ომერის ათვლის ბიბლიური ტრადიცია

10170883_567089726742198_4785889153194854814_n

დაგითვლიათ ოდესმე  დღეები თქვენთვის მნიშვნელოვანი დღის დადგომამდე? დრო თითქოს უფრო ნელა გადის, როცა მას აკვირდებით. არსებობს ასეთი გამოთქმა – “ვინც ჩაიდანს თავს ადგას, ისი არ დუღდებაო“ – მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო მეტს აკვირდებით დროს, მით უფრო ნელა გადის ის თქვენთვის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ღმერთმა იცის ამის შესახებ და აქცენტს აკეთებს, რომ გაგვიხსნას მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. მე ვლაპარაკობ ბიბლიურ ტრადიციაზე „ომერის გამოთვლა“.

იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ 40 დღე გაატარა ამ მიწაზე. 40 დღე! იცით ეს რა დიდი ხანია? ებრაელი ერისთვის ნაცნობია რამდენად ბევრი იყოს ეს, რადგან ეს დაემთხვა სწორედ მათი ომერის გამოთვლის ტრადიციას რომელიც გრძელდება 50 დღე პასექიდან  შავუოთამდე. (ორმოცდამეათე დღე)

ომერის გამოთვლა

ლევიანების წიგნის 23-ე თავში, სადაც ღმერთი უწესებს დღესასწაულების აღნიშვნის წესებს, ის ამბობს:

გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხევი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული შაბათი:გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე მეშვიდე კვირის პირველ დღემდე და შესწირეთ უფალს პურეული შესაწირი“. (ლევიანები 23:15-16).

როგორც ყველა ორსულმა ქალმა კარგად იცის რამდენად გრძელია ორსულობის 9 თვე, ებრაელებმაც კარგად იციან როგორ იწელება დრო პასექიდან  შვიდეულის კვირის  დღესასწაულამდე (რომელიც ივრითში დასახელებულია როგორც შავუოთი, ასევე ცნობილია როგორც ორმოცდამეათე დღე, 50 დღის გამო), რადგან მათ უნდა დაეთვალათ ეს დღეები ყოველ წელს. 50 დღე. 7 კვირა. ყოველ დღე ითვლიან ომერს. მე მყავს დაქალი, ორთოდოქსალური ებრაელი, რომელსაც მამამისი ყოველ დღე ახსენებს რომელი დღეა ამ „თვლაში“.

რაღაცით ჰგავს ადვენტის კალენდარს, მაგრამ შოკოლადის გარეშეა და ორჯერ გრძელვადიანი. ნამდვილად დიდი პერიოდია.

„მაგრამ რა არის ომერი?“ – შეიძლება იკითხოთ. ომერი – ეს არის საზომი ერთეული, რომელიც უდრის დაახლოებით სამნახევარ ლიტრს, ან 15 ჭიქა ფხვიერ პროდუქტს. ამ შემთხვევაში – ქერი. ზოგჯერ ომერი ნათარგმნია როგორც ძნა, რადგან საუბარი მიდის ხორბალზე, რომელიც უნდა შეიკრას ერთ ძნად. ღმერთისგან ნაბრძანებია, რომ შეწირვის დღეს შეირხას ძნა და მეორე დღიდან დაიწყოს შვიდი კვირის ათვლა მოსავლის მოსვლამდე და შემდეგ დადგება შვიდეულის დღესასწაული.

დროის ჩარჩოების მნიშვნელობა

ასე რომ, ღმერთმა მისცა ებრაელ ხალხს შინაგანი საათები და დროის მშვენიერი აღქმა. მაგრამ იცოდით, რომ ეს შვიდეული  ემთხვევა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასა და შემდეგ სულიწმინდის გადმოსვლის დღეს?

ის პასექზე ეცვა ჯვარს და აღდგა მესამე დღის დილით, როდესაც იწყებოდა ამ დღეების ათვლა, და ამაღლდა შვიდეულის დღესასწაულზე სულიწმინდის გადმოსვლამდე 10 დღით ადრე. 40 დღე იეშუა დადიოდა მიწაზე, იკრიბებოდა მეგობრებთან ერთად, მათთან ერთად მიირთმევდა, ურთიერთობდა, ხანდახან ბრაზდებოდა მათზე, განსაკუთრებით თავიდან.

ჩემთვის საინტერეს აღმოჩნდა ის, რომ რამდენჯერაც  ჩავიხედავ  ბიბლიაში სადაც ნახსენებია ხორბალი, კონტექსტში ყოველთვის იგულისხმება გამარჯვება ან უზრუნველყოფა. ეს ძალიან კარგი აღწერაა იესოს გადარჩენის გეგმის, როდესაც ის მოკვდა და აღდგა პასექის პერიოდში. გარდა ამისა, ძნის შერხევას უნდა მომხდარიყო სხვა შესაწირავებთან ერთად, ცხოველთან, მარცვლეულთან ან ღვინოსთან ერთად, როგორც აღწერილია ლევიანთა 23-ე თავში – რომელსაც ეწოდება პირველნაყოფი.

პავლე არა ერთხელ, არამე ორჯერ აღნიშნავს 1 კორ. 15:20-23, რომ ეს არის ქრისტეს აღდგომის წინასახე:

„ჭეშმარიტება ის არის, რომ მესია აღდგა მკვდრეთით, როგორც მკვდრების პირვენლაყოფი. რადგან სიკვდილი მოვიდა კაცის მეშვეობით, მკვდრეთით აღდგომაც მოხდა კაცის მეშვეობით, როგორც ადამის გამო კვდება ყველაფერი, ასევე მესიის გამო – ცოცხლდება. მაგრამ ყველაფერი თავისი თანმიმდევრობით: პირველი ნაყოფი – მესია, შემდეგ ისინი, ვინც ეკუთვნიან მესიას მისი მოსვლისას“. (თარგმნა დავით სტერნმა).

სწორედ წელიწადის ამ დროს აღდგა იესო მკვდრეთით. სწორედ ომერის გამოთვლის დროს დადიოდა ის მიწაზე, და სწორედ სედმიცის დღესასწაულის წინ ამაღლდა და გამოგზავნა სულიწმინდა, როგორც დაგვპირდა.

40 დღე – ეს დროის დიდი მონაკვეთია!

ეს არ იყო მირაჟი ან ერთჯერადი ჰალუცინაცია. ერთ დღეს ის 500-ზე მეტმა ადამიანმა იხილა 1 კორ. 15:6-ის მიხედვით. თომა შეეხო მის ჭრილობებს და ახლოდან ათვალიერებდა მის ფერდში ნაჭრილობევს. იეშუას შეეძლო ერთდროულად როგორც ქვის კედლებში გავლა ასევე ვახშამზე თევზის ჭამა. მისმა მეგობრებმა თავიდანვე ვერ იცნეს, მაგრამ მან მალევე დაუმტკიცა, რომ ის იყო. იეშუა- პირველი არაა ვინც მკვდრეთით აღდგა (იყვნენ მანამდე 2 ბიჭი ელიასა და ელისეს დროს, ასევე იეშუამ მკვდრეთით აღადგინა 12 წლის გოგონა, ქვრივის შვილი და მისი მეგობარი ლაზარე), მაგრამ ის პირველია ვინც იმისთვის დაუბრუნდა თავის სხეულს, რომ მეტად აღარ მომკვდარიყო.

ეს გასაოცარი ფაქტია. თქვენც შეგიძლიათ სცადოთ „ომერის დათვლა“ პირადად თქვენთვის, აღნიშნოთ დღეები პასექიდან ორმოცდამეათე დღემდე (შავუოთამდე), რომ აღიქვათ ის დრო რამდენად დიდი პერიოდი დადიოდა იესო ქრისტე თავის აღმდგარ სხეულში მიწაზე.

ლუკა უცხადებს თავის მკითხველს:

“რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ.”

ის აღდგა პასექის შემდეგ, ორმოცი დღის განმავლობაში იყო მათთან ერთად, ასწავლიდა ცათა სასუფეველზე და განუმარტავდა როგორ აღასრულა წინასწარმეტყველება და შემდეგ ამაღლდა რომ დაეკავებინა თავისი ადგილი მამის მარჯვნივ, ორმოცდამეათე დღემდე ერთი კვირით ადრე.

მეგობრებო ის ცოცხალია. უფრო ცოცხალი, ვიდრე ყველა ცოცხალი არსება.  და ბოლოს მინდა დავამთავრო იერუსალიმის უნივერისტეტის პროფესორის დევიდ ფლუსერის სიტყვებით : „იეშუას აღდგომა ეს შემდგარი ფაქტია“ !

თარგმნა სალომე ჯებისაშვილი.