რატომ არ უნდა დაივიწყონ მორწმუნეებმა მათი რწმენის ებრაული ფესვების შესახებ

Christianity-vs-Judaism_cropped-760x360

„რატომ არის ებრაული ფესვები მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის?

რამოდენიმე დღის წინ ეს კითხვა დავსვით რადიოში ინტერვიუს დროს.

მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვწერდი წიგნს და 10 წელზე მეტი ვასწავლიდი ამ თემაზე, ინტერვიუს დროს ვერ ვიპოვე ამ კითხვაზე პასუხი! ინტერვიუერი არ იყო ჩემს მიმართ მტრულად განწყობილი, უბრალოდ ვარაუდობდა, რომ პასუხი მქონდა ამ კითხვაზე. ცოტახანს დავფიქრდი და შემდეგ უცბათ ვესროლე პასუხი, რომელიც ჭკვიანურად და დამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს კონკრეტულად რა ვთქვი. თუმცა როდესაც ყველაფერი მორჩა, მართლა დავფიქრდი „რატომ უნდა იყოს ეს მნიშვნელოვანი არაებრაელი მორწმუნეებისთვის? ვინც ზეციდან იშვება, ნუთუ იმას ნიშნავს, რომ მას ავტომატურად ესმის მისი რწმენის ებრაული ფესვები?“

ოთხი პუნქტი მაშინვე მომივიდა გონებაში და კიდევ ოთხი ცოტა მოგვიანებით.

  1. სწორედ მაშინ, როდესაც არაებრაელებმა დაივიწყეს რომ პატივი უნდა სცენ რწმენის ებრაულ ფესვებს, დაიწყო ებრაელების მკვლელობები.

მაშინ როდესაც ეკლესიამ დაივიწყა ეს ყველაფერი, მათ დაიწყეს ებრაელების მოკვლა იმ ბრალდებით, რომ მათ ღმერთი მოკლეს. ათასობით ათას ებრაელს დაარქვეს „ქრისტეს მკვლელები“ სანამ მათ ისინი მოკლავდნენ ვინც თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ. ჰიტლერი დასცინოდა ეკლესიას და იძახდა: „მე მხოლოდ ის დავასრულე, რაც თქვენ წამოიწყეთ“. ისტორია სავსეა ებრაელთა მასობრივი მკვლელობებით, დევნით, დაპატიმრებითა და ძალადობით ქრისტიანების მხრიდან, რომლებიც ჭეშმარიტებას ჩამოშორდნენ. 30 ათასი ებრაელი იყო მიბმული ბოზძე და ცოცხლად დამწვარი კათოლიკური ეკლესიის მიერ 1500-1800 წლებში.

უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც ეკლესიამ დაივიწყა მათი რწმენის ებრაული ფესვების შესახებ, დაიწყეს ისეთი თეოლოგიების მოგონება რომლითაც ასწავლიდნენ რომ ეკლესიამ ჩაანაცვლა ისრაელი, რომ ღმერთმა უარყო ისრაელი (იხ. იერ. 31:35) და უფრო მეტიც, რომ ღმერთს სძულს ისრაელი (იხ. იოანე ოქროპირის სწავლებები, რომელიც ცხოვრობდა 347-407 წლებში)

  1. იეშუა უკან დაბრუნდება როგორც ისრაელის მეფე.

იეშუა დაბრუნდება იერუსალიმში (ზაქ. 14:3-4) და არა რომში, ან ათონის მთაზე , და როდესაც ეს მოხდება, ერებს მოუწევთ წმინდა ქალაქში ჩამოსვლა ყოველ წელს და უფლის თაყვანისცემა კარვობის დღესასწაულზე (ზაქ. 14:16). ეკლესია, რომელიც არ ცნობს მესიის ებრაელობას, შეიძლება ჩასთვლიმოს და ვერ დაინახოს ღრუბლებზე მომავალი იეშუა. 2000 წლის მანძილზე ეკლესიაში იმდენად იყო ანტისემიტიზმი, რომ მათ დაივიწყეს არა მარტო მისი ებრაული წარმომავლობა არამედ ისიც რომ ის ებრაელად დაბრუნდება!

  1. თუ თქვენ ვინმე გიყვართ, ისიც უნდა გიყვარდეთ რაც ამ ადამიანს უყვარს.

თუ თქვენ გიყვართ იეშუა, უნდა იცოდეთ, რომ მას უყვარს თავისი ძმები ხორცში და სურს იმის ნახვა, თუ როგორ შეიცნობენ ისინი მას. მან ცრემლებით მიმართა იერუსალიმის ორთოდოქსალურ ებრაელებს:

“ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’” (მათე 23:39)

ივრითულად ეს სიტყვები ნიშნავს მისალმებას, როცა მიესალმებიან მას ვინც ჩავიდა მათ ქვეყანაში ან ესტუმრა სახლში. 1 კვირიანი ვიზიტის შემდეგ ამერიკაში, მე ისევ დავბრუნდი ისრაელში სადაც ჩემმა ახლო მეგობარმა აშერ ინტრატერმა დამპატიჟა სტუმრად სახლში და მისვლის შემდეგ, პირველი სიტყვები რაც მოვისმინე იყო: „ბარუხ აბა (კურთხეულია მომავალი)“. ეს სიტყვებია დაწერილი აეროპორტშიც, ამ სიტყვებით მიესალმებიან მათ ვინც ჩამოდის მათ ქვეყანაში.

იეშუამ ამ სიტყვებით განაცხადა: „არ მოვალ, სანამ არ მომესალმებით“. როგორც იოსები, რომელიც მრავალ ერს უყვარდა მაგრამ მისი სიხარული არ იყო სრულყოფილი, სანამ თავის ძმებს არ შეურიგდა.

გარდა ამისა, იუდეველთა ქორწილში რაბი იძახის ნეფეზე „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი“. იეშუაც არის ნეფე და ის მაშინ დაბრუნდება როცა მას მოუხმობენ.

გარდა ამისა, პავლე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლოცვაში სულიწმინდას სთხოვს რომ მზადაა ჯოჯოხეთში თვითონ წავიდეს, ოღონდ მისი და-ძმები, ისრაელ;ი გადარჩეს (რომ. 9:1-5). თუ თქვენ გიყვართ იეშუა, უნდა გიყვარდეთ ისინი ვინც მას უყვარს, მას კი უყვარს თავისი ძმები.

  1. ღვთის გეგმა არის ის რომ, გამოიყენოს სხვადასხვა ერის მორწმუნეები ებრაელთა გულების მისაღწევად.

რომაელთა 11:11 ამბობს წარმართებში გადარჩენა იმისთვის მოვიდა, რომ მოშურნეობა აღეძრა ისრაელში. ღმერთმა ცხო მორწმუნეები წარმართებიდან, რომ მიეღწია ისრაელამდე. ისრაელს ეწოდება ერების სინათლე (ესაია 42:6; 49:6), ეხლა კი ერები არიან მოწოდებულნი რომ მიაღწიონ ისრაელს ღმერთის სიყვარულით. მე ქრისტესთან არაებრაელმა მიმიყვანა, და ასევე მოხდა ბევრი მესიანური ებრაელის ცხოვრებაშიც, რომელთაც ვიცნობ. ღმერთმა მოგცათ თქვენ ცხებულება, რომ მიაღწიოთ ებრაელებს!

  1. თავიდან აიცილეთ განაჩენი.

რომაელთა 11:17-23-ში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ ეკლესიები წარმართებიდან ცუდად მოექცევიან ისრაელს, ისინი იქნებიან იმ საშიშროების წინაშე რომ მოიკვეთონ. ვიცი რომ ეს ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ ეს ჩემი კი არა პავლეს სიტყვებია:

“ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს. ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები.” (რომ. 11:20-22)

შემიძლია გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ ნუ იჩქარებთ რომაელთა მე-11 თავის წაკითხვას, დაელოდეთ რომ ღმერთი დაელაპარაკოს თქვენ გულს? დაიწყეთ მე-11 მუხლიდან და წაიკითხეთ თავის ბოლომდე.

  1. სიყვარულის მოვალეობა.

ღმერთმა მოავლინა იეშუა მიწაზე ისრაელის მეშვეობით. არ არის ისრაელი, არ არის გადარჩენა. ეს იყო ლოცვა ისეთი ადამიანებისა, როგორებიც იყვნენ სიმეონი და ანნა, ორივე იყვნენ ებრაელები და ხელს უწყობდნენ მესიის პირველ მოსვლას, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებდნენ ებრაელი წინასწარმეტყველები. ისრაელის გარეშე არ იქნებოდა ძველი აღთქმა და არც ახალი (რადგან ძველი აღთქმა წინასწარმეტყველებს ახალზე). აბრაამის გარეშე არ იქნებოდა მესია! დავითის გარეშე არ იქნებოდა დავითის ძე. ისრაელის გარეშე ერები დღემდე თავიანთ შვილებს შესწირავდნენ ცრუღმერთებს. ებრაელები იყვნენ ისინი ვინც თქვეს, რომ „ღმერთი ერთია“ – რევოლუციური განაცხადი  წარმართული სამყაროსთვის.

ესენი იყვნენ ებრაელი მოციქულები, რომლებიც ავრცელებდნენ გადარჩენას წარმართულ სამყაროში. წარმართების მოციქული იყო ებრაელი რაბინი (რომ. 11:13). ეკლესიას სიყვარულის ვალი აქვს თავისი ძმის მიმართ, ისრაელის მიმართ, რომლისგანაც მოვიდა გადარჩენა და მხსნელი იეშუა.

  1. გამოღვიძების სურვილი.

რომაელთა 11:12-15-ში ნათლად წერია, რომ თუ ისრაელმა თავისი დაცემით (სახარების უარყოფით) გამოღვიძება მოუტანა ქვეყნიერებას, რა მოხდება თუ ისრაელი მიიღებს სახარებას? პასუხი არის: სიმდიდრე და მკვდართაგან სიცოცხლე! იხილეთ პავლეს სიტყვები აქ:

“და თუ მათი დანაშაული წუთისოფლის სიმდიდრეა და მათი დაკნინება – წარმართთა სიმდიდრე, რამდენად დიდი იქნება მათი სავსება. რადგან, თუ მათი განდევნა ღმერთთან ქვეყნიერების შერიგებაა, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდართაგან სიცოცხლე?” (რომ. 11:12,15)

თუ ისრაელმა, ხსნის უარყოფით, გადარჩენა მოუტანა ერებს, მაშინ მისი მიღება დაგვაბრუნებს ღმერთის გეგმასთან და გამოანთავისუფლებს მსოფლიო გამოღვიძებას (მუხ. 12) და მკვდართაგან სიცოცხლეს (მუხ. 15). თუ საქმეების წიგნი გვანახებს სიმდიდრეს, მაშინ წინ კიდევ უფრო და უფრო მეტი სიმდიდრეა, ვიდრე ოდესმე გვინახავს!

  1. ებრაელები გამოეყვნენ იეშუას.

იმის გამო, რომ სახარებიდან ამოიღეს ებრაული ფესვები, ებრაელებს იმის ფიქრიღა დარჩენიათ, რომ ეს არ არის ებრაული ისტორია – ხალხის ისტორია, რომელთა სახელებიც არის პეტრე, პავლე, მარიამი, ისტორია რომელიც ხდება რომის იმპერიის დროს წარმართებში, ეწინააღმდეგება შიმონის, შაულის, იაკობის და მირიამის ისტორიას, ისტორიას რომელიც ხდება გალილეასა და იერუსალიმში და ფოკუსირებულია მთლიანად ებრაელებზე საქმეების მე-10 თავამდე.

ებრაული კონტექსტის გარეშე ებრაელებს რჩებათ ის, რომ იესო და იუდაიზმი გამორიცხავენ ერთი-მეორეს. ებრაელი ერი შეცდომით ეთანხმება წამებულ იუსტინეს, რომელმაც თქვა:

„ის ვინც იქნება ქრისტიანიც და ებრაელიც, ვერ იქნება ვერც ქრისტიანი და ვერც ებრაელი“. ისინი მცდარად ფიქრობენ, რომ ახალი აღთქმა სთავაზობს მათ ახალ რელიგიას.

შეგიძლიათ ამათ გარდა კიდე სხვა მიზეზებიც მოიყვანოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი არაებრაელი მორწმუნეებისთვის ებრაული ფესვები?

ავტორი : რონ კანტორი

თარგმნა : სალომე ჯებისაშვილი

წყარო : messiahsmandate.org