სანამ უშუალოდ ჩვენი სათაურის განმარტებას შევუდგებით ნება მიბოძედ პატარა შესავალი გავაკეთო რჯულისა და ძველი აღთქმის ტერმინების შესახებ, რადგან ძალიან ბევრი მორწმუნე ვერ არჩევს მათ ერთმანეთისაგან.
მაშ ასე ბიბლის ტექსტის გასაგებად მთავარია ვიცოდეთ კონტექსტი, გვესმოდეს თუ რა აზრი ჩადო ავტორმა.უნდა გავითვალსწინოთ ვინ იყვნენ ტექსტის ავტორები და ვინ იყო ადრესატი ამ ტექსტისა, უნდა გავითვალსწინოთ ავტორების მსოფლმხედველობა, ენა და მათი კულტურა, წინაღმდეგ შემთხვევაში ძალიან ადვილია ტექსტის შინარსის დამახინჯება. ამას მე იმიტომ ვწერ რომ თქვენში აღვძრა არა უბრალოდ ბიბლის კითხვის სურვილი,არამედ მისი გამოკვლეისა და შესწავლისა. ეჭვი არ მეპარება რომ ბევრი თქვენგანი ასეც იქცევა, ბიბლიას იკვლევს და სწავლობს.
1) მაშ ასე , ტერმინი ძველი აღთქმა ეს რბილად რომ ვთქვათ არასწორი ტერმინია, რადგანაც ის წიგნები რომლებიც გადმოგვცემს ინფორმაციას აღთქმების შესახებ მხოლოდ აღთქმებს არ გვაუწყებს. ამ წიგნების ერთიანობას ეწოდება თანახი, ებრაული აბრევიატურა და ნიშნავს თორას, წინასწარმეტყველებსა და წერილებს ქრისტეს დროსაც ამ წიგნებს სწორედ ასე მოიხსენიებდნენ (ლუკ.24:27) მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს. ( სიტყვა განუმარტავდა ბერძნულად ნიშნავს ჰერმენევტიკას) .
2) მეორე ტერმინი რაზეც მინდა პატარ განმარტება მოგცეთ ეს არის თორა, მოსეს ხუთწიგნეული, რადგანაც ამ ტერმინს უფრო ხშირად გამოვიყენებ სტატიაში ვიდრე სიტყვა რჯულს, რომელიც არც თუ ნათლად გადმოგვცემს იმ მთლიან შინაარს რომელსაც ტერმინი თორა გულისხმობს თავის თავში, რადგანაც ბერძნულად ითარგმნა ებრაული ტერმინი თორა ე.წ ნომო ( το νόμο) რაც მხოლოდ და მხოლოდ კანონს ნიშნავს და ბუნებრივიცაა რომ ეს სიტყვა ვერ გადმოგვცემს იმ ებრაული სიტყვის არსს მთლიანად , თორა ( תּוֹרָה) რაც სწავლებას, შეგონებას,მოძღვრებას, მითითებას და კანონს ნიშნავს. ეს არის მთლიანობაში სიტყვა თორა, რომელზეც ვსაუბრობთ, იგივე რჯული .
(იგავ. 1:8) „ ისმინე შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას – ( תּוֹרָה -თორას) ნუ მიატოვებ.
(იგავ.3:1) შვილო! ჩემს მოძღვრებას – ( תּוֹרָה – თორას) ნუ დაივიწყებ და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
(იგავ.7:2) დაიცავი ჩემი მცნებები და მოძღვრებები,- ( תּוֹרָה – თორას) როგორც საკუთარი თვალის ჩინი და იცოცხლებ .
(ფს.18:7) რჯული- ( תּוֹרָה – თორას) უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს; მცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყვილოებს აბრძენებს.
მაშ ასე, ჩვენ გავიგეთ თუ რა არის რჯული და მისი ორიგინალური მნიშვნელობა.
ახლა ჩვენი სტატიის უშუალო სათაურის განმარტებას შევუდგეთ .
{მათ.5:43-44} გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები.
როდესაც ქრისტიანებს ვუსვამ კითხვას თუ როგორ ესმით ეს ადგილი წერილიდან, სამწუხაროდ უმრავლეოსობა ასეთ პასუხს იძლევა: „ ძველ აღთქმაში ებრაელებს არ უნდა ჰყვარებოდათ თავიანთი მტრები, ხოლო ახალ აღთმქაში ქრისტემ ახალი სწავლება შემოიტანა, სწავლება სიყვარულის შესახებ. მაგრამ როდესაც მათ ვთხოვ მაჩვენონ ადგილი სადაც ღმერთი უბრძანებს ისრაელს სძულდეს საკუთარი მტერი, აღმოჩნდება რომ საერთოდ არ არსებობს მსგავსი ადგილი ძველ აღთქმაში. მაშ რა არის სინამვილეში ჩაწერილი ძველ ართქმაში ?
{გამ.23:4-5} თუ შენი მტრის გზააბნეულ ხარს ან სახედარს წააწყდები, პატრონს დაუბრუნე. თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.
{ლევ.19:18} შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
{იგავ.24:29} ნურც იმას იტყვი: როგორც მომექცა, ისევე მოვექცევი, თავისი ქცევისამებრ მივუზღავო.
{2რჯ.10:19} შეიყვარეთ ხიზანი, ვინაიდან თქვენც ხიზნობდით ეგვიპტის ქვეყანაში.
{იგავ.20 :22; 24:17} ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.
ნუ გაიხარებ შენი მტრის დაცემისას და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული;
{იგავ. 25:21-22} თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია – წყალი დაალევინე, ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
ეს მუხლი კიდევ არის ნახსენები მოციქულ პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში {რომ.12:20}
და ეს იმას ნიშნავს რომ არა შური იძიო, არამედ აკეთო სიკეთე შენს მაწყენარზე . ამით შენ აძლევ მას დაფიქრების და ანალიზის საშუალებას. ამ მუხლების კითხვისას გიჩნდებათ განცდა, რომ კითხულობთ ახალ აღთქმას და არა ძველს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა:მაშინ რა ვთქვათ ამ ფრაზაზე ? „ თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.“
მოდით ერთად განვიხილოთ ეს კითხვა . თუ ვინმეს თვალი დაუზიანეს გამოდის რომ ამ ადამიანმაც სამაგიეროდ ის თვალი უნდა დაუზიანოს მოწინააღმდეგეს ,რომელიც თავად დაუზიანდა, რადგანაც პასუხი სათანადო უნდა იყოს ,ზიანის შესაბამის არც მეტი და არც ნაკლები.ალბათ დამერწმუნებით რომ ძალიან ძნელია მოზომო ძალა ისე რომ ზუსტად როგორც თქვენ დაგიზიანეს თვალი ისე თქვენ დაუზიანოდ თვალი.კარგი უფრო გავართულოდ კითხვა, თუ შენმა მეტოქემ ჩხუბის დროს მოგტეხა ხელი ისე რომ ეს დახურული მოტეხილობაა, მაშინ რა გამოდის? შენც ისე უნდა მოტეხო ხელი რომ იგივე დაზიანება მიღოს მან ? ეს ხომ შეუძლებელია . ალბათ მთელი მეცნიერული ნაშრომები დაიწერებოდა თუ როგორ უნდა მოვტეხოდ ზუსტად ხელი ჩვენს მეტოქეს როგორც ჩვენ მოგვტეხა მან. ალბათ დამეთანხმებით რომ სულელურად ჟღერს ეს ყველაფერი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ეს უსამრთლობაცაა ? მოდი ასეთი მაგალითი განვიხილოთ: დურგალმა ხელი მოტეხა მდიდარ კაცს და ამის გამო მას სამაგიერო გადაუხადეს. მაინც , დურგალი მეტს კარგავს რადგანაც მდიდრისაგან განსხვავებით მას თავისი სამსახურისთვის სჭირდება ხელი და აქედან გამომდინარე დურგალი სანამ არ მოირჩენს ხელს მანამდე ვერ შეძლებს მუშაობას და შეიძლება მშიერიც კი დარჩეს . თუ კონფლიქტის ერთ-ერთ მონაწილეს თავიდანვე ცალი ხელი ქონდა და ხელი მოაჭრა თავის მეტოქეს ,მაშინ რა გამოდის, ვისაც მოაჭრეს მკლავი ამ ადამიანმა ერთადერთი ხელი უნდა მოსჭრას მეტოქეს? დამეთანხმებით რომ ეს უსამართლობაა და ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება .
სამწუხაროდ დღეს ქრისტიანების უმარავლეობის წარმოდგენა ძველ აღთქმაზე სწორედ აქამდე მიდის „კბილი კბილის წილ“ უფრო სწორედ ამ ფრაზის ინტეპრეტაცია მათ გონიათ ძველი აღთქმის ფუნდამენტი . ეს იგივეა რომ აიღო ახალი აღთქმა და გამოიტანო დასკვნები სწორედ მსგავსი ადგილებით მაგაალითად:
{მათ.10:34} ნუ გგონიათ, რომ მშვიდობის მოსატანად მოვედი დედამიწაზე. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი
{მათ.10:36} და საკუთარი შინაურები იქნებიან ადამიანის მტრები.
{ლუკ.14:26} თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
{მათ.5:29 } თუ შენი მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე.
თუ მცნება” კბილი კბილისა წილ” შეუძლებელია პირდაპირი მნიშვნელობით შესრულდეს, მაშინ რა იგულისხმება მასში , მითუმეტეს ჩვენ უკვე გავარკვიეთ,რომ თანახი (ძველი აღთქმა) არ ასწავლის შურისძიებას, ამ მცნებაში იგულისხმება ზარალის ანაზღაურება. მაწყენარს რათქმაუნდა არ შეეძლო თავის თვალის მიცემა დაზარალებულისთვის, მაგრამ მას უნდა გადაეხადა თვალის მკურნალობის საფასაური და უნდა აენაზღაურებინა ის სამუშაო საათების, რომელიც მან დაკარვინა მსვერპლს.
{გამოს.21:18-19}
თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთი მეორეს ქვას ან მუშტს დაჰკრავს, და თუ კაცი არ მოკვდება და ლოგინად ჩავარდება, მერე თუ ადგება იგი და ივლის გარეთ ყავარჯნით, მისი მცემელი არ უნდა დაისაჯოს, მხოლოდ მისი მოცდენისათვის უნდა გადაუხადოს და სავსებით განკურნოს იგი.
ისრაელი არა მარტო რელიგიური საზოგადოება იყო , არამედ სახელმწიფო რომელსაც ქონდა სამოქალაქო კოდექსი და მცნება ” კბილი კბილის წილ ” , მიცემული მსაჯულებისათვის , რათა მათ შეეფასებინათ ზიანი! დამატებით მინდა მოვიყვანო უდიდესი ებრაელი რაბინის, საადიი გაონის, ტრაქტატი :
ერთ-ერთი მისი მოსაუბრე : „მაგრამ ხომ არის ნათქვამი: როგორც მან გააკეთა ასევე მოექცენ მას“
საადიი გაონი: და რა მერე სამსონმაც ხომ ეგრე თქვა: „როგორც მე მომექცნენ, მეც ისე მოვექეცი მათ.“ {მსაჯ.15:11} და სინამდვილეში მას ხომ არ წაურთმევია ცოლი ფილისტიმლებისთვის და არც გადაუცია ის სხვებისთვის, როგორც მას გაუკეთეს ? არამედ , უბრალოდ დასაჯა ისინი იმ საფასურით რითაც მათი სასჯელი გამომდინარეობდა.
აბრაამ იბენ ეზრას კომენტარი ლევიტელთა წიგნზე ასევე დაკვირდით მუხლს „ვინც პირუტყვს მოკლავს, უნდა ზღოს:“ მან პირუტყვის საფასური თანხა უნდა გადაიხადოს სწორედ ესე ნიშნავს „პირუტყვი – პირუტყვის წილ.“ შემდეგ დაწერილია: “მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ.” როგორც მაწყენარს უნდა გადაეხადა პირუტყვზე საფასური (და არ უნდა დაეხოცა თავისი პირუტყვი), ასევე მას უნდა გადეხადა სხეულზე მიყენებული ზიანისთვის. როგორ ზიანსაც მიაყენებდა კაცი სხვას სხეულზე, ზუსტად ზიანის მიხედვით იხდიდა საფასურს {ლევ.24 :18 :20}.
დღეს ეს პრინციპი მოქმედებს როგორც ქრისტიანებში , ასევე სეკულარულ საზოგადოებაშიც. თუ ადამიანმა ვინმეს ზიანი მიაყენა ის ვალდებულია თავის სახელმწიფოს კანონის მიხედვით და სინდის მიხედვით კომპენსაცია გადაუხადოს დაზარალებულს. შეიძლება ამ კანონს ვინმემ სხვა გვარი ინტეპრეტაცია გაუკეთოს. თუ მე ლოყაში სილა გამარტყეს,მაშინ შემიძლია შური ვიძიო და სამაგიეროთ იმავე ფორმით დავუბრუნო , მაგრამ თანახი ( ძველი აღთქმა) ასე ამბობს {გოდ. იერემ. 3:26;29-31 }
სიკეთე მას, ვინც მოთმინებით მოელის ხსნას უფლისგან.
მტვერშიც რომ ჩადოს ბაგეები, მაინც ექნება იმედი. ლოყაც მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს შერცხვენით. რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ.
გვასწავლის თუ არა თანახი (ძველი აღთქმა) სიყვარულს, წყალობას, მოყვასის სიყვარულს, უწოდებს კი ღმერთს მამას, თუ ეს ყველაფერი ახალმა აღთქმამ განგვიცხადა ? ჩვენ გავეცანით ტექსტებს რომელიც გვასწავლის მტერთან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს.
{2რჯ. 6:5} ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი – ერთი უფალია.
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.
{ლევ .19:18 } გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
{მიქ:6:8} განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.
{2მეფ. 22:26 }წყალობის მქნელს – წყალობით ექცევი…………
{ოსი.6:6} რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი.
{ესაია.63:16} მხოლოდ შენა ხარ ჩვენი მამა……….
{მალ.2:10} განა ერთი მამა არა გვყავს ყველას?….
ღმერთის წყალობაზე დაიმედება ისრაელიანელებისთვის მაშინაც იყო ცნობილი ,სანამ ახალი აღთქმა დაიწერებოდა.
{დან. 9:18} რადგან ჩვენი სიმართლის გამო კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების გამო
{ფს.102:10} არც ჩვენი ცოდვებისამებრ მოგვექცა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა.
{ფს.77:38} მაგრამ მან, გულმოწყალემ, შეუნდო ცოდვა და არ მოსპო ისინი.
ასევე მათ იცოდენ რწმენით სიარულზე ახალი აღთქმის გამოჩენამდე.
{ამბ.2:4} მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.
{დაბ.15:6 } და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.
{2რჯ.9:23} როცა გაგგზავნათ უფალმა კადეშ-ბარნეაყიდან სიტყვებით: წადით და დაიპყარით ქვეყანა, რომელიც მოგეცითო, წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას, არ ერწმუნეთ და არ შეისმინეთ მისი ხმა.
თანახი ( ძველი აღთქმა ) ასწავლის ნამდვილ რწმენასა და უფლის ნდობას,რომელიც ვლინდება ქმედებაში.
შეიძლება ვინმემ იკითხოს: ქრისტემ ხომ თვქა „ყველა ვინც გულისთქმიდ შეხედავს ქალს უკვე მრუშობს“ ეს ხომ სულ ახალი მცნება? {მათ 5:28} განა იცოდენ ისრაეილიანებმა რომ ცოდვა გულში ჩნდება ?
დიახ მათმა იცოდენ ,რადგან ამის შესახებაც თანახი საუბრობს და გვასაწვლის,რომ არ მივცეთ უფლება ცოდვილ აზრებს : {იგავ. 6:25 } „ნურც მის სილამაზეს ისურვებ გულში“
{გამ.20:17} არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
თორა გვასწავლის რომ ბოროტება გულში ჩნდება და ეს არ არის უფლისთვის სწორი ქმედება.
{დაბ.6:5} და იხილა უფალმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ მიწაზე, რომ მუდამჟამს ბოროტს განიზრახავდნენ გულში.
გულის მდგომარეობაზე ესეთი რამეც წერია:
{2რჯ.15:19} მიეცი და ნუ დაგინაღვლიანდება გული მიცემისას
{1ნეშთ.29:17} ვიცი, ჩემო ღმერთო, რომ ცდი ჩვენს გულებს და სიმართლით ხარობ.
{ზაქ.8:17} გულში არავინ განიზრახოს ბოროტება მოყვასის …… რადგან მძულს ეს ყოველივე – ამბობს უფალი.
აი კიდევ საინტერესო მცნებები :
{ლევ.19:14} ‘არ დასწყევლო ყრუ და ბრმის წინაშე არ დადო დაბრკოლება,….
სხვა სიტყვებით ნუ ისარგებლებ სხვის უცოდინარობით ანდა მათი უძლურებით რათა მათ ზიანი არ მიაყენო, არ მოატყუო, არამედ გაითვალისწინე მათი უცოდინარობა და უძლურება, არ იყო საცდურების წყარო .
{ლევ.19:16} ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში…. (ხშირად ყველაზე დავიწყებული მცნება}
{ლევ.19:34} როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს ხიზანი თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, ….
{ლევ.25:35} თუ შენი მოძმე გაღარიბდა და შენთან მოვიდა, დაეხმარე მას როგორც მწირს ან ახალმოსახლეს და იცხოვროს შენთან.
ეს მცნებები გვასწავლის წყალობას, თანაგრძნობასა და სიყვარულს. წარმოდგენა იმის შესახებ ,რომ თანახის ( ძველი აღთმქის) ღმერთი მკაცრია და დაუნდობელი ვიდრე ახალი აღთქმისა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მთელს ძველ აღთქმას წითელი ხაზივით გასდევს ურთიერთობა ისრაელიასა და ღმერთის როგორც მამა-შვილის ურთიერთობა. გამჩენი თავიდანვე უცხადებს თავის თავს როგორც კაცთმოყვარე, მწყალობელი, სრულგრძელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.{გამოს.34:6} ( სხავათაშორის ყველა ეს ეპითეტი იუდაზმში შესულია გამჩენის სახელებად ) .
როდესაც ისრაელი სცოდავდა ღმერთი მათ სჯიდა ,როგორც ახლა ჩვენც გვსჯის ისევ და ისევ ჩვენს სასიკეთოდ ,რადგანაც მისი შვილები ვართ {ებრ. 12:6} რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”. და როგორც ჩვენ ასევე უფალი ისრაელს თავის სრუგრძელობის გამო პატიობდა როდესაც ისინი ინანიებდა. ღმერთი რისხდებოდა გულქვა ადამიანებზე თანახში ( ძველ აღთქმაში),როგორც ის დღეს რისხდება გულქვა ხალხზე {რომ.1:18} ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
თუ დაკვირვებიხართ რამდენად ხშირადაა ახალ აღთქმაში საუბარი სასჯელზე?
ასევე რათქმაუნდა არავის გაუუქმებია სამართლიანობა. ჩვენ დღესაც პასუხისმგებელნი უნდა ვიყოთ ჩვენს ქმედებებზე ,ვიყოთ სამართლიანები სხვების მიმართ. მხარში ამოვუდგეთ გაჭირვებულებსა და ჩაგრულებს, არ უნდა ვიყო გარეულები კორუფციულ მახინაციებში.
თანახში (ძველ აღთქმაში) ღმერთმა მოუწოდა ხალხს განესახიერებინათ მისივე ხასიათი ,რომელიც მან თავიდანვე განუცხადა.
{ლევ.20:7}
განიწმიდენით და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
{2რჯ.10:12,17-19}
და ახლა, ისრაელ, რას ითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მისი გზებით,…….ღმერთი, რომელიც მიუკერძოებელია და მოუქრთამავი;რომელიც ობოლსა და ქვრივს სამართალს უჩენს და უყვარს ხიზანი, აჭმევს და აცვამს მათ. თქვენც გიყვარდეთ ხიზანი…….
თორა ასწავლის რწმენას, სიყვარულს, თანგრძნობას, წყალობას, სუფთა, აზრებს, ერთგულებას, პატიოსნებას, სამართლიანობას, (და არა შურისძიებასა და მრისხანებას)შრომის მოყვარეობას, ქველომქედებას, მორჩილებას, ნდობას ღმერთისადმი, მოთმენას. კანონი გარკვეულწილად გადმოგვცემს ხატოვნად იმას, ვინც ეს კანონი მოგვცა.
მაშ ასე, მთავარი პრნიციპები ბიბლის ორივე წიგნისა არის რწმენა ღმერთის და სიყვარული მისდამი, რომელიც გამოიხატება მორჩილებაში. რატომაა მნიშვნელოვანი ვიცოდეთ თუ რას ამბობს თანახი (ძველი აღთქმა)? იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გვეცოდინება რას ამაბობს ბიბლიის პირველი ნაწილი, მაშინ არასწორად გავიგებთ ბიბლის მეორე ნაწილს.
ამრიგად მე დღეს შევეცადე დამენახვებინა ძალიან მოკლედ ის,თუ რამხელა საგანძურია თანახი ( ძველი აღთმქმა) და იმედია გარკვეული სტერეოტიპებიც დავამსხვრიე თქვესნ ქვეცნობიერში. შეიძლება არც დამეთანხმოთ და ვიცი უმეტესობა არ დამეთანხმება, მაგრამ ეს არ არია პრობლემა. პრობლემა იქნება მაშინ თუ არ მიღებთ და არ გამოიკვლევთ თქვენით ,რადგან ისე გამოვა რომ თქვენც ფორმალური მორწმუნე ხართ .
პ.ს. ფორმალიზმე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ, მადლობთ ყურადღებისათვის
ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი 2017 წ. 1ოქტომბერი.
–