ინტერვიუ პასტორთან და რაბინთან, “სიონზე დაბრუნების” საკრებულოს ხელმძღვანელთან – ლეონ მაზინთან.
რატომ ვსვამთ კითხვებს ამ თემაზე და რატომ ვეძებთ პასუხებს? უძველესი წინასწარმეტყველებების ასრულებასთან დაკავშირებით და ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელს სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ეკლესიებსა და დენომინაციებში: “ისრაელი წარსულში, აწმყოსა და მომავალში” , “ისრაელი და ეკლესია”. იბადება მესიანური საკრებულოები, ეკლესიებში ჩნდება ებრაული მემკვიდრეობის შემსწავლელი ჯგუფები. ვიღაცამ დაარქვა ამას “დაბრუნება ებრაულ ფესვებთან”. ჩვენ ასევე ვამჩნევთ საწინააღმდეგო ტენდენციასაც: ბევრ ქრისტიანს არამარტო ინტერესი და სიმპათია უჩნდება ამ ერის მიმართ, არამედ წინააღმდეგობაცა და აშკარა ანტაგონიზმი. ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრს რომლებიც დასაწყისში მღეროდნენ “ჰავა ნაგილას” ახლა კი დასცინიან და ეწინააღმდეგებიან ისრაელს. ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები: “დავადგენ იერუსალიმს მძიმე ქვად ყველა გარემომცველი ხალხისთვის და ყველა ვინც აწევს, სასტიკად დაზიანდება; მის წინააღმდეგ კი მიწის ყველა ხალხი აღდგება!” (ზაქარია 12:3).
სამწუხაროდ წინააღმდეგობა ძლიერად მოქმედებს ქრისტიანებზე, ჭეშმარიტ ქრისტიანებზეც, ისინი ამოქმედებულნი არიან არა მხოლოდ ემოციებით, არამედ ძლიერი სულიერი ქარიშხლებით. ამ პასუხებით ჩვენ იმას არ ვცდილობთ, რომ სიძულვილი ჩამოვაგდოთ არამედ, კიდევ ერთი მცდელობაა ჩვენი მხრიდან იმისა, რომ დავანახოთ რწმენის ფესვების ძიების მნიშვნელობა, და იქნებ მივაღწიოთ მათ გულებამდე, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო გახდა მოწინააღმდეგე ამ ერისა.
> რა არის ებრაული ფესვები? შეგვიძლია თუ არა ამის განსაზღვრა?
* დიახ და არა. ერთის მხრივ, წმინდა წერილის ჰერმენევტიკული მეთოდებით განხილვისას, რომელიც რა თქმა უნდა არის ებრაული, მათი წარმოშობის ადგილმდებარეობის გაგების გარეშეც და რისთვის, ან ვისთვის იყო განკუთვნილი, თითქმის შეუძლებელია მისი ღრმა მნიშვნელობის გაგება, არა მხოლოდ ტერმინოლოგიის დონეზე, არამედ თვით ქრისტეს მისიის…
მეორეს მხრივ ბევრი ფიქრობს, რომ ფესვები – ეს არის ტანსაცმელი, სიმღერები, ან რომელიმე ტრადიცია… ამ შემთხვევაში – ეს ძალიან სუბიექტური აზრია და მთავარ აზრს ჩამოშორებული.
ებრაული ფესვები – ეს არის თავად წმინდა წერილი, თვითონ კონცეფცია, მნიშვნელობა რომელიც ჩადებულია სიტყვა ისრაელში – წარმოადგინოს ღმერთი დედამიწაზე. ამის გარეშე, მთელი მისია, რასაც დღეს ჰქვია ეკლესია, იქნება არაუმეტეს უტოპიისა ან კიდევ ერთი რელიგიისა, თავისი მწვერვალებითა და დაცემებით. ებრაული ფესვები – ეს თავად უფალი ღმერთის სახელია: “მე ვარ ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”. თუ შენ ეძებ ღმერთს, ვერ აუვლი გვერდს ისრაელსა და ებრაულ ფესვებს. მის გარეშე, შენ შეიცნობ წყალობას, მაგრამ სისავსეს -ვერასდროს.
> შეიძლება თუ არა ებრაული ფესვები განისაზღვროს კულტურის, ტრადიციისა და დღესასწაულების მეშვეობით, თუ ეს არის შინაგანი მდგომარეობა – კულტურის, ტრადიციებისა და დღესასწაულების მიერ?
* გავმეორდები: დიახ და არა. დიახ, რადგან უფლის დღესასწაულები ანუ ებრაული დღესასწაულები – შაბათის ჩათვლით – ეს არ არის დღესასწაულები რომელიც უბრალოდ რომელიღაც ადამიანს მოეწონა, არამედ არის ღმერთისგან დაწესებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. და როდესაც ეცნობი მათ, იცნობ ებრაელებს და მას ვინც დაიწყო ეს ყველაფერი – უფალ ღმერთს. რა თქმა უნდა, იუდეველთა ტრადიციაზე გავლენა იქონია როგორც თორამ და წინასწარმეტყველებმა, ასევე სხვადასხვა ერებმა
რომელთა შორისაც ცხოვრობდა ისრაელი 3000 წლის მანძილზე. ეს ცხოვრების წესია, რაშიც არის როგორც შემოქმედის პირდაპირი გავლენა, ასევე ის – რაც ძალიან შორსაა ბიბლიური ტრადიციებისგან. მნიშვნელოვანია გავერკვეთ ყველაფერში, ჩავეძიოთ ჭეშმარიტებას. ეს ძიების პროცესია. ეს ძიება ეხება არა მარტო ქრისტიანებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, რომლებიც “ქრისტეს მეშვეობით შეუერთდნენ ისრაელის მემკვიდრეობას”, არამედ ეხება ასევე მესიანელ ებრაელებსაც.
შინაგანი მდგომარეობა – კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის რაღაც სუბიექტური, მაგრამ ებრაელი წინასწარმეტყველების სუბიექტურობამ შეცვალა მსოფლიოს სახე. მე გავბედავ და ვიტყვი, რომ ვხედავ თუ როგორ გამოიღვიძებს ებრაული მემკვიდრეობა და როგორ შეცვლის თავის გარშემო ყველაფერს. ეს აიხსნება იმით, რომ ებრაელებს გულში ჰყავთ ღმერთი, რომელმაც განაცხადა “მე არასდროს დაგივიწყებ და დაგტოვებ” და “ვინც ეძებს, პოულობს”.
> სწორია თუ არა ეს: რომ ვეძებოთ ებრაული ფესვები, ან ვინ უნდა იყოს ამით დაკავებული?
* პირველ რიგში, თვითონ ასიმილირებულმა ებრაელებმა უნდა ეძებონ ის. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგება ამანი, და აიძილებს ასიმილირებულ მორდექაისა და ესთერს ღმერთის ძიებას. უმჯობესია, ეს მშვიდად და სწორედ მოგვარდეს, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
ებრაულ ფესვებს ასევე უნდა ეძებდნენ ეკლესიის ლიდერები და რა თქმა უნდა ყველა ქრისტიანი. თუ თქვენ ეთანხმებით პავლეს მაშინ “მათგან (ებრაელებისგან) არის თორა და წინასწარმეტყველები, განკაცებული მესია” (რომ. 9:4,5) ეს უკვე ავტომატურად გვავალდებულებს რომ გავიგოთ და შევიმეცნოთ თუ რა არის დამალული ამ ყველაფერში. განსაკუთრებით ჩვენ შორეულ წარმოდგენაში ისრაელის მიმართ. თუ თქვენ ეთანხმებით ეფესელთა მიმართ წერილის 2 თავს, “რომ ქრისტეს სისხლის მეშვეობით დავუახლოვდით ისრაელს”, მაშინ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა არის ისრაელი, და რას გულისხმობს ბიბლია ამ საკითხზე საუბრისას. მე შორს ვარ “იუდოფილიისგან”, რომელიც არის უსაზღვრო და ხალხს უგუნურებისკენ უბიძგებს, მაგრამ ისრაელის მნიშვნელობის გაგება და მისი, როგორც მემკვიდრეობის მიღება, მნიშვნელოვანია ყველა ქრისტიანისთვის…
> სჭირდებათ თუ არა წარმართებს ებრაული ფესვები?
* ამაზე პასუხი ისეთივე იქნება, როგორც წინა პასუხი.
> ამბობენ, რომ ქრისტეში არ არსებობს “იუდეველი და ბერძენი“, ანუ ცათა სასუფეველში და ეკლესიაში? იქნებ ეს დაბრუნება არ არის აქტუალური?
* თუ უფრო დავკონკრეტდებით, პავლე ლაპარაკობს “ვერტიკალურ” შეხედულებაზე – ზეცის მიმართ, და ზეციდან მიწაზე… და ნამდვილად, იესო ქრისტეს მეშვეობით, ღმერთის მადლი ამტკიცებს რომ “ყველა ადამიანი ქრისტეში არის ახალი ქმნილება”. ის უკვე აღარ არის <<თორის წყევლის ქვეშ>> , უკვე აღარ არის ამ ქვეყნიერების სტიქიაში, არამედ ღმერთის მადლშია, შესმენილია ღმერთის მიერ მისი ლოცვები და უკვე ჩაწერილია ზეცაში… მაგრამ ასევე არსებობს “ჰორიზონტალი” სადაც არსებობს ისევ გაჭირვება და სიხარული, მწუხარება, სადაც არსებობენ მამაკაცები და ქალები, არის განსხვავება მონასა და თავისუფალს შორის, და არსებობს განსხვავება ებრაელის ცხოვრების სტილსა და არაებრაელს შორის. ეს ყველაფერი არ გაუქმებულა, ამ ეტაპზე მაინც, და სწორედ ეს განსხვავება არის – ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. ამიტომ პავლე მოციქულის სიტყვები უნდა კარგად უნდა ავწონ დავწონოთ და კონტექსტიდან გამომდინარე გავიგოთ.
გავმეორდები, “ჰორიზონტალი” – ეს არის ჩვენი რეალური სამყარო, ადგილი სადაც ვცხოვრობთ ჩვენ ყველა, და გვყავს ქრისტე გულში. ქრიატე არის ჩვენს გულში, ეს არის ზრდის პროცესი, მისით ჯერ ბოლომდე არ ავსებულვართ. ეს მოხდება და ასე არის დაწერილი რომაელთა მიმართ წერილის 8თავში, ამაზე ოცნებობს მთელი ქმნილება. მაგრამ ეს მომავალში. ეს როგორ მოხდება – ძნელი წარმოსადგენია. იქ ძალიან კარგი იქნება ამ სიტყვის “ზეციური” გაგებით. მაგრამ დღესდღეობით არსებულ რეალობაში, ვეგუებით იმ მდგომარეობას რომელშიც ვიმყოფებით. ამაზეც დაწერილია: “დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად!” ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მდგომარეობაში რომელშიც ახლა ვიმყოფებით – თავი გამოვავლინოთ უკეთესად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცი უკეთესია ვიდრე ქალი, ან მდიდარი ჯობია ღარიბს. საუკეთესოა ის- ვისშიც გამოვლინდა ქრისტე. ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი. პავლე გვთხოვს, რომ გამოვლინდეს ჩვენგან ქრისტე, ქვეყნიერებაზე ყოფნისას. მაგრამ ის არ აღმოფხვრის “განსხვავებებს” ჩვენ შორის და იმასაც იძახის, რომ ეს განსხვავებაც უნდა ასახავდეს უფლის სინათლეს.
> ამბობენ რომ ისრაელი უკვე წარსულია… როგორც სარაკეტო გადამზიდი, რომელსაც გაყავს კოსმოსური ხომალდი ორბიტაზე, ჩვენც ასევე უნდა შევხედოთ მომავალს, და არა წარსულს?!
* შეგეწინააღმდეგებით: არსებობს 2 ტიპის რაკეტა. საწვავი ავზის გამომყოფი და მეორე “სფეის შატლის” სისტემით. ისრაელი, რომელსაც ღმერთმა აღუთქვა მარადიული ერთგულება და მარადიული აღთქმა, არის ამ ისტორიული “სფეის შატლივით”. ის დროდადრო საჭიროებს შეკეთებას, მაგრამ მაინც რჩება იგივე, ძველი ღვთაებრივი კონსტრუქცია, რომელსაც შემცვლელი არ ჰყავს. მასზე წერს ესაია: “აჰა, შენ ხარ ჩემი ახლად მოკოხილი კევრი, შენ გალეწავ მთებს და დაფშვნი, ბორცვებს ბზესავით აქცევ”. სწორედ ამ ისრაელს, რომელსაც არ დავიწყებია ღმერთის სიტყვა და მისი მოწოდება, მიეწებნენ მორწმუნეები, წარმართები მესიის მეშვეობით. ეს ისევ ის ერია, და ღმერთს არასდროს შეუცვლია ისინი.
> ამასაც ამბობენ, რომ ისრაელი იყო ღმერთის ერი, მაგრამ უარყო ღმერთის წინასწარმეტყველები, ღმერთის ძე, არ მოუსმინა ღმერთის ძახილს, თავად აღმოჩნდა უარყოფილი და ცუდ მაგალითად ექცა მორწმუნეებს. რა შეიძლება თქვათ?
* “დიდია უპირატესობა ყოველნაირად. უწინარეს ყოვლისა კი იმით, რომ მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვა. მერედა რა, თუ ზოგიერთი არ იყო ერთგული? განა მათი ორგულობა გააბათილებს ღვთის ერთგულებას?” (რომ. 3:2,3)
ამ მუხლის აზრი ის არის, რომ ადამიანი შეიძლება ხშირად დაეცეს, მაგრამ ეს არ ცვლის ღმერთის დაპირებებს.
ასევე ფაქტია, რომ ყოველთვის იყვნენ და არიან მორწმუნე ებრაელები.
გარდა ამისა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა დენომინაციების განდგომილი “შეკრებები” ხდის ეკლესიას გამოუსადეგარ, მაგრამ ეკლესიის მასწავლებლების აზრით, ღმერთი ყოველთვის ერთგულია ეკლესიებისა. ეს მხოლოდ არებრაელების მიმართ არის სამართლიანი? და ებრაელები ღმერთმა დატოვა?
თუმცა სინამდვილეში მრავალმა ებრაელმა უარყო ღმერთი და სწორედ მათზე ითხოვს პავლე “რომ მათ გამო იყოს განკვეთილი”. მაგრამ ამას არ სჭირდება განზოგადება. ეს ისეა, როცა ადამიანს ჰყავს შვილები. და თუ შვილები უარყოფენ მშობლებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გენეტიკა შეეცვალათ. ისინი უბრალოდ არიან მშობლების სიყვარულისა და მემკვიდრეობის გარეთ, მაგრამ მაინც მათ მეხსიერებასა და ლოცვებში იმყოფებიან. როგორც ჩამოშორებულ “რტოებზე” წერს პავლე- დაემყნობიან როცა დრო მოვა.
> ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვუმზერდეთ ქრისტეს და ვეძებდეთ იმას, რაც ზეციურია, და არ უნდა გავუთანაბრდეთ “ხორციელ“ისრაელს? რა არის ამაში არასწორი?
* ისრაელის ისტორია- ეს არის სასწავლებელი ამბავი. ისრაელის მაგალითი – ეს ჩვენი ცხოვრებაცაა. ყველა მოქმედება ისრაელის ცხოვრებაში, მოქმედია მორწმუნეების ცხოვრებაშიც, რადგან ისინი თავიანთი რწმენით (იესოს მიმართ რწმენით) უერთდებიან ისრაელს. და ისევე როგორც ისრაელი, როცა ეძებს ღმერთს- დადის ღმერთთან ერთად, ხოლო როცა ივიწყებს ღმერთს- უპირისპირდება მას, ეს აქტუალურია ყველა ჩვენგანისთვის.
ანალოგიურად ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ ლუთერის საუკეთესო თეოლოგიური ნაშრომები და არ მივიღოთ ყველაზე უარესი, რაც იყო მის ცხოვრებაში. ჩვენ უნდა მივბაძოთ მას სიტყვის სიყვარულში და უარვყოთ მისი საშინელი ანტისემიტიზმი.
ნებისმიერ შემთხვევაში ვუყურებთ ჩვენს უფალს “ზეციერზე ვფიქრობთ” და ვსწავლობთ მიწიურ მაგალითებზე.
> კიდევ ამბობენ, რომ ფესვები ეს არის არა ისრაელი, არამედ თავად ღმერთი, ღმერთის ძე-მესია, რომლისგანაც წამოვიდა თავდაპირველად ისრაელი და შემდეგ ეკლესია. და თუ ვეძებთ ფესვებს, უნდა ვეძებოთ არა ისრაელი არამედ თავად ღმერთი. რა შეიძლება უპასუხოთ ამას?
* ეს ასე არ არის. გადარჩენის ისტორია დაიწყო აბრაამიდან, ისააკიდან და იაკობიდან და კიდევ უფრო ადრეული დროიდან. მათ ჩაუყარეს საფუძველი. მათ ამოქმედებდა ქრისტეს სული, იგივე ღვთის სული. და როდესაც მათი საფუძვლიდან აღმოცენდა ერი, ისინი ვინც დაემორჩილნენ ღმერთს- გააგრძელეს პატრიარქების შტო, ხოლო ვინც უარყვეს- ჩამოშორდნენ. შემდეგ მოვიდა იესო- საუკეთესო ისრაელში. “მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა”. “ის მკურნალობდა იმ ავადმყოფებს ისრაელში” ვინც ღებულობდა ღმერთის წამალს (მესიის მსხვერპლსა და სწავლებას) და მანვე შემოუერთა ამ რტოს წარმართები, რომლებიც მიიპყრო სულიწმინდამ.
იგივე შეიძლება ითქვას მესიაზე “რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის…”
- უნდა მივაქციოთ თუ არა ყურადღება, ქრისტიანულ დენომინაციებში ღრმად ჩაღვრილ “ჩანაცვლების თეორიას“? უნდა გამოსწორდეს თუ არა “ეკლესიის შეცდომები“?
აბსოლუტურად. მეცნიერებას რომ არ შეეცვალა თავისი თეორია დედამიწის სფერულობის შესახებ, მაშინ მთელი მათემატიკა და ფიზიკა დღემდე დამახინჯებული იქნებოდა. მაგრამ გალილეომ და კოპერნიკმა ეს გააკეთეს. ქრისტეს სხეულის სულიერ ცხოვრებაში მრავალი გამრუდებაა, ბევრი რამ არასწორედ არის „გათვლილი“ და მირებული, კერძოდ ეს ჩანაცვლების თეოლოგია. სწორედ ეს დამახინჯებული და ცრუ სწავლება აფუჭებს ძალიან ბევრ რამეს.
- არსებობს თუ არა „ებრაულ ფესვებთან დაბრუნების“ არაჯანსაღი ფორმები? როგორ გავუმკლავდეთ ამას?
რა თქმა უნდა არსებობს, და ეს არ არის ახალი პრობლემა. ამ პრობლემას ჯერ კიდევ გალატელები შეხვდნენ. არ არის საჭირო რომ ვინმე გახდეს ებრაელი. მაგრამ საჭიროა გავიგოთ ებრაული მემკვიდრეობა და გავიაზროთ მნიშვნელოვანი მომენტები. მაგრამ გალატელების მსგავსაც მოქცევა – ეს უკვე შეცდომაა. დღესდღეობით არსებობს ეფრამიტების მოძრაობა… ეს უბრალო თეზისებია, რომლებიც არ არის დამტკიცებული არც ბიბლიურად და არც გენეტიკური გამოკვლევებით. ასეთ მოძრაობებს თავი უნდა ავარიდოთ. მაგ: ჯიმ სტეილი და ა.შ.
- რა აზრის ხართ, ქრისტიანული ეკლესიებისა და მესიანური საკრებულოების გენერალურ ხაზზე, რომლებიც ელოდებიან მესიის მოსვლას? მსოფლიო ერებთან მიმართებაში? ებრაელებსა და სხვა მორწმუნეებთან მიმართებაში? თვით ურთიერთობებში?
პირველ რიგში უნდა ვიცხოვროთ სწორად – შევასრულოთ წმინდა წერილის მოთხოვნები – გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანები ჩვენს გარშემო. ვაკეთოთ ეს ისე, როგორც თავად გვესმის და მივილტვოდეთ უკეთესისკენ. დღესდღეობით სწორი ცხოვრების წესი უფრო ამოწმებს ღმერთის შესახებ, ვიდრე სხვადასხვა თეოლოგია.
ასევე მნიშვნელოვანია თეოლოგიის განვითარებაც, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ „ომის“ და სხვადასხვა კამათების. უნდა ვეძებოთ სახარების ადამიანებამდე მიტანის გზები, მათი კულტურისა და ენის გამოყენებით. საჭიროა დიალოგი. საჭიროა იესოს წინაშე ლოცვა, მიუხედავად იმისა ვინ რომელ დენომინაციას ეკუთვნის.
სტატია აღებულია _ http://oasis-magazine.com/2016/02/22/nuzhny-li-evrejskie-korni-i-komu-oni-nuzhny/
თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა.