რატომ დაწყევლა იესომ ლეღვის ხე?

jesusfig2

ოდესმე გაგკვირვებიათ მარკოზის მე-11 თავში რატომ დაწყევლა იესომ ლეღვის ხე? სიმართლე ისაა, რომ მე ნამდვილად არაფერი მესმოდა იმ შესანიშნავი გაკვეთილის შესახებ რომელიც იესომ მისცა მოწაფეებს ამ ლეღვის ხის წყალობით, სანამ მე თვითონ არ დავრგე და გავახარე ლეღვის ხე და ახლა როდესაც ვიცი ისტორიის კონტექსტი და ცოტა რამ ლეღვის ხის შესახებ, მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ.

ისტორია იწყება შემდეგ დღეს, როდესაც იესო შედის იერუსალიმში (ჩვენ მას „პალმის კვირას“ ვუწოდებთ) ჯვარცმამდე რამოდენიმე დღით ადრე. მეორე დღეს, იესომ მოინახულა ტაძარი და დაინახა რაც ხდება მამის (ღმერთის) სახლში. მან დაინახა იქ ყიდვები, გაყიდვები, ფულის გადაცვლები, მღვდლების დიდი ცოდვა, რომლებიც მოგებას და სარგებელს ნახულობდნენ მომლოცველებისგან, რომლებიც პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩამოდიოდნენ. მას შემდეგ რაც მან ბეთანიაში ღამე გაათენა, ნათქვამია:

“მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოვიდნენ, მოშივდა. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე. მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, რადგან ჯერ არ იყო ლეღვობის დრო. უთხრა მას: “ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე შენი ნაყოფი!” და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.” (მარკ. 11:12-14).

მოგვიანებით, „იმავე დღეს“, როგორც შემდეგ არის დაწერილი, ის წავიდა ტაძარში და გამოაძევა ვაჭრები და ფულის გადამცვლელები, მთლიანად გადაატრიალა მათი მაგიდები.

“დილით რომ გამოიარეს დაინახეს: ფესვებიანად გამხმარიყო ლეღვის ხე. გაახსენდა პეტრეს და უთხრა: “რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დაწყევლე, გახმა”. პასუხად უთხრა მათ იესომ: “გქონდეთ ღმერთის რწმენა!” (მარკ. 11:20-22).

უცნაურად ჩანს, რომ იესომ დაწყევლა ლეღვის ხე მხოლოდ იმიტომ რომ მისი ნაყოფით ვერ დატკბა და დარცა იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ შეიძლება რაღაც გამოგვრჩეს თუ ტექსტს უფრო ყურადღებით არ წავიკითხავთ.

შუა სეზონის ლეღვის მოსავლის მნიშვნელობა

იცოდით, რომ ლეღვის ხეს ერთზე მეტი მოსავალი მოაქვს? არსებობს ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ არასეზონურ მოსავალს.

არასეზონური მოსავალი მოდის გასული წლის მოზრდილი ტოტებიდან, ხოლო სეზონური მოსავალი ახალი ტოტებიდან. არასეზონური ლეღვი ბევრი არაა, მაგრამ ძირითადად დიდები და ტკბილებია და ისეთ დროს ისხამს, როცა სხვა არცერთი ხე ნაყოფს არ იძლევა.

ხომ გესმით, ფოთლებით დაფარული ხე შორიდან პირდებოდა ნაყოფებს (კურთხევა, სისავსე, სიცოცხლე). ხალხმა მთელი ზამთარი ხილის გარეშე გაატარა და ამ ლეღვისგან ელოდებოდნენ არასეზონურ ნაყოფს, და იესოც ბუნებრივად და სამართლიანად ელოდებოდა ამ ტოტებზე ნაყოფს.

მაგრამ ყველა ისტორიაში ხომ რაღაც უფრო დიდია დამალული?

იესო „ელოდებოდა ნაყოფს“ მოწიფულ ტოტზე იმ პერიოდში როცა ელოდებიან ხოლმე არასეზონურ ნაყოფს- გაზაფხულზე (დაახლოებით პასექის პერიოდში), მაგრამ რადგან მისგან მოლოდინი ჰქონდა მაგრამ მან მშიერი დატოვა – ეს აღმოჩნდა ხე, რომელიც იძლეოდა დაპირებებს, მაგრამ მიახლოებისას აღმოჩნდა რომ დაპირება არ შეასრულა. ეს იყო ლეღვის ხე, რომელიც არ იძლეოდა იმას, რისთვისაც იყო შექმნილი.

ებრაელი ლიდერები – მღვდლები, რაბინები, ფარისევლები, სადუკევლები, მწიგნობრები და სხვები, იყვნენ ისრაელის „მოწიფული რტოები“.

კარგი ნაყოფის მოტანა

როდესაც იესო შემდეგ დღეს შევიდა იერუსალიმში, მას იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ იპოვიდა იქ რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც სულიერი საკვებით დააპურებდნენ იქ ჩასულ მშიერ მომლოცველებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებიდან იყვნენ ჩამოსული პასექის დღესასწაულზე, რათა ეპოვათ საკვები. ისინი მიდიოდნენ ტაძარში იმ იმედით რომ მათ დააპურებდნენ მაგრამ იქიდან იმედგაცრუებულნი ბრუნდებოდნენ. რელიგიური წინამძღოლები რომლებიც ხელდასხმულნი (შექმნილნი) იყვნენ იმისთვის, რომ დაეპურებინათ ისინი ღვთიური საკვებით, გამოიყურებოდნენ იმ ახალი მწვანე ფოთლებით, რომელიც ნაყოფის იმედს იძლეოდა, მაგრამ სინამდვილეში უნაყოფონი იყვნენ. იმის მაგივრად, რომ ხალხი დაეპურებინათ, სარგებელს ნახულობდნენ მათგან და უკან მშივრებს აბრუნებდნენ, როგორც იესო დარჩა მშიერი უნაყოფო ლეღვის გამო.

იესო თავის მოწაფეებს წინასწარმეტყველურთან ერთად პრაქტიკულ გზავნილებსაც აძლევდა: თუ შექმნილი ხარ იმისთვის, რომ კარგი ნაყოფი გამოიღო და ამის მაგივრად ჯიუტობ და უარს ამბობ ნაყოფის მოტანაზე, დაწყევლილი იქნები. მისი სიტყვები ასეთი იყო:

“ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე შენი ნაყოფი!” (მარკ. 11:14)

ჩვ.წ.აღ 70 წელს, (თითქმის 1 თაობის შემდეგ) როდესაც ებრაელები აჯანყდნენ რომის წინააღმდეგ, ტაძარი განადგურდა. მღვლები გამოდევნეს ტაძრიდან და ამოხოცეს, ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს, ოქრო რომელიც ამშვენებდა ტაძარს გადაადნეს და ყველა ძვირფასი ქვა მოიპარეს. წმინდა წერილის სხვა ნაწილში იესო ამის შესახებ ამბობს შემდეგ სიტყვებს:

“მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.” (იოანე. 15:5-6).

ძალიან ბევრი მშიერი ადამიანია ღმერთისთვის. ჩვენ კი იმისთვის ვართ შექმნილები რომ კეთილი ნაყოფი გამოვიღოთ – როგორც ნაადრევი და სასიამოვნო მოსავალი, ასევე „სეზონური“, რომ ჩვენგან წასული არავინ წავიდეს მშიერი.

ავტორი – ნოელ გიოცი 

თარგმნა - სალომე ჯებისაშვილი