“მამის ძვირფასი სახლი” პირველი ნაწილი

rembrant-prodigal-son-detail

 

ამ იგავის განხილვის დაწერაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე… სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი ეხლაც როგორი გამომივა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს ძალიან ცნობილი იგავია და ალბათ ამის შესახებ მრავალჯერ გსმენიათ სხვადასხვა მქადაგებლისაგან. არ ვიცი  უფალმა ჩამიდო გულში თუ უბრალოდ ჩემი სურვილია, რომ გადმოგცეთ ამ იგავის სრულიად სხვა ასპექტი. შევეცდები სხვა წახნაგიდან დაგანახოთ კონკრეტული სახარებისეული სიუჟეტი.  მაშ ასე, დავიწყოთ.

იგავს რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ ახალი აღთქმიდან ჰქვია: – „დაკარგული ძე“

{ლუკ.15:11–32} ერთკაცს ორი ვაჟი ჰყავდა.

11 კიდევ თქვა: “ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. 12 უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება. და გაუყო შვილებს მამამ ქონება. 13 რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა. 14 ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა. 15 ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. 16 და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა. 17 როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები. 18 ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე, 19 ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი! 20 ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა. 21 უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე. 22 მამამ კი უთხრა თავის მონებს: სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით! 23 მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ! 24 ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა. 25 უფროსი ვაჟი კი მინდროში იმყოფებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. 26 დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ეს რა ამბავია? 27 მან უთხრა: შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი ჯანსაღი დაუბრუნდა. 28 ის გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა. 29 მაგრამ მან უთხრა: რამდენი წელია გემსახურები, არასდროს გადავსულვარ შენს ბრძანებას და ციკანიც კი არასოდეს მოგიცია, რომ ჩემს მეგობრებში მემხიარულა. 30 ხოლო, ეს შენი ვაჟი რომ მოვიდა, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაანიავა, ნასუქი ხბო დაუკალი. 31 მან კი მიუგო: შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია. 32 მაგრამ ახლა უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ნაპოვნ იქნა”.

პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ იგავს, უნდა ვიცოდეთ რომ ქრისტე იგავს ჰყვებოდა ცათა სასუფეველის ილუსტარციისთვის.  იგავში აღწერილი პრინციპებით გადმოგვცემდა ჩვენ ღმერთის სასუფევლის პრინციპებს.  ფაქტიურად, იესო ქრისტე  ღმერთის სასუფევლის მოქმედების პრაქტიკულ მხარეს გვაჩვენებდა. ებრაელი ერი და საერთოდ სემიტური ტომები მთლიანად პრაქტიკოსები იყვნენ, ელენი თეორეტიკოსებისგან განსხვავებით, ამიტომაც ქრისტე იგავებით ახდენდა ღმერთის სასუფევლის ილუსტრირებას.

იგავის დასაწყისშივე იესო ყვება თუ როგორ მიდის უმცროსი ვაჟი მამასთან და ითხოვს თავის წილ ქონებას, „უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება.“   დღეს ამსაქციელს ჩვენ ძალიან ჩვეულებრივად მივიჩნევთ, მაგრამ იმ ისტორიულ ეპოქაში სრულიად სხვაგვარად იყო მიღებული. იმ დროს, როდესაც შვილი ცოცხალ მამას სთხოვდა თავის წილს, ეს ნიშნავდა იმას, რომ შვილს მამის სიკვდილი უნდოდა,  რადგანაც წილს მამის სიცოცხლეში არავინ იღებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, შვილმა უთხრა მამას: „ვერ დაგელოდები შენ როდის მოკვდები, ამიტომ მომეცი ჩემი წილი და ჩემთვის მკვდარი იქნები“. ეს იმასაც ნიშნავს, რომ შვილი არ აფასებდა იმას,  რაზეც მამამისი მუშაობად მთელი ცხოვრების მანძილზე. ის რაც საკვირველია ჩემთვის, არის  მამის რექცია-  მამამ, ყოველგავრი ზედმეტი კითხვის გარეშე,  გააკეთა ის რაც შვილმა სთხოვა „გაუყო შვილებს მამამ ქონება.“

ისმის კითხვა, რისი თქმა უნდოდა იესოს ამ ეპიზოდით? უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ,  რომ ძალაინ დიდი ტრაგედიაა, როდესაც მამის სიცოცხლეში შვილს უნდა მემკვიდრეობა, რომელიც ჯერ მისი არ არის,  რადგანაც მამა ჯერ ცოცხალია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იგავი ეხება არა ურწმუნოებს, არამედ მორწმუნეთ. ძეებს, რომლებიც მამას იცნობენ, მათგან უმცროსს დამოუკიდებლად მოღვაწეობის სურვილი უჩნდება. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრი მორწმუნე მინახავს,რომელიც ეკლესიაში დადიოდა, ჰქონდა კარგი პოტენციალი კარგი ეკლესის მსახური ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მიდიოდენ… მე არ განვიხილავ მათი წასვლის მოტივებს, მაგრამ ყველა ამ მოტივის თავი და თავი არის საკუთარი მე, რაც ამ იგავში ნათლად ჩანს. ძალიან მიმზიდველია საკუთარი წარმატება. ევაც ხომ ამ ცოდვით ცდუნდა, როცა მოინდომა დამოუკიდებლად ღმერთივით შეეცნო კეთილი და ბოროტი. პირველ რიგში რაც მორწმუნემ უნდა ისწვალოს, ეს არის ღმერთის სიტყვის მორჩილება.  უმცროსი შვილის საქციელით ნათლად ჩანს, რომ ის მორჩილი არ იყო, რადგანაც დაუმრჩილობლობა ერთ დღეში არ ჩნდება. ის პატარა მარცვლებს სახით ნელ-ნელა გროვდება. ეს მარცვლები შეილება იყოს წყენა, უთანხმოება, უპატიობლობა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და ა.შ. კარგად აღწერს პავლე მოციქული მემკვიდრეობის პრინციპს {გალ.4:1–2} „ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ჩვილია, არაფრით განირჩევა მონისგან, თუმცა ყოვლის მფლობელია. არამედ აღმზრდელთა და მოურავთა ხელქვეით იმყოფება იგი მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.

მეორე, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ ეს არის ის, რომ მამამ შვილს აუსრულა თხოვნა. ეს იმას გვეუბნება, რომ ღმერთი არავის არ აკავებს თუ ადამინს წასვლა უნდა ეკლესიდან, ის ყოველთვის ნახავს მიზეზს და საშუალებასაც. ღმერთმა ადაიმიანს თავისუფალი ნება მისცა. როდესაც უფალმა სინაის მთაზე სჯული მისცა ისრაელ ერს მან შემდეგი სიტყვებით მიმართა:{რჯ.30:19} მოწმედ მოვუხმობ დღეს ცასა და მიწას, რომ: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, მაგრამ მის გულს უნდა რომ შენ აირჩიო სიცოცხლე…

შემდეგ, ჩვენ ვხედავთ თუ როგორ მიდის ეს უმცროსი ვაჟი მამისგან და იწყებს იმ ქონების გაფლანგვას, რომელიც მამამისის შრომით იყო მოპოვებული. ფატქიურად, ის კურთხევები, რომელიც მან მადლით მიიღო გაფლანგა ისე, რომ არავითარი სარგებელი არ მოუტანია და აი, სადაც ის ცხოვრობდა შიმშლილობა ჩამოვარდა. ,,ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა.“

მოდი, კარგად ჩავწვდეთ უმცროსი შვილს ტრაგედიას. ის წავიდა მამის სახლიდან, რა ცოდნა და კურთხევებიც მას ჰქონდა გაფლნგა უსარგებლოდ. სწორედ ამას გვაჩვენებს იესო, რომ მამის ნებიდან გასული შვილი იღუპება. ბევრი მინახავს, ვინც ეკლესიდან წავიდა და თავბედი იწყევლა, მათ დაკარგეს შვილობის სტატუსი, ამოეწურათ ცოდნა, რადგანაც მამისაგან აღარ იკვებებიან.  ეკლესიაში ყოფნით, იყვნენ ერთი სხეულის, ერთი ოჯახის ნაწილი, როგორც უმცროსი ძე იყო მამის ოჯახის წევრი. მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესიაში არ ვგულისხმობ – შენობას, მე ვგულისხმობ ურთიერთობას ეკლესიის სხვა წევრებთან და ღმერთთან.  ქრისტე თავად ამბობს:{მათ.12:30} „ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს  ბევრი ჯერ კიდევ ინერციით მიდის, მაგრამ საბოლო ჯამში ისინიც გაჩერდებიან და შიმშილობა დაიწყება მათ ცხოვრებაში. ბევრი თითქოსდა ახალი ეკლესიის ან მსახურების დაწყების მოტივით მიდის ეკლესიდან. მათ ჰგონიათ, რომ  მწყემსზე მეტი იციან და ხედვა, რომელიც მათ აქვთ – ღმერთისგანაა.  მაგალითად, ეკლესიიდან წასულებთან საუბრისას მომისმენია როგორ ამბობენ, რომ ეკლესიაში არ არის ის სიყვარული რომელიც ადრე იყო, ის „თბილი“ ურთიერთობები, რომ თითქოსდა აღარ არის სულის მოქმედება და თითქოს ეკლესიას სძინავს. სწორედ ეს ხალხი იქცევა დაკარგული ძესავით. იმის მაგივრად, რომ ეკლესიას ამოუდგნენ მხარში და თავად გახდნენ თბილები, თავად გასცენ სიყვარული, თავად იმოქმედონ სულში, ამის მაგივრად მარტო თითს იშვერენ მწყემსებისკენ და ეკლესიის მსახურებისკენ.  მაგრამ რაც არ უნდა სულიერ საბანში გაახვიონ თავიანთი მოტივები, თავი და თავი მაინც საკუთარი წარმატების სურვილია. ბევრჯერ  უთქვამთ ჩემთვის: „გიორგი შენ ხომ გაქვს ხედვა, ცოდნა,  რატომ არ იწყებ საკუთარი მსახურების ჩამოყალიბებას?“ მე ამ ხალხისთვის ბევრჯერ მითქვამს და ახლაც, წერილობითაც მივმართავ. პირველი: არცერთი ხედვა, რომელიც ეკლესიის ერთიანობასა და მთავარ ხედვას არღვევს, ღმერთისგან  არაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ხოლო როდესაც ეს იშვიათი გამონაკლისია, ის ხდება მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიური პრიცნიპით. გაიხსენეთ პავლე და ბარნაბა როგორ ჩადგენ მსახურებაში{საქ.13 :2–4 } „უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: “გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს. სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდანკვიპროსისკენ გასცურეს“. თუ ჩავუღრმავდებით ამ პრინციპებს, მაშინ მიხვდებით თუ როგორ ირჩევს ღმერთი ადამიანს მსახურებისთვის, პავლე და ბარნაბა უფლის მსახურებაში იყვნენ, სულიწმინდა შეგნებულად არ გვაჩვენებს თუ რა მსახურებაში იყვნენ ისინი, სანამ ღმერთი უშუალოდ ძირითად მსახურებაში მოუწოდებდა მათ. ამით სულიწმინდა გვაჩვენებს- ნებისმიერი რამ, რაც ეკლესიის მსახურმა დაგავალა, უნდა მიიღო როგორც უფლის მსახურება. სამუელი სანამ წინასწარმეტყველი გახდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ტაძრის ჭიშკრის გამღები იყო. მე მირჩევნია ღმერთის ნებით ეკლესიაში დამლაგებელი ვიყო, ვიდრე ღმერთის ნების გარეშე პასტორი.

დავუბრუნდეთ უმცროსი შვილის მაგალითს. იესო ქრისტე ბოლომდე აღწერს მისი დაცემის ტრაგედიას და გვიჩვენებს თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს თვითნებურმა მსახურებამ დიდი პოტენციალის მქონე ადამიანი. ,,ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.“

ჩვენ  ზემოთ აღვნიშნეთ,  რომ შიმშილობა ეს ის სულიერი ცოდნაა, რომელიც მას ჰქონდა და გაფლნაგა. ახლა კი ეს უმცროსი შვილი იწყებს ღორების მწყემსობას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ღორი უწმინდურ არსებად ითვლება დღემდე ებრაელთათვის და მასთან გაკარებაც კი აკრძალულია, ასევე წარმართნიც იმ ეპოქაში  ღორს მათი კერპების შესაწირად იყენებდენ. მე მინდა ნათლად დაგანახოთ, თუ რა პრაქტიკული მხარის ჩვენება უნდოდა იესოს ჩვენთვის. ეკლეისიდან წასული ადამიანი, რომელიც შემდგომ დამოუკიდებულად და თვითნებურად იწყებს მსახურებას, ყოველთვის სულიერ შიმშილს განიცდის და ის ცდილობს ამის შევსებას. სწორედ ეს იგივე ღორების საკვებია, როდესაც ადამიანი იწყებს უცხო სწავლებებით გატაცებას. ის იკვებება ამ საკვებებით, მაგრამ  მაინც მშიერია. ასეთი ადამიანები ხან  რჯულის ერთგულ დამცველებად, ხან ძალიან ლიბერალებად ან კიდევ ეკუმენიზმის დამცველებად გვევლინებიან. ისინი ყველა სწავლებას ედებიან გარდა ბიბლიურისა. სააბოლო ჯამში დიდი უბედურებების და გაჭირვების შემდეგ, ეს ხალხი აცნობიერებს, რომ შეეშალათ და ბრუნდებიან ეკლესიებში. სამწუხაროდ,  ზოგი იმდენად ამაყია, რომ სიცოცხლის ბოლმდეც კი არ ბრუნდება. მათ უნდათ რომ დაბრუნდენ, მაგრამ  სიამაყის გრძნობა არ აძლევთ ამის საშუალებას. ეს მოკლედ, რაც მინდოდა დაკარგულ ძეზე მეთქვა. ეს არის მხოლოდ ჩემი სტატიის პირველი ნაწილი, ამიტომაც შევეცადე მაქსიმალურად მოკლედ მეთქვა ეს ყოველივე. ამ იგავის მთავარი შინაარსი უფროსი შვილია, რომელსაც მეორე ნაწილში გავარჩევთ.

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი