მიშფათიმ

 

 

დღეს მინდა ცოტაოდენ რამე მოგიყვეთ თორის (სჯულის) ს18010684_1299689826733092_8263510629739398683_nწავლების კერძოდ კი დეკალოგის (ათი მცნების) შესახებ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ქრისტიანთა უმრავლესობას ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვთ თორის ირგვლივ, მაგალითისთვის მოგიყვანთ რამოდენიმე მათ გამონათქვამებს: რჯული ხომ გაუქმდა, ქრისტემ ხომ აღასრულა რჯული, ქრისტემ ხომ ორი ახალი მცნება მოგვცა და ა.შ. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დღეს ნამდვილად არ ვაპირებ რჯულის კონცებციაზე და მის საჭიროებასა და არ საჭიროებაზე საუბარს. მე უბრალოდ მინდა დაგანახოდ თუ როგორ ვრცელდება დეკალოგი ანუ ათი მცნება მთელს რჯულზე, ყველაზე გავრცელებული ცდომილური შეხედულება რაც არის მორწმუნებს შორის ეს არის ის რომ გამოსვლის წიგნის 20 თავში ჩაწერილი ათი მცნება ცალკე მცნებებია ხოლო დანარჩენი მცნებები რომლებიც სხვა თავებშია ჩაწერილი კერძოდ გამოსვლის წიგნის 21 თავიდან 24 თავამდე რომლებსაც ივრითულად მიშფათიმ ქვია და ითარგმნებაროგორც (მცნებები წესები მითითებები, კანონები). მათ არაფერი საერთო არ აქვთ ერთმანეთან, ეს არის ყველაზე დიდი მცდარი შეხედულება რაც ნამდვილად ეშმაკისგან მოდის, ცნობილი ღვთისმეტყველის კლაივ ლუისის შედევრულ ნაშრომში „ბალამუტის წერილი“ (ბოდიშით ქართულად ვერ ვნახე ამ სიტყვის შესაფერისი თარგმანი). ერთ ერთი ეშმაკი წერს რომ ჩვენი საყვარელი ხრიკია რომ ადამინაებს ნაწილობრივ სიმართლეს ვეუბნებოდეთ. სწორედ ნაწილობრივი სიმართლის აცდუნა ეშმაკმა ევა როდესაც უთრხრა : “ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?” ამიტომაც ქრისტიანები ვალდებულები ვართ ღმერთის სიტყვის სრულ სურათს ვფლობდეთ და ისე დავამყაროდ მასზე ჩვენი რწმენა. მოდით დაუბრუნდეთ დეკალოგს (ათ მცნებას) .გამოსვლის 21 თავიდან დაწყებული ებრაელმა ერმა მიღო მცნებების რამოდენიმე კატეგორია ესენია: 1) ღმერთის მსახურების კანონები 2)სისხლის სამართლის კანონები , 3) სამოქალაქო სამართლის კანონები ამ ყველაფერზე ებრაელმა ერმა თქვა : ყოველივეს, რაც თქვა უფალმა, შევასრულებთ და დავემორჩილებით”.{გამ.24:7} მოდით განვიხილოდა რამოდენიმე მცნებები რომელიც გამოსვლის 21 თავშია მოცემული : {გამ.21:12} თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს. {გამ.21 :16} ვინც ადამიანი მოიპაროს და გაყიდოს ან ხელში აღმოაჩნდეს – სიკვდილით მოკვდეს. {გამ.21:17 } თავისი მამის და დედის მაწყევარი, უსათუოდ უნდა მოკვდეს. მოდით აქ გავჩერედეთ ეს სამი კათეგორის კანონი არაფერს გაგონებთ ? კანონი მოკვლაზე, ქურდობაზე, მშობლების უპატივცემულობაზე. რათქმაუნდა თქვენ მართალი ბრძანდებით ეს ხომ ათ მცნებაშია დაწერილი. {გამ. 20: 12-13-15} არა კლა., არ იქურდო, პატივი ეცი მამას და დედას . • შეილება ვინმემ იფიქროს ეს შემთხვევით დაემთხვა ათ მცნებას და სულაც არ ნიშნავს იმას რომ დანარჩენი მცნებები პირდაპირ კავშირში იყნვენ, მაგრამ ეს ასე არა ათი მცნება ეს არის ღვთაებრივი კონსტიტუცია რომლიდანაც გამომდიანრეობს დანარჩენი მიშფათიმი (მცნებები წესები კანონები). ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მთავარი და უმარტივესი პრინციპი ბიბლია კერძოდ თორა ეს არის ებრაეული წიგნი და შესაბამისად ებრაულადა დაწერილი და სულ მცირე მისი კითხვისას უნდა ვსარგებლობდენ ებრაული ლექისკონით მაინც რომ სწორად გავიგოთ ის კავსირები რომლებიც ებრაულ ენაში ძალიან შესამჩნევია. მოდით კიდევ რამოდენიმე მიშფათიმის მცნები განვიხილოდ {გამ.21:2} თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ. რას მოგვაგონებს ეს მცნება ათი მცნებიდან? რათქმაუნდა მეოთხე მცნებას, ცნებას შაბათის შესახებ: { გამ. 20 :11} გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე; ხოლო მეშვიდე დღე – უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი. ამ ორ მცნებას სწორედ რომ შაბათის მცნება აერთიანებს . კანონები ჩვენგან რაღაცის მოქმედებისაკენ მოგვიწოდებენ მაგალითად, კომუნალურების გადახდა, გაჩერდე წითელ შუქზე შუქნიშანთან, მაგარამ კანონი მართი მქომედებისთვის კი არ არის არამედ ის გამოახატავს მაღალ პრინციპებს, ჩვენი კომუნალების გადახდა არის ჩვენი პატივის გამოხატულება იმ ხალხის შრომის მიმართ ვინც ზრუნავს ჩვენი კომპორტისათვის, შუქნიშანთან გაჩერება ეს არის ჩვენი პატივის გამოხატულება სხვის სიცოცხლის მიმართ. და სწორედ თორაც მაგას გვასწავლის რა არა უბარლოდ ვასრულებდეთ ღმერთის კანონებს არამედ მათ მიზანს გვასწავლის თუ რატომ და რას ემსახურება სჯულის სხვადსახვა კანონები, შეილება თორის კანონები სხადასვა რამე იყოს მაგრამ ისნი გამოხატავდენ ერთ საერტო პრინციპს. რატომ უნდა გაუშვა მონა? რას გვაგონებს ეს კანონი თუ არა იმ პრინციბს რომ ჩვენ არაფერი არ გვეკუთვნის და ყველაფერი მაღალ ღმერთს რომ ეკუთვნის და ყველა ჩვენ მას ვეკუთვნით და სწორედ შაბათის მცნება გვაგონებს რომ სამყაროს შემოქმედია ღმერთია და ის გვიმოწმებს რომ ეს სამყარო მან ექვს დღეში შექმნა და აქედან გამომდინარე ყველა და ყველაფერი მას ეკუთვნის. შაბათი გვახსენებს რომ ჩვენ არ ვართ შექმნელები არამედ შექმნილები ვართ და როდესაც მთელი კვრის მანძილზე ვმუშაობთ ან სხვა რამეს ვაკეთებთ გვქემნება ილუზია რომ თითქოს ყველაფერს ვაკონტროლებთ სწორედ შაბათი გვახსენებს რომ უზენაესი აკონტროლებს ყველაფერს და ვაცნობიერებთ რომ ქვეყნიერება ჩვენი წესებით არ მოაძრაობს ეხლა ხედავთ თუ რატომ და როგორ არის მცნებები რჯულში მოცემული ერთმანეთან დაკავშირებული ? ფაქტიურად მიშფათიმის მცნებები ერთგვარი კომენტარია ათი მცნებისა. მოდით კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: {გამ.23:1} ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე. თუ ჩვენ ამ ცნების კონცებციას ჩაურღმავდებით მივხდებით რომ ეს ცნება ათი მცნების მეცხრე ცნებას მიესადაგება არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. {გამ.20:16} კიდევ უფრო ღრმად რომ წავიდეთ ეს მცენაბა ივრითულ ორიგინალზე ძალიან გავს ათი მცნების მესამე ცნებას {გამ.20:7} არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად. როგორც ჩანს ეს ორი ცნება ერთმანეთან დაკავშირებულია მაგრამ როგორ ? როდესაც ჩვენ ვარვრცელებთ ცრუ ხმებს ვიღაცის მიმართ შენ უბრალოდ კი არ სტყუი არამედ ვიღაცისთვის აკეთებ ამას რომ დაკნინო ის პიროვნება ვისზეც ავრცელებ ცრუ ხმებს, ასევეა როდესაც ღმერთის სახელს კონტექსტის გარეშე ვიყენებთ, ღმერთის სახელი ეს არის საშუალება რომლითაც უფალი გვეცხადება ჩვენ და არ წარმოთქვა უფლის შენი სახელი ფუჭად ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ კი არ უნდა დავაკნინოდ უფლის სახელი არამედ აღვამაღლოთ უფლის სახელი ამიტომ გავს ეს მცნებები ერთმანეთს ცრუ მოწმე ცდილობს სხვის დაკნინებს და ან საკუთარი თავის ან ვიღცა სხვა პიროვნების ამაღლებას, ასევეა უფლის სახელის ფუჩად წარმოთქმა ეს იგივეა რომ შენ უფალზე ცრუ მოწმე გამოდიხარ მოდით კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს კიდევ ერთ მცნებას მოგიყვანთ {გამ.24:22} ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ. რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს ეს მცნებაც ათი მცნების მესამე და მეცხრე მცენებას გავს თავისი კონცებცით, ჩემს მიერ მოყვანილ ოთხი მუხლს აერთიანებს ებრაული სიტყვა ლო – თანუმ . ( תֹונֶהלֹא) და თუ ამ სიტყვის ფესვს ჩაუღრმავდებით მივხდებით რომ ცნება რომელიც არის ნუ გამოხვალ ცრუ მოწმე მოყვასის მიმართ ნიშნავს იგივეს რომ: „ნუ შეავიწროებ შენ მოყვას შენი ცრუ მოწმეობით“ განა ეს არ ავლდებულებს მათ ვინც ძლიერია და არ დაჩაგროს ქვრივი და ობოლი , განა ეს მცნება არ ვალდებულებს მეგობარს თავისი წარმატებით არ დაჩაგროს თავისივე მეგობარი ან ნათესავი ? განა ეს მცნება არ ავალდებულებს ღვდელ მსახურებს ღმერთს ცრუ მოწმები არ გამოვიდნენ და არ ილაპარაკონ ის რაც ღმერთს არ გაუკეთებია ? გამოსვლის 21 თავიდან 24 თავის ჩათვლით ძალიან ბევრი მიშფათიმის ძალიან ბევრი მცნებებია და რათმქაუნდა ყველას ვერ განვიხილავთ და არც იყო ჩემი მიზანი ყველა მცნებები განმეხილა ჩემი მიზანი იყო აღმეძრა თქვენში სურვილი გინდ წყურვილი რომ თქვენ თვითონ გამოიკვლიოდ და მოძებნოთ ეს ყველაფერი რადგანაც თავად ბიბლია მოგვიწოდებს ამას: {იესო ნავეს-ძე , 1:8 } და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ – დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე • ფს.1:1-2 ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს.

რჯულის კვლევისას თავად უფლის სიტყვა გარანტია რომ ჩვენ ნეტარები ანუ ბედნიერები ვიქნებით და მეორე ჩვენი ყველა საქამეში წარმატება გვექნება . იმედია გამოწვევას მიიღებთ.!!!!

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი.