ხანუკას სიმბოლოები და ღრმა ბიბლიური აზრი

47189882_361908997897766_6456229890575302656_n

ხანუკა, ან განახლების დღესასწაული, ეს უფრო მეტია ვიდრე შობის დღესასწაულის ებრაული ალტერნატივა საჩუქრების ჩუქებისთვის. ხანუკა – ეს არის მხიარული დღესასწაული, რომელიც ეძღვნება გამარჯვებას, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს ხალხს 25 ქისლევს (ნოემბერი/დეკემბერი) ჩვ.წ.აღ 165 წელს, ღმერთის ცხებული და გმირი ოჯახის, მაკაბეების სახით.

ხანუკას დღესასწაული

ხანუკას დღესასწაულთან დაკავშირებულ სიმბოლოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია საბავშვო თამაში სახელად- დრეიდლი. დრეიდლი ეს არის ოთხმხრივი კუბიკის მსგავსი რგოლაკი  რომელსაც ყველა მხარეს აქვს ებრაული ასოები. ეს ოთხი ასო არის: ნუნ, გიმელ, ჰეი, შინ, ისინი არის ამ ფრაზის აბრევიატურა „დიდი სასწაული მოხდა იქ“.  ისრაელში დრეიდლი ცოტათი განსხვავდება. ბოლო ასო იცვლება „პეი“-თ რაც ცვლის ფრაზის მნიშვნელობას ასე, „დიდი სასწაული მოხდა აქ“. ამ თამაშის დროს ბავშვები ატრიალებენ რგოლაკს  და იხსენებენ ისტორიულ მოვლენებს, რომლის დროსაც ჩვენი ხალხი გადაურჩა განადგურებას.

რვა დღის მანძილზე ხანუკას დღესასწაულზე ანთებენ მენორას. ხანუკას მენორას ეწოდება ხანუკია, და მასში 9 სანთელია 7-ის მაგივრად. 8 სანთელი აღნიშნავს ჰანუკას 8 დღეს ხოლო მე-9 სანთელს ეწოდება შამაში რაც ითარგმნება როგორც მსახური. შამაში, მსახური სანთელი ინთება პირველი და შემდეგ გამოიყენება იმისთვის, რომ აინთოს სხვა დანარჩენი 8 სანთელი. საკვები რომელსაც ტრადიციულად მიირთმევენ ხანუკას დროს არის ლატკეს (ზეთში შემწვარი კარტოფილის ბლინები) და სუფგანიოთი (ფუნთუშები ჯემით). მიუხედავად იმისა რომ ხანუკა ითვლება ებრაულ დღესასწაულად, ის შეიცავს ღრმა ბიბლიურ ჭეშმარიტებას ყველასთვის, რაზეც სერიოზულად ღირს დაფიქრება.

მცირე ისტორიის გაკვეთილი

ხანუკა დამყარდა იერუსალიმის ტაძრის განწმენისა და ხელახლა მიძღვნის ხსოვნისთვის. ეს განწმენდა აუცილებელი იყო იმ შეურაცხყოფის გამო რომელიც მოხდა სამი წლით ადრე. მეფე ანტიოქო ეპიფანმა, სირიელმა მეფემ, დაიპყრო იერუსალიმი, გაანადგურა ტაძრის საგანძური და შეურაცხყო ღორის მსხვერპლშეწირვით, რომელიც შესწირა ზევსს. იუდეის ელინიზირების მისმა მცდელობამ, მიიყვანა იქამდე, რაც ცნობილია როგორც მაკაბელთა  აჯანყება. იუდა მაკაბის ხელმძღვანელობით, ისრაელიანები იბრძოდნენ ოკუპანტი სირიის ჯარის წინააღმდეგ. სამი წლის შემდეგ მათ დაამარცხეს სირიელები და გაათავისუფლეს ებრაელი ხალხი.

ტრადიცია ზეთზე

ბევრს მიაჩნია, რომ ხანუქას დღესასწაული რვა დღის მანძილზე აღინიშნება ზეთის სასწაულის  გამო. ამ ტრადიციის თანახმად, როდესაც მაკაბელებმა ტაძარი გაათავისუფლეს და მოინდომეს ხელახლა მიძღვნა, მათ მოითხოვეს მენორას ანთება. ეს მენორა, რომელიც მუდამ ანთებული იყო ტაძარში, ღმერთის სინათლის სიმბოლო იყო. მაგრამ სამწუხაროდ ზეთი იმდენი იყო რაც მხოლოდ ერთი დღისთვის იქნებოდა საკმარისი. ტრადიცის  თანახმად, ტაძრის ხელახლა მიძღვნის შემდეგ, ზეთი ეყო არა ერთ, არამედ რვა დღეს. სინამდვილეში ზეთის სასწაული არ არის ისტორიულად დადასტურებული, ისტორია ვითარდება რომაული დაპყრობის დროს (დაახლოებით ძვ.წ.აღ 1 საუკუნიდან ახ.წ.აღ 1 საუკუნემდე). რატომ? ზეთის შესახებ ლეგენდა ალბათ იმიტომაა პოპულარული, რომ თავიდან ავიცილოთ დღესასწაულის „სამხედრო ასპექტების“ ხსენება. საბოლოო ჯამში, თავიანთ დამპყრობელზე გამარჯვების აღნიშვნა რომის ჯარის მიერ აღიქმებოდა როგორც „პოლიტიკურად არასწორი“ ქმედება და ისრაელიანებს კიდევ უფრო მეტ პრობლემას მოუტანდა.

ხანუკას რვა დღე

სინამდვილეში, ხანუკა რვა დღის განმავლობაში აღინიშნება, იმის გამო, რომ როდესაც ტაძარი განიწმინდა და ხელახლა აკურთხეს თაყვანისცემისთვის, სუქოთის დღესასწაული სულ ახალი ჩავლილი იყო.

„იმ დღეს, როცა ტაძარი უცხოელებმა გაანადგურეს, ტაძარი განწმენდილ იყო იმავე თვის, ოცდამეხუთე დღეს. და აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს კარვობის დღესასწაულის მსგავსად და იხსენებდნენ როგორ აღნიშნავდნენ კარვობის დღესასწაულს მხეცების მსგავსად, მთებსა და გამოქვაბულებში“. (2 მაკ. 10:5-6).

ამგვარად, გამარჯვებულების არმია ხანუკას მიიჩნევდა როგორც „მეორე სუქოთი“.

მესია აღნიშნავდა ხანუკას

შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ბიბლიაში არის ერთადერთი ადგილი სადაც ნახსენებია ხანუკა, ახალ აღთქმაში:

„იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაული იყო. ზამთარი იდგა. და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის დერეფანში.“ (იოანე 10:22-23).

მესია თავის თავს აიგივებდა ხანუკასთან, რადგან ეს დღესასწაული მის საქმეებსა და სურვილებს აღწერდა. მას შემდეგ რაც უწმინდური ტაძარი გამოუსადეგარი იყო ღვთისმსახურებისა და თაყვანისცემისთვის, ეს ასევე ჩვენი სიმბოლოა. ღმერთმა შეგვქმნა თავის ხატად და მსგავსად, რომ გვქონდეს მასთან ურთიერთობა და წარმოვადგინოთ იგი მსოფლიოში. ფაქტიურად, წერილი ყველა მორწმუნეს „ცოცხალი ღვთის ტაძარს“ უწოდებს.

წმინდა ტაძარი

“განა არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული მკვიდრობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენ ხართ.” (1 კორ. 3:16-17)

“მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი, შენდებით რა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი, რომელზეც მთელი შენობა, ერთად შერწყმული იზრდება წმიდა ტაძრად უფალში, რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში.” (ეფეს. 2:19-22)

“რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ცოცხალი ღვთის ტაძარი ხართ, როგორც თქვა ღმერთმა: “დავმკვიდრდები და ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.” (2 კორ. 6:16)

იერუსალიმის ტაძრის მსგავსად, ჩვენც სულიერად ვართ შეურაცხყოფილნი ცოდვის გამო და არ გამოვდგებით მსახურებისთვის ან თაყვანისცემისთვის. როგორც მაკაბელებმა იბრძოლეს და დაამარცხეს მტერი, განწმინდეს და ხელახლა მიუძღვნეს ტაძარი თაყვანისცემისთვის, ასევე მოვიდა მესია, გაგვათავისუფლა და გაგვწმინდა წმინდა მსახურებისთვის. მესია, ღმერთის შვილია და ამგვარად „დიდი მაკაბელი“, „მოვიდა რათა დაენგრია ეშმაკის საქმეები“. მან ცოდვებისგან გამოგვისყიდა და გამოგვყო ღმერთისთვის, როგორც წმინდა ტაძარი მსახურებისთვის, თაყვანისცემისა და ურთიერთობისთვის.

ტრადიცია და ტრიუმფი!

ასე რომ მოდით ამ ხანუკას არა მარტო ვცადოთ დრეიდლის დატრიალება, ავანთოთ ხანუკია და მივირთვათ ლატკესი, არამედ რაც მთავარია, მივუძღვნათ ქება მესიას, რომელმაც გადაგვარჩინა და გაგვწმინდა თავისი დიდი გამარჯვებით და გამოსყიდვით ჯვარზე.

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი