პირველი და უმთავრესი მცნება რჯულისა

11351236_1431629813825338_8084665054815628288_n {მარკ.12 :28–34} 

მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგად უპასუხა მათ, და ჰკითხა: “რომელია უპირველესი მცნება?”
29 მიუგო იესომ: “პირველი მცნებაა, – ისმინე, ისრაელო! – უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია;
30 შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.
31 მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს. ”
32 და უთხრა მას მწიგნობარმა: “კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტებას ამბობ შენ, რადგან ‘ის ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,’
33 და ‘გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონიერებით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი’ – ეს ყოველ სრულადდასაწველზე და შესაწირავზე მეტია. ”
34 როდესაც იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, უთხრა მას: “შორს არ დგახარ ღმერთის სასუფევლისგან.” ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რაიმე ეკითხა მისთვის.