ღაზის გარშემო მუდმივად იმართება დისკუსიები „ვინ არის დამნაშავე?“ და „რა უნდა გავაკეთოთ“. იქნებ ყველაფერი შედარებით გასაგები გახდეს, როდესაც ამ პატარა ტერიტორიის ისტორიულ ნაწილს შევისწავლით.
- 1. 1965 წელს, ეგვიპტის მიერ ღაზის 17 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, ეგვიპტემ გადაწყვიტა ამ ტერიტორიაზე კაზინო აეშენებინა. საფუძველზე მუშაობის დროს მშენებლებმა აღმოაჩინეს ძველი ნაგებობის ნაშთები. განსაკუთრებით გასაოცარია ორი დიდებული მოზაიკური იატაკი – ერთზე გამოსახულია აფრიკული ცხოველები, მეორეზე- მეფე რომელიც არფაზე უკრავს. ჩამოსული არქეოლოგები ფიქრობდნენ ამ ნაგებობის ნაშთისთვის ეკლესიის კვალიფიკაცია მიეცათ, მაგრამ მრავალი ფაქტი სხვა რამეს მიუთითებდა: ებრაული ასოებით გამოსახული იყო წარწერა, მეფე დავითი, მოზაიკის „სპონსორების“ ებრაული სახელები, ძველი ბერძნული წარწერები, ტრადიციული ებრაული სიმბოლოები- ვაზი და ზეთისხილი, და ბოლოს შენობა ისე იყო აშენებული რომ ლოცვის მიმართულება იყო იერუსალიმისკენ…
- 2 წლის შემდეგ ეგვიპტელები გააძევეს ღაზიდან და ისრაელის არქეოლოგებმა დაამტკიცეს ის რაც ისედაც ნათელი იყო: ძველი ნაგებობა იყო უზარმაზარი სინაგოგა ზომით 800კვ.მ . მოზაიკის ბერძნული წარწერა გვატყობინებს, რომ ის ააგეს „569 წელს ელულის თვეში“, ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ 508 წლის ივლის-აგვისტოში. საქმე იმაშია, რომ ღაზის ებრაელები (ისევე როგორც სხვა დანარჩენი) იმ დროში იყენებდნენ თავიანთ ქრონოლოგიას, ითვლიდნენ ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელიც ხდებოდა ძვ.წ.აღ 61-წელს, როდესაც რომაელი მმართველის გენერალ აულუს გაბუნიუსის ბრძანებით ქალაქიდან გამოაძევეს ყველა იუდეველი.
- ღაზა გახდა ებრაელების ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ 145 წელს. სწორედ მაშინ, როდესაც მაკაბელების წარმატებული აჯანყების შემდეგ ის ჰოსმონის სამეფოს შეუერთეს. მართალია ღაზამ მალე მოახერხა ჰოსმონის კონტროლიდან გამოსვლა, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ იუდეის მეფეს ალექსანდრე იანაის ხელახლა მოუწია მისი დაპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური მდებარეობა (და განსაკუთრებით ებრაული სამეფოს პოლიტიკური გაერთიანება ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრასთან) ხელს უწყობდა ამას, ამოცანა მაინც რთული აღმოჩნდა. ალექსანდრე იანაიმ ქალაქს ალყა შემოარტყა მაგრამ მისი აღება მხოლოდ ერთწლიანი ბლოკადის შემდეგ მოახერხა.
- ძვ.წ.აღ 63 წლამდე ღაზა იუდეველთა კონტროლის ქვეშ დარჩა, მანამ სანამ რომაელებმა პომპეუსის ხელმძღვანელობით დაიპყრეს. მიუხედავად ამისა, ალომო გაბინის მიერ იუდეველთა გაძევებაც ხანმოკლე აღმოჩნდა- ისრაელიანები კვლავ დასახლდნენ ღაზაში, რომაულ ეპოქაში. იუდეველთა საზოგადოება იმ წლებში იყო საკმაოდ დიდი და მისი მტკიცებულება შეგვიძლია ვიხილოთ ღაზას ცენტრალურ მეჩეთში. იქ ერთ-ერთ სვეტზე ბერძნული ასოებით არის ამოტვიფრული ებრაული სახელი ხანანია ბარ იაკობი და მკაფიოდ არის გამოსახული ებრაული სიმბოლოები- მენორა, შოფარი და ითროგი.
- მეცნიერთა აზრით, სვეტი მიუთითებს იმაზე, რომ რომის ან შემდგომი ბიზანტიის ეპოქაში ამ ადგილას იყო სინაგოგა. მეშვიდე საუკუნეში მთელ აღმოსავლეთს არაბულმა დაპყრობის ტალღამ გადაუარა და ცხადია ამ პერიოდში ღაზას სინაგოგები განადგურდა და მეჩეთად გადაკეთდა. უკვე ჩვენ დროში ცენტრალური მეჩეთიდან გაქრა „მტკიცებულების“ სვეტი. ღაზას ამჟამინდელ მოსახლეებს არ სიამოვნებთ, როდესაც მეცნიერება ახსენებთ მათ ებრაულ ფესვებს.
- ამავდროულად, არაბთა შეჭრის პირველი ხნის შემდეგ იუდევლები ღაზაში ისევ დაბრუნდნენ და აყვავდნენ კიდეც. ცნობილ კაირო გენიზაში ამ პერიოდის მნიშვნელოვანი დოკუმენტები აღმოაჩინეს იუდეველი საზოგადოების შესახებ. მე-10 საუკუნეში მცხოვრები ბრძენკაცის ცახელა ბილ მიცლიახას მოგონებების მიხედვით, ღაზას განსაკუთრებული ფუნქციაც კი ჰქონდა: მუსულმანების მმართველობის დროს როდესაც ებრაელებს აეკრძალა სამლოცველოდ იერუსალიმში ჩასვლა, ქვეყნის სხვადასხვა ადგილებიდან ებრაელები სალოცავად ჩადიოდნენ ერეც-ისრაელში, ტიბერიაში, ცოარასა და ღაზაში.
- მუსულმანები შემდეგ ჩაანაცვლა ჯვაროსნებმა, შემდეგ მამლუქებმა და ოსმალეთის თურქებმა. ხან ერთი ხან მეორე დამპყრობელი აიძულებდა ებრაელებს ღაზადან გადასახლებას მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც იქ ბრუნდებოდნენ. ღაზის იუდეველთა მთელი თაობა იყო დასვენებული ქალაქის სამხრეთით მდებარე სასაფლაოზე, რომელიც ქალაქიდან ნახევარი საათის სავალზეა. მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში, ღაზიდან ებრაელების ხელახალი გაძევების შედეგად ეს სასაფლაოც გაუქმდა და არაბებმა უბრალოდ გაანადგურეს ყველა საფლავის ქვა.
- ასე ვკითხულობთ ებრაელი მოგზაურის, მეშულამ ვოლტერრადან-ის წიგნში „მოგზაურობა ერეც-ისრაელში 1481 წელს“ : „კარგი და ნაყოფიერი ადგილია, მისი ნაყოფები კი ძალიან კარგი.იქ არის პური და ღვინო რომელსაც ებრაელები აწარმოებენ. მოსახლეობა დიდია. დაახლოებით 70 ებრაელი ოჯახი ცხოვრობს, და ასევე 4 სამარიელი ოჯახი“. მეშულამას ისტორიების მიხედვით ებრაელები ქალაქის ზედა ნაწილში ცხოვრობდნენ, სადაც როგორც მან აღნიშნა „იყო დალილას სახლი, სადაც ცხოვრობდა სამსონი“. რასაკვირველია, მეშულამმა აღმოაჩინა სწორედ იმ ნაგებობის ნანგრევები, რომელიც ფილისტიმელტა მიერ დაბრმავებულმა ბიბლიურმა გმირმა დაანგრია.
- საინტერესოა, რომ ქალაქის სწორედ იმ ზედა ნაწილს არაბები უწოდებენ ჰარეტ ელ-იაჰუდის ანუ „ებრაულ კვარტალს“.მისი უმაღლესი წერტილიდან მოჩანს კათოლიკური ეკლესია, რომელიც იერუსალიმის ლოცვის უჩვეულო მიმართულებით გამოირჩევა. ეკლესია, როგორც მიხვდით სინაგოგის ფუნდამენტზე აშენდა, რომელიც ფუნქციონირებდა მე-15 საუკუნიდან მე-19მდე.
- დაახლოებით 100 წლის წინათ, ამ ეკლესიის ეზოში, ბერებმა აღმოაჩინეს პატარა ნანგრევები ბერძნული წარწერებით. ერთზე ამოტვიფრული იყო მენორა, შოფარი და ლულავი, ხოლო მეორეზე წარწერა რომელიც გვატყობინებს, რომ ერთმა ებრაელმა გაიღო შესაწირი სამლოცველო სახლის მშენებლობისთვის, ყველაზე საინტერესო იყო მესამე ფრაგმენტი, რომელიც იყო სვეტის ნაწილი და ეწერა: „ყველა ბოროტებისგან ჩემ მფარველ ანგელოზს ვთხოვ იერუსალიმში ასვლის ნება მომცეს“. დიდი ბრიტანეთის კონსული ჩარევის წყალობით, ებრაელმა სახელად ცვი გირშფელდმა კიბუც რუჰემიდან, შეძლო ამ სვეტის გამოსყიდვა ბერებისგან. გირშფელდმა ეს ფრაგმენტი წაიღო თავდაპირველად მშობლიურ კიბუცში, ხოლო შემდეგ რიშონ ლე-ციონში. იქ გირშფელდი გარდაიცვალა და მისმა დამწუხრებულმა ნათესავებმა გადაწყვიტეს ეს სვეტი მის საფლავზე დაედგათ. ძველი სვეტი დღემდე რიშონ დე-ციონის ქალაქის სასაფლაოზე დგას…
- მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ებრაული მოძრაობა დაბრუნდა თავის ქვეყანაში, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგავდა, ღაზა და მისი შემოგარენი ებრაელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ ცენტრად მიიჩნეოდა. 1882 წელს, ოდესის ორგანიზაციის „ჰოვევეი ციონის“ აქტივისტებმა გადაწყვიტეს ღაზის მახლობლად შეექმნათ სოფლის მეურნეობის დასახლებები.
- 1886 წელს ღაზაში ცხოვრობდა 30 ებრაელი ოჯახი და იყო 3 სინაგოგა. 1907 წელს ქალაქის რაბინი გახდა რაბი ნისიმ ოხანა, რომელიც გამოირჩეოდა აქტიური და ეფექტური საქმიანობით. მისი ერთ-ერთი პროექტი იყო ბიბლის მეცნიერებათა და თალმუდის სკოლის გახსნა. სკოლაში სწავლება მიდიოდა ივრითულად – ეს ძალიან იშვიათი იყო იმ დროში- და ამიტომ გახსნაზე ჩამოვიდა თვით ელიზზერ ბენ იეჰუდა. გასაკვირი არ არის, რომ მასწავლებლებს ხელფასს შესაწირავიდან უხდიდნენ… ოდესის სიონისტურად მოაზროვნე ებრაელებს.
- ამ ხნის განმავლობაში, ღაზის ებრაელებს მოჰყავდათ ქერი, რომელსაც აგზავნიდნენ ევროპაში ღაზაში მცხოვრები ებრაელი მოვაჭრეები სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსაც აგზავნიდნენ ევროპაში.მათ შორის ძალიან პოპულარული იყო კოლოცინტი („ველური გოგრა“). დღეს ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასი წლის წინ ეს საქონელი დიდი რაოდენობით გადიოდა ღაზის პორტიდან ჰამბურგისა და ლივერპულის პორტებზე!
- პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის ხელისუფლება კვლავ და კვლავ აძევებს ებრაელებს ღაზადან (ასე მოექცნენ თელ-ავივის ებრაელებსაც). ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ იუდევლები კვლავ დაბრუნდნენ, მაგრამ 1929 წელს მათ ისევ აიძულებენ მშობლიური ქალაქის დატოვებას, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ნაწილებში აქაც მოდის დამპყრობლების ტალღა და არაბულ გარემოში დარჩენა უკვე საშიში ხდება.
- პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ღაზაში ბრიტანეთის სასაფლაო გამოჩნდა. რამოდენიმე წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ზომა რა თქმა უნდა გაიზარდა. სასაფლაოზე დაახლოებით ოთხი ათასი სასაფლაოს ქვაა. აქ ბრიტანეთის იმპერიის ჯარისკაცები და მისი მოკავშირეები დაკრძალეს. ქრისტიანები, იუდევლები, მუსულმანები და ინდუსები ერთმანეთის გვერდით განისვენებენ, თითოეული საფლავის ქვაზე ჯარისკაცის რელიგიური კუთვნილების სიმბოლოა გამოსახული. საფლავის ქვებზე გამოსახული დავითის ვარსკვლავები საკმაოდ ბევრია, ერთ-ერთ მათგანზე მათ შორის – მორდეჰაი რავლინის საფლავზე ივრითულადაც წერია: „დაიბადა, იბრძოლა და მოკვდა თავის ქვეყანაში“.
- 1930-იანი წლების დასაწყისში, ებრაელმა ფერმერმა ტუვიერ ზისკინდუ მილერმა შეძლო ღაზის დასავლეთით მიწის გამოსყიდვა არაბებისგან, დეირ-ელ ბალახადან არც ისე შორს. მილერმა ამოთხარა ჭა და დარგო იქ ფორთოხლის ხეები ფინიკის პალმები, მაგრამ მოგვიანებით არაბებმა ჭაც დაუნგრიეს და ხეებიც გაუნადგურეს. მილერმა მიწა მიჰყიდა ებრაულ ნაციონალურ ფონდს, და 1956 წელს ამ ადგილას გაჩნდა კიბუცი- რომლის სახელიცაა „ქფარ დარომი“ – „მკვდრეთით აღმდგარი“ – ძველი ებრაული დასახლების სახელი, რომელიც 17 საუკუნით ადრე არსებობდა.
- ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ღაზა გახდა ეგვიპტური არმიის მთავარი განშტოება, რომელიც ხელს უშლიდა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ქფარ-დარომი ეგვიპტელთა დარტყმის დროს დაეცა. ისრაელმა შეძლო თავის დაცვა, მაგრამ ღაზა და ქალაქის ჩრდილო და სამხრეთ მიწები ეგვიპტის ოკუპაციაში მოექცა 1967 წლამდე. ამ წლების განმავლობაში ის გახდა ტერორისტული დაჯგუფებების ძირითადი ბაზა, რომლებიც არბევდნენ ისრაელის საზღვრებთან დასახლებულ ხალხს, ძარცვავდნენ და კლავდნენ მათ.
