ისრაელი და ერები: თეოლოგიური პოზიცია ნაწილი პირველი

Jerusalem 1233X483

 

ხშირად ისრაელის მოყვარული და მის მიმართ კეთილგანწყობილი ხალხი მეუბნება: „ახლა მე ებრაელი ვარ, ­­­­­მე მიერთებული ვარ.   მე მათ არასდროს ვეუბნები ასეთ რამეს „არა, შენ არ ხარ“. მე აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ მადლობელი ვარ მათი, რომ უყვართ ღმერთი და ლოცულობენ ებრაელ ხალხზე. სხვათაშორის საინტერესოა, როგორ გადავიდა ეკლესია ამ განაცხადიდან „შენ არ შეგიძლია ერთდროულად იყო ებრაელიც და გწამდეს ქრისტეც“ შემდეგზე „ყველა მორწმუნე ებრაელია“.

 

რას ნიშნავს ეს? რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ? მე გავაკეთებ ექვს განაცხადს და ვეცდები გავამყარო ისინი წმინდა წერილით:

 

  1. ებრაელები, რომლებმაც ირწმუნეს იეშუა ისევე რჩებიან ებრაელებად, როგორც ქალები რჩებიან ქალებად, და კაცები-კაცებად, როცა ირწმუნებენ მას.
  2. სიტყვა წარმართი ინგლისურ და ასევე ბერძნულ თარგმანში ნიშნავს სხვა ერის წარმომადგენელს. როდესაც სხვა ერის წარმომადგენელი ირწმუნებს იეშუას, ის არ ხდება ებრაელი, არამედ რჩება თავისი ქვეყნის წარმომადგენელად.
  3. თუმცა, მორწმუნეები ებრაელებიდან და ასევე წარმართებიდან ღმერთის თვალში თანაბარნი არიან. ღმერთი არ აყენებს ებრაელებს არაებრაელებზე მაღლა.
  4. ხსნა მოდის უანგაროდ, ხოლო სასუფევლის ჯილდო დამოკიდებულია დამსახურებაზე, და არა ეროვნებაზე, ღმერთთან მჭიდრო კავშირზე, რომელიც ეფუძნება თითოეული მორწმუნის პირად სურვილსა და წყურვილს, და არა იმაზე ებრაელია ის თუ არა.
  5. ებრაელი და არაებრაელი წარმოადგენენ ერთიან ახალ კაცს – საიდუმლოს, რომელიც წარსულშია დამალული. პავლე წარმართებს უწოდებს ღმერთის ოჯახის წევრებს. ამ ოჯახში წარმართები არიან ებრაელი მორწმუნეების თანამემკვიდრენი- მათი ეროვნული იდენტურობის დაკარგვის გარეშე და ებრაელების ჩანაცვლების გარეშე.
  6. ეთნიკური მიკუთვნებულობა ღმერთისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ არაებრაელი მორწმუნეები არ ხდებიან ებრაელები ან ისრაელიანები მას შემდეგ რაც ირწმუნებენ იეშუას. ისინი მოწოდებულნი არიან რომ იშუამდგომლონ თავიანთი ერისთვის.

 

ნაწილი 1: ებრაელი მორწმუნეები – ებრაელები არიან

პირველ მორწმუნეებს საერთოდ არ ჰქონდათ ამის პრობლემა, რომ ყოფილიყვნენ ებრაელები და ერწმუნათ ებრაელი მესია. შეკითხვა რომელიც მათ აწუხებდათ იყო: „შეუძლია თუ არა წარმართს ირწმუნოს იეშუა იუდაიზმის მიღების გარეშე?“ მოწაფეების ცხოვრებასა და სწავლებაში მინიშნებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ მათ მიატოვეს იუდაიზმი. სინამდვილეში, გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ პავლე ასწავლის ებრაელ მორწმუნეებს “მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთი შვილები და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ.” (საქმეები 21:21). იერუსალიმის მოწაფეების რჩევით, პავლე წავიდა ტაძარში და მოიტანა მსხვერპლი ღმერთის წინაშე, რომ (ყველას)რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას.

ეკლესიის მამები ებრაელების წინააღმდეგ იქცევიან

თუმცა, მეურე საუკუნეში ეკლესიის მამებმა დაიწყეს იმის სწავლება, რომ ებრაელი რომელიც ირწმუნებს იეშუას, აღარაა ებრაელი. ბევრი მათგანი ძალიან სასტიკი იყო ებრაელების მიმართ ბრალდებებში. პეტრე დიდებული  იუდეველთა ადამიანურ ბუნებასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებდა „ნამდვილად ეჭვი მეპარება, არის თუ არა ებრაელი ნამდვილი ადამიანი“.

 

რადგან ჩვენ თუ კიდევ იუდაიზმს მივყვებით, ამით ვამტკიცებთ, რომ ჩვენ არ მიგვიღია ღვთის მადლი… არასწორია ილაპარაკო იესო ქრისტეზე და იცხოვრო ებრაელივით. რადგან ქრისტიანობას კი არ სწამს იუდაიზმის, არამედ იუდაიზმს-ქრისტიანობის“ (ეგნატე (98-117 წ.) ანტიოქიის ეპისკოპოსი

 

ყველანი რიგში ჩადგნენ, რომ სათითაოდ დაედანაშაულებინათ ებრაელი ერი მესიის მკვლელობაში (დაივიწყეს, რომ მან ნებაყოფლობით გასწირა თავი მათთვის). შემდეგი, წამებული იუსტინე ფილოსოფოსი  ასწავლიდა, რომ ქრისტიანები არიან ნამდვილი „ებრაელი რასა“ და რომ ებრაული წერილები ახლა ეკლესიას ეკუთვნის. მას არ სჯეროდა რომ შენ შეგიძლია ერთდროულად იყო ებრაელიც და ქრისტიანიც. ის ასევე ასწავლიდა, რომ წინადაცვეთა იყო სასჯელი და არა აბრაამთან შეთანხმების, აღთქმის ნიშანი.

 

„წინადაცვეთის მიზანი იყო ის, რომ თქვენ და მხოლოდ თქვენ აგეტანათ ტკივილი, რომელიც კანონით თქვენია, რომ თქვენი მიწა ყოფილიყო გაპარტახებული, თქვენი ქალაქები ცეცხლით დამწვარი, რომ თქვენი ქვეყნის ნაყოფი ხიზნებს ეჭამათ თქვენ თვალწინ, რომ არც ერთ თქვენგან არ შესძლებოდა ჩვენ ქალაქში-იერუსალიმში შემოსვლა“ (წამებული იუსტინე)

 

მოწაფეები აგრძელებდნენ ცხოვრებას როგორც ებრაელები

თუმცა, მანამდე 100 წლით ადრე ასე არ ყოფილა. პავლე აგრძელებდა ებრაელობას, და ყველა ქალაქში სადაც მიდიოდა პირველ რიგში ქადაგებდა ებრაელ მესიას. ჩვენ არსად არ გვინახავს, რომ პავლე მოუწოდებდა ებრაელებს რამე ახალი რელიგია მიეღოთ. რომში ებრაელ ლიდერებს ის ასე ეუბნებოდა: ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”. (საქმე 28:20) რა თქმა უნდა ებრაელების იმედი არ ყოფილა ახალი რელიგია, არამედ ებრაელი წინასწარმეტყველების სიტყვების შესრულება.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ იეშუას ძმა, იაკობი იესოს აღდგომიდან 30 წლის შემდეგ, ყოველ დღე დადის ტაძარში და ლოცულობს. ნათქვამია, რომ იუდაიზმის ყველა სექტაში ის პატივდებული ებრაელი იყო. მას შეარქვეს „აქლემის მუხლები“ იმ საათებისთვის, რომელიც მან ისრაელისთვის მუხლებზე ლოცვაში გაატარა. აშკარაა, რომ ის ისრაელის ხალხის ნაწილად დარცა სიკვდილის ბოლომდე.

 

როდესაც პეტრე ქადაგებდა შავუოთზე (ორმოცდამეათე დღე), მას არ წარუდგენია ებრაელი ხალხისთვის ახალი რელიგია, არამედ იქადაგა გადარჩენაზე და პატიებაზე იეშუას, ებრაელი მესიის მეშვეობით. აშკარაა, რომ იეშუას მორწმუნეები ისევ ებრაელები არიან და ისრაელის ნაწილი.

 

არც იუდეველი და არც ბერძენი

მაშინ როგორ გავიგოთ ახალი აღთქმის ეს მონაკვეთი  გალატელთა 3:28 ?

და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.“ (გალ. 3:28)

ბიბლიური მასწავლებლები იყენებენ ამ განაცხადს იმის დასამტკიცებლად, რომ ებრაელი მორწმუნეები არარ არიან ებრაელები. მაგრამ მათ ავიწყდებათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. თუ ეს ასეა, მაშინ არც მამაკაცსა და ქალს შორის აღარ უნდა იყოს განსხვავება, მაგრამ რატომომ  მაინც არ შემიძლია  დაფეხმძიმება!

მაშინ რა არის ამ მუხლის აზრი? ის ფაქტი, რომ მესიასთან ყოფნა ფარავს ჩვენს ყველა სხვა დანარჩენ როლს. მე ვცხოვრობ ისრაელში. ჩვენ ძალიან ბევრი ემიგრანტები გვყავს ყველა ქვეყნიდან. დავუშვათ, შევკრიბე ეს ებრაელი ხალხი , ყველა ქვეყნიდან და ვთქვი: „დღეს ჩვენ არ ვართ- არც ამერიკელები, არც ეთიოპელები, არც რუსები, არც არგენტინელები, ჩვენ ვართ ებრაელები“. ტექნიკურად ეს ასე არ არის. მე ჯერ კიდევ ამერიკელი ვარ, მიუხედავად იმისა რომ ისრაელიანიც ვარ. მაგრამ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი მიხვდებოდა რას ვიგულისხმებდი, რომ მივუთითებდი იმაზე რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი როლები ძალიან მნიშვნელოვანია, ის არანაირ დამატებით უპირატესობას არ გვანიჭებს ღმერთის თვალში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი არ დამაჯილდოვებს იმის გამო, როგორადაც შემქმნა. ის დამაჯილდოვებს იმ მოწოდების ერთგულებისთვის რომელიც მან მომცა (მათე 25:14-30)

ნებისმიერ ადამიანს- ებრაელია თუ არაებრაელი, ქალია თუ კაცი, მონა თუ თავისუფალი, თავისუფლად შეუძლია მესიასთან მისვლა. ამაში მდგომარეობს ძველი და ახალი აღთქმის მთავარი განსხვავება, რომელსაც პავლე ასეთი აღფრთოვანებით ქადაგებდა წარმართების წინაშე: რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.“ (ეფ. 3:12) ჩვენი წარსულის, რასის, კლასის, ეროვნების თუ სქესის მიუხედავად.

აქედან გამომდინარე, გალატელტა მიმართ მესამე თავში ის უარყოფითს კი არ ლაპარაკობს ებრაელებზე, არამედ დადებითს-არაებრაელებზე: რომ უკვე არარ არსებობს შეზღუდვები, რომელიც მესიას ჩამოგვაშორებენ. პეტრემ თქვა:

გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: “ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.“ (საქმეები 10:34-35).

ავტორი –  რონ კანტორი

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა

წყარო : messiahsmandate.org