ებრაულ ფესვებს მოწყვეტილი ეკლესია

11990811_900554599979952_232408656_o

 

მეოთხე საუკუნის დასაწყისში ეკლესიაში გაჩნდა მრავალი ახალი მიმდინარეობები. მაგალითად,სირიაში კვლავ რჩებოდნენ ებიონიტთა ჯგუფები. ებიონიტები იწოდებოდნენ გაიუდევებულ ერეტიკოსებად,რომელთაც უარყვეს მოციქული პავლეს წერილები და ასწავლიდნენ წარმართებს,რომ გადარჩენისათვის წინადაცვეთა იყო აუცილებელი. სხვა უკიდურესობების ნახვა შეიძლებოდა რომის დიდ ქალაქებსა და ალექსანდრიაში,სადაც ეკლესიაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა წარმართობამ და ბერძნულმა მითოლოგიამ. აქ მყოფმა ეკლესიებმა უარყვეს თავიანთი ებრაული მემკვიდრეობა,აერივნენ წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და შეხედულებებს და აურიეს ისინი ბიბლიურს.

თუმცაღა,მთელს იმპერიაში მაინც იყვნენ ეკლესიები,რომელნიც კიდევ ეჭიდებოდნენ ებრაულ მემკვიდრეობას და ეფუძნებოდნენ მოციქულთა სწავლებას. როგორც თქვენ ნახავთ შემდგომში,ეკლესიის დიდი ნაწილი განაგრძნობდა შაბათისა და სხვა ბიბლიური დღესასწაულების დაცვასა და თორას შესწავლას. მრავალ ეკლესიაში მორწმუნენი აგრძელებდნენ მჭიდრო კავშირს ებრაელებთან.

ოეცდამეერთე საუკუნის გადმოსახედიდან ამ ეკლესიებს ჩვენ ალბათ მესიანური ეკლესიების ერთობას მივაკუთვნებდით. წარმართობიდან მოქცეული მორწმუნენი დადიოდნენ ახალი აღთქმის თავისუფლებით და იყენებდნენ ყველა იმ პრივილეგიებს,რაც თავიანთი მესიანური ფესვებით ჰქონდათ. მაგრამ,როდესაც მმართველობაში მოვიდა კონსტანტინე,ყოველივე შეიცვალა.

კონსტანტინემ მხოლოდ ის ადგილი კი არ შეცვალა,სადაც მორწმუნენი იკრიბებოდნენ,არამედ ლახვარი ჩასცა ეკლესიას პირდაპირ გულში. მან მოკვეთა ეკლესია თავის ებრაულ ფესვებს და დაამყნო იგი წარმართული,ბერძნული ფილოსოფიის ფესვებს.

ისევე,როგორც რომაელთა უმეტესობა,კონსტანტინესაც სძულდა ებრაელები. რომაელები დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ ებრაელებსა და „მათ უცნაურობებს“  სპეციპიკურებად. ებრაელთა ჯანყისა და მისი სასტიკად ჩახშობის შემდეგ, ჩვ.წ.აღ–ით. 70-წელს,რომელებმა საჯაროდ დაიწყეს ებრაელთა მიმართ სიძულვილის გამომჟღავნება და ყველაფერ იმის მიმართ რაც ებრაელობას ეხებოდა. ებრაელები ოპიციალურად შერაცხილ იქნენ „რომის მიმართ მტრულად განწყობილ ერად,რომელნიც დამარცხდნენ.“

 

ებრაელთა მიმართ თავისი სიძულვილის გამო,კონსტანტინემ  გადაწყვიტა განემტკიცებინა წარმართული სულისკვეთება და ხასიათი რომისა და ალექსანდრიის ქრისტიანულ მორალსა და ეთიკაში, რათა ექცია ის სტანდარტად ყველა ეკლესიისათვის. ყველა ეკლესიას იმპერიაში ებრძანა,რომ გაჰყოლოდა ამ არამესიანულ სახეს,მოდელს. ისინი,ვინც არ მისდევდნენ მას-სასტიკად ისჯებოდნენ.

ნიკეის კრებიდან მოყოლებული (325წელს ჩვ.წ.აღ-ით), კონსტანტინმა მიზნად დაისახა და დაიწყო ეკლესიის ებრაული სულისგან ჩამოშორება. კონსტანტინე,წერილში,რომელიც მან კრების შემდეგ გაუგზავნა ეპისკოპოსს,ამბობს,რომ არასწორი იქნებოდა ეკლესიისთვის ებრაული წესების დაცვა. საუბარი იყო ეკლესიის მიერ ფესახის – (პასექი)  დაცვაზე. ის წერდა:“ დაე, ნურაფერი გვექნება ჩვენ საერთო ებრალებთან,რომელნიც სინამდვილეში მტრები არიან ჩვენი… და ესეც ფესახთან მიმართებაში გარკვეული უნდა ყოფილიყო,რათა არაფერი დავრჩენდა მათთან საერთო, რომელნიც არიან გამყიდველები და ჩვენი უფლის მკვლელები.“

ევსევი კესარიელმა კონსტანტინეს თანამედროვემ და გვერდშიმყოფმა,გამოიტანა დასკვნა ნიკეის კრებაზე მიღებული,ამგვარად:

„არ იქნებოდა ჩვენთვის ღირსეული,რომ მივყოლოდით ებრაულ წეს-ჩვეულებებს..,დაე,  ჩვენ ნურაფერი გვექნება საერთო ამ საზიზღარ ებრაელ  ბრბოსთან. მოდით გამოვყოთ ჩვენი თავი ყველა მათი საქმისგან. ილოცეთ,რომ ჩვენი სული არ წარწყმდეს,მხოლოდ იმითაც კი,რომ რაიმე საერთო აღმოაჩნდეს მათ რიტუალებთან..,ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და აღმოვფხვრათ ყველანაირი პრაქტიკა ებრაული ცხოვრების წესისა ჩვენგან.“

ბერნარდ ლაზარე აღწერს ცვლილებას,რომელიც ნიკეის კრებას მოჰყვა:“ნიკეის კრებამდე ქრისტიანები იკრიბებოდნენ სინაგოგაში და აღნიშნავდნენ ებრაულ დღესასწაულებს… ნიკეის კრების შემდგომ, დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო,რომ ჩამოეშორებინათ ქრისტიანობა ამ ერთობისგან,რომლითაც ისინი დაკავშირებულნი იყვნენ თავიანთი ფესვებით.“

მათზე,ვინც განაგრძობდა ებრაული წეს-ჩვეულებების დაცვას,გამოცხადებული  იყო ანათემა (მოკვეთა ან დაწყევლა), რომელიც მალე გადაიზარდა სიკვდილით დასჯაში.

ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რომ ნიკეის კრებაზე მიღებული დადგენილებანი ერბაშად და ყველას მიერ იქნა ატაცებული. საუკუნეების განმავლობაში,ცალკეული ეკლესიური კრებები დამატებით აგრძელებდნენ ისევ, მესიანური ქრისტიანობის წინააღმდეგ გამოსვლას. ხშირად აშინებდნენ სასტიკი სასჯელით მათ,რომელნიც აგრძელებდნენ თავიანთ ებრაელურ ყოფას.

ეკლესიის მცდელობები მესიანური სულისკვეთების აღმოსაფხვრელად

ანტიოქიის კრება (345წელი)-„თუკი რომელიმე ეპისკოპოსი,პრესვტერი ან დიაკვანი,გაბედავს ამ დადგენილების მერე,ფესახის აღნიშვნას ებრაელებთან ერთად,მაშინ ეკლესია მათ ანათემას გადასცემს. ეს კრება მსახურებიდან მოკვეთს არა მხოლოდ მათ, არამედ მათაც, ვინც მათთან უერთიერთობას გააგრძელებს.“

ლაოდიკიის კრება (365წელი)-„იკრძალება,როგორც ებრაული დღესასწაულების ნებადართვა,ასევე მათი ებრაელებთან ერთად აღნიშვნაც. (კანონი 37). ქრისტიანები არ უნდა ჰგავდნენ იუდეველებს,არ უნდა დაიცვან შაბათი მათთან ერთად,არამედ უნდა იმუშაონ ამ დღეს.. თუ იქნებიან ნაპოვნი „იუდელებად ქცეულნი (იგულისხმებიან ის ქრისტიანები,რომელნიც იცავენ შაბათს) ისინი ანათემას გადაეცემიან ქრისტესგან.

კრება აგდაში,საფრანგეთი (506წელი)-„მსახურებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ებრაულ დღესასწაულებში.“

მეათე კრება ტოლედოში (მეშვიდე საუკუნე):“ პასექი (ფესახი შემდგომ შეიცვალა პასექით) უნდა აღინიშნებოდეს ყველგან ერთნაირად,იმ დღეს,რომელიც დააწესა ნიკეის კრეამ და არა ებრაული ფესახის დროს.“

 ნიკეის მეორე კრება (787წელი)_“ისინი,ვინც მალულად თუ თვალსაჩინოდ იცავენ შაბათს და მისდევენ ებრაელთა სხვა წესებსაც, არ უნდა იყვნენ მიღებულნი ჩვენს წრეში,არც ლოცვებზე არ უნდა დაიშვან და არც ეკლესიაში.“

ამ განცხადებების საფუძველზე ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვა:“ თუკი ებრაელთა შემადგენლობა და ებრაული სულისკვეთება მოიკვეთა ეკლესიაში,ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში (როგორც ასწავლეს და დააჯერეს მრავალს),შვიდი საუკუნის შემდეგ რაღატომ იბრძოდნენ ეკლესიური კრებები მათ წინააღმდეგ და რატომ დევნიდნენ იმ ქრისტიანებს,ვინც ებრაულ დღესასწაულებს ზეიმობდნენ,თუკი ისინი აღარ არსებობდნენ?

ისტორიული მოვლენები მეტყველებენ,რომ მიუხედავად სასტიკი დევნისა,ებრაული ზეგავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფი კვლავ აგრძელებდა არსებობას,აგრძელებდა არსებობას კიდევ ასეულობით წლების განმავლობაში იმპერიის საზღვრებთან. მის საზღვრებს გარეთაც კი,ისეთ ქვეყნებში,როგორიცაა:ინდოეთი,სპარსეთი,ჩინეთი და ეთიოპია და მათი ზეგავლენა კიდევ შორს მიდიოდა.

წარმართობის ზეგავლენა

კონსტანტინემ,ქრისტიანობა მხოლოდ ებრაელობას კი არ ჩამოაშორა,არამედ დაამყნო იგი წარმართულ ფესვებს. მან გამოაცხადა თავი ქრისტიანად,მაგრამ როგორც ჩანს არც იცოდა ვინ იყო იესო. კონსტანტინე განაგრძობდა კვლავ მიტროსის ერთგულად ყოფნას. მიტროსი სპარსული ღვთაება იყო „დაუმარცხებელი მზე“. როდესაც კონსტანტინემ იხილა ჯვრის სახება ცაში მზის ფონზე, მან ივარაუდა,რომ იესო მიტროსის ავატარი,მისი გამოვლინება იყო.

სწორედ ამიტომ,მაშინ,როდესაც კონსტანინმა თავი ქრისტეს მიმდევრად გამოაცხადა,ის აგრეთვე აგრძელებდა სხვა ღვთაებების თვალსაჩინო თაყვანისცემას.

 

ტრიუმფალური თაღი კონსტანტინესი,მისი მოქცევის შემდგომ,ატარებს  მიტროსის სახეს,“დაუმარცხებელი მზის“ სახეს. ახალ ქალაქში კონსტანტინოპოლში მან აღმართა მზის ღერთის ქანდაკება ,რომელსაც მისი საკუთარი ვიზუალი ჰქონდა.

321წელს კონტანტინმა ქრისტიანული დასვენების დღე,რომაულ დღესასწაულს დაამთხვია და უწოდა მას არა „ქრისტეს დღე“,არამედ „წმიდა დღე მზისა“, აი საიდან მოდის სახელწოდება “Sunday” (ქართულად „კვირა“). სიტყვასიტყვით რომ გადმოვთარგმნოთ ინგლისურიდან კი „მზის დღე“. ყურადსაღები ის არის,რომ ქრისტიანულ სადღესასწაულო დღედ,რომის იმპერატორმა წარმართული ღვთაების,მზის ღმერთის, დღე დააფუძნა.

კონსტანტინეს გაურკვევლობამ ქრისტესთან დაკავშირებით,მრავალი წარმართი დააავადა,რომელნიც უკვე მრავლად იყვნენ ეკლესიაში.

მოზაიკა, რომელიც აღმოჩენილია მეოთხე საუკუნეში,რომში.წარმოაჩენს ქრისტეს მზის ღმერთის სახით, რომელიც მართავს თავისი ეტლით ცის კაბადონზე. მეხუთე საუკუნეში,უკვე წესად იყო ქცეული,წმიდა პეტრეს ბაზილიკაში შესვლისას რომში, ამომავალი მზისკენ მიტრიალება და მისი თაყვანისცემა! (ეზეკიელის წიგნში 8:6-16 განსაკუთრებული გაფრთხილებაა იმაზე,რომ ამგვარი ქმედება აიძულებს ღმერთის თანდასწრებას,დატოვოს თავისი ხალხი!)

წარმართული აზროვნების ტალღებმა დატბორა ეკლესია მრავალი მეთოდით. ადრინდელი ეკლესია ზეიმობდა ბიბლიურ დღესასწაულებს,რომელნიც ღმერთმა დააფუძნა ძველი აღთქმაში. წარმართულმა ქრისტიანობამ,კონსტანტინეს მეთაურობით ის სხვა,წარმართული დღესასწაულებით ჩაანაცვლა. წარმართული დღესასწაულები მოინათლნენ და იქცნენ „ქრისტიანულებად“.

კონსტანტინეს დრომდე,ქრისტიანები არასოდეს აღნიშნავდნენ ქრისტეს შობის დღეს. მაგრამ რომის მოქალაქენი დიდი ხნით ადრე აღნიშნავდნენ მზის ღმერთის დაბადების დღეს.

274წელს,იმპერატორმა აურელიანემ დააფუძნა მიტროსისი დაბადების დღე,როგორც ოფიციალური რომაული დღესასწაული.  მიტროსისი დაბადების დღე იყო ერთ-ერთი საყვარელი რომაული დღესასწაული,საყოველთაო ზეიმისა და საჩუქრების ჩუქების დღე. ამ ერთადერთ დღეს ბატონები თავად ემსახურებოდნენ თავიანთ მონებს. რომაელები ღარიბ ბავშვებს საჭმელებს ურიგებდნენ. ახლა,კი როდესაც იესო მიჩნეული იყო,როგორც მიტროსისგამოვლინება,ეს დღესასწაული ქრისტეს შობის დღეს გადაიქცა და დაერქვა-„შობა“,იესოს შობის დღე.

კიდევ ერთ ეკლესიურ დღესასწაულად იქცა გაზაპხულზე ნაყოფიერების დღის აღნიშვნა. ყოველ წელს წარმართები მართავდნენ ზეიმს,რათა პატივი მიეგოთ ნაყოფიერების ქალღმერთისთვის.

ამ ქალღმერთს-აშერას ასევე ძველი ბრიტანელები-ესტრას (აქედან მომდინარეობს სიტყვა-„ესტროგენი“). (ამერიკაში მარავალი ქრისტიანი,იმედია ყველა არა, აღთდგომის დღეს დღესაც უწოდებენ “easter”-ს,ასტარტას ბაბილონურ სახელს და არა “Passover” როგორც ითარგმნება ფესახი ინგლისურად. თუ არ გჯერათ დააკვირდით იმ მისალოც ბარათებს,რომელსაც ამერიკელები არიგებენ ამ დღეს.)

კონსტანტინს აღელვებდა ის,რომ ქრისტიანები აღნიშნავდნენ ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომას ებრაეული ფესახის დროს. ნიკეის კრებაზე მან არაკანონიერად გამოაცხადა ეს დღესასწაულიდ ბრძნა,რომ სიკვდილი და აღდგომა ქრისტესი აღინიშნება კვირას, გაზაფხულის ბუნიობის პირველი სავსემთვარეობის მეორე დღეს,რომელიც ასორცირდებოდა ყველსათვის გაზაფხულის დღესასწაულთან,ნაყოფიერების დღესასწაულთან.( თქვით, ძმებო და დებო,ქრისტიანებო,ევანგელური ეკლესიებიდან,როდის აღინიშნება პასექი თქვენს ეკლესიებში? აქედან გამომდინარე,როგორი ქრისტიანები ვართ ჩვენ დღეს: სახარებისეული,თუ კონსტანტინესეული?)

გაზაფხულის ნაყოფიერების ზეიმი,ასევე რომაული დღესასწაულიც იყო. იქიდან გამომდინარე,რომ ესტრა იყო ნაყოფიერების ქალღმერთი,მის სიმბოლოდ ითვლებოდა კვერცხი. რომაელები ღებავდნენ კვერცხებს და კიდებდნენ ტავიანთ სახლებში.

(ვიმედოვნებ თქვენთვის ცნობილია პასკის წარმოშბის ისტორია (ორცხობილასი),რომელსაც ზემოდან ან პუდრა აყრია,ან კრემი აქვს მოსხმული. ძველი წარმართები მას ხშირად აცხობდნენ მამაკაცის სასქესო ორგანოს სიმბოლოდ და მისი ობელისკებიც არის ჩვენთვის ცნობილი. ე.წ პურის „პასკა“-ეს სხვა არაფერია,თუ არა მამაკაცის სასქესო ორგანოს ნაწილი,რომელსაც აცხობდნენ ნაყოფიერების ქალღმერთისათვის! ახლა უფრო კულტურულები გახდნენ და პუდრას აყრიან,სპეციალურ დანამატებს ან სითხეს ასხამენ. მაგრამ მისი არსი არ შეცვლილა. მართლმადიდებელი ბერები რაღაც დროის განმავლობაში იბრძოდნენ ამ წარმართობის წინააღმდეგ,მაგრამ როგორც ვიცით,ის,რაც არ აღმოიფხვრება,შემდგომ დოგმად იქცევა და ეს ხდება საყოველთაო. თანამედროვე ჟურნალისტებიც კი გათვითცნობიერდნენ ამაში და გასულ წელს აჩვენეს დოკუმენტური ფილმი:“ დიდებული დღის საიდუმლოებანი“ СТБ-ზე! ინტერნეტში უნდა იყოს.)

ნიკეის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად,ქრისტეს დღეს წარმართული დღე დასახელდა,მიუხედავად იმისა,რომ ბიბლიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ალბათ,ყველაზე უცნაური ის არის,რომ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ქვეყნებში,ამ დღის სახელიც კი არ შეცვლილა და ისევ ქალღმერთ იშტარის სახელს ატარებს როდესაც ქრისტიანები აღნიშნავენ ქრისტეს აღდგომის დღეს,ისინი არ ამბობენ:“ ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს აღდგომის დღეს“,ისინი ამბობენ:“ჩვენ ავღნიშნავთ იშტერს!“ ამგვარად ჩვენ ვუწოდებთ ქრისტეს სახელს წარმართულ ღვთაებას.

 

თუმცაღა,ზოეგიერთი წარმართული ზეგავლენა ეკლესიაზე,კონსტანტინემდეც შეინიშნებოდა,მაგრამ სწორედ მისმა ბრძანებებმა აქცია წარმართობა ქრისტიანული ეკლესიის სტანდარტად. მეოთხე საუკუნის მიწურულს წარმართული თაყვანისცემა კანონგარეშედ გამოცხადდა. ახლა იმპერია ოფიციალურად იყო ქრისტიანული. წარმართული ტაძრები უკვე ქრისტიანულ ეკლესიებად იქცა. წარმართული ადგილები,თაყვანისცემის წესი,იქცა ქრისტიანული თაყვანისცემის ადგილებად და წესებად. ზოგიერთ შემთხვევაში წარმართულ ტაძარში მომსახურე ქურუმები ქრისტიანული ეკლესიის მღვდლებად იქცენენ. შეიცვალა მხოლოდ სახელწოდება. წარმართებს ეთქვათ,რომ ისინი ახლა ცხოვრობდნენ ქრისტიანულ იმპერიაში და ამიტომ,აუცილებელი იყო ეცხოვრათ,როგორც ქრისტიანებს!

პრობლემა ის იყო,რომ,მართალია,ისინი იქცნენ ოფიციალურ ეკლესიად,მაგრამ არ იცნობდნენ იესოს. ისინი ყველანი კვლავ წარმართებად რჩებოდნენ. მათი რწმენა არ შეცვლილა. ისინი არქმევდნენ ქრისტიანულ სახელებს თავიანთ ღვთაებებს და განაგრძობდნენ თაყვანისცემას ისე,როგორც ამას აკეთებდნენ ადრე.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კულტი ყო ისიდას კულტი. ისიდა,ეგვიპტური ქალღმერთი იყო,რომელიც იწოდებოდა „დიდებულ ქალწულად“ და „ღმერთის დედად“. მას ხშირად წარმოსახავენ როგორც ქალს,რომელსაც უკავია ხელში ბავშვი სახელად ჰორუსი. ხოლო შემდეგ ეს გამოსახულება გადაკეთდა ქრისტიანულ სურათად მარიამისა და იესოს გამოსახულებად.

ისიდას თაყვანისმცემლებმა დაიწყეს ისიდასთვის მარიამის დაძახება,ამ მეთოდით მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ მისი თაყვანისცემა. არტემიდას  (ქალღმერთი დიანა) თაყვანისმცემლებმაც იმავე ეშმაკობას მიმართეს. ეს ვითომდა პატივისცემა,რომელსაც ვითომ იესოს დედას,მირიამს  (მარიამს) უძღვნიდნენ,ხშირად გადაიზრდებოდა ხოლმე თაყვანისცემაში.

იმავე მეთოდით სხვა ღვთაებების თაყვანისმცემელნი არქმევდნენ ქრისტიანი წამებულების სახელებს სხვა ღმერთებს. თქვენ რომ ყოფილიყავით წარმართი ფერმერი და თქვენთვის ეთქვათ,რომ აღარ შეგიძლიათ ილოცოთ მოსავლის ღმერთის წინაშე და მოინახულოთ მისი ტაძარი,რას გაკეთებდით? თქვენ წახვიდოდით ეკლესიის შენობაში,რომელიც ადრე იყო თქვენი ღმერთის ტაძრი და დაიწყებდით მოსავლის მფარველი წმიდანის წინაშე ლოცვას. თქვენი თაყვანისცემა არ შეიცვლებოდა უბრალოდ დაიწყებდით თქვენი ღმერთის ახალი სახელით მოხსენიებას. ეს ხდებოდა თითქმის ყველგან!

წარმართებმა შეცვალეს თავიანთი ღმერთების სახელები ქრისტიანული სახელებით და ამ სახით უფლება ჰქონდათ კანონიერად გაეგრძელებინათ თავიანთი წარმართული თავანისცემა.

ამ სახით ძველი წარმართობა სულ უფრო და უფრო აერია ქრისტიანობას.

600წლისთვის ეკლესია უკვე ავსებული იყო წარმართებით. ეკლესიური ლიდერების დიდი ნაწილი ურწმუნო ადამიანები იყვნენ. ისინი,ვინც ჭეშმარიტებას ეჭიდებოდნენ,დევნილნი იყვნენ,როგორც იმპერიის მტრები. ცრურწმენა და კერპთაყვანისმცემლობა ელვის სისწრაფით გავრცელდა. ბიბლია იკითხებოდა ენაზე,რომლისაც ხალხს არ ესმოდა და მიჯაჭვული იყო კათედრას სადაც ხალხს მისი წაკითხვა არ შეეძლო.

ეკლესია იქცა ძლიერ და მდიდარ პოლიტიკურ ორგანიზაციად,მცირე დამახასიათებლით სულიერი ცხოვრებისა. როდესაც რომის პოლიტიკური სისტემა დაეცა-ეკლესიამ შეავსო გაჩენილი ვაკუუმი. ეკლესია იქცა პატივცემულ საბრძოლო ძალად,მაგრამ დაკარგა ზებუნებრივი ძალა ღმერთისა,რომელსაც ოდესღაც იცნობდა.

არსებობს ლეგენდა,რომელლის თახმადაც,როდესაც ფრანცისკო ასიზელი,პატივდებულ იქნა პაპ,ინოკენტი მეორესთან აუდიენციისათვის,მიპატიჟებული იყო სატახტო დარბაზში,პაპმა სიამაყით აჩვენა მას თავისი სიმდიდრე,ოქრო და ბრილიანტები და უთხრა:“ხედავ ფრანსიზ, დღეს  პეტრესავით ვერ  იტყვის  ეკლეისა ვერცხლი და ოქრო  არ მაქვსო, დიახ თქვენო ღირსება სამაგიეროდ  ეკლესია ვერც იმას იტყვის  იესო ქრისტეს სახელით  ადექი  და  გაიარე“

800-წელს ეკლესიამ კანონგარეშედ გამოაცხადა ცხოვრების ებრაული წესი,რომელსაც იესო და მოციქულები ეწეოდნენ ოდესღაც. ქრისტიანისათვის შაბათისა და ფესახის დაცვა დანაშაულად იქცა,რაც სიკვდილით ისჯებოდა. ამ ბრძანების შესრულებას წამებითა და სასჯელებით მიაღწიეს.

(შენიშვნა:ეს არ არის ბრალდება მრავალი ღვთისმოშიში ქრისტიანის მიმართ,რომელნიც კათოლიკური ან მართამადიდებლური  ეკლესიის ნაწილნი არიან დღეს. მრავალი კათოლიკე და მართმადიდებელი მსახური პირველი იქნებოდა ალბათ,ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა იმ ყოველივეს,რასაც ეკლესია ქრისტეს სახელით სჩადიოდა საუკუნეთა განმავლობაში.)

რომ შევაჯამოთ, შედეგი ის არის,რომ კონსტანტინეს საზოგადოება მესიანური ეკლესიისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. უმეტესი იმ ჩვეულებათაგან,რაც ახასიათებდა ეკლესიას ადრე,მეოთხე საუკუნის დასაწყისში გაქრა. ბუნებრივი ზეთისხილი მდიდარი ფესვებიდან მოგლეჯილმა ეკლესიამ,რომელიც დაემყნო წარმართულ ფესვებს სიცოცხლე ვერ შეინარჩუნა.

 

ასწლეულების განმავლობაში ეკლესია სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა წარმართობაში. ლუთერის პერიოდში ეკლესია გადაქცეული იყო წარმართულ ორგანიზაციად,რომელიც ყიდდა ცოდვათა პატიებას ინდულგეციების სახით,რათა თავისი დიდებული პროქტები დაეფინანსებინა.

 

ის მდიდრული მემკვიდრეობა,რომელსაც ღმერთი ამზადებდა 2000წლის განმავლობაში, დაკარგულ იქნა და ახლაც კი იგი ჩვენ ბოლომდე არ გაგვიხსნია.

მაგრამ ღმერთს არ დაუსრულებია თავისი გეგმა მთელი ეკლესიისათვის. რეფორმაციიდან დაწყებული ის აწარმოებს პროცესს. მეთექვსემეტე ასწლეულისათვის მან აღადგინა ბიბლია და დოქტრინა ხსნაზე. მეთვრამეტე საუკუნისთვის აღადგინა კონცეფცია სიწმიდეზე. მეოცე საუკუნისთვის მან აღადგინა ნიჭები.

ბევრი რამ იქიდან,რაც დაკარგა ეკლესიამ-აღდგა,მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს,რომ ტოტები დაბრუნებოდნენ ბუნებრივ ფესვებს. ჩვენ გადავდივართ 21-ე საუკუნეში,მე კი მწამს,რომ აღდგენა გრძელდება.

იესომ თქვა:“სანამ მარცვალი მიწაში არ ჩავარდება და არ მოკვდება,ის მარტოდ რჩება. მაგრამ თუ მოკვდება-ბევრ ნაყოფს მოიტანს.“ მისი სიცოცხლის წყალობით,სიცოცხლე გაეხსნა მთელს მსოფლიოს.

ეკლესიის ისტორიაც სიცოცხლეს ჰგავდა,სიკვდილსა და აღდგომას. მე მჯერა,რომ აღდგომის შემდგომ ვიხილავთ უდიდეს მოსავალს სულებისას,რომელიც კი ოდესმე უხილავს სამყაროს.

როდესაც თქვენ ისწავლით ებრაულ ისტორიას,აღმოაჩენთ,რომ ებრაელებს ჰქონდათ სიცოცხლე,აღსავსე კურთხევებითა და წინსვლით,სიცოცხლე სიუხვით,ისეთი,რომლის ჩაწვდომაც ეკლესიასაც არ ძალუძდა.

ავტორი: დოქტორ რობერტ ჰაიდლერი

წიგნიდან, „მესიანური ეკლესია ღორძინდება“

თარგმნა –  ია კარგარეთელმა