიაყვანეს რაც უკვე ამახინჯებდა თავად თორის (რჯულის ) სულს . ამის წინაღმდეგი გამოდიოდა იესო ქრისტე,  ის ამ წესების მცნებების სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდა. რადგანაც ეს წესები ჩრდილს აყენებდა თავად ღმერთის მცნებებს, იესო და მოციქულები შთააგონებდნენ ხალხს დაბრუნებულიყვნენ სუფთა ღმერთის თორის (რჯულის) მიღებაზე განურჩევლად ეროვნული წარმომავლობისა. სწორედ ეს არის არსი ქრისტეს სწავლებისა.

ამით  ჩვენ ვამთავრებთ რჯულის ცნების განმარტებას ეხლა კი შევუდგეთ მადლის განმარტრებას.

მ ა დ ლ ი

თვითონ სიტყვა მადლი ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი განმარტებაა  ებრაული სიტყვისა – ხესედ , თავად სიტყვა ხესედ ძალიან მრავალ განზომილებას და მნიშვნელობას მოიცავს და მთლიანად ამ სიტყვის გადმოცემა ამ სტატიაში შეუძლებელია,  ამიტომ დავჯერდეთ მის ერთ-ერთ მნიშვნელობას  რომელსაც მადლი ჰქვია: მადლი ნიშნავს:  კეთილ  დახმარებას ღმერთისაგან, წყალობას ღმერთისაგან, კეთილგანწყობას.

ეს არის ღვთაებრივი ძალა ბოძებული ადამიანების გადასარჩენად, ახალ აღთმქაში ის გვხვდება 130 ჯერ, ხოლო თანახში (ძველ აღთქმაში ) ის გამოყენებულია 377 ჯერ თავისი სინონიმებით,  რომლებიც მადლის აზრს გადმოსცემს. სწორედ მადლი არის იქ სადაც  ცოდვაა, პირველად მას ვხედათვ დაბადების წიგნის 6 თავის 8 მუხლში ;
„მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი- ხენ- חֵן უფლის თვალში“-  וְנֹחַ מָצָא חֵן בְּעֵינֵי יְהוָה

ჩვენ ვიცი რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია და საიდან ვიცით ეს ჩვენ? რათქმა უნდა თორიდან (რჯულიდან ),  რადგანაც თუ არ  არსებობს ცოდვის განსაზღვრელი თუ რა არის ცოდვა, მაშინ არც დანაშაული არ არის, და აღრაა აუცილებლობა ცოდვებისგან დახსნის,  აღარაა აუცილებლობა ჩანაცვლებითი მსხვერპლის, რომელიც გამომსყიდველი მსხვერპლია რჯულის დამრღვევთათვის, სწორედ მინდა გამიგოთ  რჯულის დამრღვევს მხოლოდ რჯულის წესების მიხედვით მოტანილიი  მსხვერპლით თუ გამოსყიდი, ისინი ადამიანის მაგივრად ჩაენაცვლებოდნენ, ამიტომაა რომ იეშუა ჰა მაშიახი  (იესო ქრისტე )  ის არის ღმერთის კრავი. იესო  მოკვდა რადგანაც რჯული არის უფლის თორა (რჯული), ის უცვლელია რომელიც გადმოსცემს სულიერ და მატერიალურ სამაყაროს აგებულებას. ისმის კითხვა, კი მაგრამ რატომ არ  გააუქმა ღმერთმა რჯული? არაა რჯული, არაა დანაშაულიც, რატომ არ  გააკეთებს ღმერთი: კარგით რადგანაც არ  შეგიძლიათ ჩემი რჯულის დაცვა მაშინ მე მას ვაუქმებ, მაშინ აღარაა საჭირო გამოსმყიდველი მსხვერპლი, ურჯულოება არაა იქ სადაც რჯული არაა. სამწუხაროდ ასე ფიქრობს მორწმუნების უმეტესობა რომ ღმერთმა დაინახა ადამიანებს არ  შეეძლო თავისი თორის (რჯულის) დაცვა და ამიტომ მან გაუქმა . სამწუხაროდ  ეს თეოლოგია მოდის ლიბერალური თეოლოგიდან, ისინი ებრძვიან რჯულს რათა ამით  თავიანთი სინდისი ხმა გააჩუმონ. მაგრამ მათ  ავიწყდებათ  თუ ღმერთმა გაუქმა რჯული მაშინ რაღატომ მოკვდა იესო  ჯვარზე, სწორედ მისი სიკვდილი მოწმობს რომ თორა რჯული უცვლელია.რადგანაც თუ მისი გაუქმება შესაძლებელი იქნებოდა, მაშინ აღარ იყო გოლგოთის მსხვერპლი.სამაყაროს ჰარმონიისათვის იყო საჭირო თორა და ამიტომ ის იყო  გაცხადებული მთელი ერისათვის ეს, არა უბრალოდ მასში არის სიცოცხლე და სამყაროს საფუძველი და სწორეთ იესო სიკვდილი გოლგოთაზე მოწმობს ამას რომ რჯული უცვლელია (ეს.42:21) თავისი სიმართლის გამო  ინება უფალმა რჯულის განდიდება და მისთვის პატივის მიგება.ეს მიზანი შესრულებული იყო მესიის მეშვეობით. მაშ რა არის უპირველესი მადლი თუ რჯული ? (გამ.20:2) “მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

ეს დეკალოგის პირველი მცნება რომელიც არ  შეიცავს არანაირ  აკრძალვას, არამედ მიგვითითებს რომ გვწმადეს და ვიცოდეთ. სწორედ  ის გადმოგვცემს მადლზე რომ ღმერთმა ისრაელი თავის სიყვარულის გამო  გამოიყვანა ეგვიპიტის მონობიდან. მაშ ვის და რატომ გადაეცა თორა (რჯული )?  გადარჩენისათვის თუ გადარჩენილათვის? იგივე თორა (რჯული) გვეუბნება რომ ჯერ არის მადლი და მერე თორა (რჯული) ადამინამ ჯერ ღმერთი უნდა შეიძინოს როგორც მხსნელი ხოლო შემდეგ როგორც კანონდებელი!

დასაწყისში განთავისუფლება მონობისაგან, შემდეგ კი თავისუფლების და სრულყოფილობის რჯული, რომელსაც უნდა ჩაწვდე შეისწავლო,  ჯერ განთავისუფლება შემდეგ შეგონება როგორ იცხოვრო !

გ ა დ ა რ ჩ ე ნ ა

გადარჩენა ეს არის ღმერთან ურთიერთობებში შესვლა, შვილობა, შესვლა მის ძალაუფლებაში, მართველობაში, მიიღება მისი სამეფოსი.

{ეფეს. 2:8-10}
ვინაიდან მადლით ხარ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის,  არამედ ღვთის ნიჭია,არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს,ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.

მაშ ასე,  როდესაც გავიცნობთ ღმერთს და ვიღებთ დახსნას, ჩვენ ვიგებთ რომ ქრისტე იესოში ვართ შექმნილები კეთილი საქმებისათვის,  რომელიც მან წინსაწარ  გაგვიმზადა,  როგორ განვსაზღვროთ   რა არის კეთილი საქმეები ?

სწორედ  რომ უფლის მცნებების მეშვეობით, უფლის თორა (რჯული ) არის ერთადერთი საზომი სამართლიანობისა და ზნეობრიობის განმსაზღვრელი!

(რომ.8:3-5)
ვინაიდან, რაკი ვერ
 შეძლო  ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერადვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.

რას ნიშნავს მსჯავრი დასდო  ცოდვას ხორცში ? ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ უკვე იესოს მეშვეობით შეგვიძლია ვიცხოვროთ  როგორც სამართლიანად ითხოვს თორა (რჯული) რადაგნაც ჩვენ უკვე ვცხოვრობთ  სულით  და ხორციელი ბუნებით, რათა რჯულის მოთხოვნები შესრულდეს ჩვენში. მადლი კი არ  ამცირებს თორის (რჯულის) მოთხოვნებს,  არამედ გვაძლევს ძალას მის ასასრულებლდა. ჩვენ გვაქსვ ძალა ღმერთს ვაამოთ  თუ ჩვენში არის ქრისტეს სული. ის მოვიდა რათა რჯული სამართლიანი მოთხოვნები ასრულდეს ჩვენს ცხოვრებაში!

მადლი აძლევს დამნაშავეს შეწყალებას, ამნისტიას, მაგრამ აუქმებს თუ არა ამნისტია თორას? რათქმაუნდა არა, თუ შეწყალებული დაიწყებს ისევ კანონების დარღვევას ის უფრო გაიუარსებს თავის მდგომარეაობას, გახსოვთ  იესო რას ეუბნება? ( იონ. 5:14)  “აჰა, შენ გამოჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს”.

და (1იონ.3:4) „ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის; ცოდვა – ურჯულოებაა.

მადლი არ  აუქმებს თორას (რჯულს) !!!!

ის სჭირდება ცოდვილს რათა მოიშოროს ურჯულოება , მადლი მაშინ ვლინდება როდესაც არის ცოდვა, როდესაც ირღვევა რჯული, ის არის დახმარებაც და დაუმსახურებელი წყალობაც, მაგრამ ის არ იძლევა უფლებას შეცოდების, პირიქით,  ის შთაგვაგონებს მართალი ცხოვრებისაკენ . მადლი არა  მარტო გვაშორებს ბრალდებას ჩადენილი ცოდვის,  არამედ ის გვწმენდს გვასწავლის და გვამზადებს თორის რჯულის შესასრულებლად . მადლი არ  ახალისებს ადამიანს ცოდვისაკენ, ის პირიქით  ათავისუფლებს მას, როგორ ? ის გვაძლევს ხსნას და გარდაქმნას,  რათა ვიცხოვროთ მისი რჯულის შესარულებლად. მადლი ეს არის ძალა ჩვენი გადარჩენის სრულყოფილებაში მოყვანის რათა აღვასრულოდ სამართლიანი მოთხოვნები რჯულის

სწორედ  ეს რჯული იწერება სულით  ჩვენს გულებში (იერ. 31 :33) “რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! – აცხადებს უფალი, – შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;

ისმის კითხვა,  ჩვენ უნდა შევასრულოთ რჯული ? ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვაიძულებენ,არამც და არა  ჩემო  ძვირფასებო „ჩემს თორას ( რჯულს)   გულზე დავუწერ“ ეს ნიშნავს რომ თორა -(რჯული) უკვე არის ჩაწერელი ჩვენს სურვილებში, აზრებში და გრძნობებში  და ამიტომაც ჩვენ სიყვარულით, სიხარულით  შევასრულებთ რჯულს და არა ძალდატანებით. და ამიტომ კითხვა უნდა შევასრულოთ  თუ არა, თავისთავად  მოწმობს რომ ჯერ არ აქვს ამ ადამიანს უფლის რჯული დაწერილი გულზე.

ვინც კი შედის ახალ აღთქმაში ღმერთან მას უკვე ეწერება გულში თორა, რჯული და ხდება შინაგანი ცხოვრების ნაწილი ძვირფასებო ეს არის პროცესია, სწორედ  ამის შემდეგ არის რომ ადამიანი უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულით ივსება და არ  ეწინაღმდეგება ღმერთის მცნებებს,  არამედ  თავად მთელი გულით  სწყურია უფლის რჯული ფს. 118:77 -131 წყალობა მიყავი, რათა ვიცოცხლო, რადგან მიყვარს შენი რჯული.პირი გავხსენი და ამოვიოხრე, რადგან შენი მცნებები მომენატრა.სიტყვა მომენატრა არასწორი თარგმანია ივრითულად  წერია იაბ- რაც ითარგმნება წადილი,  ლტოლვად წყურვილად. რათქმაუნდა წარმათებიდან მოქცეული ქრისტიანები უცებ ვერც შეასრულებდნენ თორას (რჯულს) რადგანაც ისინი ჯერჯერობით  სულიერად ჩვილები არიან, რომლებიც ჯერ  ვერ  ერკვევიან რჯულის სამართლიან სიტყვაში, ისინი თანდათანობით სწვალობენ და უღრმვდებიან რჯულს, სწორედ ეს დადგენილება დაუწესა პირველმა ეკლესიამ წარმართებს.(საქ.15:19-21) ამიტომ მივიჩნევ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წარმართთაგან ღვთისკენ რომ არიან მოქცეულნი,არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკავონ კერპების მიერ  შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან.
ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.

ეს მუხლები სამწუხაროდ ბევრი ქრისტიანის მიერ  არასწორადაა გაგებული თითქოს და წარმართებიდან მოქცეულნი არ ა რიან ვალდებულნი რჯული შეასრულონ. მაგრამ ეს არასწორი ინტერპეტაციაა. ჩვენ ეს ადგილი რომ გავიგოთ  უნდა ვიცოდეთ  სწორ  ისტორიული კონტექსტში რაში იყო საქმე, ამისათვის პირველ  რიგში კონტექსტს უნდა დავუბრუნდეთ.  მაგალითად  (საქ. 15 :5) წერია :

მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.ეს არაწორი თარგმანია, რადგანაც არ  არსებობდა ყოფილი ფარისეველი ქრისტიანები, იყვნენ ფარისეველები რომლებსაც სწამდათ  იესო  ქრისტესი, ამის  მარტივად გადამოწმება შეიძლება სხვა ქართული თარგმნებთ მაგალიტად  სტოკჰოლმის თარგამნი სულ  სხვა სურათს გვიჩვენებს: წამოდგნენ ზოგიერთნი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მცნებად დადება, რომ დაიცვან მოსეს რჯული.ეს კი გიორგი მთაწმინდელის თარგმანი:

აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი.

შეიძლება იკითხოთ  რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? მნიშვნელობა დიდია, რას ნიშნავდა წინადაცვეთის მიღება? ებრაული ტრადიციის მიხედვით წინადცვეთის მიღება ეს იყო  იგივე გიურის გავლა,  გიური ეს ნიშნავს ებრაელად  გახდომას.  ეს შვიდ წლიანი პროცესი იყო  და ძალაინ რთულიც და ადამიანი როცა გაივლიდა გიურს, ამის შემდეგ შეეძლო  მას ებრაელად  ყოფნა და ეს უკვე ნიშნავდა რომ მას შეეძლო  სხვა ებრაელებთან მოზიარეობა სუფრასთან. ამიტომ არ  იცოდენ მაშინდელმა ებრაელებმა რომლებსაც სწამდათ იესო,   რა ექნადთ იმ წარმათებისათვის რომლებსაც ღმერთმა მოუხმო. და გადაწყდა რომ პირველ  რიგში წარმათებისათ დაუწესეს მინიმალური მოთხოვნები, რათა სხვა ორთოდოქსი იდეველებისათვის არ  ყოფილიყო  საცდური. თითქოს მოციქულებმა გადაუხვიეს მოსეს რჯულს…. თავი შეიკავონ კერპების მიერ შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან. ეს წესები არის საწყისი წესები ვისაც გიურის გავლა უნდა ანუ ებრაელად  გახდომა ამიტომაა შემდეგ რომ იაკობი ამატებს,  რო მ საწყისისათვის ჩვენთან ერთობისათვის და მოზიარობისათვის ეს წესები საკმარისია, მაგარმ ჩვენთან ერთად თუ გინდათ  რომ გაიზარდოთ და არ  დარჩეთ  სულიერად ჩვილები,  ამისთვის ყველა შაბთს იკითხება და ისწავლება სინაგოგაში,  სადაც ნებისმიერ წარმათს შეეძლო  შესვლა და ესწავლა თუ ის საწყის დაწესებულებას იცავდა. მინდა სწორედ  გაიგოთ აქ არ  იყო საუბარი წარმათების გადარჩენაზე, აქ საუბარია ურთიერთობებზე, ამიტომაა აუცილებელი ისტორიული კულტურული კონტექსტის ცოდნა, წიანაღმდეგ შემთხვევაში დამახინჯებულ ად დამღუპველ შედეგაბამდე მივალთ.

დავუბრუნდეთ  მადლს. ქრისტეს მსხვერპლმა ადამიანიაბენი არა მარტო  იხსნა ცოდვებისაგან არამედ მისცა ძალა მის მორწმუნებს რათა შისწავლონ და აღასრულონ რჯულიი.

 ფს.118:32
შენი მცნებების გზაზე ვირბენ, რადგან გულს მიფართოვებ

სწორედ რომ უფლის სული სულიწმინდა დასახლდა ჩვენში როგორც ტაძრებში და გვაძლევს ძალას რათა დავამარცხოთ ჩვენი ნაკლოვანებები.

მაშ ასე,  მადლი ეს არის კეთილი საჩუქარი რომელიც გადმოგვეცა თავის წყალობით, და რა საჩუქარია ეს ? ეს არის ღვთაებრივი ძალა მუდმივი ენერგია სიცოცხლისა.

1იონ. 5:12-13 ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.ეს მოგწერეთ  თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ საუკუნო სიცოცხლე გაქვთ.

ეს არის ის რასაც ვერ  იყიდი, ეს არის ის რასაც თორის (რჯულის ) დაცვით  ვერ  დაიმკვიდრებ,

ეს არის ღმერთის წყალობა და ღმერთის ძალა, რომელიც მოქმედებაში მოდის როდესაც ჩვენ მხოლოდ და მხოლო რწმენით ვიღებთ მას.

დავუბრუნდეთ  იოან.1:17  ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით  მოგვეცა, ხოლო  მადლი და ჭეშმარიტება იესო  ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.

რჯული მოსეს  მეშვეობით მოგვეცა წერილობითი  სახით. ხოლო ადრე ის გადეცემოდა გამოცხადებით ზეპირ სიტყვიერებით. მოსე მეშვეობით ის გახდა ხილული.

რას ნიშნავს სიტყვა გამოჩნდა?  სამწუხაროდ სიტყვა გამოჩნდა სრულებით  აზრს ვერ  გადმოგვცემს ბერძნული სიტყვა გინომაის, გინომაი ნიშნავს სიტყვა-სიტყვით იქმნა, იყო , დაბადება, მოვლენა გაცხადდა.    ამაში გიორგი მთაწმინდელის თარგამნიც გვეხმარება ….. „ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ  იქმნა. სად  ხვდება სიტყვა გინომაი მარკ 1:4 იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. აი აქ ხვდება ბერძნულად  გინომაი იქმნა, იყო, მოევლინა,. მაშასადამე მადლი იქმნა მოევლინა გაცხადა იესო ქრისტეს მეშვეობით, ის ქრისტეს მეშვეობით  იყო  დემოსნტრირებული. თორა (რჯული) რომელიც იყო  მადლის მეშვეობით მოცემული  ასევე ამ მადლით  იყო  შევსებული სულიწმინდის ძალით   რათა ვიცხოვროთ ისევლე თორით. იოან.1:16
მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ

როდესაც ადამიანმა გული გაუხსნა  უფლის ამ სიყვარულს, როცა ეს მისთვის რეალური გახდა  მაშინ მას უნდა ესმოდეს, რომ მომავალში ამ სიყვარულში გაზრდ,  გაღრმავება, კურთხევების მიღება- მჭიდროდ  არის დაკავშირებული ღმერთის მცნებების შესრულებაში.

ჩვენ მოვინანიეთ და ეგვიპტელი ებრაელებისგან განსხვავებით ჩვენ ზეციდან ვიშვით  და ახლა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადავდგათ., და რაც უფრო  დიდხანს ვცხოვრობთ როგორც მორწმუნეები, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩვენზე თუ როგორ  ვექცევით  უსასყიდლოდ მოცემულ  სიყვარულს და მადლს, როგორ ვიყენებთ მადლს. 

მაშ ასე, მე ვეცადე მართლაც ძალიან დიდი თემა რაც შეიძლებოდა მოკლედ გადმომეცა თქვენთვის. რათა გცოდნოდათ,  რჯული და მადლი ერთმანეთს კი არ უპირსპირდებიან არამედ  ისისნი ავსებენ ერთმანეთს ისინი ერთამნეთისაგან გამომდინარეობენ!

მადლობა ყურადღებისათვის

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი.