იუდაზმის ჭეშმარიტი ეთიკა

2-10_2_6

 

ერთი-ერთი მთავარი შემადგენელი ქრისტიანული კულტურის არის მოსაზრება,რომ მან კაცობრიობას ეთიკურ განვითარებაში ახალი ნაბიჯი გადაადგმევინა. განვიხილავთ ეს ასეა თუ არა.

სანამ ვნახავთ რა განასხვავებს ქრისტიანობსა და იუდაიზმს ერთმანეთისგან,ჯერ გადავხედოთ იმ  რიგით  დოგმებს,რაც მათ ერთმანეთთან აიგივებს.

უამრავი ადამიანი,რომელიც  არ იცნობს იუდაიზმის ეთიკურ ნორმებს,ეცნობა იუდაიზმს სახარების საფუძველზე,რის გამოც მათ ხშირად იუდაური კულტურის არცოდნის გამო,იუდაიზმზე არასწორი წარმოდგენა ექნებათ,ასევე ებრაულ ეთიკაზე. მოდით ვნახოთ ეს როგორ ხდება.

პოლემიკის ილუზია.  იესოს გამონათქვამები ხშირად ატარებენ პოლემიკურ ხასიათს. ისე სჩანს,თითქოს ის უარყოფს „ებრაელ ბრძენთა“ სწავლებებს და ნერგავს ახალს ეთიკურ ნორმებს. მაგრამ საყურადღებო ის არის,რომ ეს იდეები,რასაც იესო ნერგავდა მსმენელში,მანამდე უკვე არსებობდა იუდაიზმში. პარალელებს იესოს საუბრებთან ჩვენ ვხვდებით თორაში (მოსეს ხუთწიგნეულში), მიშნაში,თალმუდსა და მთელს თანახში.  მაგრამ,მკითხველს,რომელიც არ იცნობს ებრაულ ტრადიციებს, ექმნება შთაბეჭდილება,რომ იესომ თქვა ახალი რამ,რაც მანამდე არ იცოდნენ იუდაიზმში.

აი რამდენიმე მსგავსი მაგალითი.

„მთაზე ქადაგებაში“ იესომ თქვა:“ თქვენ გსმენიათ:“არ იმრუშო.“მე კი გეუბნებით:ყოველი ვინც ქალს გულისთქმით შეხედავს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.“პოლემიკური ხასიათი,რომელიც ამ ფრაზაშია,ქმნის წარმოდგენას სინამდვილეში სრულიად მცდარს),რომ იუდაიზმი ყურადღებას აქცევს მხოლოდ ქმედებათა სისუფთავეს,ხოლო ქრისტიანობა კი- „წმიდა მოტივებსაც.“

რთული დასაჯერებელია,რომ იესო გულში გავლებულ აზრს უთანაბრებს ქმედებას და აწესებს მასზე იგივე სასჯელს,რაც თორის მიხედვით ერგება დანაშაულს. უფრო სწორად რომ ვთქვათ,იესო თავისი ფრაზით ამტკიცებს მცნებას და არწმუნებს ადამიანებს,რომ ოდნავადაც არ გადაუხვიონ მისგან. ამგვარი მიდგომა ახალი როდია.  იესო იყენებს აქ კლასიკური იუდაიზმის მიდგომას,რომლის მიხდევითაც მასწავლებელი იყენებს უკიდურეს მაგალითს,რათა მსმენელი არიდოს ცოდვას. სოლომონის იგავებშ ნათქვამია:“ შვილო მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ. მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი. ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.“ იგავნი 23:26-27

ებრაული კანონები უკრძალავს კაცს,არამხოლოდ სხვის ცოლთან ურთიერთობას,არამედ მასთან განმარტოებასა და მისი სხეულის რაიმე ნაწილის დაკვირვებით ცქერასაც. (თალმუდი,ტრაქტატი შაბათი 64ბ).

იგივე შეიძლება ითქვას,იესოს შემდგომ ცნობილ გამონათქვამზე,რომელიც მათეს სახარებაშია ჩაწერილი:“თქვენ გსმენიათ:“არა კაცთ კლა, ვინც მოკლავს სასამართლოს თანამდები იქნება.“ მე კი გეუბნებით:ყოველი,ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის-რაკა (ცარიელი ადამიანი),სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო,რომელიც ეტყვის-სულელო,ცეცხლის გეენის თანამდები იქნება. მათე 5:21-22

აქ თვალნათელია, რომ იესო არ მოგვიწოდებს იმ ადამინთა განსასჯელად,ვინც ურისხდება თავის ძმას და არც იურიდიული თვალსზრისით არ უტოლებს ძმაზე განრისხებას მკვლელობას,ის ცდილობს მხოლოდ განამტკიცოს და გააძლიეროს მცნება. ადამიანს,კი რომელიც არ იცნობს იუდაიზმს,ექმნება შთაბეჭდილება,რომ რისხვის აკრძალვა-ქრისტიანული კანონია,ძველ იუდეველებს კი კი მხოლოდ მკვლელობა ეკრძალებოდათ.

თუმცაღა, ეს ასე არ არის: წმიდა  წერილებში და ასევე, ებრაელ ბრძენთა ნაშრომებშიც, მეორდება გაფრთხილებები რისხვასთან დაკავშირებით, მხოლოდ უსაფუძვლო რისხვაზე კი არა, არამედ საფუძვლიან რისხვაზეც. ასევე არსებობს კატეგორიული აკრძალვა მოყვასის გალანძღვის. მიშნაში ნათქვამია:“ ყველა,ვინც არცხვენს მოყვასს სახალხოთ,კარგავს თავის წილს მომავალ სიცოცხლეში“ (ტრაკტატი ავოტ,4). თალმუდი ასწავლის:“ რისხვა-უკიდურესად ცუდი თვისებაა და ადამიანი უნდა გაურბოდეს კიდევაც მას,რამდენადაც ეს შესაძლებელია“ (ტრაქტატი შაბათი 106). „ყველა მრისხანე დაისჯება:თუ ის ბრძენი იყო-მისი სწავლება დავიწყებას მიეცემა“ (ტრაქტატი პსახიმი 113).

კიდევ ერთი სწავლება იესოსი ამბობს:“თქვენ გსმენიათ,უთქვამთ ძველთათვის:“ნუ გადახვალ შენს ფიცს,არამედ აღუსრულე უფალს აღთქმანი შენი.“ მე კი გეუბნებით თქვენ: სულ ნუ დაიფიცებთ,ნურც ცას,რადგან ღვთის ტახტია იგი,ნურც მიწას,რადგან მის ფერხთა კვარლცხბეკია იგი, ნურც იერუსალიმს,რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი“ (მათე 5:33_35).

ამ განოთმას აქვს პოლემიკური ხასიათი და ისე ჩანს,თითქოს მიმართულია ძველი სწავლების წინააღმდეგ.მაგრამ სინამდვილეში იდეა,იესოს მიერ გამოთქმული,კარგადაა ცნობილი ზეპირ თორაში და დაფიქსირებულია თალმუდშიც: უნდა ვეცადოთ ფიცის გარეშე სვლას,თუკი ეს შესაძლებელია. ეს გამოთქმა გადმოცემულია უფრო კარგად თალმუდის მაიმონიდას კოდექსში „მიშნა თორა“.

მრავალი გამონათქვამი იესოსი ემთხვევა კლასიკური იუდაიზმის სწავლებას. მაგალითად ასეთია მისი სწავლება:“ ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით,ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუზღავთ,იმავეთი მოგეწყვებათ თქვენც.რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში და საკუთარში დირესაც ვერ ამჩნევ?“ (მათე 7:1-3). აი კლასიკური ებრაული ანალოგი მიშნადან:(ტრაქტატი ავოტ 2:4)“ნუ განიკითხავ მოყვასს,სანამ თავად არ გამოივლი მის მდგომარეობას.“ და კიდევ: (ავოტ 1:6)“ „სიცოცხლის საფუძველი:ნებისმიერი ეჭვის დროს,განიკითხე მოყვასი დადებითად“ იგივეა თალმუდშიც (ბავა ბარტა 15ბ):“როცა უთხრეს მას: ამოიღე ბეწვი შენი თვალიდან,მან უპასუხა: ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე.“ იხილეთ ასევე თალმუდის კომენტარები ( ბავა ბარტა 60ბ) წინასწარმეტყველ ცეფანიაზე (2:1):“ ჯერ საკუთარი თავე გააუმჯობესე და შმდგომ სხვები გააუმჯობესე.“

მრავალ შემთხვევაში იესო ქადაგებდა არაფერს სხვას,თუ არა „ძველაღთქმისეულ იუდაიზმს“ და ამასთანავე აძლევდა თავის გამონათქვამებს პოლემიკურ ფორმას. იქნებდა მის გამონათქვამს აღეძრო სურვილი მსმენელში. ადვილი შესაძლებელია,რომ ის უბრალოდ განუმარტავდა ებრაულ კანონს მსმენელს,რომელიც შემდგომში იქცა ქრისტიანულ კანონად,რადგან მის სიტყვებს ახლებური ინტერპრეტაცია მიანიჭეს.

ებრაული ეთიკის ფალისფიკაცია.

ზოგჯერ,იუდაიზმის სწავლებასთან კამათის დროს,სახარება,როგორც სჩანს არასწორად იყო გაგებული ქრისტიანი კომენტატორების მიერ. თვალსაჩინო მაგალითია იესოს გამონათქვამში (მათე 5:43-44):“თქვენ გსმენიათ:“გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი“,მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები….“ ისე ჩანს,თითქოს იესო აქ ძველი აღთქმიდან ციტირებს,მაგრამ ვერც ძველი აღთქმის ტექსტებსა და ვერც ებრაელ ბრძენთა ნაშრომებში ჩვენ სახარებაში ციტირებულ ფრაზას ვერ ვაწყდებით. მოყვასის სიყვარულზე ძველ აღთქმაში საუბარი ნამდვილად არის,მაგრამ აი მტრების სიყვარულზე კი არა. მაგრამ,მტრის სიძულვილზე სწავლება,სრულიად ეწინააღმდეგება იუდაიზმის ტრადიციულ სწავლებას.

თორა განიკითხავს მტრობას,შურისძიებასა და სიბოროტეს:“მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი,ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე. ნუ იქნები შურისმაძიბელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვ არდეს შენი ახლობელი,როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.!“ (ლევიტ.19:17-18)

თუკი მოხდა ისე,რომ გყავს მტერი-ეცადე სიკეთე უყო მას და თუ მის ცხოვრებაში პრობლემები წამოიჭრება-დაეხმარე მას მათ გადაჭრაში:“თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან სახედარს წააწყდები სადმე,დაუბრუნე პატრონს. თუ შენი მტრის სახედარს ტვირთის ქვეშ მოყოლილს დაინახავ, ნუ მიატოვებ,გამოხსნაში დაეხმარე. (გამოსვა 23:4-5)

ურწმუნო,წარმართ მტრებთან მიმართებაშიც, ეგვიპტელებთან, რომელნიც იმონებდნენ ებრაელებს ასწლეულების განმავლობაში,თალმუდის მიდრაში ამბობს:“ როდესაც ეგვიპტელები,ებრაელებს დადევნებულნი,იხრჩობოდნენ ზღვაში, ანგელოზებს-მსახურებს, სურდათ ემღერათ სიმღერა შემოქმედის სამართლიანობაზე. მაგრამ ყოვლაძლიერმა უთხრა მათ:“როგორ!  ჩემი ქმნილება იძირება წყალში,თქვენ კი გსურთ საქებარი სიმღერა იმღეროთ?!“ აქ ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მტრებისადმი სიძულვილის არქონას, არამედ პირდაპირ განკითხვას მათაც, ვინც ხარობს მტრის დაღუპვით.

ამის მიზეზი  ის იყო  რომ ეკლესია მოწყდა თავის  ებრაულ ფესვებს

სხვა მაგალითი,რომელმაც შექმნა იუდაიზმის სურათის აბსოლიტურად სხვაგვარი სახე  არის მათეს სახარების 5:38-39:’ თქვენ გსმენიათ:“თვალი თვალისა წილ და კბილისა წილ.“ მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს,არამედ თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას,მეორე ლოყაც მიუშვირე.“ აი სწორედ ამ მუხლში ახალმა „ქრისტიანულმა ეთიკამ“ ჩაანაცვლა „ძველი იუდეური ეთიკა.“

უნდა ითქვას,რომ მრავალ ადამიანს წარმოდგენა ქრისტიანობასა და იუდაიზმზე,სწორედ ამ მუხლის მიხედვით ჩამოუყალიბდა.  ბიბლიური ფრაზა:“თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“  ტრადიციული ეკლესიების  განმარტებით (როგორც ეს ხალხს გონია) მოისაზრებს სიბოროტესა და სისასტიკეს,რომელიც, ვითომდა, ჩაქსოვილია იუდაიზმის ეთიკაში,ქრისტიანული ეთიკისაგან განსხვავებით,რომელიც ქადაგებს_“სიყვარულსა და მოწყალებას.“ სწორედ ასე აღიქვამენ იუდაიზმსა და ებრაულ ეთიკას ის ადამაინები,რომელნიც იცნობენ მხოლოდ ახალ აღთქმაში გამოთქმულ პოლემკიურ ტექსტებს. და ზოგიერთი  (საეკლესიო  მამების  განმარტებებს)

მაგრამ სიმართლეა კი ის,რომ ბიბლიური გამოთქმა:“თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“  შეუჩერებელ შურისძიებას ნიშნავს? რადგან,ჩვენ ხომ ახლახანს მოვიყვანეთ მაგალითად სხვა ბიბლიური მუხლი,სადაც ნათქვამია მტრის დახმარებაზე. ლევიტელთა 19:17-18 : სიბოროტეს:“მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი,ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე. ნუ იქნები შურისმაძიბელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვ არდეს შენი ახლობელი,როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.!“

გამოთქმა :“თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“ გამოყენებულია ხუთწიგნეულში რამდენიმეჯერ და ყოველთვის მართლმსაჯულებასთანაა დაკავშირებული,რომლიდანაც სავსებით თვალნათელია,რომ საუბარია არა შურისგებაზე,არამედ იმაზე,რაც დანაშაულს მოჰყვება.  თალმუდი ამბობს,რომ პრინციპი ამ გამოთქმის,არის მიწიერი ანალოგი  ღვთაებრივი სამსჯავროსი,რომელიც ყველას იმას მიუზღავს,რაც დაიმსახურეს.

თუმცაღა, სასამართლოში მიწიერი პრინციპი „თვალი თვალის წილ“ აღიქმება არა,როგორც საზღაური დანაშაულისთვის,არამედ როგორც შურისძიება. თუმცაღა,მისი ფუნქცია-დანაკარგის აღწერაა,რომელიც უნდა აუნაზღაურდეს დაზარალებულს

ამ ფრაზაზე დაყრდნობით ებრაული კანონი ამბობს,რომ:“მან,ვინც ამოუღო სხვას თვალი,ეს თვალი უნდა ზღოს.“ უდავოა,რომ ადამიანს აღარ ძალუძს ამოღებული თვალის ჩასმა,მაგრამ მას ძალუძს მისცეს მას გარკვეული კონპენსაცია,გადაუხადოს მკურნალობის ფული,დაეხმაროს სამსახურში და მორალური ზარალი რაიმეთი აუნაზღაუროს. ეს კანონი ეხება ფიზიკურსაც და მორალურ მხარესაც.  ამ პრინციპით „თვალი თვალისა წილ“ პირველ რიგში-საუბრობს არა შურისძიებაზე,არამედ ანაზღაურებაზე. მეორეც:“წინ ნუ აღუდგები ბოროტს“ ის ამ გამონათქვამთან კავშირში არაა,აქ სულ სხვა სხვა რამეზეა საუბარი-იურიდიული და მორალური თვალსაზრისით. ამ ორი ფრაზის დაპირისპირებით მკითხველი აბსოლიტურად არასწორ წარმოდგენას იქმნის იუდაიზმზე.

უნდა აღინიშნოს,რომ ქრისტიანობის არსებობის განმავლობაში,არსებობდა ტენდენცია წარმოეჩინათ იუდაიზმო,როგორც ძალადობისა და სიყალბის, “შურისძიების რელიგია.“ სწორედ ამ ფალსიფიკაციამ წარმოშვა და გაამართლა ის საშინელი დევნები,რომელნიც მიმართული იყო ებრაელების წინააღმდეგ ქრისტიანულ ქვეყნებში 2000 წლის განმავლობაში.

სინამდვილეში იუდაიზმი ასწავლის მოწყალებასა და მოთმინებას. ეს ცნობილია ყველასათვის,ვინც იცნობს ებრაულ ტრადიციებს. იუდაიზმის მთავარი კანონმდებლობა ამბობს:“ წყალობის გარეშე სამყარო ვერ გადარჩებოდა“ (მიდრაში ბერეშიტ რაბა).

თალმუდი ასწავლის დათმობასა და მოყვაისი პატიებას, ყველა შესაძლო სიტუაციაში დათმობაზე წასვლას. დათმობას და არა ყველა საკუთარი უფლების დაცვის დაჟინებულ ძიებას.

მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანს მსგავსი ეთიკური სწავლებისა:“ კამათის დასაწყისში-როდესაც იმატებს წყალი,გააჩერე იგი მანამდე,სანამ გადმოიღვრება“ (იგავნი 17:14)

ბრძენი წრფელია და სანდო საქმეში. მისი „კი“ ყოველთვის „კია“ და „არა“-„არა.“ საკუთარ თავს გამუდმებით ჩხრეკს,სხვებს კი გამუდმებით პატიობს… თუკი მისი ვალი მართებთ სხვებს-აგრძელებს ვალის დაბრუნების ვადას და პატიობს მას,  და ასესხებს.. ებრაელთა საყოველთაო კანონია: “იყავი ყოველთვის დევნილთა შორის და არა მდევნელთა შორის, განაწყენებულთა შორის და არა გამნაწყენებელთა შორის. ვინც ამ წესებს მისდევს,მათზე ნათქვამია თორაში:“ შენ, ჩემი მონა ხარ ისრაელ,რომლითაც ვიამაყებ.“ (მაიმონიდი, გილხოტ დეოტი, 5:13. თალმუდი,ტრაქტატი ბავა კამა 93, ტრაქტატი იომა 20, რაქტატი გიტინი 36).

ამგვარად ჩვენ ვხედავთ რომ ქრისტეს  არაფერი  ისეთი  ახალი  არ  უთქმია, მან პირდაპირ  განაცხადა  რომ ის  რჯულის  წინაღმდეგ არ მიდიოდა და  არც  მის გასაუქმებლად  მოსულა, მან პირიქით  გამტკიცა რჯული  და  წინასწარმეტყველები  რადგანაც  ეს  ყველაფერი  მასზე  მოწმობდა. {მათ.5:17–19}  არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედაღსასრულებლად.

18 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გარდავლენ, რჯულის არც ერთი იოტა ან არც ერთი წერტილი არ გარდავა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.

19 ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.