სინაგოგაში ყველა ლოცვა მიიღება

12512372_950159825101851_1689748824091295218_n

 

,,აი, სამსხვერპლოს მიღების წესები.“ (ცავ 6:2). რაბი იეხიზკელ ლანდამ პრაღიდან მონანიების შაბათის დასრულებისას მლოცველებს მიმართა და სთხოვა, რომ სახლების მაგივრად ყველას სინაგოგაში ელოცა: ,,ნათქვამია, რომ ლოცვა მსხვერპლშეწირვას გვიცვლის, ამიტომ უგულოდ ლოცვა იგივეა, რაც საქონლის ლეში, რომლის მიტანაც სამსხვერპლოზე აკრძალულია. სინაგოგის წმინდა გარემო ლოცვებს პირდაპირ ზეცაში აღავლენს, ამისთვის მინიანში ლოცვა აუცილებელია.“
კოცკელ რებესთან ერთი მოსწავლე მივიდა და დაიჩივლა: ,,რებე, ლოცვის დროს თავში სხვა აზრები მიტრიალებს და ყურადღებას მიფანტავს.“ რებეს გაუკვირდა: ,,სხვა აზრები? ისინი ხომ შენი საკუთარი აზრებია!“
ერთხელ, რაბი ლევი იცხაკი ბერდიჩევიდან ლოცვის დამთავრების შემდეგ ერთ კაცთან მივიდა და უთხრა: ,,გილოცავ მშვიდობით დაბრუნებას!
-რებე! — გაუკვირდა კაცს, მე ხომ არსად წავსულვარ! რაბი ლევი იცხაკმა გაიღიმა და თქვა: ,,ლოცვის დროს თქვენი აზრები აქეთ-იქით დაფრინავდნენ, თქვენ მოასწარით ვარშავას ბაზარში ყოფნაც და კრაკოვში ნათესავებთან სტუმრობაც. სადაც აზრებია, ადამიანიც იქ არის. ამიტომაც მოგილოცეთ სინაგოგაში მშვიდობით დაბრუნება!“