თორა ანუ რჯული

11

 

მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტი წიგნიდან „ათი მცნება საფრთხის ქეშა“

ახლა, როცა ჩვენ ირგვლივ ზნეობრივი ფასეულობები ინგრევა, იქნებ, დადგა დრო, უფლის რჯულს მივმართოთ. უწინარეს ყოვლისა, ვკითხოთ საკუთარ თავს: წერია თუ არა ეს ზნეობრივი პრინციპები ჩვენს გულებში. შესაძლოა, დადგა ნაკლებათ ვიკამათოდ რჯულის თაობაზე და მეტად დავიცვათ იგი.

წინააღმდეგობრივია და დაბნეულობას იწვევს, როდესაც ზოგიერთი ქრისტიანული ეკლესია, ერთ მხრივ, ამტკიცებს რომ ქრისტემ რჯული გაუქმა, მეორეს მხრივ კი ზნეობრივი  ფასეულობების დაცემას გლოვობს  და ათი მცნების დაცვის საჭიროების შესახებ  ხმამაღლა აცხადებს. სარწმუნო ერთი  რამა  ქრისტე რჯულის გასაუქმებლად არ მოსულა, როგორც ამას ზოგიერთი ქრისტიანი ამტკიცებს. იგი მოვიდა, რათა ყველა დროის მორწმუნეთა სამაგალითოდ რჯულის პრინციპები ცხოვრებაში განეხორციელებინა. შემდეგ მანვე გამოგზავნა სულიწმიდა, რათა რჯული ჩვენს გულებსა და გონებაში აღებეჭდა. იესომ დაგვარწმუნა:   არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.“ (მათ.5:17)

იგი არ მოსულა რათა გაეუქმებინა მეხუთე მცნება რომელიც ამბობს : „პატივი ეცი მამაშენსა  და  დედაშენს“ (გამ.20:12)  არამედ მოვიდა რათა თავისი ბავშობითაც და მოწიფულობის ასაკითაც ჩვენთვის მორჩილების მაგალითი დაეტოვებინა. იგი არ მოსულა, რათა გაეუქმებია მექვსე მცნება რომელიც ამბობს : „არა კაც კლა“ არამედ მოვიდა, რათა ჩვენთვის   ადამიანის სიცოცხლის ფასი და ღირსება გაეცხადებინა.  იესო არ მოსულა რათა გაეუქმებია მეშვიდე მცნება, რომელიც ამბობს : „არ იმრუშო“

არამედ მოვიდა რათა ჩვენთვის სიწმინდის მაგალითი დაეტოვებინა.

გარდა იმისა, რომ იესო მოვიდა, რათა ჩვენს გამო მომკვდარიყო, იგი მოვიდა, რათა ჩვენთვის ცხოვრება ესწავლებინა. მისი ცხოვრება მამისადმი მორჩილების შესანიშნავი მაგალითია.   „ქრისტეს სიყვარული არასოდეს მიგვიყვანს  მისი   რჯულის  დაუმორჩილებლობამდე, არამედ პირიქით მას  ყოველთვის მივყავართ სრულ მორჩილებამდე. იესომ თქვა : „თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.“  (იოან.14:15) ჭეშმარიტი მორჩილება არ მოდის სხვაგვარად თუ არა სიყვარულით  მორჩილება  __ ეს არის ჩვენი მიერ გაცემული პასუხი იმ წარმოუდგენელ მსხვერპლზე, რომელიც ქრისტემ გოლგოთის  ჯვარზე გაიღო. ხსნას მორჩილებით არ ვიმსახურებთ, მაგრამ  მორჩილება  – ეს არის ჩვენი სიყვარულის პასუხი მის მიერ ბოძებულ ხსნის დიდებულ ძღვენზე

ჩვენ ვერ გადავრჩებით ჩვენი საქმებით( ეფეს. 2:8-9) (რომ.3:27-28), მაგრამ ყოველი ქრისტიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ მადლით გადარჩენა უფლებას გვაძლავს არ დავემორჩილოდ რჯულს, არასწორად  განმარტავს სახარებას . პავლე მოციქული გადარჩენის თემაზე დაწერილი თავის ნაშრომის განზოგადოებისას გარკვევით გვიხსნის ამ საკითხს, როდესაც ამბობს: „მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც; არამედ განვამტკიცებთ რჯულს.“ (რომ. 3:31)

როდესაც იესოსთან მივდივართ, ჩვენი გულის პასუხს მისდამი მორჩილება წარმოადგენს. ებრაელთა მიმართ 8:10 -ში დაწერილის თანახმად, ღმერთი გვაძლევს ასეთ საოცარ აღთქმას: „……..ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და იქნებიან ჩემს ერად. რისი თქმა სურს უფალს ამით რომ თავის რჯულს ჩვენს გულსა და გონებაში ჩაწერს ? იგი ისეთნაირად წერს თავის რჯულს ჩვენს გონებაში, რომ შევძლოდ მისი გაცნობიერება. მას სურს, ჩვენთვის გასაგები იყოს მისი ნება. ღვთის ათი მცნება ჩვენს ზნეობრიბ პასუხისმგებლბაზე მიგვითითებს. ისინი ნათლად წარმოგვიდეგენენ, როგორ  უნდა  ვიცხოვროთ  გარდა ამისა, ღმერთი წერს თავის რჯულს ჩვენს გულებზე, რათა გვიყვარდეს იგი. ასეთ შემთხვევაში მორჩილება მბრძანებელი დიქტატორისაგან გამოსული მოთხოვნების ფარისევლური შესრულება კი აღარ იქნება, არამედ იმ გულის პასუხი, რომელსაც უდიდესი სიყვარულით უყვარს ღმერთი .

„დაფიქრდით, როგორი ძირეულად შეიცვლებოდა ჩვენი საზოგადოება, ყველანი რომ უფლის ათი მცნების პრინციპების თანახმად ვცხოვრობდეთ! დაფიქრდით, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, უფლის სიყვარული თქვენს გულში  რჯულისადმი ნებაყოფლობით მორჩილებად რომ ჩაღვრილიყო.“

სამჯავროს ჟამის ნათელში ღმერთი ყველას ზნეობრივი პაუსუხისმგებლობისაკენ მოგვიწოდებს. ჩვენ პასუხს ვაგებთ  ჩვენს ქმედებებზე  პასუხს ვაგებთ ჩვენს საქციელზე. დღეს ქრისტიანობაში მრავალგვარი თვალთმაქცობა ვლინდება. უკანასკნელი სამსაჯავრო მოსპობს მას. იგი დამოწმებს ჭეშმარიტებას. ვინც ამბობს, შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.”( 1იოან.2:4)

უკანასკნელ დღეებში  მორწმუნე ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, უფალს დაემორჩილონ. მადლით დახსნილი მორწმუნენი ხალისით იცავენ წმიდა მცნებებს. ისინი უხუცეს იოანე მოციქულთან ერთად იმეორებენ: რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.“ (1იონ.5:3)

ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს , რომლებსაც სიყვარული ამოძრავებს, სწამთ, რომ რჯული არ წარმოადგენს მათ კისერზე დადგმულ აუატანელ უღელს. ისინი არ თვლიან, რომ იგი მეტისმეტად მძიმე ტვირთია მათვის. მათი ცხოვრების მისწრაფება ღვთის ნების შესრულება. ისინი მისდამი მორჩილებაში პოულობენ უდიდეს სიხარულს. თუ ვინმესავით უფლისადმი მორჩილება მძიმე ტვირთია, ეს მხოლოდ . „
იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.“ (რომ.8:7)

ხორცს მხოლოდ საკუთარი სურვილის შესრულება უნდა. მოუქცეველ  გულს მხოლოდ  საკუთარი თავით ტკბობის სურვილი გააჩნია. თუ კი იმისათვის, რომ ღმერთის მორჩილნი ვიყოთ, ბრძოლა გვიხდება, ესე იგი ჩვენს გულში რაღაც პრობლემა. როდესაც გული მთლიანად ღმერთს ემორჩილება, მისთვის მორჩილება  სიამოვნებას წარმოადგენს.

აი აღთქმა:  ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ.მე გიხსნით ყველა თქვენი სიბინძურისგან, …….. (ეზეკ. 36:26,27,29).

ღმერთი, რომელიც მორჩილი ცხოვრებისაკენ მოგვიწოდებს, მორჩილებისათვის ძალასაც გვაძლევს. თითოული მცნება ეს არის აღთმქა იმისა, რასაც იგი ჩვენს ცხოვრებაში აღასრულებს. მისი მადლი არა მარტო მოგვიტევებს ცოდვებს, არამედ მათი მონობისაგანაც გაგვათავისუფლებს. ღმერთი ჩვენთანა არა მხოლოდ  მაშინ, როდესაც ვეცემით არამედ „ ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან“ (იუდ.24).როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, დავემორჩილოთ მის მცნებებს, ჩვენი შემწეა მისი მადლი; ჩვენი შემწეა მისი ძალა ; ჩვენი შემწეა მისი სიყვარული, როგორც მოწმობა იმ დიდებული რეალობისა, რომ იესო გვანთავისუფლებს როგორც  დანასაულისაგან, ასევე ცოდვის ძალისაგანაც.

ამიტომ  დღეს მასში და მისი მეშვეობით მიიღეთ გადაწყვეტილება, დაემორჩილოდ მის მცნებებს. როდესაც ამას გააკეთებთ,  თქვენ შეურთდებით აბრაამს, ისააკს, იაკობსა და მოსეს; შეურთდებით იოსებსა და დანიელს. გაერთიანდებით პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან. თქვენ იქნებით  ყველა დროის ჭეშმარიტი მორწმუნისა და თავად იესოს გვერდით ღირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ღირს დადგე მის მხარეზე, ვინც ამას იმსახურებს.!!

ავტორი მარკ ფინლი