- 1956 წელს, როი როტბერგის დაკრძალვისას, რომელიც ღაზის ერთ-ერთი თავდასხმის დროს გარდაიცვალა, მოშე დაიანმა წარმოთქვა გულშიჩამწვდომი სიტყვები, რომელიც შემდეგ ძალიან ცნობილი გახდა. ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ახალგაზრდა და გაბედულ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები, რომლებიც დღესაც არ კარგავენ აქტუალობას: „ნუთუ დაგვავიწყდა, რომ ნაჰაილ ოზში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც ღაზას კარიბჭეზე ზრუნავენ, კარიბჭეზე, რომელზეც ასობით ათასი თვალი და ხელი ლოცულობს, რომ ჩვენ დავსუსტდეთ, რომ შემდეგ გაგვანადგურონ – ჩვენ რა დაგვავიწყდა ეს ყველაფერი? და ჩვენ ვიცით, ჩვენი განადგურების იმედი რომ მოვუსპოთ, ყოველთვის უნდა ვიყოთ ძლიერები, დილით და საღამოს, იარაღით და მუდამ მზადყოფნაში. ჩვენ – ქვეყნის დასახლების თაობა ვართ, მუზარადისა და იარაღის გარეშე ვერც ხეს დავრგავთ და ვერც სახლებს ავიშენებთ. ჩვენ შვილებს არ ექნებათ ცხოვრება, თუ არ ამოვთხრით ბომბის თავშესაფრებს, არ გავაბამთ მავთულხლართებს, ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე ვერც გზებს დავაგებთ და ვერც ჭებს ამოვთხრით. მილიონობით განადგურებული და მოკლული ებრაელი, ისტორიის ნაცრიდან შემოგვყურებს და გვიბრძანებს რომ დავსახლდეთ ამ მიწაზე და აღვადგინოთ მიწა ჩვენი ერისთვის. მაგრამ სასაზღვრო ხაზის მიღმა, ზღვა სიძულვილი და შურისძიების სურვილია, ელოდებიან იმ დღეს როდესაც მშვიდობა სიფხიზლეს დაგვაკარგინებს, იმ დღეს როდესაც თვალთმაქც საუბრებს დავუჯერებთ, რომლებიც იარაღის დაყრისკენ მოგვიწოდებენ“.
- ექვსდღიანი ომის შემდეგ ღაზა ისრაელის კონტროლის ქვეშ გადავიდა. ისტორიული სამართლიანობისთვის საჭირო იყო ქფარ-დარომის აღდგენა, რაც ნამდვილად მოხდა 1970 წელს. მაშინ სექტორის სხვადასხვა ნაწილში კიდევ 20 ებრაული დასახლება გაჩნდა. მიუხედავად მრავალი სირთულისა და ტერორისტული თავდასხმებისა, ებრაელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და დასახლება რომლის სახელიც იყო გუშ კატიფი, აყვავდა. გუშ კატიფში განსაკუთრებით კარგად განვითარდა სოფლის მეურნეობა: ისრაელის ორგანული ბოსტნეულის 65% აქ იზრდებოდა 2005 წელს. ოსლოს შეთანხმების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც ღაზას სექტორის უმეტესობა პალესტინელების მმართველობაში გადავიდა, და კიდევ ერთხელ დაიპყრეს ტერორისტებმა, მათ გუშ კატიფი მაინც ვერ დაამარცხეს.
20. 2004 წელს, მაშინდელმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა თავის გეგმაზე, ღაზაში მცხოვრები ყველა ებრაელის ცალმხრივად დემონსტრირებაზე და ამ სექტორის ებრაელებისგან საბოლოო დაცლაზე. ამ გეგმამ ისრაელის საზოგადოება ორად გაყო. მიუხედავად ეროვნული ბანაკის წინააღმდეგობისა და გაფრთხილებებისა, რომ გაზიდან ცალმხრივი გამოსვლა გამოიწვევდა ტერორიზმის გაზრდას და არანაირ დივიდენდებს არ მოუტანდა ისრაელს, შარონმა მაინც შეძლო ამის გაკეთება. ღაზაში ყველა ებრაულ დასახლებას დემონტაჟი ჩაუტარდა მოსახლეობა კი ძალით იქნა დეპორტირებული. თითქმის მაშინვე დაიწყო ოპონენტების ყველა ბნელი პროგნოზების ასრულება. ებრაელების წასვლა არაბებმა აღიქვეს როგორც უკან დახევა და ძალაუფლებაში მოვიდა ექსტრიმისტული ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი, რომელმაც ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორი ახალ დონეზე აიყვანა და მის წინააღმდეგ გაუშვა რაკეტები, თავდაპირველად სამხრეთიდან, ხოლო შემდეგ ისრაელის ცენტრისკენ.
ავტორი – არიელ ბულშტეინი
თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი
წყარო – https://isralove.org