როდესაც ვიგებთ ჩვენი რწმენის ებრაული ფესვების შესახებ, ჩვენ თვალწინ იხსნება წმინდა წერილების სიღრმეები და ვაფასებთ ჩვენთვის დატოვილ მემკვიდრეობას.
მიძღვნის დღესასწაული-ხანუქა- ჩვენთვის, როგორც მორწმუნეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წმინდა წერილი გვეუბნება, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ღმერთის ტაძარი.
პავლე მოციქული წერდა:
ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა. (1კორ 6:19-20)
როდესაც ვუფიქრდებით ტაძრის განწმენდასა და განახლებას და ავღნიშნავთ ხანუქას, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღიურად უნდა განვიწმინდოთ და მივუძღვნათ ჩვენი ცხოვრება და სხეულები ღმერთისათვის მსახურებას.
თუკი ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქმთ ჭეშმარიტებას, ხოლო თუკი ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ თანაზიარება გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის იესოს სისხლი გვწმენდს ყოველი ცოდვისგან. თუ ვამბობთ, რომ არ გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ისი სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უკეთურებისგან. თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში. (1იოანე 1:6-10)
განწმენდა რომელზეც ლაპარაკობს იოანე ამ მონაკვეთში, ერთჯერადი პროცესი არ არის, არამედ განწმენდისა და განახლების ეს პროცესი გრძელდება ყოველთვის. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ცოდვითა და ცდუნებებით არის სავსე, და ცხოვრების პროცესში ჩვენ ვიბილწებით. იოანე ამბობს, რომ თუ ჩვენ ვუარყობთ ამ ჭეშმარიტებას მაშინ ამით ვაღიარებთ რომ ღმერთი არის მატყუარა. ჩვენ უნდა ვიაროთ ნათელში, რომ იეშუას სისხლმა გაგვწმინდოს გამუდმებით, რისი განცდაც ჩვენთვის აუცილებელია.
როგორც ებრაელებს არ შეეძლოთ ტაძრის გამოყენება ღვთისმსახურებისთვის სანამ ის არ გაწმინდეს რომელიც წაბილწული იყო ანტიოქის მიერ, ასევე ჩვენი ცხოვრებაც უნდა იყოს განწმენდილი რათა ღმერთს ვემსახუროთ მთელი 100%-ით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მივცეთ სულიწმინდას უფლება იმოქმედოს ჩვენგან.
მეფსალმუნე წერდა:
გამომცადე, ღმერთო, და შეიცან ჩემი გული, შეამოწმე და შეიცან ჩემი აზრები. იხილე ბოროტების გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე. (ფს 138:23-24)
ხანუქას დღესასწაული ჩვენ ასევე გვახსენებს, რომ ჩვენი ცხოვრება მიძღვნილი უნდა იყოს უფლისთვის. და ეს მიძღვნა-არის ზუსტად ის რაც უნდა ავღნიშნოთ და არა რაზეც უნდა დავმწუხრდეთ. ისიც კი გამიგია, რომ ზოგიერთი მორწმუნე მიძღვნას აღიქვამს როგორც ტვირთს და არა როგორც რასაც მოაქვს კურთხევები ჩვენს ცხოვრებაში.
ხანუქაში დევს ის პრინციპი, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ იეშუას კვალს. ყოველთვის როდესაც ვანთებ ხანუკას მენორას, მე ვიხსენებ რომ უნდა ვიყო სინათლე გარშემოკრულ სიბნელეში, და ასევე იმას, რომ მე უნდა ვიყო ღმერთის მსახური და გავავრცელო ქვეყნიერებაზე კეთილი უწყება.
თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა