პასექი და აღდგომა

davidparsons_hdv_0

 

ბევრი რამის თქმა შეიძლება იმის შესახებ თუ რამხელა კავშირია ებრაულ დღესასწაულ „პასექსა“ და ქრისტიანულ დღესასწაულ „აღდგომას“ შორის, ან როგორც მე ვუწოდებ „მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულს შორის.

ყველაზე ძირითად ტერმინებში, ისრაელის ფიზიკური განთავისუფლება ეგვიპტის მონობიდან, იყო იმ სულიერი განთავისუფლების წინასახე, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, რომლის გამომსყიდველმა სიკვდილმაც გაგვათავისუფლა ცოდვის მონობისგან (რომაელთა 6:17-18; გალატელთა 5:1; კოლასელთა 1:13-14). როგორც ღმერთმა შეიწყალა ისრაელიანები „გამანადგურებლისგან“, როცა მან დაინახა კრავის სისხლი მათი კარებების წირთხლებზე, იესოს დაღვრილი სისხლიც საშუალებას აძლევს ღმერთს „მთლიანად გვერდი აუაროს “ ჩვენი ცოდვები (რომაელთა 3:25; 1 კორინთელთა 5:7).

პასექის ისტორიაში ცენტრალური ფიგურა არის მოსე და ის ასევე არის დაპირებული მესიის წინასახე. თავად მოსემაც თქვა, რომ ერთხელაც „წინასწარმეტყველს აღადგენს შენგან, შენს ძმათაგან, ჩემს მსგავსად აღადგენს უფალი, თქვენი ღმერთი; მას უსმინეთ“ (მეორე რჯული 18:15). მართლაც, გასაოცარია მსგავსება მოსესა და იესოს შორის, და პირველი მსგავსება სწორედ ამ წინასწარმეტყველურ ნაწყვეტშია მოცემული: ორივე განიცდის უარყოფას თავისი ერის მხრიდან.

მოსე და მესიის უარყოფა

ქრისტიანები ხშირად თვლიან იოსებსა და დავითს მომავალი მესიის წინასახედ, რადგან ორივეს ავიწროვებდნენ ძმები. მაგრამ როდესაც სტეფანე წამებული შეეწინააღმდეგება თავის ძმებს-ებრაელებს, მათი იესოს უარყოფის გამო, ის გამოიყენებს მოსეს არქეტიპს მესიის უარყოფის გამო. ამას სწრაფი მოქმედება ჰქონდა, რადგან მოსე ყველაზე პატივდებული ფიგურა იყო მათთვის, ვისაც ის მიმართავდა. თანაც, სტეფანემ სამართლიანად მიუთითა, რომ ისრაელის ძეები არ ღებულობდნენ მის მმართველობას ისევ და ისევ.

სტეფანემ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მოსე იყო „ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა“ სინაიზე, ის მაინც იყო ის „ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისკენ მიიქცნენ თავიანთი გულებით.“ (საქმეები 7: 38-39).

ამას არ უნდა ჰქონოდა ადგილი. მოსე იყო ის, ვინც გააფრთხილა ისინი, რომ სისხლი წაესვათ კარებებზე და ყოველი ებრაელი ოჯახი, რომელიც იმ ღამით გაურბოდა გამანადგურებელს, გამოვიდნენ ეგვიპტიდან მოსეს მორჩილების წყალობით. მათი სიცოცხლე მოსემ გადაარჩინა, მათ კი ისევ ეჭვი ეპარებოდათ მის ლიდერობაში, ესმოდა თუ არა მას ღმერთის. ფაქტობრივად ეს მოხდა „ათჯერ“ და ეს ასახავდა მათ „გამოცდას“ და ღმერთის უარყოფას (რიცხვნი 14:22). ბოლოს და ბოლოს მოსემ განაცხადა, რომ ერთ დღესაც მოვიდოდა სხვა წინასწარმეტყველი და მათთვის უკეთესი იქნებოდა თუ მას მოუსმენდნენ. „ის, ვინც არ შეისმენს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს იგი, მე თვითონ მოვკითხავ მას.“  (მეორე რჯული 18:19).

ახლა ჩვენ ვიცით, რომ ებრაელების მიერ იესოს უარყოფა იყო გამოსყიდვის მიზეზით- პირველი- ეს აუცილებელი იყო, რომ იესო მისულიყო ჯვრამდე, მეორე- რათა სახარება გავრცელებულიყო ყველა ერში (საქმეები 3:14-18; 13:46). ამიტომ ჩვენ არ განვიკითხავთ მათ. ეს ნაწილობრივი სიბრმავე დროებითია, და გაუქმდება ერთ დღეს, როდესაც „წარმართთა სისავსე მივა ღმერთთან“ (რომაელთა 11:15). თუმცა, აზრი იმაშია, რომ მოსეს ისტორია პასექზე იყო უარყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა აირჩია და ძლიერად გამოიყენა ის, და მან იწინასწარმეტყველა, რომ მესიასაც იგივე ელოდა თავისი ერის მხრიდან, რაც მოხდა ზუსტად პასექზე.

მოსე გამანთავისუფლებელი

ღმერთმა წამოწია მოსე, რომ მას გაეთავისუფლებინა ისრაელის ძენი ეგვიპტის მონობიდან. 40 წელი მან ფარაონის სამეფო კარზე გაატარა, შემდეგი 40 წელი კი უდაბნოში, სადაც ღმერთმა მოამზადა განსაკუთრებული მისიისთვის. ისრაელიანებიც ელოდნენ მის გამოჩენას, რადგან ღმერთი დიდი ხნით ადრე შეჰპირდა აბრაამს, რომ 400 წლის შემდეგ გამოიყვანდა მათ უცხო მიწაზე ტანჯვიდან და გაჭირვებიდან (დაბადება 15:13-14).

სწორედ ასე, ქრისტეც იყო დაპირებული გამანთავისუფლებელი სიკვდილისა და ცოდვის მონობისგან, ვინც მის სახელს მოუხმობდა (საქმეები 2:21; რომაელთა 10:13; 11:26). უფლის ანგელოზმა უთრხრა იოსებს, რომ მისი ძისთვის დაერქმია სახელად „იესო“რაც ნიშნავს „მხსნელს“ რადგან „ის იხსნის თავის ხალხს, მათი ცოდვებისგან“ (მათე 1:21). თავის დროზე ებრაელმა ერმა იცოდა, რომ მესიის დრო მოვიდა (დანიელი 9:24-26; გალატელთა 4:4), მათ ისიც კი იცოდნენ სად უნდა დაბადებულიყო ის (მიქა 5:2; მათე 2:4-6). იესომაც 40 დღე გაატარა უდაბნოში სადაც ემზადებოდა გამანტავისუფლებლის მსახურებისთვის.

მოსე რჯულმდებელი

 მოსე იყო უდიდესი რჯულმდებელი, რადგან მან ისრაელსა და მთელ სამყაროს მისცა ათი მცნება.  “ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ შენ ქვის დაფებს, რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე” (გამოსვლა 24:12). მოსეს ხუთწიგნეულსაც კი ჰქვია „თორა“ რაც ნიშნავს „სწავლებას“.

ქრისტეც იყო უდიდესი რჯულმდებელი. ნამდვილად, იესომ მშვენივრად გამოაცხადა მთაზე ქადაგების დროს მისი სამეფოს კანონები და სათნოება (მათეს 5 თავი). უფალ იესოსთან მიმართვის დროს, იაკობმა თქვა „ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც“ (იაკობი 4:12).

იოანე მოციქულმა თქვა: „ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა“ (იოანე 1:17). ეს იმას არ ნიშნავს რომ ძველი აღთქმის დროს არ არსებობდა მადლი ათი მცნების პირველივე მცნება გვამცნობს რომ ღმერთმა ისრაელი მადლის გადაარჩინა აქ იოანე გულისხმობს რომ ის მადლი რომელიც ისრაელს ქონდა გადმოვიდა წარმათებეზეც ქრისტეს მეშვეობით ანუ გაორმაგდა

განსხვავება ამ ორ რჯულმდებელს შორის ის არის, რომ მოსემ გადმოგვცა რჯული, რომელიც დაწერილი იყო ქვაზე, იესო კი წერს რჯულს ჩვენს გულებზე (2 კორინთელთა 3:3). ნამდვილად, წინასწარმეტყველმა იერემიამ ეს თქვა, როგორც დაპირებული ახალი აღთქმის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული თვისება, როდესაც უფალმა თქვა: „…შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ” (იერემია 31:33; ებრაელთა 8:10; 10:16). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ერთი და იგევე რჯულია ღმერთს არ აქვს ორი რჯული ან ორი სტანდარტი .

 

დარჩით ჩვენთან გაგრძელებისთვის…

ავტორი დევით პარსონს – ICEJ ვიცე პრეზიდენტი

თარგმნა სალომე ჯებისაშვილი