„ოთხი სასწაული ისრაელში“

10542414_858520390844552_755747209516505322_o

შვეიცარიის პროფესორმა ე.ლაპიდემ ციურიხში წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „ოთხი სასწაული ისრაელში“ რომლის შინაარსიც მინდა გადმოგცეთ დღეს.

ისრაელის სახელმწიფო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოა. მისი ტერიტორია შვეიცარიაზე ორჯერ პატარაა, მოსახლეობა კი იმაზე ცოტაა ვიდრე ბერლინში. ისრაელს არ აქვს ბუნებრივი სიმდიდრეები, არის წყლის დიდი დეფიციტი (ებრაულში არსებობს 11 სიტყვა რომელიც აღწერს წვიმის სხვადასხვა სახეობას, 4 – ცვარს).

ნაცისტური გენოციდის მიუხედავად, ებრაელებმა გახსნეს თავიანთი საზღვრები გერმანიის მოქალაქეებისთვის, მომლოცველებისთვის, დიპლომატებისთვის და ბიბლიის შემსწავლელებისთვის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ აპირებენ შურისძიებას.

ებრაელები ოპტიმისტები არიან. ისინი ცხოვრობენ მათდამი მტრულად განწყობილ რამოდენიმე ქვეყანას შორის, მაგრამ მაინც აქვთ იმის იმედი, რომ მშვიდად იცხოვრებენ. გასაოცარია მესამე (დამოუკიდებელი) ისრაელის არსებობის საუკუნის მეოთხედის სტატისტიკური მონაცემები. ამდენად, პ.ე.ლაპიდემ ორი სიტყვით გადმოსცა თავისი ლექციის შინაარსი „ოთხი სასწაული“.

პირველი სასწაული, ეს არის „მკვდარი“ ძველი ებრაული ენის აღდგენა.

XX საუკუნის დასაწყისში არცერთი ებრაელი ბავშვი არ თვლიდა ებრაულს თავის მშობლიურ ენად. ებრაელი ემიგრანტები 121 ქვეყნიდან საუბრობდნენ 70-ზე მეტ ენაზე. ფილოლოგები ამტკიცებდნენ, რომ მკვდარი ენის აღდგენა და თანამედროვეობასთან შერწყმა შეუძლებელი იყო.  დღევანდელ დღეს კი ებრაულად იწერება თანამედროვე მეცნიერების მიმდინარეობების სხვადასხვა ნაშრომები. ებრაული სკოლის მოსწავლეები, როდესაც მიდიან მუზეუმში და ნახულობენ ბიბლიურ ხელნაწერებს, რომელიც აღმოჩენილია მკვდარ ზღვასთან, და მათზე დაწერილი ხელნაწერები შესრულებულია დაახლოებიტ 2 000 წლის წინათ, წარწერებს კითხულობენ ისეთივე სიმარტივით, როგორც სხვა ქვეყნებში – გაზეთებს.  ისრაელის პარლამენტში ამ ენაზე განიხილება სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვეობასთან. ასე რომ, ფილოლოგების აზრის მიუხედავად, „მკვდარი“ ენა მაინც აღდგა, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად სასწაული უნდა ვუწოდოთ.

 

მეორე სასწაულია – ფერმერების კლასის შექმნა.

დიასპორაში ებრაელები ფლობდნენ თითქმის ყველა პროფესიას, თუმცა არ არსებობდა (იშვიათი გამონაკლისის გარდა) გლეხების კლასი.

პირველმა სიონისტებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ერი ვერ გადარჩებოდა საკუთარ მიწაზე მიწათმოქმედი გლეხების გარეშე, მოუწოდეს ებრაელებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან (რომელიც იყო ებრაელთა საერთო რაოდენობის 80%) ეწარმოებინათ სოფლის მეურნეობა ისრაელში. სოციოლოგები და ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს არ გაამართლებდა, რადგან მსგავსი მცდელობები არასდროს ამართლებდა. არსებობს ურბანიზაციის პროცესი, როცა ხალხის მასა მიდის სოფლიდან ქალაქში, მაგრამ ამ მიგრაციის შებრუნებული ფორმა ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა – გადასახლება ქალაქებიდან სოფლებში. „არ გირჩევთ რომ სცადოთ ის, რაც უკვე განწირულია“ - ამბობდნენ ისინი.

ახლა ისრაელში მილიონი მიწათმოქმედი გლეხია – რომელთა მშობლები ან ბაბუები იყვნენ ქალაქელები და ცხოვრებაში შეხება არ ჰქონიათ მიწათმოქმედებასთან და მეცხოველეობასთან.

ისრაელის გლეხები სხვა ქვეყნების გლეხებისგან იმით განსხვავდებიან, რომ აქვთ უმაღლესი განათლება.

ქიბუცებში  არის კარგად აღჭურვილი ბიბლიოთეკა, მუზეუმებიც კი, სადაც არის გამოყოფილი კულტურული კუთხე, მხატვრობისა და თვითშემოქმედების განსავითარებლად. სწორედ ამ კლასიდან გამოდიან გამოჩენილი მწერლები და მხატვრები.

ისრაელის სოფლის მეურნეობა მსოფლიო სტანდარტების პირველ ადგილებზეა, არა მარტო უზრუნველყოფს ქვეყანას საკვები პროდუქტებით, არამედ ექსპორტირებასაც უკეთებს. როგორც ძველ ებრაულ დროში, ებრაელები გახდნენ მიწათმოქმედები და მწყემსები (მესაქონლეები).

 

მესამე სასწაული – ერის აღდგენა.

1949 წელს, ერთი წლის შემდეგ რაც ისრაელმა მიიღო დამოუკიდებლობა და ებრაელები ჩამოდიოდნენ 121 ქვეყნიდან, ქვეყანაში 8 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ამერიკელი და სკანდინავიელი ანტროპოლოგები. ისინი ცდილობდნენ გაეგოთ,  სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ებრაელები რა საფუძვლით, რა მიზეზით  ცდილობდნენ შეერთებოდნენ სხვა დანარჩენებს რომ შეექმნათ ერთიანი ერი. თავიანთი დაკვირვებები მათ ასე შეაჯამეს: „ისრაელის ახალმა სახელმწიფომ დიდი შტაბეჭდილება დაგვიტოვა, მაგრამ თქვენ გაკლიათ ერთი რამ – თქვენ არ გაქვთ ერი. თქვენი მოქალაქეები 90 ქვეყნის წარმომადგენლები არიან, და ამ ნარევიდან რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი ერი საჭიროა პროცესი, რომელიც დაახლოებით გაგრძელდება 200 წელი“. როდესაც ამერიკიდანაც ჩამოვიდნენ ებრაელთა ჯგუფი, მათ დასძინეს: „ თუ XXI საუკუნის ბოლოს თვქნე ერთმანეთს მოერგებით და გახდებით მართლაც ებრაელები, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ“.

23 წლის შემდეგ იმავე მკვლევარებმა კიდევ ერთხელ ჩაატარეს კვლევა და დაასკვნეს, რომ მათი პროგნოზების მიუხედავად მოხდა სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ფსიქოლოგიური ინტერგაცია ერთ ერში, სადაც იყვნენ სხვადასხვა კულტურის, ენის, ცივილიზაციის წარმომადგენლები, ჩამოსული ხუთი კონტინენტიდან. ერის გაერთიანებას ასევე ხელი შეუწყო გარე საფრთხემ. ის ბოროტება და შეთქმულებები, რომელსაც ახორციელებენ მტრები მათ წინააღმდეგ, სასწაულებრივად სიკეთედ ექცათ ებრაელებს.

„ნუთუ ეს სასწაული არ არის?“ – თქვა პროფესორმა ლაპიდემ.

 

მეოთხე სასწაული – ისრაელის თავდაცვა.

როგორც კი გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა, სამხედრო ექსპერტები მას სწრაფი და გარდაუვალი დასასრული უწინასწარმეტყველეს. მათ შორის იყო ფელდმარშალი ბ.ლ. მონტგომერი, მეორე მსოფლიო ომში ბრიტანული არმიის ერთ-ერთი წინამძღოლი და ახლო აღმოსავლეთში ძალთა განაწილების მცოდნე.

ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე 1948 წლის 14 მაისს მან განაცხადა: „ებრაელების აღსასრული დადგა“ და არც არავინ შეწინააღმდეგებია მას. ახლო აღმოსავლეთში ებრაელები იყვნენ მოსახლეობის მხოლოდ 2,5%, ხოლო მათი შეიარაღებული ძალები 40-ჯერ ჩამორჩებოდა არაბულს.

სამხედრო სტრატეგები ისრაელის აღსასრულის პროგნოზებს აკეთებდნენ 1956, 1967 და 1973 წლის ომებში, მაგრამ მათი პროგნოზები ყოველ ჯერზე ცრუვდებოდა. ყველაზე საშიში იყო ომი, როდესაც არაბები გაერთიანდნენ ისრაელის წინააღმდეგ და იომ-კიპურის დღესასწაულზე – როდესაც ხალხი მარხვასა და მონანიებაში იყო ჩაფლული, თავს დაესხნენ.

იქ უფრო მეტი ტანკი და თვითმფრინავი იყო ვიდრე ჰიტლერის დროს, როცა 1941 თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ისრაელი იბრძოდა, და მხოლოდ სინაის ნახევარკუნძულზე ორი მილიარდი დოლარის სამხედრო აღჭურვილობა ჩაიგდეს ხელში. არაბებმა რომ თავიანთი ფინანსები, რომლებსაც ხარჯავენ ომებში, გამოიყენონ პალესტინელების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის, თითოეულ პალესტინელს ექნებოდა საკუტარი სახლი.

ებრაელებს არ უბრძოლიათ ქრ.შ.-მდე 160 წლის შემდეგ, როდესაც მათ იუდა მაკაბელი მიუძღვოდა წინ სირიელებთან ბრძოლის დროს.  დაახლოებით ორი ათასი წლის მანძილზე მათ არ ჰქონიათ ეროვნული დროშა, არ ყოლიათ გენერლები, არმია, თუნდაც საკუთარი მიწა, რომელიც უნდა დაეცვათ. მსგავსი ძალები ჰქონდათ მაშინაც, როდესაც დავითის ხელმძღვანელობით ებრძოდნენ ფილისტიმელებს.  მაშინ იუდევლებმა გაიმარჯვეს და თავიანთ დედაქალაქად გახადეს იერუსალიმი, სადაც, ისევე როგორც დღეს, დაიწყეს ებრაულად საუბარი.

თავისი ყველა გამარჯვების გამო ისრაელმა მადლობა უნდა გადაუხადოს თავის დამცველს, რომელზეც მიუთითებს ფსალმუნებში დავითი. მასზე დაიმედება უტყუარია. როდესაც ებრაელები დაბრუნდნენ პალესტინაში, ის იყო დაცარიელებული.

გალილეაში იყო ჭაობი, ხოლო სამხრეთით – უდაბნოები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წმინდა მიწაზე დაბრუნდნენ ამ ომის მსხვერპლნი, ადამიანები რომლებიც ბანაკებში ყოფნის შემდეგ საჭიროებდნენ მკურნალობას და ჩანდა ისე, თითქოს ისინი არ გამოდგებოდნენ სახელმწიფოს ასაშენებლად.

დღეს, როდესაც ვეცნობით სტატისტიკურ მონაცემებს, ნებისმიერს შეუძლია დარწმუნდეს ცვლილებებში, რომელიც მოხდა ისრაელში, და ისრაელის არსებობის მიზანი, რომელიც მოცეულია თანახში, ადრე თუ გვიან ასრულდება.

ამ ისრაელ ჰაი !

თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა.