ძველი ებრაული კანონები: “თალმუდის შეხედულება სიკვდილით დასჯაზე”

Judac Fine Art.

თალმუდსა და თორას შორის არცერთ სხვა საკითხზე არ არის ისეთი განსხვავება, როგორიც სიკვდილით დასჯაზე. თალმუდის ავტორები, ძირითადად, თუმცა არის გამონაკლისებიც, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სიკვდილით დასჯას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს იყო განზრახ მკვლელობა. სასამართლოს ძალაუფლება ამ მხრივ იმდენად შეზღუდულია, რომ შეუძლებელია მკვლელის მიმართ უმაღლესი სასჯელის დამტკიცება- ანუ სიკვდილით დასჯა.
აი ზოგიერთი შეზღუდვა:

1. “გულწრფელი აღიარების” აკრძალვა
ადამიანს არ შეუძლია აღიარებითი ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ (სიტყვასიტყვით – “ცუდს ვერ იტყვის თავის თავზე”)

აქედან გამომდინარე, სასამართლო არ ღებულობდა ნებაყოფლობით აღიარებით ჩვენებას იმ დანაშაულის დროს, რომელიც სიკვდილით დასჯას იმსახურებდა. თავის სამედიცინო გამოცდილებიდან და თალმუდის ცოდნიდან გამომდინარე, მაიმონიდი წერს:

” ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ის უბედური, რომლის სულიც იტანჯება და აღარ უნდა სიცოცხლე… და ამან შეიძლება აიძულოს ადამიანი აღიაროს ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, და მიაღწიოს სასურველს”.

აღიარების გაუქმებამ გამოიწვია ის, რომ იუდეველთა სასამართლომ – ერთადერთმა, ძველ მსოფლიოში! – უარი განაცხადა წამებაზე. (ფინანსურ საკითხებში ებრაული სასამართლო ღებულობს აღიარებას, რადგან ადამიანს აქვს უფლება ისე მოექცეს თავის ქონებას როგორც სურს. მაგრამ სიცოცხლე მას არ ეკუთვნის). რადგან რომაულ, კათოლიკურ და სხვა სასამართლო სისტემებში აღიარება ითვლებოდა ყველაზე საუკეთესო მტკიცებულებად, დაშვებული იყო ეჭვმიტანილების ყოველგვარი წამება ამ აღიარების მოსაპოვებლად. იუდეველ მოსამართლეებს არ ჰქონდათ ამდაგვარი ცდუნება, რადგან აღიარებას მაინც არანაირი იურიდიული ძალა არ ექნებოდა.
ამ მორალური წესის წყალობით ებრაული სასამართლო ყოველთვის ყველა მეზობელ ქვეყანაზე მაღლა იდგა. ჩვენს დროში, რადგან დასავლეთში წამება აკრძალულია, ნებაყოფლობითი აღიარებითი ჩვენების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. იურისტებს, რომელთაც მოვუყევი ამ თალმუდური მიდგომის შესახებ, ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახლა თუ აღიარებას არ გამოიყენებენ ეჭვმიტანილის საწინააღმდეგო მტკიცებულებად, ნეკლები მკვლელობების საქმეები გაიხსნება.

95142701_large_Alex_Levin_1ak

2. სასამართლო ყურადღებას არ აქცევს არაპირდაპირ მტკიცებულბებს
რაბინები ასწავლიდნენ: რას ნიშნავს (არ მიაქციო ყურადღება) არაპირდაპირ მტკიცებულებებს? მოსამართლე ეუბნება მოწმეს: “შენ დაინახე თუ როგორ მისდევდა ეჭვმიტანილი მსხვერპლს, გაეკიდე მათ, და შემდეგ დაინახე ეჭვმიტანილი სისხლიანი მახვილით ხელში და იქვე მოკლული მსხვერპლი? – თუ სულ ეს არის, მაშინ ეს არაფერს ამტკიცებს”.

რაბინები თვლიდნენ, რომ მკვლელობა მხოლოდ მაშინ არის დამტკიცებული, თუ მას თავიდან ბოლომდე თვალს ადევნებდა ორი მოწმე.

3. მოწმე უნდა მივიდეს პოტენციურ მკვლელთან და გააფრთხილოს თუ რა სასჯელი ელოდება მას.

თალმუდი ამტკიცებს, რომ მოწმემ უნდა გააფრთხილოს მკვლელი იმ სასჯელის შესახებ რაც მას ელოდება, უნდა დარწმუნდეს, რომ მან მართლაც მოისმინა ეს გაფრთხილება. პროფესორმა, სამართლის მასწავლებელმა ელენ შვარცმა, მოდელირება გაუკეთა ჰიპოთეტურ სიტუაციას, რომელშიც რაბინს შეეძლო სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა.
ცვი და შმუელი დგანან ქუჩაში. მათთან მივიდნენ მოსე და ლაბანი. არც ცვი და არც შმუელი არ არის ლაბანის ნათესავები და ასევე მოწმეებადაც გამოდგებიან. როცა მოსე და ლაბანი გვერდით ჩაივლიან, ლაბანი იღებს დანას და აშკარაა, რომ მას სურს მოსეს მოკვლა.

“შეჩერდი!” – ყვირის ცვი, და ამას იგებს შმუელიც.

-” განზრახ მკვლელობა კანონით აკრძალულია, და შენ შეიძლება სიკვდილით დაგსაჯონ თუ ამას ჩაიდენ”. მან გააფრთხილა მკვლელი მოსალოდნელი სასჯელის შესახებ.

“- მე ვიცი რომ განზრახ მკვლელობა აკრძალულია, და ამისთვის შეიძლება თავი მომკვეთონ” – პასუხობს ლაბანი, იმის ნიშნად, რომ გაიგო მისი გაფრთხილება და მიუხედავად ამისა იღებს დანას და ცვისა და შმუელის თვალწინ კლავს მოსეს.

თუ ცვის და შმუელს მიიყვანენ სასამართლოში დაკითხვაზე, მაშინ ლაბანს ბრალს დასდებენ და სიკვდილით დასჯიან. ეს ყველაფერი თითქოს სიმართლეს არ შეესაბამება ჩემთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა სამართლიანია. ლაბანი არ ტოვებს ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას. უფრო მეტიც, ის შეიძლება მიეკუთვნებოდეს იმ “უბედურებს”, რომლებზეც ლაპარაკობდა მაიმონიდი, “რომელთა სულებიც იტანჯება და არ სურთ სიცოცხლე”. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ჩაიდენდა ის მკვლელბას ორი მოწმის თანდასწრებით, როცა შეუძლია უბრალოდ დაელოდოს უკეთეს დროს და თავიდან აირიდოს სიკვდილით დასჯა?

რაბინების განსხვავებული შეხედულებები სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით ასახულია მიშნაში. სინედრიონი, რომელიც სიკვდილით სჯის ადამიანს 7 წელიწადში ეწოდება “სისხლიანი”. რაბი ელაზარ ბენ აზარია, ამბობს რომ ამ საელწოდების ღირსია ის სინედრიონიც, რომელიც ამას 70 წელიწადში ერთხელ აკეთებს.

რაბი ტარფონმა და რაბი აკივამ თქვეს: “ჩვენ რომ ვმჯდარიყავით სინედრიონში, არავის დავსჯიდით სიკვდილით”.
რაბი სიმეონ ბენ გამლიელმა განაცხადა, რომ ამით ისინი მკვლელებს გაამრავლებდნენ ისრაელში.

რაბი აკივა და რაბი ტარფონი არ იყვნენ სინედრიონში, რადგან მათ დროს ის უკვე აღარ არსებობდა. ეს იყო ერთადერთი ებრაული სასამართლო, რომელსაც შეეძლო სასიკვდილო სასჯელის გამოტანა. ბუნებრივია, ეს უფლება სადღაც ახ.წ.აღ 40 წელს გაქრა, როცა გაუქმდა სინედრიონიც… რა მეთოდებით არიდენდნენ თავს რაბინები სასიკვდილო განაჩენის გამოტანას? ისინი ალბათ არ ახორციელებდნენ მოწმეთა ისეთ სერიოზულ ჯვარედინულ დაკითხვებს, რომ ვერავინ ვერ სცემდა ამ კითხვებზე პასუხს (როგორიცაა: “რამდენი ღილი ჰქონდა მკვლელს პერანგზე? “)

აკივა და ტარფონი, მხოლოდ მაშინ აარიდებდნენ თავს სასიკვდილო განაჩენს, თუ მოწმეებს ექნებოდათ არასრული ინფორმაცია. ჰერალდ ბილდშტეინმა სწორედ აღნიშნა, რომ აქ უკვე საქმე აღარ გვაქვს “უდანაშაულოების დასჯის შიშთან, არამედ დამნაშავეთა არ დასჯის სურვილთან”.

რაბი სიმეონ ბენ გამლიელი დარწმუნებულია, რომ სიკვდილით დასჯას აქვს პროფილაქტიკური ხასიათი.

მე მგონია, რომ ეს შეზღუდვები, რომელიც დაუწესეს რაბინებმა სასამართლოს, იყო ასე ვთქვათ რომაული მთავრობის მიმართ პროტესტის გამოხატულება. რომაელები სიკვდილით სჯიდნენ ნებისმიერს, ნებისმიერი სახის დანაშაულის გამო, ყოველგვარი მტკიცებულების არ ქონის შემთხვევაშიც. მსოფლიოსთვის ფართოდ ცნობილია იესოს შემთხვევა, მაგრამ ახალი ერის პირველი 150 წელიწადის განმავლობაში რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს 100 ან 150 ათასი ებრაელი. რაბი აკივაც მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს “საშინელი” დანაშაულისთვის- რომ თორის შესახებ სწავლებას ავრცელებდა. ასეთ გარემოში ცხოვრებისას, რაბინებს ჰქონდათ სრული უფლება მოეთხოვათ სიკვდილით დასჯის გაუქმება.

კიდევ ორი თალმუდის კანონი გვაფიქრებინებს, რომ რაბინებმა კარგად იცოდნენ რომ პრაქტიკაში არ გამოდგებოდა ის სტანდარტები, რომლებსაც მოითხოვდნენ. პირველ რიგში, მათ აღნიშნეს, რომ საგანგებო შემთხვევაში ყველა ზომა შეიძლება იყოს დავიწყებული. ეს პრინციპი მოგვიანებით შევიდა მაიმონიდისა და შულხან არუხის კოდექსში.

Алекс Левин1

მკვლელი, რომლის დანაშაულიც არ არის დადასტურებული (არ არის 2 მოწმე) ან რომელსაც არ ჰქონდა გაფრთხილება (მოწმისგან)… შეიძლება მიესაჯოს სიკვდილი მხოლოდ მეფისგან, რომ ქვეყანა მიუახლოვდეს სრულყოფილებას. მეფეს აქვს ბოროტმოქმედების დაშინების უფლება, რომ ქვეყანაში ბოროტებამ არ იმეფოს.

მეორე, თუ სასამართლოსთვის ნათელია, რომ ბრალდებული ცნეს მკვლელად, მაგრამ რომელიმე ტექნიკური მოთხოვნა ვერ სრულდება, შეიძლება მიესაჯოს სხვა სახის სიკვდილით დასჯა…

მიშნა: რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა მოწმის გარეშე, ამწყვდევენ საკანში, აჭმევენ უბედურების პურსა და მწარე წყალს.
თალმუდი კომენტარს აკეთებს: საიდან ვიცით, რომ მკვლელობა ჩაიდინა?
რაბი ჰაროლდ კუშნერი ვარაუდობს, რომ რაბინებს წინააღმდეგნი იყვნენ სიკვდილით დასჯის, რადგან თვლიდნენ რომ ღმერთი ყველა ვარიანტში დასჯიდა მკვლელს, რადგან იყო მრავალი შემთხვევა როცა სიკვდილმისჯილები სასჯელს გაექცნენ მაგრამ ზეცის განაჩენს ვერ გაექცნენ და მაინც დაიხოცნენ.

ნათქვამია: რაბი შიმონ ბენ შეთახი ამბობდა: “მსოფლიოს გამოსყიდვას ვფიცავ, ერთხელ დავინახე როგორ მისდევდა მკვლელი მსხვერპლს, გავეკიდე და ვნახე რომ მკვლელი იდგა სისხლიანი ხმლით ხელში და მე ვყვიროდი: ბოროტმოქმედო! ვინ მოკლა ეს ადამიანი? ან შენ ან მე. მაგრამ მე არ შემიძლია დავამტკიცო შენი დანაშაული, რადგან თორაში დაწერილია: “ორი მოწმის ჩვენებით უნდა დაისაჯოს სიკვდილით ბრალდებული”. (რაბი შომონმა დაწყევლა მკვლელი:)

” დაე მან, ვინვ იცის ყოველი ჩვენგანის ფიქრები, სამაგიერო გადაუხადოს ამ ბოროტმოქმედს, რომელმაც მოყვასის სისხლი დაღვარა!” და ჯერ კიდევ მანამ, სანამ შიმონი გამობრუნდებოდა, გველი გამოძვრა ქვებიდან, უკბინა მკვლელს და ისიც მოკვდა.

თალმუდი შემდეგ ამტკიცებს, რომ თუ სინედრიონს არ შეუძლია არც ერთი სახის სასჯელის მისჯა ბრალდებულისთვის, ღმერთი თავად დასჯის მას. ის, ვინც უნდა ჩაქოლილიყო ქვებით, ან სახურავიდან ვარდება, ან ველური ცხოველები ესხმიან თავს. ის ვინც უნდა ჩამოხრჩობილიყო, ან წყალში იძირება ან იგუდება.

კუშნერი წერს, რომ რაბინების გულგრილი მიდგომა სიკვდილით დასჯის მიმართ გამოიწვია იმან, რომ მათ სჯეროდან ღვთის სასჯელის.
სამწუხაროდ ჩვენს დროში ასეთი ნდობა არ შეიძლება. ადოლფ ეიჰმანი მშვიდად ცხოვრობდა, მანამ სანამ ებრაელი აგენტები დაიჭერდნენ. ჩვენ არ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ თუ რაბინები არ გამოუტანდნენ სასიკვდილო სასჯელს, ღმერთი დასჯიდა მას.

დასკვნა: სასიკვდილო სასჯელი და მკვლელის სული
როდესაც წინასწარ განზრახულია მვლელობა, დამნაშავე მხოლოდ სიკვდილით მიიღებს საზოგადოებისგან პატიებას.

წყარო: http://grimnir74.livejournal.com/5318227.html

თარგმნა სალომე ჯებისაშვილმა