ისრაელის უარყოფა მრავალი მწვალებლობის საფუძველია

eresi8

იუდეური ბიბლიისა და ისრაელის, ღვთის სასუფევლის შესახებ ებრაული გაგებისა და ღმერთის ოჯახის ებრაული ნაწილის უარყოფამ, წარმართული ეკლესია ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში „გადააგდო“.

 

მოდით გადავხედოთ რამოდენიმე განსაკუთრებით „პოპულარულ“ საკითხებს:

 

  1. არაბიბლიური შიში ღმერთის მიმართ და მომაბეზრებელ-დეპრესიული შეხედულება ღმერთზე

 

მრავალი საუკუნის მანძილზე ეკლესიაში გამეფებული იყო რელიგიური უკიდურესობა, რომელიც აიძულებდა ადამიანებს გამუდმებით ღმერთის მიმართ ჰქონოდათ არასწორი შიში, ადამიანები დაშინებულები იყვნენ განადგურებისა და ჯოჯოხეთის ტანჯვის შიშით, სხვადასხვა მოზაიკურ ნახატებით ფრესკებით, ხატებითა და სკულპტურებით. ხალხს აჩვენებდნენ, რომ მათ რაღაც დაუჯერებელი ძალისხმება უნდა გაეწიათ, რომ გადარჩენის შანსი მაინც მიეღოთ (ვგულისხმობ ქრისტიანებს), და ამავე დროს აღმდგარი მხსნელის მადლმა იმდენად უკანა ფლანგზე გადაიწია, რომ იშვიათად ახსენდებოდათ.

 

ბევრ ჩვენგანს აქვს ნანახი მართლმადიდებლურ ტაძრებში მამა ღმერთის ხატი. საინტერესოა, რომ ტრადიციული ეკლესიების კანონებით აბსოლუტურად აკრძალულია მამა ღმერთის გამოსახულების შექმნა, მათ შორის რუსული მართლმადიდებლური კანონების მიხედვით. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გამოსახავენ და ამაზე არავინ არაფერს ამბობს. ხოლო ხატებზე აქცენტი კეთდება ყოველთვის მხსნელის წამებასა და სიკვდილზე. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არცერთი გამოსახულება არ არის დაშვებული წმინდა ღმერთზე არც ძველი აღთქმით და არც ახლით. ასევე კარგად ვიცით, რომ უპირობო პირველი მცნება არამარტო არ არის გაუქმებული ახალ აღთქმაში, არამედ პირიქით განმტკიცებულია კიდეც. „არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.“ (გამოს. 20:3)

 

სხვადასხვა ვარიანტში გაგრძელებაც შედის, ზოგიერთში კი ცალკეა მოცემული შემდეგი რამ:

“არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში. და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.” (გამოს. 20: 4-6)

 

ასევე ნათქვამია, “იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან” (მეორე რჯ. 4:15). ანუ კერპთაყვანისმცემლობის აკრძალვა გულისხმობდა ღვთის ხატის უპირობო აკრძალვას.

 

თუ თქვენ ბიბლიის ახალ თარგმანს წაიკითხავთ, მაშინ წიგნი შმოთის (გამოსვლის) ისრაელისა და მთელი ქვეყნიერების ტრაგედიის ეპიზოდში (როცა მოსეს არ ყოფნის დროს ერმა ოქროს ხბოს კერპი გაიკეთა) ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო მომენტს. ისინი აჩვენებენ (და ზოგიერთი ბიბლიური მკვლევარი ამტკიცებს) რომ აარონმა ეს ოქროს ხმო არ შექმნა იმისთვის, რომ გამოესახა ღმერთი იაჰვე (თუმცა მან თქვა: „ეს არის ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან“), არამედ მას ახალგზარდა ხარის გამოსახვა სურდა.

 

რატომ? შუა აღმოსავლეთში ახალგაზრდა ხარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი იყო. როგორც წესი, ამა თუ იმ წარმართულ პანთეონში მთავარი ღმერთი იჯდა ახალგაზრდა ხარზე, ან ხარი იყო მისი ტახტი. ახლა კი ამბობენ, რომ სავარაუდოდ აარონმა ეს გააკეთა არა როგორც ღმერთის გამოსახულება, არამედ როგორც ხილული საფუძველი, რომელსაც ეყრდნობა უხილავი ღმერთი. მაგრამ ესეც კი საშინელება იყო ღმერთისთვის!

 

  1. ღმერთის „სუპერ სიყვარული“ ყველა ერის მიმართ

 

დავუბრუნდეთ უკიდურესობას, ქრისტიანების დაშინებასა და დეპრესიულ წარმოდგენას ღმერთზე, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე იძულებით დააჯერეს მორწმუნეებს. რეფორმაციის დაწყებისთანავე, ღვთის სიტყვის არსი და რეალური მნიშვნელობა აღდგა ქრისტიანებს შორის. ხოლო კათოლიკურ ეკლესიაში ეს აღორძინება, მარტინ ლუთერის ოფიციალურ რეფორმაციამდე, 2,5 საუკუნით ადრე დაიწყო. და თანდათანობით ეს რეფორმაცია იქამდე მივიდა, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში, ნაცვლად მუდმივი კონცენტრაციისა ქრისტეს წამებასა და სიკვდილზე, დაიწყო ახალი საპირისპირო უკიდურესობა, რომელიც ახლაც გვხვდება ბევრ დასავლურ ეკლესიაში.

 

და რაში მდგომარეობს ის? ეს უკიდურესობა არის ღმერთის „სუპერ სიყვარული“ ჩვენს მიმართ.

 

თუ მრავალი საუკუნის მანძილზე მორწმუნეების მთავარი მოტივაცია ჯოჯოხეთში მოხვედრის შიში იყო, ახლა ბევრ ეკლესიაში ჯოჯოხეთის შესახებ თითქმის არავინ საუბრობს. თუ ადრე, ძირითადად ეკლესია ცდილობდა შეენარჩუნებინა მორწმუნეებში სიწმინდე დანაშაულისა და შიშის გრძნობით, ახლა პირიქით საუბრობენ, რო მორწმუნეებს არანაირი დანაშაულის გრძნობა არ უნდა ჰქონდეთ (თუნდაც რაიმე ცოდვა ან ანტიბიბლიური ჩაიდინონ).

 

ახლა ბევრ ევანგელურ და ნაწილობრივ კათოლიციზმშიც, ვითარდება ასეთი უკიდურესი მდგომარეობა, რომელიც არწმუნებს მორწმუნეებს, რომ ღმერთი აბსოლუტურია და შესაბამისად მისი სიყვარულიც აბსოლუტურია. და თუ მისი სიყვარული აბსოლუტურია, მაშინ იგი უპირობოა. და თუ ეს უპირობოა, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ ცვლილებების გარეშე მოდის ღმერთის გულიდან ყველა მორწმუნეზე, იმისდა მიუხედავად თუ როგორ იქცევიან ისინი.

 

და აქ ფაქტობრივად, ერთმანეთში ირევა სხვადასხვა ცნებები! ღმერთმა შეიყვარა სამყარო, ყველა ადამიანი უპირობოდ და ამიტომ გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც მოკვდა ყველა ადამიანისთვის, რომლებიც იყვნენ ცოდვილები. ეს ასეა.

 

ანუ, ღმერთს უყვარს ყველა ცოდვილი? დიახ, ღმერთს უყვარს ყველა ცოდვილი, ურწმუნო და ისინიც ვინც მას ეწინააღმდეგებიან. მაგრამ მისი სიყვარული იგივენაირად არ მოქმედებს მიძღვნილ მორწმუნეებზე, ხორციელ მორწმუნეებზე, ურწმუნოებზე და მის მტრებზე!

 

ახალი აღთქმა ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, რომლებიც უარყოფენ ღმერთის სახარებას, როგორც ღვთის რისხვის შვილებზე:

ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში. იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.” (რომაელთა 1:18-24, 32).

 

ეს არის ღმერთის მოქმედება, რომელიც განსჯის და გამოაქვს სიკვდილის განაჩენი. შემდეგ ვკითხულობთ:

 

„ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩადენისათვის“ (რომ. 2:2)

 

რა არის „ღმერთის სამსჯავრო“?თქვენი აზრით ეს სამსჯავრო გამართლებისთვის არის თუ მსჯავრის დადებისთვის? რა თქმა უნდა მსჯავრის დასადებად, რადგან მათ სიკვდილი მიესაჯათ. მაგრამ თანამედროვე ქადაგებებში ხშირად ისმის, რომ ღმერთი არავის განსჯის!

და შემდეგ:

 

„შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს? თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და…“

 

და შემდეგ მისი სიყვარულის პირდაპირი მოქმედება,-

 

ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ? ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა” (რომ. 2:3-5)

 

  1. ღმერთი არ განგვსჯის საქმეების მიხედვით, არამედ რწმენის მიხედვით

 

ბევრ თქვენგანს გაუგია, რომ ღმერთი საქმეებით არ განსჯის არამედ მხოლოდ რწმენით. მაგრამ ეს ერესია, რომელიც ახლა ძალიან სწრაფად ვრცელდება. სინამდვილეში, ეს უკიდურესობა იყო  ღმერთის დიდი სიყვარულის უარყოფაზე მისი შვილების მიმართ. და ეს დაიწყო  ეკლესის გამოყოფით და ჩანაცვლებით ისრაელის მიმართ.

 

როდესაც ეკლესიამ უარყო ღმერთის მარადიული სიყვარული მისი ერის მიმართ (პატიოსანი, მართალი, წმინდა, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ღმერთის რისხვა ცოდვილი, ურწმუნო, განდგომილი ისრაელის წინააღმდეგ), – მას მერე ეკლესია ჩაეფლო შიშში, მწუხარებაში, დეპრესიასა და იმედგაცრუებაში.

 

ეს ერეტიკული სწავლება მდგომარეობდა იმაში, რომ სინამდვილეში ჩვენ უნდა გვჯეროდეს გარკვეული ხისტი დოგმების, მაგრამ ჩვენი დახსნა ხდება საქმეებით. დღეს კი საპირისპირო დრო დადგა: ღმერთს ვუყვარვართ არა საქმეების მიხედვით, არამედ მადლით, და სულის გადარჩენისთვის საქმეები საერთოდ არ არის საჭირო.

 

მაგრამ სწორედ ჩვენი საქმეები თამაშობს დიდ როლს ჩვენი და ღმერთის ურთიერთობებში, შემდეგ კი სამსჯავროზე, სადაც განისაზღვრება ჩვენი მარადიული ბედი!

 

შეგიძლიათ იკითხოთ: ეს როგორ, ჩვენ ხომ გვაქვს საუკუნო სიცოცხლე! დიახ, ის შემოვიდა ჩვენს ახალ გულებში, როდესაც მოვინანიეთ და თავი დავიმდაბლეთ, როდესაც იეშუა მესია ჩვენს უფლად და მხსნელად ვაღიარეთ, მოვინანიეთ ჩვენი წარსული და ვაღიარეთ ჩვენი უუნარობა და წარუმატებლობა საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობისა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი გადარჩენის დასაწყისია. და ახალი აღთქმის მრავალი მუხლით, ჩვენ ახლა განვაგრძობთ ჩვენს ხსნას.

 

ამაზე დაწერილია, პეტრე მოციქულის პირველ წერილში 1:17, ფილიპელთა 2:12: „შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად“

 

რომაელთა მიმართ წერილში 2:6-8 ნათქვამია:

“რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა – რისხვასა და გულისწყრომას.”

 

არა მხოლოდ კარგი საქმეებით, არამედ გამუდმებულობით! კეთილი საქმეების გამუდმებული კეთება. და ღმერთი გვპირდება, რომ ის ამისთვის მოგვიზღავს. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ის გადარჩენა რომელიც შემოვიდა ჩვენში, ჰგავს მარცვალს, რომელიც იზრდება ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმეებით, ჩვენი მსახურებით და მთლიანად აღსრულდება, როდესაც ჩვენ მიწიერ ცხოვრებას დავასრულებთ. და მაშინ ღმერთი მოგვიზღავს.

 

  1. ღმერთის სიყვარული ჩვენდამი არ იცვლება, შევცოდავთ თუ არა, სიკეთეს გავაკეთებთ თუ არა

 

დღესდღეობით ქრისტიანებში კიდევ ერთი პოპულარული ერესია. ის ხალხს არწმუნებს, რომ ღვთის სიყვარული არ იცვლება ჩვენს მიმართ, ვცოდავთ თუ არა, კეთილ საქმეებს ვაკეთებთ თუ არა. ეს საშინელი ანტიბიბლიური ერესია!

 

ღმერთის სიყვარული ძალიანაც იცვლება ღმერთი გააგრძელებს ჩვენს სიყვარულს, მაგრამ შორიდან. ეს საერთოდ სხვანაირი სიყვარული იქნება! ეს ისეთი სიყვარული იქნება, რომელიც ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ რომ გვქონდეს მტრების მიმართ. თუმცა ჩვენ მოგვიწოდა, რომ არ დავწყევლოთ მტრები, ღმერთი კი გვწყევლის. ჩვენ მოგვიწოდა, რომ მტერი არ დავაზარალოთ, ის კი გვაზარალებს. ღმერთი გვეუბნება რომ არ ვუსურვოთ მათ ჯოჯოხეთში მოხვედრა, თვითონ კი თუ არ მოინანიეს ჯოჯოხეთში უშვებს.

 

ეს უკიდურესობა ეკლეიის მოძღვრებაში მოვიდა ისრაელის უარყოფით, და ღმერთის წმინდა სიყვარულის უარყოფით თავისი ერის მიმართ.

 

რომაელთა 2:9-10-ში ნათქვამია:

“ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს – იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც”.

 

და აქაც რომ გავჩერდეთ უკვე რაღაც მნიშვნელოვანია. რადგან ყველა ვინც უარყოფს ისრაელს, როგორც ღვთის რჩეულ ერს, ვინც ამბობს: „ახლა ერთადერთი ღმერთის ერი არის ეკლესია, რომელიც მოიცავს ყველა ერის ყველა მორწმუნეს“, მისთვის ეს მუხლი სრულიად გაუგებარია. თუ ებრაელები ახლა სხვა ერებივით არიან, მაშინ ჭირი და შევიწროება ჯერ ებრაელებზე რატომ არის? პირველ რიგში, ეს არა მარტო რიგითობას არამედ სიძლიერეს და განსაზღვრულობის ხარისხსაც ნიშნავს, ამ მუხლის მიხედვით ღმერთი ისევ განსაკუთრებულ ურთიერთობაშია ისრაელთან. და ისტორიის მანძილზე, ბევრი ღვთისმეტყველი და პედაგოგი ემორჩილებოდა და აღიარებდა ამ მუხლს.

 

მაგრამ ამაზე სულიწმინდა არ ჩერდება, პირიქით: „ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს – იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც”.

 

მაშინ მთელი რომის იმპერია დასახლებული იყო ან იუდევლებით ან ბერძნებით, რადგან ელინიზმი მეფობდა რომის იმპერიის ცივილიზაციურ სამყაროში, ოიკუმენეში (ცივილიზებურ სამყაროში).  მხოლოდ ებრაელები განსხვავდებოდნენ სხვებისგან, რადგან ყველა ღმერთს უარყოფდნენ, ერთი ღმერთის გარდა. მაგრამ თუ სიმართლეს ლაპარაკობს მე-10 მუხლი, მაშინ მე-9 და მე-10 ნიშნავს შემდეგს: ებრაელი ერი დარჩა განსაკუთრებულ, რჩეულ ერად, ღმერთს არ უარყვია ის. და მას პირადი ანგარიში აქვს თავის ერთან, ებრაელ ერთან. ეს ისაელის ღმერთის განსაკუთრებული ოჯახური ურთიერთობაა თავის ხალხთან. და ღმერთი განჯის მთელ ერს, და ცალკეულ ებრაელებს, არა მხოლოდ ერს.

 

და ეს სიტყვები „სიკეთის მქმნელი“ – ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი დრო და დრო რაღაც კარგს აკეთებს. ეს ცხოვრებისეული მდგომარეობაა: სიკეთის გამუდმებულად კეთება, გამუდმებული ლტოლვა კეთილად ცხოვრების, ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაც მარცხები არ იქნება, მაგრამ მთავარი ვექტორი ყოველთვის ზევით არის მიპყრობილი.

 

და ამაზე საუბრობს მე-7 მუხლი: „მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს“

 

ეს იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც უბრალოდ კი არ აკეთებენ კეთილ საქმეებს, არამედ ღმერთს ადიდებენ ამ საქმეებით. და განა იმისთვის აკეთებენ კეთილ საქმეებს, რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში იყვნენ კარგად, არამედ მათი მთავარი მიზანი ზეციური იერუსალიმია. და ასეთი ებრაელები ხდებიან უპირველეს ყოვლისა ღმერთის კურთხევის, ღმერთის ძალის, ღმერთის წყალობის ობიექტები, როგორც წერია აქ. და „შალომ“ – ეს არა მხოლოდ „მშვიდობაა“, „დამშვიდება მტრობისა და ომისგან“, ეს არის „სისავსე“ და „მთლიანობა“. ეს ებრაული სიტყვა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ სისრულეს და მთლიანობას, მამასთან კავშირის ჰარმონიას.

 

გამოდის, რომ ღმერთმა პრივილეგია შეუნარჩუნა ებრაელ ერს. პრივილეგია ის არის, რომ მასზე მინდობილ ებრაელებს, რომლებიც ინანიებენ და თავიანთ ცოდვებს დებენ გოლგოთის ჯვართან, მის ფეხებთან მოაქვთ თავიანთი სიცოცხლე და შემდეგ უფრო მეტად ცდილობენ მის გამოვლენას, ასეთ ებრაელებს ის უკვე ამ ცხოვრებაშივე აავსებს თავისი ძალით (რომ. 1:16), თავისი სიცოცხლით, დაიცავს, აკურთხებს ყველაფერში და დაფარავს თავისი დიდებითა და პატივით, თავისი სიტყვების დამტკიცებით.

 

ღმერთი მიუკერძოებელია და სამართლიანი (რომ. 2:11) ამიტომ, იგი პირველ რიგში განსჯის ცოდვილ და ამბოხებულ ებრაელებს. ეს ეხება მარადიულ სიცოცხლეს, მაგრამ ამავდროულად გამოვლინდება დროებით ცხოვრებაში.

 

კარგი იქნებოდა კითხვის დასმა: ზემოთ მოცემულ მუხლებში არის საუბარი რწმენის დოგმებზე? არა, აქ საუბარია საქმეებზე. მე-7 და მე-10 მუხლებში II თავის, საუბარი არის კეთილ საქმეებზე, მე-8 და მე-9ში კი ბოროტ საქმეებზე. ასეთი მუხლები მრავალია ახალ ართქმაში.

 

რატომ ვართ ხშირად მიდრეკილნი ანტიბიბლიური უკიდურესობების მიმართ, რომ საქმეებს საერთოდ არანაირი როლი არ აქვს? იმიტომ, რომ ეს უკიდურესობები რწმენის მამებისგან მოდის, რომლებსაც სჯერათ ჩანაცვლების თეორიის. და ამ რწმენის მამების უმეტესობა ეხლა იხრებიან მარკიონის  ერესისკენ. ეს იყო დიდი ერესიარქი, II საუკუნის გნოსტიკი. ის რომში ჩამოვიდა დიდი სიმდიდრით და ყველაფერი ეკლესიას შესწირა. ის მიიღეს და თავად გახდა მასწავლებელი ეკლესიაში, რადგან იყო ნაკითხი და განათლებული. მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა სინამდვილეში რისი სჯეროდა. მას კი სჯეროდა შემდეგი: რომ ძველი აღთქმა აღწერს ერთ ღმერთს, ხოლო ახალი აღთქმა სხვა ღმერთს. და ახალი აღთქმის უმეტესი ნაწილი მას არ აწყობდა, მან მთელი ბრიტ ხადაშასგან დატოვა მხოლოდ სახარება (ისიც, „გაწმენდილი“) და პავლე მოციქულის ეპისტოლეები (ისიც „გაწმენდილი“).

 

ცხადია, ჩვენ ახალი აღთქმით ვცხოვრობთ და არა ძველით, მაგრამ ეს საშინელი ერესია!

 

და II საუკუნის ბოლოს ეკლესია უკვე მიემართებოდა ჩანაცვლების თეორიისკენ, ებრაელების უარყოფისკენ. ამიტომ მათ მაშინვე ვერ იცნეს ერეტიკული სწავლება. მაგრამ როცა იცნეს, მიხვდნენ რომ ეს იყო კატასტროფა! რადგან ამას თუ ირწმუნებდნენ, გამოვიდოდა რომ იესო დაპირებული მესია კი არ არის, არამედ სრულიად ახალი ღმერთი. და საერთოდ გამოდის, რომ არსებობს სხვადასხვა ღმერთები,და მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია კარგი. ამიტომ მარკიონი გააძევეს ეკლესიიდან, მისცეს მთელი ფული და გააგდეს. მაგრამ მისი ერესი კიდევ რამოდენიმე ასეული წელი არსებობდა.

 

და თანამედროვე ერესიც, რომელიც მარკიონის ისტორიიდან იღებს ფესვს, გამომდინარეობს ბიბლიური სურათის სისავსის უარყოფით, ნამდვილი და არა გამოგონილი ღმერთის, აბრაამის, იცჰაკის და იაკობის. ეს სურათი რთული და მრავალმხრივია. მართლაც თუ წერია, რომ ღმერთი სიყვარულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი სიყვარულია მხოლოდ ხორციელი გაგებით, რომ რაც არ უნდა დააშავო ღმერთს მაინც უყვარხარ. ახალი აღთქმის მრავალი წერილი მიზანმიმართულად გამოირიცხა, სადაც დაწერილია, რომ ღმერთი გადმოვრის რისხვას  ადამიანებზე. რადგან სიყვარულში რანაირად შეიძლება იყოს რისხვა?ღმერთი ხომ არავის სდებს მსჯავრს, ეშმაკი კი სდებს!

 

თავიდან გაჩნდა თეორია, რომ ღმერთი ამხილებს, ხოლო ეშმაკი განსჯის. ეხლა კი თეორია განვითარდა. ისინი ვისაც ამ თეორიის ფესვების სჯეროდათ, მათ აღარ ყოფნით, სურთ რომ ღმერთი უფრო მოსიყვარულე და დამჯერი იყოს. ამიტომ ახლა ახალი თეორიაა.

 

  1. ღმერთი არავის ადანაშაულებს, არ სდებს მსჯავრს და არ ასამართლებს არავის

მე ერთ რამეს წავიკითხავ სტატიიდან, რომელიც განთავსებულია პორტალზე. პოლემიკის თვალსაზრისით გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გასამართლების ცრუ სულის განადგურება“, ეს სტატია აღებულია ჟურნალიდან „ქარიზმა“:

„უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი მამაა, არ განგვიკითხავს ჩვენ გზებზე. ის არ იყენებს სირცხვილს…“

 

ანუ თუ თქვენ გცხვენიათ რაიმე სისაძაგლის, რომელიც ჩაიდინეთ, გამოდის ეს ღმერთისგან არ არის. ნუ გრცხვენიათ! არა მხოლოდ ეს, ღმერთი დანაშაულის გრძნობასაც არ იყენებს. რაც არ უნდა ჩაგედინათ, დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ თავი. რადგან ეს ეშმაკისგან არის.

 

ეს საკმარისი არ არის, ღმერთი სინანულსაც არ იყენებს! რამე სისულელე ჩაიდინე – აჰ, არაუშავს, ერთხელ ვცხოვრობთ! ნუ ინერვიულებ, ღმერთს ყველა შემთხვევაში უყვარხარ!

 

„ღმერთი არ იყენებს ბრალს, როგორც შეცვლის ან ჩვენი მოტივაციის მიზნით“ – ნათქვამია აქ.

 

სინამდვილეში, ღმერთი ამ ყველაფერს იყენებს, როგორც საშუალებას ან მოტივაციას, რომ აღარ შევცოდოთ, დავბრუნდეთ განდგომილებიდან, შევწყვიტოთ ცხოვრება როგორც ღვთის ხორციელმა შვილებმა და ა.შ.

 

და სტატიის ავტორის აზრით აბა რაღას აკეთებს ღმერთი? აი რას:

 

„ღმერთი ცვლის გულის სურვილებს სიყვარულის ატმოსფეროში და „მამა-შვილური“ ურთიერთობით.

 

მე ამის მომხრე ვარ მეგობრებო! ჩვენ ყველანი ამის მომხრენი ვართ! მაგრამ იცით, რომ სიყვარულის ატმოსფერო ყველას არ ათავისუფლებს ცოდვისგან.

 

„…ის გვიზიდავს ჩვენ სიყვარულის პრიზმის ურთიერთობით, გვასწავლის სიყვარულის ძალით, მადლისა და პატიების“.

დავუბრუნდეთ წერილს, რომაელთა მიმართ წერილს 2:5-9,12:

 

“ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა, რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა – რისხვასა და გულისწყრომას. ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც. ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან; ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან.”

 

კიდევ ერთხელ ვკითხულობ:

 

„უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი მამაა, არ განგვიკითხავს ჩვენ გზებზე. ის არ იყენებს სირცხვილს. ღმერთი არ იყენებს ბრალს, როგორც შეცვლის ან ჩვენი მოტივაციის მიზნით. ღმერთი ცვლის გულის სურვილებს სიყვარულის ატმოსფეროში და „მამა-შვილური“ ურთიერთობით. .ის გვიზიდავს ჩვენ სიყვარულის პრიზმის ურთიერთობით, გვასწავლის სიყვარულის ძალით, მადლისა და პატიების“.

 

წარმოგიდგენიათ, რომ ეს ცრუ სწავლებები და ერეტიკოსები ღმერთს განკითხვის უფლებას ართმევენ, უარყოფენ ღმერთის სამსჯავრო!

 

„სამსჯავროს საქმე უტევს სიყვარულის, მადლისა და პატიების ძალას, ძნელად დასაჭერი, მაგრამ მომაკვდინებელი გზით. სამსჯავრო იყენებს ძველ აღთქმის კანონს, მაგრამ ხშირად ახალი აღთქმის სილამაზეს გვერძე ტოვებს, რომელიც ფოკუსირებულია მთელ წერილზე. სამსჯავრო მკაცრად არის მიდრეკილი რჯულისკენ, და ხელიდან უშვებს მადლსა და სიყვარულს. სამსჯავრო ცდილობს შექმნას მთლიანი ცხოვრების გზა, რომელიც დაფუძნებულია სრულყოფაზე, მუშაობაზე, ადამიანის თვით სიმართლეზე და კანონიერებაზე“.

 

სინამდვილეში, ახლა უკვე „ახალი ეტაპია“: თითქოს ღმერთი არ განსჯის და არ ადანაშაულებს არავის. და უკვე გაუგებარია შეუძლია თუ არა ღმერთს ვინმეს მხილება. ყველაზე საშინელ სიტუაციებშიც კი ცდილობს სიყვარულის ატმოსფეროს შექმნას და „მამა-შვილური“ ურთიერთობით ყველაფრის მოგვარებას. ეს დიდი ტყუილია მთელი ახალი აღთქმის მიმართ, ისრაელის ღმერთის მიმართ!

 

და აქ წინააღმდეგობაშია არა მხოლოდ ძველი აღთქმის რჯული, არამედ მთელი ძველი აღთქმა, ახალ აღთქმასთან მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის თანახი! ეს არის ზუსტად ის, რაც იზრდება მარკიონის ერესისგან. ეს ის საშიში უკიდურესობაა, რომელსაც აწყდებიან დღევანდელ მრავალ ევანგელისტურ ეკლესიაში. და ეს უკიდურესობა არის ებრაელი ერის ნამდვილი უარყოფა, თანახიდან დაწყებული, რომელსაც ჩვეულებრივ ძველ აღთქმას უწოდებენ.

 

  1. ყოვლისშემძლე ღმერთი არანაირ მსახურებას და საქმეებს არ საჭიროებს?

 

მოდით გავაგრძელოთ. თქვენ ხედავთ, რომ რჯული მხოლოდ ძველ აღთქმასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ აღთქმაში მორალური კანონი მწვერვალამდეა გაზრდილი. დიახ ჩვენ ახლა განთავისუფლებულნი ვართ რიტუალური მცნებებისგან, როგორც კანონისგან. ჩვენ შეგვიძლია მათი გამოყენება, მაგრამ ისინი აღარ არის კანონი ჩვენთვის. მაგრამ ზნეობრივი კანონები, ახალი აღთქმის ზნეობრივი ქცევები გაცილებით ხისტია, მკაცრი და უპირობო, ვიდრე ძველ აღთქმაში.

 

მაგრამ ეს ხალხი, რომელიც ერესს ასწავლის და ქადაგებს, ლამაზად აფორმებენ ყველაფერს ისე თითქოს ძველი და ახალი აღთქმა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ისინი უარყოფენ ახალი აღთქმის ძალიან ბევრ ადგილს, რადგან გულის სიღრმეში სჯერათ, რომ ისრაელის საქმე დასრულებულია.

 

ზოგიერთი ძალიან პოპულარული მქადაგებელი და მასწავლებელი დასავლეთში ღიად საუბრობენ ამაზე: რჯული – ისრაელისთვის, მადლი – ეკლესიისთვის. ასევე საუბრობენ, რომ საქმეებს არანაირი კავშირი არ აქვს გადარჩენასთან. მაგრამ ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ „რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია“ (იაკ. 2:26). და როცა იეშუა ამბობს, რომ „მორწმუნე სამსჯავროზე არ მიდის“ (იოანე 5:24), ის გულისხმობს მორწმუნეს, რომელიც მთელი ძალით და ცხოვრებით ამტკიცებს თავის რწმენას, აჩვენებს თავის რწმენას აბრაამის, იცჰაკის და ოაკობის ღმერთის მიმართ, მისი ძის იეშუა მესიის მეშვეობით!

 

წავიკითხავ კიდევ ერთ ციტატას როქსენ ბრენის წიგნიდან, რომელიც უფალს ემსახურება. ეს არის კარგი წიგნი, რომელშიც ბევრი ღირებული რამაა. მაგრამ მას აქვს უკიდურესობაც.

 

ავტორი წერს:

 

„რა სიცრუეს ასწავლიან ეკლესიაში ახალმოქცეულებს, იმის თქმით რომ ისინი გადარჩნენ რათა ღმერთს ემსახურონ. არა! ჩვენ გადავრჩით იმის გამო, რომ პირველ რიგში მას სურდა ჩვენი შემორიგება“

 

როგორი საშინელი დაბნეულობაა! არეულია ის მიზეზი, რომელიც წინ უძღვის ჩვენს ღმერთთან ერთად ცხოვრებას, რომელიც ღმერთის გულშია ჩვენთან მიმართებაში. და ესენი ერთმანეთსა დაპირისპირებული. ეს არის ზოგადი მიზეზები სრულიად სხვადასხვა სფეროდან! რა თქმა უნდა, ღმერთს ყველას დაბრუნება სურს, ყველას შემორიგება. მაგრამ რატომ უარყოფს ეს იმას, რომ გადარჩენილნი ვართ რათა მას ვემსახუროთ?

 

შემდეგ ვკითხულობთ:

 

„ის იმიტომ არაა დაკავებული ხალხის გადარჩენით, რომ მსახურები სჭირდება ქრისტესთვის მთელი მსოფლიოს დასაპყრობად“

 

პრინციპში, გასაგებია – რადგან მას არ სჭირდება მსახურები, რომლებიც დაიპყრობენ მიწას ქრისტესთვის, რჩება მხოლოდ ორი შესაძლებლობა: ან თვითონ დაიპყრობს მიწას თავად, ადამიანების გარეშე, ან საერთოდ არ ანაღვლებს ადამიანები!

 

ეს ყველაფერი განკუთვნილია სულელი მორწმუნეებისთვის, რომელთაც ძალიან უხარიათ, რომ ღმერთი არ სთხოვს მათ არაფერს, არაფერს საჭიროებს მათგან, არ განსჯის საქმეების მიხედვით და ისინი მზად არიან გადაყლაპონ ნებისმიერი საღეჭი რეზინა, თუნდაც ყველაზე სულელური და საწინააღმდეგო.

 

შემდეგ ავტორი განაგრძობს:

 

„ბიბლიაში არ არის არც ერთი მუხლი, სადაც დაწერილია რომ ღმერთისთვის რამე უნდა გავაკეთოთ. ბიბლია ამბობს, რომ თავისი მადლით და სიყვარულით მოგვცა საშუალება მონაწილეობა მივიღოთ იმაში რასაც თავად აკეთებს. დაფიქრდით ამაზე!“

 

მაშინ დასაწყისისთვის იონას წიგნის ამოღებაა საჭირო ბიბლიიდან, რატომ დევნიდა მას, რისთვის აწვალებდა ღმერთი? რისთის ჩაძირა მერე კი გადაარჩინა? ანგელოზები გაეგზავნა ნინევიაში! მან ხომ ანგელოზი გაგზავნა ასურელებთან, რომელმაც 185 ათასი მოკლა (2 მეფ 19:35). ამათ კი გადაარჩენდა!

 

მაგრამ როდესაც გვესმის, რომ ისრაელის ღმერთის რწმენით ვართ დახსნილნი, მაშინ ვიგებთ და ვიღებთ იმას, რომ გადარჩენილნი ვართ „კეთილი საქმეებისთვის“ (ეფეს. 2:10) რომელიც ღმერთმა გაგვიმზადა რომ გავაკეთოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! თუ ჩვენ გადარჩენილნი ვართ, მაგრამ არ ვაკეთებთ კეთილ საქმეებს, მაშინ ვკარგავთ ჩვენი ხსნის მიზანს! ჩვენ უბრალოდ ვუარყოფთ ჩვენს ხსნას და ვამტკიცებთ, რომ ან საერთოდ არ ვიყავით დახსნილნი, ან განდგომილნი ვიყავით. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია იოანე მოციქულის პირველი წერილი, სიყვარულის წერილი. ეს ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წიგნია, რომელიც აღწერს თუ როგორ უნდა განვასხვავოთ მორწმუნეები და ურწმუნონი. პირველ რიგში, მისი ცხოვრება და გარეგნული საქმეები, აღთქმების შესრულება გვაჩვენებს მორწმუნეა ეს ადამიანი თუ არა. ფიზიკური განკურნებაც კი, სულიერი განთავისუფლება, სხვადასხვა სასწაულები – ეს ყველაფერი ის ნიშნებია, რომელიც ახლავთ მორწმუნეებს, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან.

 

“წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება”

 

აი ასეთ სიტყვებს იყენებს ღმერთი. ის უწყრებოდა მოწაფეებს, შემდეგ კი თქვა „ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება”

 

  1. თუ მე მადლით ვარ დახსნილი – არანაირი შრომა და მსახურება არაა სავალდებულო?

 

გახსოვთ როგორ მთავრდება მალაქია წინასწარმეტყველის წიგნი 3:13:

 

“ქედმაღლური იყო თქვენი სიტყვები ჩემს მიმართ – ამბობს უფალი – თქვენ კი კითხულობთ: რა გვითქვამსო შენზე? ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე?”

 

როდესაც ტრადიციული ეკლესიის წევრები სევდიანი ტანსაცმელებით დადიოდნენ, იღებდნენ სევდიან და მოსაწყენ სახეს, იტანჯავდნენ თავს – ბევრი ამას გულწრფელად აკეთებდა. მაგრამ რაღაც ისე არ ხდებოდა.

 

შემდეგ გაჩნდა შემდეგი უკიდურესობა.

 

„ახლა ამპარტავნებად აღარ ვთვლით ბედნიერებს: ვინც უკეთურებას სჩადის უკეთესადაა, მიუხედავად იმისა რომ ღმერთს ცდის. ღმერთის მოშიშები კი ეუბნებიან ერთმანეთს: „უფალი ისმენს, მის წინაშე წიგნები იწერება მათ შესახებ, ვისაც ღმერთის ეშინია და პატივს სცემს მის სახელს. და ისინი იქნებიან ჩემი, ამბობს ცაბაოთ უფალი, ჩემი საკუთრება იმ დღეს, რომელსაც მე შევქმნი და შევიწყალებ მათ, როგორც იწყალებს კაცი თავის ძეს, რომელიც მას ემსახურება“.

 

ზოგიერთი ამბობს: თუ მადლია, მაშინ არავითარი მსახურება და საქმეები. მაგრამ, მადლი სინამდვილეში საქმეებში ვლინდება, უპირველეს ყოვლისა მსახურების საქმეებში. თუ ჩვენ ნამდვილად მივიღეთ მადლი და სიყვარული, შეუძლებელია ისინი არ გამოვლინდეს წმინდა ღვთისმსახურებაში!

 

ამიტომ ღმერთი შეიწყალებს თავის შვილებს, რომლებიც მას ემსახურებიან. არა მათ ვინც იმსახურეს და შეწყვიტეს, არა მათ ვინც დრო და დრო მსახურობენ, არა მათ ვინც გაურბოდა მსახურებას, არამედ მათ ვინც ძეებივით და ასულებივით ემსახურებიან, მისი სიყვარულით ივსებიან, სულიწმინდის ძალით.

 

და შემდეგი მუხლიც ამტკიცებს წინას: “მობრუნებულნი კვლავ დაინახავთ სხვაობას მართალსა და ბოროტეულს შორის“. ჩვენ კი მართალნი ვართ არა ჩვენი სიმართლით, არამედ მართალნი ვართ ქრისტეს სიმართლით. და თუ ჩვენში მესიის სიმართლეა, ის გამომჟღავნდება ჩვენს სიმართლეში: ჩვენი საქმეების სიმართლეში, ჩვენი შეცვლილი მოტივების სიმართლეში, სურვილების, გონებისა და ნების. ამიტომ როცა იეშუა ამბობდა: “გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში! ” (მათ. 5:20) ის საუბრობდა მორწმუნეების პრაქტიკულ ცხოვრებაზე.

 

ახლა ხდება ახალი აღთქმის ებრაული გაგების აღდგენა. ეს ხდება არა მესიანურ თემებში, არამედ მესიის მთელ სხეულში. მაგრამ იმის გამო, რომ ახალი აღთქმის ებრაული გაგება დამახინჯდა, დაიკარგა და განზრახ გაწყდა, ახალი აღთქმის სიმართლის შესახებ მრავალი ადგილები ძველი აღთქმის საწინააღმდეგოდაა აღქმული. აგრამ ახალი აღთქმის სიმართლე არის ძველი აღთქმის კულმინაცია და არა მისი საპირისპირო.

 

სწორედ ამიტომ მთავრდება მალაქიას წიგნი „მართლებითა და ბოროტეულებით“. წავიკითხოთ მთლიანად:

 

“და მობრუნებულნი კვლავ დაინახავთ სხვაობას მართალსა და ბოროტეულს შორის, ღვთისმსახურსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება მას.”

 

ეს მნიშვნელოვანი მომენტია.

 

ღმერთის შვილებისთვის საკმარისი არ არის მსახურების დაწყება. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ღმერთის მოსვლის დროს მისი მსახურების პროცესში ვიყოთ. არამართო კარგად დავიწყოთ, არამედ ყოველთვის მზად ვიყოთ მესიის დაბრუნებისთვის. ეს არის ღმერთის ნამდვილი ძეებისა და ასულების მდგომარეობა, რომლებიც მთელი ცხოვრებით ემსახურებიან მას.

 

დღე, როდესაც ღმერთი განსჯის ყველას, ჯერ კიდევ არ დამდგარა. და ამ დღეს ღმერთი პირველ რიგში განსჯის ისრაელს, ასევე “ვინაიდან დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა” (1 პეტრე 4:17). გამოდის, რომ ამ საუკუნის ბოლოს დადგება დღე, სამსჯავროს დრე, როდესაც ყველანი ვნახავთ განსხვავებას ვინ იყო ღვთის ღია მოწინააღმდეგე და ასვე ისინი ვისაც ეგონათ რომ წმინდანი იყვნენ მადლით, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ, ეს იქნება ერთი კატეგორია.

 

მეორეს მხრივ, იქნებიან მისი ნამდვილი შვილები, რომლებიც ემსახურებოდნენ ღმერთს თავიანთი სიცოცხლის ბოლომდე, უყვარდათ იგი მთელი გულით, მთელი სულითა და გონებით.

 

ასე რომ როდესაც დაგიწყებენ იმის საუბარს, რომ სამსჯავრო და რჯული – ძველი აღთქმაა, ხოლო ახალი ართქმა – სულიერი კარამელი – ნუ დაიჯერებთ! ხოლო თუ ნაწილობრივ დაიჯერეთ ეს სიცრუე, სასწრაფოდ მოიშორეთ.

ავტორი – ბორის გრისენკო

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი