რას ამბობს თალმუდი არაებრაელებზე?

Carl_Schleicher_Jüdische_Szene_1

ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე, რომ იუდევლებს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ არაებრაელების მიმართ, ფაქტიურად ადამიანებადაც არ მიიჩნევენ. თავზარი დამცა იმანაც, რომ ებრაელისა და გოის ქორწინება არ ითვლება ნამდვილ ქორწინებად. მართალია, რომ თქვენთვის ცხოველებზე უარესნი ვართ? ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფრის ახსნას შეძლებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთ ანტისემიტს მიიღებთ.

ეს კითხვა დამისვა ერთ ერთმა ჩემა ნაცნობმა ,რომელსაც პირობითად სახელ გიორგით მოვიხსენიებ .

 

ძვირფასო გიორგი !

თქვენი წერილიდან ნათლად ჩანს, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას და ამიტომ მოხარული ვარ გიპასუხოთ. ჩემთვის მტკივნეულია იმის ნახვა, რომ წერილი მუქარით დაასრულეთ.

იმისთვის რომ დაგანახოთ ებრაელი ბრძენკაცების ნამდვილი შეხედულება არაებრაელებზე, მოგწერთ რამოდენიმე ციტატას თალმუდიდან და მიდრაშიდან.

  • თალმუდი (სანგედრინი 59ა): „ რაბი მეირი ამბობს: არაებრაელი, რომელიც შეისწავლის თორას (ბნეი ნოახის შვიდ მცნებას) უთანაბრდება მღვდელმთავარს (სიწმინდის უმაღლესი სტადია).
  • მიდრაში (თანჰუმა ვაიიკრა 8): „არაებრაელები სწრაფად აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და ასწორებენ მათ“.
  • თალმუდი (ავოდა ზარა 6ა): „აკრძალულია ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა არაებრაელისთვის“.
  • რამბამი (გზელა 1,2) : „აკრძალულია არაებრაელისთვის რაიმეს მოპარვა“.
  • მეჰილთა (მიშპათიმ 4): „ის ვინც მოკლავს არაებრაელს, სიკვდილით დაისჯება“.
  • დიდი კაბალისტი რაბი მოშე კავოდერო წერს („ტომერ დვორა“, მ2-2 თავი), რომ აუცილებელია გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ არაებრაელებს.
  • თალმუდი (გიტინ 61ა): „აუცილებელია არაებრაელების მონახულება, როდესაც ისინი ავად არიან, აუცილებელია მოწყალების გაცემა გაჭირვებული არაებრაელებისთვის“.
  • თალმუდი (კიდუშინ 33ა): „აუცილებელია პატივი მივაგოთ ხანდაზმულ არაებრაელს“.
  • თალმუდში ნათქვამია (ჰულინ 92ბ): „აკრძალულია არაებრაელის მოტყუება“. ის ქმედებაც კი, რომელიც მას ატყუებს აკრძალულია. მაგალითად, აკრძალულია არაებრაელისთვის ხორცის ჩუქება, რომელიც ეკრძალება ებრაელს, და იმის არ შეტყობინება, რომ ეს ებრაელებისთვის აკრძალულია. მიზეზი: ამან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს არაებრაელი, – მან შეიძლება იფიქროს, რომ ჩვენ მას მივეცით ხორცი, რომელიც ჩვენ თვითონ გვჭირდება და პატივი მოგვაგოს, როდესაც რეალურად ჩვენ მას ვაძლევთ იმ ხორცს, რომელიც ჩვენთვის ფასეულს არ წარმოადგენს.
  • თალმუდი (ბავა ბატრა 88ა) მოგვითხრობს დიდ ბრძენზე, რაბი საფრაზე. ლოცვის დროს მასთან მივიდა არაებრაელი და შესთავაზა, რომ რაიმე საგანს იყიდიდა მისგან. რაბი საფრა გულში დათანხმდა ამ ნივთის იმ ფასად გაყიდვაზე, რომელიც არაებრაელმა შესთავაზა, მაგრამ ვერ ეტყოდა ამას, რადგან არ შეეძლო ლოცვის შეწყვეტა. მყიდველმა იფიქრა, რომ რაბი იმიტომ არ პასუხობდა მას, რომ არ იყო ფასზე თანახმა და უფრო მაღალი თანხა სურდა. არაებრაელმა მოუმატა თანხას. რაბი საფრამ გააგრძელა ლოცვა. მყიდველმა კიდევ უფრო მაღალი თანხა შესთავაზა. ასე გაგრძელდა რამდენჯერმე. როდესაც რაბი მორჩა ლოცვას, ბევრად დიდი თანხა იყო დასახელებული პირველად შემოთავაზებულისგან განსხვავებით. თუმცა, რაბი სოფრამ გაყიდა ეს ნივთი პირველად შემოთავაზებულ ფასად, რადგან როდესაც გაიგო ეს ფასი ის ფიქრებით დათანხმდა.

 

მსგავსი ადგილები ბევრია. ზემოთ მოყვანილი ნაწყვეტებით თუ ვიმსჯელებთ, ნათლად ჩანს თუ როგორ ჰუმანური და კეთილგანწყობილნი არიან ებრაელები არაებრაელების მიმართ. ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორი ტოლერანტულები იყვნენ ებრაელები ასწლეულების მანძილზე სხვა ერებისა და რელიგიების მიმართ (შეადარეთ სხვა რელიგიების ქმედებებს). რაც შეეხება თქვენს აღნიშნულ საიტს – უნდა იცოდეთ, რომ იქ მოყვანილი ციტატები და ადგილები რა თქმა უნდა დამახინჯებულია. ზოგიერთი მათგანი ამოგლეჯილია კონტექსტიდან, რის გამოც მკვეთრად იცვლება მათი მნიშვნელობა, დანარჩენი ნაწილი კიდევ საერთოდ არ ეხება არაებრაელებს, არამედ ეხება ცოდვილებს (კერპტავანისმცემლებს, მკვლელებს, ქურდებს, და ა.შ.) ყველა ეროვნების, ებრაელი იქნება თუ არაებრაელი.

უფრო მეტიც, სიტყვა „გოის“ არასწორად განიხილავენ, როგორც არაებრაელის სახელს. ეს სრულიად არასწორია. სიტყვა „გოი“ ებრაულად ნიშნავს – ხალხს, თავად ებრაელებიც თორაში მოიხსენებიან როგორც „გოი“. იხილეთ მაგალიტად ბერეშით 25:29, დვარიმ 25, 5.

 

მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობს განსხვავება ებრაელსა დ არაებრაელს შორის. ებრაელები – არიან ღმერთის რჩეული ერი, რათა იყვნენ მასთან ახლოს და ანახონ სიწმინდე დანარჩენ ერებს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო როლია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი რაიმეთი მეტნი არიან დანარჩენ ერებზე, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ართმევენ თავს ისინი თავიანთ ამოცანას: თუ ისინი თავს გაართმევენ საკუთარ მისიას, მათი ჯილდო სხვებზე მეტი იქნება, და თუ ვერ გაართმევენ- მაშინ მათი სასჯელი- ყველაზე მკაცრი. და ასე თქვეს ბრძენკაცებმა (თალმუდ მელიგა 16ა): „როდესაც ისინი წამოიწევიან – წამოიწევიან ზეცამდე, მაგრამ როდესაც ეცემიან – მიწად და მტვრად იქცევიან“.

 

რადგანაც ებრაელებს აქვთ საკუთარი განსაკუთრებული მისია, მათ აკრძალული აქვთ სხვა ერებთან აღრევა. სწორედ ამიტომ ეკრძალებათ ებრაელებს არა ებრაელებთან შერეული ქორწინება.

 

იმედი მაქვს, რომ ზემოთთქმული დაგეხმარებათ შემდეგში, რომ არ გაებათ ანტისემიტების მახეში.

პატივისცემით საერთაშორისო ქრისტიანული სალეჩო იერუსალიმის ადმინისტრაცია .