არის თუ არა ეკლესია წარმართული?

churchpagan3

 

თავისი არსებობის მანძილზე ეკლესია მუდამ ებრძოდა და ებრძვის წარმართობას. თავისი ებრაული ფესვებიდან გამომდინარე ეკლესია მუდამ იდგა გნოსტიციზმის, ფარისევლობის და წარმართული ზეგავლენის საშიშროების ქვეშ.   მაგრამ იმ ფესვებში, რომელიც იკვებებოდა თორით, იყო კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგი. ათი მცნება სწორედ ამ სიტყვებით იწყება: “ნუ იყოლიებ სხვა ღმერთებს ჩემს გარდა… თაყვანი არ სცე და არ ემსახურო”. დღესდღეობით, მას შემდეგ გავიდა 20 ასწლეული და დაემატა ტრადიციებისა და თეოლოგიების ბევრი ფენა. არის თუ არა დღეს ეკლესია წარმართული ბუნების მატარებელი? როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ – ებრაელები და არაებრაელები, რომლებიც მივყვებით იეშუას და ღრმად პატივს ვცემთ მის ებრაულ წარმომავლობას კეჰილას(“საზოგადოება” “საკრებულო”). შევხედოთ თუ არა ზოგიერთის ბრალდებას, რომ ეკლესია გახდა ძალიან წარმართული და უნდა უარვყოთ? მოდით შევხედოთ ძირითად კრიტიკულ არგუმენტებს.

მტკიცება იმისა, რომ ეკლესია წარმართულია

პირველი მტკიცება ძალიან გაბერილია. ის ეკლესიები, რომლებიც დაარსდა რეფორმაციის შემდეგ, კრიტიკულად მოწინააღმდეგენი იყვნენ კერპთაყვანისმცემლობის. პურიტანები იმდენად იყვნენ ამით შეწუხებულნი, რომ ეკლესიებს აშენებდნენ ყოველგვარი ქანდაკებების გარეშე. ერთ-ერთი ტრადიცია, რომელიც იწვევდა შეშფოთებას, რომელიც ეხებოდა წარმართებს, იყო ის, რომ ეკლესიები იკრიბებოდნენ კვირაობით ღმერთის სადიდებლად, აღნიშნავდნენ შობასა და აღდგომას. თუმცა ბიბლია არ ამბობს, რომ ეკლესია არ უნდა შეიკრიბოს კვირა დღეს, რომელიც კვირის პირველი დღეა და რომელ დღესაც აღდგა იესო მკვდრეთით. არა, კვირა არ არის შაბათის ჩანაცვლება. ეს განმარტება აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ. იმის თქმა რომ კვირა დღეს ღმერთის განდიდება არის წარმართული, უბრალოდ გამოგონილია. ის ფაქტი, რომ რომის იმპერია 2000 წლის წინ კვირა დღეს ატარებდა რელიგიურ რიტუალებს, ამას საერთოდ არ ეხება. მთავარი ის არის თუ რატომ იკრიბებიან ახლა ქრისტიანები კვირა დღეს. რაც შეეხება აღდგომას, მოდით შევცვალოთ მისი სახელი, რადგან ინგლისურ თარგმანში აღდგომა- ინგ. Easter – დაკავშირებულია ქალღმერთ იშთართან. ამ დღეს უნდა ერქვას აღდგომა და ქართულად ასეც ჰქვია. როგორც წესი ეს არის ზუსტად ის დღე, ბიბლიური კალენდრის მიხედვით როდესაც აღდგა იესო. ეს არის პირველი ნაყოფების დღესასწაული უფუარობის კვირაში. ეს სწორედ ის სადღესასწაულო დღეა, როცა იესო მოკვდა და შემდეგ მკვდრეთით აღდგა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ცოტა რთულად არის საქმე. მართლაც, მოდით მოვაშოროთ ყველა წარმართული ელემენტი, რომელსაც ქრისტიანები ამატებენ ამ დღეს. ბევრი ამ დღეს აღნიშნავს და სჯერათ, რომ ის მართლაც ამ დღეს დაიბადა. ზოგიერთი თეოლოგი კამათობს ამ თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ მათ ერთმანეთში ერევათ მისი დაბადებისა და ჩასახვის პერიოდი, რომელიც რა თქმა უნდა მის დაბადებამდე იყო. თუ ის დაიბადა სუქოთის (კარვობის) დღესასწაულის დროს, რაც არის ჩემი ვერსია, ის ალბათ ჩაისახა ხანუქას დროს, რომლის პირველი დღეც არის 25 დეკემბერი. ხანუქა ხანდახან ემთხვევა 25 დეკემბერს. დიახ, ამქვეყნიური წარმართული დღესასწაულებიც სწორედ ამ პერიოდს ემთხვეოდა, მაგრამ ხანუქაც ამ დროს აღინიშნება. ამიტომ, იმის თქმა, თითქოს ყველა საშობაო ზეიმი არის წარმართული – ესეც გამოგონილია. churchpagan2

მტკიცება იმისა, რომ ქრისტიანული ტრადიციები უსარგებლო ადამიანური ტრადიციებია

ეს მეორე განცხადებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განცხადება ვარაუდობს, რომ ღმერთი არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდა ტრაციციების შექმნაში ქრისტიანული ისტორიის მანძილზე. მაშინ რაში მდგომარეობს სულიწმინდის მუშაობა? ნაწილობრივ, ეს შემოქმედებაა. ზოგიერთ ეკლესიაში არ გამოიყენება მუსიკალური ინსტრუმენტები, რადგან ისინი ადამიანის ხელით არის შექმნილი. თუმცა ჰიმნები და საგუნდო სიმღერებიც – ადამიანური ტრადიციაა. ორმოცდაათიანული მსახურების სტილი შეიცავს სხვადასხვა ტრადიციას. სინაგობებშიც არის ადამიანური ტრადიციები. მაგრამ უკეთესი არ იქნება მივიღოთ, რომ ყველა ჩვენგანს გვაქ ჩვენი ტრადიცია და შევაფასოთ ის ღმერთის სიტყვის შუქზე? მაგალითად, ტრადიციული პროტესტანტული ეკლესიების უმეტესობა, არის ანგლიკანური. მოდით განვიხილოთ ერთ-ერთი ანგლიკაური ევანგელისტი, რომლის წარმომადგენელი არის ჯონ სტოტი. პირველ რიგში, ისინი იცავენ ქრისტიანულ საიუბილეო წელს. ეს წელი დაფუძნებულია, მესიის ცხოვრების ხელახლა მოყოლაზე. ეს არამგონია წარმართული იყოს. ისინი იცავენ 2 ებრაულ დღესასწაულს – პირველი – აღდგომა, თითქმის ყოველთვის ზუსტ თარიღს ემთხვევა, მეორე – შავუოთი ანუ ორმოცდამეათე დღე. ეკლესიის შენობა არის ებრაული ტაძრის მსგავსი მოდელი. მათი ძირითადი ტრადიცია არის ზიარების მიღება. უქრობელი ცეცხლი, მენორა, საკურთხეველი, და მღვდლის სამოსი – ყველაფერი დაფუძლენულია რათა ტაძარში მყოფთ შთააგონოს იესოს სისავსე. ჩემი წილი კრიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტეს სხეულის ცხოვრება უნდა გამოვლინდეს არა მარტო რიტუალურ მსახურებებში, არამედ მცირერიცხოვან ჯგუფებში, სულიწმინდის ნიჭებში, და ა.შ. მითუმეტეს, ზოგიერთი ანგლიკანური ეკლესია სწორედ ამას აკეთებს. როგორ შეიძლება იყის ეს წარმართული? არის ძალიან ბევრი ქრისტიანული ტრადიცია. კრიტიკის უმეტესი ნაწილი გამოხატულია უბრალო პატარა გაუგებრობების გამო. არ არსებობს არანაირი საზოგადოება, სადაც არ იქნებოდა ადამიანისგან შექმნილი რაიმე ტრადიცია.

 

მტკიცება იმისა, რომ ქრისტიანების უმეტესობა არ იცავს ღმერთის მცნებებს

არსებობს ასევე შეხედულება, რომ ქრისტიანები არიან წარმართები, რადგან ისინი არ იცავენ ღმერთის მცნებებს. ისინი არ იცავენ შაბათს, კვირის მეშვიდე დღეს, ძირითად ბიბლიურ დღესასწაულებსა და მცნებებს საკვების შესახებ (ქაშრუთი). მე ვთვლი, რომ მუდმივობაში შაბათი იქნება ყველასთვის. შეიძლება, მუდმივობაში მოხდეს ძირითადი დღესასწაულების უნივერსალიზაცია, მაგრამ ბიბლიაში წერია, რომ მხოლოდ შაბათი და კარვობის დღესასწაულია უნივერსალური. ჩემი შეხედულება ასეთია, რომ მოციქულების გადაწყვეტილებამ საქმეთა მე-15 თავში გაათავისუფლა წარმართები ამ დადგენილებების შესრულებისგან (საქმეები 15, გალატელთა 5). დიახ, ისინი შეიძლება აღინიშნოს ყველას მიერ. დიახ, მათ პატივი უნდა ვცეთ, რომ უკეთ გავიცნოთ იეშუა. დიახ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ებრაულ მესიანურ საკრებულოს, იმისთვის რომ იცავენ ამ დღესასწაულებს. თუმცა ახალ აღთქმაში სიტყვაც არ არის ნახსენები იმის შესახებ, რომ ეს სავალდებულო წესებია ეკლესიისთვის. მოციქულები და უხუცესები მოითხოვდნენ მხოლოდ იმას, რაც პირველი საუკუნის ებრაულ წრეებში იყო გაგებული, როგორც უნივერსალური მორალური კანონები. ებრაული საზოგადოების მიღმა, სხვადასხვა კულტურებში უბრალოდ შეუძლებელია ამ ტრადიციებისა და დღესასწაულების შესრულება, რადგან ეს არ არის შესაძლებელი. დამქირავებლებსა და განსაკუთრებით მონებს, არ შეეძლოთ ამის დაცვა. შესაბამისად მოციქულებმა მისცეს თავისუფლება, რათა სახარება გავრცელებულიყო სხვადასხვა კულტურებში, ზედმეტი შეზღუდვების დაკისრების გარეშე.

საჭირო კორექტირება

არის რამოდენიმე საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა შესწორდეს. პირველი – ჩანაცვლების თეოლოგია, რომლის მიხედვითაც ეკლესია მოკლებულია თავის როლს, ისრაელის ხსნაში და ღვთის დაპირებების შესრულებაში ისრაელისა და სხვა ერების მიმართ. დანარჩენი მოიცავს : მადლისა და რჯულის არასწორ გაგებას, ღმერთის აბსტრაქტულ კონცეფციებს,  წმინდა წერილის არასწორად გაგებას მის ორიგინალ ებრაულ კონტექსტში.

მნიშვნელოვანი შეკითხვა

რატომ არის მოცემული სტატიის თემა კრიტიკულად გადამწყვეტი ყველა ჩვენგანისთვის?  იმიტომ, რომ ეკლესია და ისრაელი დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ღმერთის მოწოდების  შესასრულებლად. ეს ასევე ნიშნავს, ეკლესიის სწორ ურთიერთობას ისრაელის მესიანურ ნაწილთან ( რომელიც ასევე ეკლესიის ნაწილია ). როცა არის სიამაყე და მტრობა, ერთისგან მეორის მიმართ, ეს დანიშნულება ვერ შესრულდება. რომაელთა მე-11 თავი მიმართულია უცხოტომელი მორწმუნეების მიმართ, რომლებიც უნდა გაყვნენ პავლეს მაგალითს, რომ აღძრან მოშურნეობა ისრაელიანებში  თავისი ღმერთის მიმართ. ისრაელის ხსნა ვერ მოხდება მესიის მთელი სხეულის გარეშე. მესიანური ებრაელები ვერ გამოვლენ ქრისტიანული საზოგადოების სასარგებლოდ ამ საკითხში, თუ მათ არ ექნებათ სწორი ხედვა ეკლესიაზე.

ერთი ახალი ადამიანი

ეფესელთა მიმართ მეორე თავში პავლე ლაპარაკობს, რომ ღმერთი ებრაელებისა და წარმართებისგან ქმნის ახალ ადამიანს. ზოგისთვის ეს ნიშნავს, რომ ებრაელები და წარმართები ისე შეეწყონ ერთმანეთს, რომ მათ შორის აღარ იყოს განსხვავება. სავარაუდოდ ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. არა, ერთი ახალი ადამიანი – ეს არის ქორწინებაში მყოფი მამაკაცი და ქალი. კავშირის ერთიანობა და სრულყოფა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალი და კაცი ცხოვრობს თავიანთი მოწოდების შესაბამისად. გარდა ამისა, ებრაელებისა და წარმართების კავშირი იხსნება იმ კონტექსტში, რომ ეკლესია არის დამაკავშირებელი ხიდი ისრაელსა და სხვა ერებს შორის ქრისტეს მოსვლამდე. ამ თვალსაზრისით, მესიანურმა ებრაელებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ეკლესია უნდა იყოს ისეთი როგორც ისინი, და არც პირიქით. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ორივე საზოგადოებამ შეიმუშავა მშვენიერი ტრადიციები სულიწმინდის ნიჭის მეშვეობით, რომელიც გვხვდება რომაელთა მე-12:2 როგორც მაგალითი იმისა, რაც არის კარგი. ახალი კაცის სისრულეში მოყვანა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება სწორი აღქმა ებრაელებისა და წარმართების. ეკლესიის ზედაპირულ ანალიზს არ მოაქვს არანაირი სარგებელი არც ისრაელთან მიმართებაში, არც თავის დანიშნულებაში.

 

ავტორი – დენ ჯასტერი

თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი