ყველა ადამიანი არამზადა როდია

yanush_korchak

,ყველა ადამიანი არამზადა როდია,” – უთხრა ფაშისტებს ადამიანმა, რომელიც ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში. ეს იყო იანუშ კორჩაკი. პოლონელი მწერალი, პედაგოგი და ექიმი. მან სამჯერ თქვა უარი საკუთარი სიცოცხლის ხსნაზე. პირველად ეს მოხდა, როცა იანუშმა მიიღო პოლონეთში დარჩენის გადაწყვეტილება ქვეყნის ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე, იმისათვის, რომ არ დაეტოვა ,,ობოლთა სახლი” ბედის ანაბარა ფაშისტებთან მოსალოდნელი ომის წინ. მეორედ ეს მოხდა მაშინ, როცა მან უარი თქვა ვარშავის გეტოდან გაქცევაზე, ხოლო მესამედ იანუშმა უარი თქვა თავისი თავის გადარჩენაზე მაშინ, როცა ,,ობოლთა სახლის” ყველა მკვიდრი საკონცენტრაციო ბანაკში მიმავალ მატარებელში ავიდა. ამ დროს კორჩაკთან მივიდა სს-ის ოფიცერი და ჰკითხა: ,,ეს თქვენ დაწერეთ მეფე მათეუში? წაკითხული მაქვს ეს წიგნი ბავშვობაში. კარგი წიგნია. თავისუფალი ხართ.” – ,,და ბავშვები?” – იკითხა იანუშმა. ,,ბავშვები გაემგზავრებიან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ვაგონის დატოვება.” – მიუგო ოფიცერმა. ,,არა, ცდებით, არ შემიძლია. ყველა ადამიანი როდია არამზადა,” – ასეთი იყო კორჩაკის პასუხი. რამდენიმე დღის შემდეგ იანუშ კორჩაკი, ბავშვებთან ერთად, შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე კორჩაკს ხელში ეჭირა ორი ყველაზე პატარა ბავშვი და ზღაპარს უყვებოდა მათ, პატარებს, რომლებსაც ეჭვიც კი არ ჰქონდათ იმაზე, რა ელოდათ წინ…. 

სხვას ნამდვილად ვერაფერს ვერ დავამატებთ გარდა იმისა რომ წაიკითხოდ ათი პრინციპი ბავშვის აღზრდისათვის რომელსაც იანუშ კორჩაკი პარაქტიკაში იყენებდა.

1. ნუ  ელოდები, რომ შენი  შვილი ისეთივე  იქნება როგორიც შენ  ხარ, ან როგორიც შენ  გინდა იყოს, არამედ  დაეხმარე  მას რომ მან იპოვოს საკუთარი  თავი.

2. არ  მოითხოვოთ ბავშვისგან გადასახადი იმისა რასაც თქვენ  აკეთებთ  მისთვის. შენ მას  სიცოცხლე  მიეცი, როგორ გადაგიხდის  ის  მადლობას? ის მისცემს  სხვას  სიცოცხლეს, სხვა სხვას მისცემს  სიცოცხლეს და  ეს  არის შეუქცევადი კანონი მადლიერებისა.

3. ნუ გადაიტან შენს  სიბრაზეს  ბავშვზე, რათა  სიბერეში  არ  იგემო მწარე პური, რადგანაც რასაც  დასთესავთ იმას  მოიმკით.

4.  ნუ შეხედავ მის პრობლემებს ზემოდან. ცხოვრება ყველას ეძლევა თავისი შესაძლებლობების მიხედვით და იყავი დარწმუნებული, რომ მისთვის ცხოვრება არანაკლებ რთულია ვიდრე შენთვის და შეიძლება კიდევ უფრო მეტად რთულიც კი, რადგან მას არა აქვს გამოცდილება.

5. ნუ დაამცირებთ  მას.

6. არ  დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე  მნიშვნელოვანი  შეხვედრები ადამიანისთვის, შვილებთან შეხვედრებია. მეტი  ყურადღება მიაქციეთ მათ, ჩვენ არ ვიცით ვინ გამოვა ჩვენი შვილების  სახით მომავალში.

7.  ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ არ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება თქვენი შვილისთვის. გახსოვდეთ, ბავშვისთვის არასაკმარისად გაკეთებული მაშინ იქნება თქვენი საქმე, თუ არ იქნა გაკეთებული ყოველივე რაც თქვენს ძალებში შედის.

8. ბავშვი არ არის ტირანი, რომელიც ეუფლება მთელ შენს ცხოვრებას. ის არ არის მხოლოდ ნაყოფი ხორცისა და სისხლისა. ბავშვი არის ძვირფასი ჭურჭელი, რომელიც ცხოვრებამ მოგცა, რათა შეინახო და განავითარო მასში შემოქმედებითი ცეცხლი. ეს არის თავისუფალი (ალბათ უფრო მეტად “თავნება”) სიყვარული მამისა და დედის, რომლებიც გაზრდიან არა “ჩვენს” და არა “ჩემს” ბავშვს, არამედ დასაცველად მიბარებულ სულს.

9. იცოდე სხვისი ბავშვის  სიყვარული. არასოდეს  გაუკეთოთ  სხვის  ბავშვს  ისეთი  რამ,  რაც  თქვენ არ  გინდათ  რომ თქვენ შვილს  გაუკეთოს  სხვამ.

10.გიყვარდეს  შენი  შვილი  მისი  წარუმატებლობის  შემთხვევაშიც, იქონიე  მასთან ურთიერთობა, იმხიარულე  მასთან  ერთად, რადგან  ბავშვი დღესასაწაულია.