თაობათა ომი

battle-with-amalekites-302x216

 

გამოსვლის 17 თავი მოგვითხრობს, როგორ დაესხა თავს ესავის შვილიშვილის შთამომავლები, ყამალეკელები ისრაელიანებს, ეგვიპტიდან გამოსვლისას სინაის უდაბნოში. აღნიშნული არაპროვოცირებული თავდასხმა განსაკუთრებულად სერიოზული იყო და ისრაელიანები იბრძოდნენ მთელი დღის განმავლობაში, მათ გამარჯვება მხოლოდ შუაღამისას შეძლეს.

ამ სასტიკი ქცევის შემდეგ, ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ მოსპობდა ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან. შემდეგ მოსე ამბობს: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.” (გამოსვლა 17:16) იმის გამო რომ ყამალეკი თავს დაესხა ისრაელის ძეებს, მუდამ ომი იქნება ღმერთსა და მათ შორის.

ყამალეკი არ იყო უბრალოდ მტერი, ის იყო გენოციდის ერთ-ერთი მონაწილე, ასე რომ ებრაულ ტრადიციში ყამალეკი მათი სამუდამო მტერია. ასევე საინტერესოა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ათასი წლის შემდეგ, ესთერის წიგნში ამანი იყო ყამალეკელი, რომელსაც სურდა ებრაელების გაწყვეტა.

ყველაზე გრძელი სიძულვილი

ებრაელების ასე ბოროტად დევნა გრძელდება ასწლეულების მანძილზე, რის გამოს ისტორიკოსი რობერტ ვისტრიჩი ანტი-სემიტიზმს უწოდებს “ყველაზე გრძელ სიძულვილს”. ყოველ დროს, როდესაც თითქოს ეს სიძულვილი ქრება და კვდება, გენოციდი ისევ თავს იჩენს განსხვავებული სახითა და ფორმით. მაგრამ ყველა ამ გამოვლინების მიზანი ერთია: აარიდოს მსოფლიოს ებრაელი ხალხი.

ძველი მსოფლიოს კლასიკური ანტი-სემიტიზმი იყო შეტაკება წარმართულ მმართველებს შორის, რომლებიც მოითხოვდნენ რომ ებრაელები, რომლებიც მხოლოდ ერთადერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, მათ დამორჩილებოდნენ და მათთვის ეცათ თაყვანი. ებრაელი ხალხი არ ემორჩილებოდა მიწიერ ლიდერებს, ამიტომაც ბევრი მათ დევნიდა და ხელს უშლიდა თავიანთი დღესასწაულების აღნიშვნაში.

რელიგიური ანტი-სემიტიზმი
ქრისტიანობის აღმავლობასთან ერთად პრობლემა არ გამქრალა. ბედის ირონიაა ის, რომ ანტისემიტიზმი ქრისტიანული ევროპის გულში ჩაისახა. მართლაც, მათ შორის, ვინც ებრაელებს სდევნიდა და, ვინც მათი მოძულე იყო, ბევრი საკუთარ თავს ქრისტიანად აცხადებდა. სივრცე ამ სევდიან ისტორიას ვერ ფარავს, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის მიერ სულჩადგმულმა და წარმართულმა ცილისწამებამ, დევნამ, ქრისტიანობაზე მოქცევის იძულებითმა მცდელობებმა და გამუდმებულმა განდევნამ, ფაქტობრივად, გზა მოუმზადა ჰოლოკოსტს.
სამწუხაროდ იყო ფაქტი, რომ მარტინ ლუთერის ანტი-სემიტური ნაშრომები დაიბეჭდა და გავრცელდა ნაცისტების მიერ, რათა გაემართლებინათ თავიანთი საქციელი ებრაელების მიმართ. ჰიტლერმა აღიარა, როდესაც ორმა კათოლიკე მღვდლებმა ჰკითხეს მას მისი პოლიტიკის შესახებ “რომ ის უბრალოდ მოქმედებდა ქრისტიანობის შესაბამისად, რომელიც იქადაგება 2000 წელია.”

რასობრივი ანტი-სემიტიზმი

ეს არის ანტი-სემიტიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც რელიგიაზე არ იყო დაფუძნებული, ნაცისტები თვლიდნენ, რომ რასობრივი უპირატესობა არიული რასის წარმომადგენლებს ენიჭებოდათ. ქრისტიანები ცდილობდნენ ებრაელების დაჩაგვრას, პოლიტიკური ლიდერები ცდილობდნენ მათ გაძევებას, ხოლო ნაცისტებმა გადაწყვიტეს “საბოლოოდ გადაეწყვიტათ ებრაელების პრობლემა”, დაეხოცათ ყველა ებრაელი, რომ აღარ ყოფილიყო მათი სახსენებელი ცისქვეშეთში.

კარგი ამბავი ის არის, რომ ანტი-სემიტიზმის ძველი ფორმები მიუღებელია 21-ე საუკუნეში. რელიგიური ფანატიზმი და რასიზმი საფუძვლიანად ეწინააღმდეგება გლობალიზაციისა და სეკულარიზაციის იდეოლოგიას.

პოლიტიკური ანტი-სემიტიზმი

ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ებრაელები და ებრაული სახელმწიფოც ეწინააღმდეგება გლობალიზაციასა და სეკულარიზაციას. ასე რომ ანტი-სემიტიზმის დღევანდელმა ფორმამ კარგი დასაყრდენი იპოვა და დღეს ეს ფორმა არის პოლიტიკური. ანტი-სემიტიზმის  ეს ფორმა ეწინააღმდეგება ებრაულ სახელმწიფოს და მას ეწოდება ანტი-სიონიზმი.

რელიგიური ანტი-სემიტიზმი ჯერ კიდევ არსებობს, ის გვხვდება მთელ  მუსულმანურ სამყაროში და პასუხისმგებელია გენოციდის რიტორიკისთვის, რომელიც მოდის ირანიდან. მუსულმანური ანტი-სემიტიზმი დაკავშირებულია ანტი-სიონიზმთან, რომელშიც დამნაშავე არის დასავლელი ლიდერების პოლიტიკა ისრაელის მიმართ.

არ შეიძლება ისრაელისადმი მიმართული ყველა კრიტიკა ანტი-სემიტიზმად ჩაითვალოს. ისრაელის კრიტიკა ანტი-სემიტური მაშინ ხდება, როდესაც ის ლეგიტიმაციას უკარგავს სახელმწიფოს და მიმართულია ებრაელების წინააღმდეგ, როდესაც იგი იყენებს ანტიიუდეურ რიტორიკას ან სტერეოტიპებს, ადარებს ებრაელებს ნაცისტებს, როდესაც კრიტიკა ხდება თავდასხმის მიზეზი ებრაელი  ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ.

2014 წელს ღაზაში მიმდინარე ბრძოლისას, როდესაც ისრაელის ნაწილი ცდილობდა თავიდან აეცილებინა ჰამასის თავდასხმა, იმავდროულად საფრანგეთში თავს დაესხნენ სხვადასხვა სინაგოგებსა და ებრაელებს. გერმანიაში, ანტი-ისრაელური დემონსტრაციების დროს გამოიყენეს სვასტიკის ნიშანი, ასევე  ანტისემიტური კალუკატურები გაზეთებსა და მედიაში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკა არის უსაფრთხო თავშესაფარი, ევროპაში გაქცეული ებრაელები არ უნდა იყვნენ შევიწროებულნი და აქ დაბალი დონის ანტი-სემიტიზმიც არ უნდა იყოს მიღებული. ჩვენ როგორც ქრისტიანებმა, უნდა გამოვიყენოთ ყველანაირი შესაძლებლობა რომ წინ აღვუდგეთ ანტი-სემიტიზმს, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ებრაელ საზოგადოებას, ვასწავლოთ ჩვენ შვილებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ დგომა.

ამ თაობის ბრძოლა არ არის ისეთი როგორც ყამალეკის, მაგრამ დღეს “ყამალეკი” არის- მკვეთრი ანტი-ისრაელური მოძრაობა, რომელიც ავიწროებს ებრაელ ხალხს.

ეს არის ჩვენი დრო და ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ წინ აღვუდგეთ ამას.

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა