დიასპორაში პასექის დღესასწაული ჩაიშალა ანტისემიტიზმის გამო.
დიასპორის ებრაული საბჭო ცდილობს შეუერთდეს პასექის დღესასწაულს, რომელიც ამ კვირაში უხეშად შეაწყვეტინეს იმის შეხსენებით, რომ მათი არსებობა არ სიამოვნებს ზოგიერთ მათ მეზობელს.
ამერიკის შეერთებული შტატების ებრაულ საბჭოს კოლორადოში, ორშაბათ დღეს, მოუწია ევაკუირება მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მუშაკმა გახსნა კონვერტი საშიში შეტყობინებით “თქვენ მტრები გყავთ”, რომელშიც ასევე ეყარა თეთრი ფხვნილი.
შერიფის ოფისმა ცენტრში გაგზავნა ოფიცრები, რომლებმაც ტესტირება ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ეს იყო “მსუბუქი ნარკოტიკი”, გარდა ამისა განაცხადეს, რომ დაიწყეს წერილის გამოგზავნის წყაროს გამოძიება.
ამავდროულად ჰოლანდიაში ფეხბურთის მატჩი იყო შეწყვეტილი გალგენვარდის სტადიონზე, ამბოხებული თაყვანისმცემლების გამო, რომლებიც შემდეგი ფრაზებით დასცინოდნენ მეტოქეებს: “მამაჩემი იყო კომანდოსი, დედაჩემი იყო SS-ში, ისინი ერთად წვავდნენ ებრაელებს რადგან ებრაელებმა დაწვეს რაც იყო საუკეთესო” და ასევე “ჰამას, ჰამას, ებრაელები გაზში!”.
FC Utrecht-ის გულშემატკივრების შეძახილებში ხშირად და ხანგრძლივად იყო ნახსენები ჩამოსულ სტუმართა გუნდი Amsterdam Ajax გაიგივებული იყო ებრაელ მოსახლეობასთან.
FC Utrecht-ის მმართველები შეუერთდნენ ამ დაგმობას და პირობა დადეს, რომ ამბოხებულ გულშემატკივრებს აუცილებლად დასჯიდნენ. სხვაგან, ებრაელთა სასაფლაოზე ქალაქ ოლკუზში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვიდან სულ რაღაც 25 მილის დაშორებითაა, წაბილწულ იქნა სასაფლაოები უხამსი წარწერებით. ასევე, თავდასხმის დროს სახლთან ახლოს მძიმედ დაიჭრა ორი ებრაელი ჯარისკაცი ოთხშაბათს.
თავდასხმა, რომელიც მოხდა West Bank-ის ჩრდილოეთით, მაშინ დასრულდა როდესაც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოკლა თავდამსხმელი.