სიტყვა იერუსალიმიდან…

12ierusalimiსაერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან ICEJ მალე დაიწყებს ჟურნალის გამოცემას სახელწოდებით “სიტყვა იერუსალიმიდან”. ჟურნალი ინფორმაციული ხასიათისაა და ყოველ 3 თვეში დაიბეჭდება. მისი მიზანია გააცნოს ფართო აუდიტორიას ებრაელი ხალხი, ებრაული კულტურა და ხელოვნება. მიუხედავად იმისა რომ ქართულ-ებრაული მეგობრობის ისტორია 26 საუკუნეს ითვლის, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მაინც არსებობს არასწორი წარმოდგენები და სტერეოტიპები ამ ერის შესახებ. სწორედ ამ სტერეოტიპების დამსხვრევასა და ურთიერთობების უფრო გაღრმავებას მოემსახურება ეს გამოცემა.  გარდა ამისა, ჟურნალი სტიმული და გამამხნევებელი მხარდაჭერა იქნება სამშობლოდან შორს მყოფი, ქართველი ებრაელებისთვის. ICEJ იმედოვნებს, რომ ახალი გამოცემა იქნება ნაყოფიერი განსაკუთრებით ქრისტიანებისთვის, რადგან ქრისტიანობა ისრაელის გარეშე არ არსებობს, ეს ორი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ქრისტიანები იწოდებიან რწმენით ებრაელებად და აბრაამის შთამომავლებად. აქედან გამომდინარე, ჟურნალი ფუნქციურად დატვირთული იქნება და მოემსახურება სიყვარულის ზრდასა და შემეცნებას ქრისტიანებსა და ებრაელ ხალხს შორის.