ის უნდა ჯვარცმულიყო…

Passion-of-the-Christოდესმე თქვენთვის უღალატია ისეთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილ მეგობრად თვლიდი? თქვენ მეგობრობდით მასთან, დიდ დროს ატარებდით, უზიარებდით თქვენს აზრებსა და საიდუმლოებებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მან გიღალატათ. ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ასეთი მძიმე წუთები? ვფიქრობ, რომ ბევრისთვის არის ნაცნობი ეს გრძნობა. დამეთანხმებით, რომ ასეთ დროს გეჩვენებათ, თითქოს ეს არის ყველაზე საშინელი დღე თქვენს ცხოვრებაში.

სწორედ ასე უღალატეს იესო ქრისტესაც. თანაც ეს არ მომხდარა შემთხვევით. ღალატი იყო წინასწარ მოფიქრებული და კარგად დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ ყველამ იცით და გახსოვთ იუდა ისკარიოტელი, იესოს მოწაფე, რომელმაც შემდეგ გაყიდა იესო. მარკოზის სახარების 14:44-45 ბიბლია ამბობს, რომ გეთსემანიის ბაღში იესოს დაპატიმრების ღამე, იუდამ შემდეგი სიტყვებით მიმართა ჯარისკაცებს: “ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ. როცა მივიდა, მყისვე მიეჭრა და უთხრა: “რაბი! და ეამბორა.”

ებრაულ კულტურაში ადამიანის გადაკოცნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო მიღებული, თუ ეს ადამიანი იყო ან ოჯახის წევრი, ან ახლო მეგობარი. იუდას ასეთი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იესოსთან, რადგან შეეძლო მისი გადაკოცნა. წარმოიდგინეთ ასეთ დროს იესოს მდგომარეობა, როცა მისმა მეგობარმა უღალატა მას და ეს ყველაზე მდაბიო ფორმით  გააკეთა. დამერწმუნეთ, იესოსთვის ეს ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. ის მართლაც გაყიდულად გრძნობდა თავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი დღე მისთვის, მაგრამ ამავდროულად იყო საბედისწერო და გარდამტეხი დღე კაცობრიობის ისტორიაში. ზუსტად მაშინ დაიწყო ღმერთის დიდებული გეგმა ადამიანების გადარჩენისა. ამ დღიდან დაიწყო პასექის დღესასწაული, რომელსაც ჩვენ ავღნიშნავთ დღეს.

იმ ღამეს როდესაც იესო დააპატიმრეს, ის უკვე მზად იყო ამისთვის. ის დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან მისცა ამის უფლება. როდესაც პეტრემ ყური მოაჭრა მღვდელმთავარის დამხმარეს იესომ  უთხრა: “იქნებ გგონია, რომ არ შემეძლოს შევევდრო მამაჩემს, რომ ახლავე წარმომიდგინოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც?” (მათე 26:53) 

hqdefault

ეს მუხლი გვიჩვენებს, გეთსიმანიის ბაღში რამდენად დიდი ძალისთვის შეეძლო მიემართა იესოს, თუ უბრალოდ რამოდენიმე სიტყვით მიმართავდა მამას. მოდით ცოტა წავიკითხოთ, რომ ვიცოდეთ რა ძალა იყო ეს. ჩვეულებრივ რომის იმპერიის ლეგიონში ითვლიდნენ 6 000 ჯარისკაცს. შესაბამისად ანგელოზებიც ამდენივე იყვნენ ლეგიონში. თუ დავითვლით, 12 ლეგიონში იქნება 72 ათასი ანგელოზი.

ახლა კი ვნახოთ რისი გაკეთება შეეძლოთ მათ. ესაია წინასწარმეტყველის წიგნში წერია, რომ ერთმა ანგელოზმა გაანადგურა 185 ათასი ადამიანი – ესეიგი ანგელოზების ლეგიონს შეეძლო 1 110 000 000 (ერთი მილიარდ ას ათი მილიონი) ადამიანის დახოცვა. და ეს იყო მხოლოდ ერთი ლეგიონის ანგელოზების ძალა! ახლა კი მოდით 185 ათასი კაცი გავამრავლოთ 12 ლეგიონზე, ანუ 72 ათას ანგელოზზე, გამოდის, რომ იესოს ხელში იყო იმდენი ძალა, რომ გაენადგურებინა მინიმუმ 13 320 000 000 (ცამეტი მილიარდ სამას ოცი მილიონი) ადამიანი. ეს კიდევ იმაზე ორჯერ მეტი ადამიანია, ვიდრე დღესდღეობით  ცხოვრობს დედამიწაზე.

ასე რომ, იესოს სულ არ სჭირდებოდა პეტრეს პატარა ხმლის დახმარება. იესოს რომ დახმარება დასჭირვებოდა, მის განკარგულებაში იყო სულ ცოტა  72 ათასი ანგელოზი. დაკავების შემდეგ, მღვდლებმა გადასცეს იესო პილატეს და დაავალეს, რომ დამნაშავედ ეცნო იესო და ჯვარს ეცვა. “ხოლო იესო წარსდგა განმგებლის წინაშე და ჰკითხა მას განმგებელმა: “შენა ხარ იუდეველთა მეფე?” იესომ უთხრა: “შენ ამბობ.” (მათე 27:11). პილატემ პირდაპირ დაუსვა იესოს შეკითხვა, მაგრამ იესოს არ გაუცია პირდაპირი პასუხი. “და როცა ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერი უპასუხია.” და კიდევ არაფერი უპასუხია და არ უარყვია ის ბრალდებები რაც მას წამოუყენეს. პილატე იყო გაოცებული იმით, რომ იესო თავს არ იცავდა, რადგან რომაული კანონების მიხედვით ბრალდებულს შეეძლო სამჯერ დაეცვა თავი. თუ ბრალდებული არ გამოიყენებდა თავდაცვის ამ შანსს, მაშინ მას დაუყონებლივ ცნობდნენ დამნაშავედ, მე-11 მუხლში ჩვენ ვხედავთ, რომ იესომ არ გამოიყენა პირველი შანსი, მე-12 მუხლში- მეორე, და მე-14 მუხლში მან უარი თქვა თავის გამართლების ბოლო შანსზე.

ecce_homo

იესო საერთოდ არ ცდილობდა თავის დაცვას, რადგან იცოდა, რომ მოვიდა დრო,  როდესაც ის უნდა მომკვდარიყო, როგორც ღმერთის კრავი და თავისი სიკვდილით გამოესყიდა მთელი ქვეყნიერების ცოდვა.  ღმერთის გეგმის შეცვლა არავის არ შეეძლო.

აპირებდნენ რომ ქრისტე გაეკრათ ჯვარზე. რომაული კანონების მიხედვით ბრალდებულს ჯერ აწამებდნენ და შემდეგ აკრავდნენ ჯვარზე. როგორც მოგვითხრობს ისტორია, იმდენად სასტიკი იყო ეს წამება, რომ ბევრი ვერ უძლებდა და წამების დროს კვდებოდა. თუ თქვენ წაიკითხავთ ისტორიას მაშინ მიხვდებით რისი გადატანა მოუწია იესოს. მათრახები, რომლითაც სცემდნენ იესოს,  მას ფაქტიურად კანს აგლეჯდნენ.

აუტანელი წამების შემდეგ იესოს მიჰქონდა ჯვრის ძელი ჯვარცმის ადგილამდე: გოლგოთასთან, რაც ნიშნავს “თხემის ადგილს”, რომელიც იყო დავის მიზეზი რამოდენიმე ასეული წლების მანძილზე. ზოგიერთი დენომინაცია ამტკიცებს, რომ იესო ჯვარს აცვეს დღევანდელი იერუსალიმის ტერიტორიაზე. სხვები კი ამტკიცებენ, რომ გოლგოთა ერქვა ამაღლებულ ადგილს, რომელიც იერუსალიმის კედლებს გარეთ იყო. ხოლო პირვანდელი ეკლესიის მამების ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, არც ერთნი იყვნენ მართალნი და არც მეორენი. მაგალითად, ორიგენი, ადრეული პატრისტიკის წარმომადგენელი წერდა, რომ იესო ჯვარს აცვეს იქ სადაც იყო დამარხული ადამი და იპოვეს მისი თავისქალა. პირველი ეკლესიის წევრებს სჯეროდათ, რომ იესო ჯვარს აცვეს ზუსტად იმ ადგილას სადაც დამარხული იყო ადამი, და როდესაც იესო მოკვდა და მოხდა მიწისძვრა (მათე 27:51), მისი სისხლი წვეთავდა კლდის ნაპრალში რომელიც ადამს ეცემოდა.

Passion-of-Christ ეს საკმაოდ საინტერესო ფაქტია, თუმცა არ არის დამტკიცებული და ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ მეორე ადამი-იესო ქრისტე- მოკვდა ადამიანების ცოდვის გამო ზუსტად იმ ადგილზე, სადაც დამარხული იყო პირველი ადამი- პირველი ცოდვილი. მართლაც იესოს სისხლი რომ ჩაღვრილიყო კლდის ნაპრალში და დაწვეთებულიყო ადამის თავისქალაზე, იქნებოდა სიმბოლური, რომ იესო ქრისტეს სისხლი ფარავს კაცობრიობის ცოდვას, რომლის ფუძემდებელიც იყო ადამი.

და აი,  როდესაც იესო მიიყვანეს გოლგოთაზე, ჯარისკაცებმა “მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და, რომ იგემა, შესმა არ ინდომა.” იუდეური კანონი ნებას რთავდა, რომ ადამიანისთვის, რომელსიც ჯვარს უნდა ეცვათ, მიეცათ ღვინოში შერეული ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ტანჯვას შეუმსუბუქებდა. ნაღველი, რომელიც აქ არის ნახსენები, იყო სპეციალური საშუალება, რომელიც ტკივილს აყუჩებდა.

passion-of-the-christ-king-of-the-jews

იესოს ორჯერ შესთავაზეს ეს ტკივილგამაყუჩებელი- ჯვარცმის წინ და ჯვარზე. და ორჯერვე უარი თქვა იესომ, რადგან იცოდა რომ ბოლომდე უნდა შეესვა ტანჯვის თასი, რომელიც მოუმზადა მას მამამ. ამის შემდეგ ის ჯვარს აცვეს.

მათე, მარკოზი და ლუკა წერენ, რომ მას მერე რაც იესო ჯვარს აცვეს, მეექვსე საათზე ცა დაბნელდა. “ხოლო მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა” (მათე 27:45). სრულიად მოულოდნელად მოიღრუბლა, და ცა უფრო და უფრო იბურებოდა, სანამ საბოლოოდ წყვდიადმა არ დაისადგურა. ამ წყვდიადმა მოიცვა მთელი სამყარო. ბერძნული სიტყვა გეს- “დედამიწა”, ნიშნავს მთელ დედამიწას და არა მის რომელიმე ნაწილს. მთელი მსოფლიო სიბნელემ მოიცვა.

84287694_svyatilishche1დაბნელება დაიწყო მეექვსე საათზე. ეს მნიშვნელოვანი დეტალია და აი რატომ: საღამოს ექვს საათზე მღვდელმთავარი კაიაფა შევიდა ტაძარში, რათა მსხვერპლად შეეწირა საპასექო კრავი. წყვდიადი იყო ცხრა საათამდე – ანუ იმ წუთამდე, როდესაც მღვდელმთავარი უნდა შესულიყო წმინდათა წმინდაიში კრავის სისხლით, რომელიც განწმენდდა

ერის ცოდვებს. ზუსტად ამ დროს იესომ შესძახა: “აღსრულდა!” ბოლოჯერ ამოისუნთქა და “სული განუტევა” (მათე 27:50). და გოლგოთასგან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით იერუსალიმის ტაძარში მოხდა რაღაც აუხსნელი, იდუმალი, ზებუნებრივი მოვლენა: უზარმაზარი, მყარი, ძლიერი კრეტსაბმელი რომელიც ეკიდა წმინდათაწმინდაის შესასვლელთან გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე. მან შეასრულა თავის მისია.

p23eadtorn apartკრეტსაბმელი, რომელიც გამოყოფდა ხალხს ღმერთისგან გაიხა და ახლა ღმერთი არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. ხალხს გაუჩნდა გადარჩენის შესაძლებლობა. იესომ თავისი სიკვდილით დაამტკიცა ის,  რაც ეწერა მის ჯვარზე: “იუდეველთა მეფე”. ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ამის წაკითხვა, რადგან ყველას შეეძლო წაკითხვა ივრითულად, ლათინურად და ბერძნულად – ძველი მსოფლიოს დიდებულ ენებზე. იესო აღიარებული იყო მეფედ სახელმწიფოებრივ დონეზე, კულტურის სფეროში და სულიერ სამყაროში. ღმერთს ჰქონდა გზავნილი ყველასთვის : “ქრისტე – მეფე”. 

აი, სინამდვილეში რას ნიშნავს ჩვენთვის აღდგომა. იესო მეფეა ჩვენს ცხოვრებაში, ის გვჩუქნის ჩვენ პატიებას, გადარჩენას და საუკუნო სიცოცხლეს.  მთელი ეს ისტორიადა ყველა სიმბოლური მაგალითი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ვინ იყო იესო, რისი გავლა მოუწია და ბოლოს რა გვაქვს ჩვენ დღეს მასში.

თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა