ბრიტანეთის მეთაური აიძულებს გაეროს დადუმდეს ღაზის საპროტესტო აქციების გამოძიების შესახებ

            maxresdefault (2)  ბრიტანეთის მეთაური აიძულებს გაეროს დადუმდეს ღაზის                         საპროტესტო აქციების გამოძიების შესახებ

 

მხილება: შეხედეთ გაეროს კომისრის სახეს, მის რეაქციას, ცარა ჰოსეინს ბანგლადეშიდან, როდესაც ბრწყინვალე და მამაცმა პოლკოვნიკმა კემპმა დაიწყო საუბარი… როგორც ჩანს მას არ მოეწონა, როცა მან მეთოდურად შეასრულა მისი მიკერძოებული ანგარიში. და ეს ყველაფერი 2 წუთში…

 

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარდგინებით გაეროს უშიშროების საბჭოს სახელით, 2019 წლის 18 მარტს რიჩარდ კემპმა წარადგინა:

 

„ბატონო პრეზიდენტო, მე ვიყავი ბრიტანეთის მეთაური ჩრდილოეთ ირლანდიაში, ერაყსა და ავღანეთში და მე მაქვს დიდი გამოცდილება შეიარაებული ტერორისტების მიერ გამოწვეულ არეულობების საქმეში. მე არაერთხელ მინახავს ღაზას საზღვარზე ძალადობრივი დემონსტრაციები, თქვენგან და თქვენი კომისიისგან განსხვავებით, ბატონო თავმჯდომარევ, რომლებიც იქ არასდროს ყოფილხართ. ეს იყო ორგანიზებული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვრის გადალახვასა და ებრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას.

 

ჰამასის განზრახვაში ასევე შედიოდა ღაზას მშვიდობიანი მოქალაქეების ამოხოცვა, რათა პროვოცირება გაეკეთებინათ ისრაელის გლობალური დაგმობის. მან ყველა ხერხი გამოიყენა რომ თავიდან აეცილებინა მსხვერპლი პალესტინელებს შორის. თუმცა, ცოცხალი საბრძოლო იარაღის გამოყენება საკუთარი ხალხის დაცვის ერთადერთი გზა იყო.

 

კომისია ამგვარ რეალობას უხეშად ამახინჯებს.

 

მე ბრალს ვდებ ამ კომისიას განზრახ მიკერძოებული მანდატის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ისრაელის დისკრედიტაციისკენ.

 

მე ბრალს ვდებ ამ კომისიას ჰამასის ქმედებების დამახინჯებისთვის, რომელიც ორგანიზებულ ძალადობას წარმოადგენს როგორც „მშვიდობიან პროტესტს“.

 

მე ბრალს ვდებ ამ კომისიას, რომ ის ჰამასის ტერორის იარაღად გამოდის და მცდარად დებს ბრალს ისრაელს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში, ძალის გამოყენებაში, მკვლელობასა და ძალადობაში.

 

მე ბრალს ვდებ ამ კომისიას პალესტინელების ღალატში ჰამასის არ გასამართლების გამო, რომლებიც როგორც დღეს გავიგეთ, ესვრიან ღაზაში მშვიდობიან დემონსტრანტებს.

 

მე ბრალს ვდებ ამ კომისიას ბოროტ ზრახვებში ებრაული სახელმწიფოსა და ჯარის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს იმას რომ მათ ვერ შეძლონ თავის დაცვა.

 

რამოდენიმე დღეში ჰამასი გეგმავს ახალ ძალადობას. ეს ძალადობა შეიძლება შეჩერდეს ჰამასის გასამართლებით, მათ ქმედებების დაგმობითა და ამ აღმაშფოთებელი მოხსენების უარყოფით.

 

მე მოვუწოდებ ყველა წევრ-სახელმწიფოს უარი თქვას ამაზე. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თქვენს ხელზე იქნება პალესტინელებისა და ისრაელიანების სისხლი”

https://www.youtube.com/watch?v=VBnOqxGJanI