ხანუქა და შობა

jesus-bornიესო აღნიშნავდა ხანუქას

საერთო გაგებით დეკემბრის საარდადეგო სეზონი არის ქრისტიანებისთვის შობა, ხოლო ებრაელებისთვის ხანუქა.აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქრისტიანიც აღნიშნავს ხანუქას, რადგან ის ერთ-ერთი დიდი ბიბლიური დღესასწაულია. ის ფაქტი, რომ იესო აღნიშნავდა ხანუქას, შეიძლება დამაფიქრებელი აღმოჩნდეს ქრისტიანებისთვის და აღმოაჩინოს კავშირი საკუთარ რწმენასა და ხანუქას დღესასწაულს შორის.

ვფიქრობ გაზვიადებული არ იქნება რომ ვთქვა, რომ ეს არ იყო ხანუქა, პირიქით ეს იყო შობა. ხანუქამ მოამზადა გზა იესოს დაბადებისა და მსახურებისთვის. ასე რომ ქრისტიანებმა არა მხოლოდ ბედნიერი ხანუქა უნდა ვუსურვოთ ებრაელებს, არამედ თავადაც უნდა ავღნიშნოთ ის.

ღმერთი აძლევს გამარჯვებას ისრაელს
ხანუქას ამბავი იწყება იმ პერიოდში, როდესაც ანტიოქე IV ეპიფანე გახდა მმართველი საბერძნეთის იმპერიისა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის ელინიზაცია ისედაც ეჭვქვეშ აყენებდა ებრაელების რელიგიის გადარჩენას, ანტიოქეს მაინც დიდი სურვილი ჰქონდა რომ ებრაელების მომავალი გაენადგურებინა და მათი რწმენა დაენგრია.

მან არა მხოლოდ მღვდელმთავარი ონიას III მოკლა, არამედ ამოხოცა 40,000 იერუსალიმის მკვიდრი. ყველა მსხვერპლი ტაძრის მსახური იყო. ტაძარი მიეძღვნა ზევსს და წმინდა წერილი უმეტესი ნაწილი განადგურდა, ებრაელები კი იძულებულნი გახდნენ ამ წარმართულ რიტუალებში მიეღოთ მონაწილეობა.

მისი მცდელობა, რომ წაეშალა ებრაელების რელიგიის ყოველგვარი კვალი დამთავრდა იმით, რომ მან ტაძრის საკურთხეველში სამსხვერპლოზე მსხვერპლად შესწირა ღორი, რითაც შეურაცხყო იგი. მაკაბელთა ოჯახმა, რომელიც იყო აარონის სამღვდელო ხაზიდან, მოაწყო აჯანყება ამ ბოროტი მმართველის წინააღმდეგ.ისრაელი სასწაულებრივად იმარჯვებდა ყოველ ჯერზე, სანამ საბოლოოდ არ დაიბრუნა ტაძარი.

ტაძრის ისრაელის ღმერთისთვის დაბრუნება აღინიშნება ხანუქას დროს, თავდაპირველად ცნობილი გახდა , როგორც მიძღვნის დღესასწაული, რადგან ხანუქა გამომდინარეობს ებრაული სიტყვიდან “მიძღვნა“.

დიდი ბერძნული ძალების დამარცხება პატარა რაზმით არ იყო ღმერთის ერთადერთი სასწაული ამ პერიოდში. ღმერთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ურყევი სიყვარული და ერთგულება თავისი ხალხის გადასარჩენად. ეს თავისთავად საკმარისია იმისთვის რომ ვიდღესასწაულოთ!

ამბავი გაგრძელდა, როდესაც ებრაელები ხელახლა შევიდნენ იერუსალიმის ტაძარში, იქ იყო განსაკუთრებული ზეთი მენორასთვის, მაგრამ მის რაოდენობა მხოლოდ ერთი დღით იყო საკმარისი გასანათებლად, მაგრამ სასწაული ის იყო, რომ მენორა ტაძარში 8 დღე ენთო. ამ დროის განმავლობაში კი ჩამოიტანეს ზეთი გალილეიდან.

სადღესასწაულო ზეთის ამბავი არსად არ მოიძებნება წმინდა წერილებში, ამიტომ ის „აგადად“ (ლეგენდად) ითვლება, თუმცა პირველივე ხანუქა მართლაც 8 დღეს აღინიშნებოდა და ფესტივალს ეწოდა სინათლის ფესტივალი. ალბათ არქეოლოგები ერთ დღესაც იპოვიან გასაღებს ამ ლეგენდის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად.


ისტორიის შემოტრიალების წერტილი
მაკაბელების ოჯახის აჯანყებამდე 250 წლით ადრე ნაწინასწარმეტყველები იყო( წმინდა წერილში, დანიელის მე-8 თავში) , რომ ტაძარი წაიბილწებოდა, მაგრამ ისრაელი დაიბრუნებდა მას. ანგელოზმა გაბრიელმა აუღწერა წინასწარმეტყველ დანიელს, რომ უახლოვდებოდათ მეფე, რომელიც წაბილწავდა მათ ტაძარსა და საკურთხეველს და ისინი შეაჩერებდნენ მას.

მაკაბელთა აჯანყება იყო გადამწყვეტი მომენტი ებრაელების ისტორიაში, რომელმაც გადაარჩინა ებრაელები და მათი რელიგია გადაშენებისგან.

ეს ამბავი , სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენებით მტკიცდება და კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულება რომ ტაძარი მართლაც არსებობდა, თუმცა ისრაელს დღესაც ბევრი მტერი ყავს, რომლებიც ცდილობენ ისტორიის დამახინჯებას და შეცვლას, რომ შემდეგ ხანუქას დღესასწაულს სხვა მნიშვნელობა მისცენ.


იესო და ხანუქა
იოანეს სახარების მე-10 თავში, იესო ტაძარში შედის დღესასწაულის დროს. მისთვის აუცილებლად იქნებოდა ცნობილი ამ დღესასწაულის ისტორია, რომელიც იესოს იქ მისვლამდე მოხდა.

დღეს ქრისტიანებს კარგად უნდა გვახსოვდეს ღმერთის ერთგულებისა და ძალის შესახებ, რომელიც მან გამოიჩინა ებრაელების მიმართ, პირველი ხანუქას დროს. ანტიოქეს რომ შესძლებოდა ებრაელების განადგურება, შედეგად აღარ იქნებოდა ერთი იუდეველი ქალი, სახელად მარიამი, რომელიც შემდეგ ქრისტეს დედა გახდებოდა.

ასევე აღარ იარსებებდა ტაძარი რომელიც შობის ისტორიის დასაწყისი იქნებოდა. ლუკას სახარების 1 თავში შობის ისტორიას ანგელოზი იწყებს, როდესაც გამოეცხადება მღვდელმთავარ ზაქარიას, რომ მისი მეუღლე შობს იოანე ნათლისმცემელს. ეს შემთხვევითი არ არის რომ ღმერთმა დაიწყო შობის ისტორია ტაძრიდან, რომელიც არის ებრაელების გული და რწმენა.

ხანუქას დღესასწაულის გარეშე, შეიძლება არც ყოფილიყო ქრისტეს დაბადება. ასე რომ როგორც თქვენ ერთმანეთს უსურვებთ ბედნიერ შობას, თქვენ ასევე შეგიძლიათ ებრაელებს უსურვოთ ბედნიერი ხანუქა! 

ICEJ – ის აღმასრულებელი  დირექტორი:დოქტორ იურგენ ბოლერი .

თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა.