კარლ გუსტავ სევერინი: ისრაელი ჩემთვის ყველაფერია!

severiniისრაელი- ღმერთის რჩეული ერი, ერი რომელმაც იტვირთა ეკლიანი გზის გავლა, რათა წარმართათვის გამხდარიყო გზამკვლევი უფლისკენ სავალ გზაზე! ერი, რომელმაც სისხლის ფასად შეძლო ბიიბლის პერგამენტების დაცვა, რათა დღეს მე და თქვენ გვქონოდა უფლის კურთხეული სიტყვა. ერი, რომელმაც გამოიარა დევნა დანარჩენი სამყაროსგან. ერი, რომელმაც გაუძლო მოძმეთა გაფანტულობას და არ დაუკარგავს თავისი იდენტობა. ეს ერია, რომელშიც იკურთხება მსოფლიოს  დანარჩენი ხალხები. საუკუნეთა მანძილზე ისრაელთან დამოკიდებულება იყო მტრული სხვადასხვა მონარქებისა და იმპერატორების მიერ, არც ცივილურ მე-20 საუკუნეში შეუწყნარებიათ იგი. ისრაელს სასტიკად აგებინებდნენ პასუხს, მხოლოდ იმიტომ რომ უფლის რჩეულ ერად იწოდებოდა…მხოლოდ ქრისტიანებმა იციან, რომ მიუხედავად ეროვნებისა ,ისრაელი მათი სამშობლოცაა! მათ იციან, რომ ამ ერში იკურთხებიან და იწოდებიან აბრაამის ძეებად…

ისრაელთან საკუთარ დამოკიდებულებაზე გვესაუბრა ცნობილი ევანგელისტი, ეკლესია “სიცოცხლის სიტყვის” მახარობელი კარლ გუსტავ სევერინი:

 

- რას ნიშნავს თქვენთვის ისრაელი?

 –ისრაელი ჩემთვის ყველაფერია! მე გავხდი ქრისტიანი მას შემდეგ, რაც მოვისმინე სიტყვა ისრაელის შესახებ! იმის თქმა მინდა, რომ ღმერთს მივუძღვენი თავი, არა მაშინ როცა იესოზე მიქადაგეს, არამედ მაშინ, როცა გავიგე ისრაელის შესახებ. მახსოვს 14 წლის ვიყავი, როცა მოვუსმინე ქადაგებას, რომ ერთ დღესაც უფალი შეკრებდა ქვეყნიერების კიდეებიდან ყველა ებრაელს და ისრაელში დააბრუნებდა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და გამიჩნდა სურვილი გავმხდარიყავი ღმერთის გეგმის მონაწილე, ებრაელების სამშობლოში დასაბრუნებლად.აი, ასე გავხდი ქრისტიანი…ბიბლიაში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები ამერიკაზე, შვედეთზე, საქართველოზე, მაგრამ ისრაელი 2292-ჯერაა მოხსენიებული,რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ერი უფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის, რაც მნიშვნელოვანია ღმერთისთვის, მნიშვნელოვანია ჩემთვისაც. ჩვენმა ეკლესიამ 1997 წელს დაიწყო თანამშრომლობა ისრაელთან და დღემდე ეხმარება ებრაელებს სამშობლოში დაბრუნებაში. შეიძლება ითქვას, რომ ისრაელი ჩემს დნმ-შია, თუ ისრაელის სიყვარული სისხლში არ გაქვს გამჯდარი, მაშინ კარგი ქრისტიანი არ ხარ!

 - რა შეცვალა ისრაელის ტურებმა თქვენი და თქვენი ეკლესიის ცხოვრებაში?

 – როდესაც ისრაელში ჩადიხარ და ნახულობ იმ ადგილებს სადაც დადიოდა იესო; შედიხარ სინაგოგაში, გადაშლი ბიბლიას და კითხულობ, როგორ ასწავლიდა იგი სინაგოგებში, მიდიხარ გალილეის ტბასთან და ხედავ იმ ადგილს, საიდაც იესო ქადაგებდა ნავიდან, შენთვის ბიბლია რეალური ხდება. ის ცოცხლდება შენს თვალწინ. გარდა ამისა, ისრაელის ტურები გვეხმარებიან სიმართლის დანახვაში,მოვლენების ადეკვატურ აღქმაში. დღეს მსოფლიო მედია ცდილობს დააკნინოს ისრაელი, ვრცელდება უამრავი არასწორი ინფორმაცია და მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენთაგანი ნდა ჩავიდეს ამ ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს სინამდვილე. მე ყოველ წელს ვსტუმრობ ისრაელს, ის ნარკოტიკივითაა, თუ ერთხელ გაუსინჯე გემო, შეუძლებელია თავის დანებება შეძლო!

 -ეთანხმებით თუ არა ჩანაცვლების თეორიას ქრისტიანობაში?

 –არა, მე მიმაჩნია, რომ ეს საშიში თეორიაა, რომელსაც ბევრი მიდევარი ჰყავს და მრავალი მქადაგებელი პროპაგანდას უწევს ამ იდეას. მე მწამს, რომ ღმერთს აქვს გეგმა ისრაელისთვის და არ ვფიქრობ, რომ ეკლესიამ ჩაანაცვლა მისი ადგილი.პავლე მოციქული ჯერ იდეველებს მიმართავს და შემდეგ წარმართებს და ეს სიტყვა უცვლელია დღემდე! თუმცა ჩვენ ისევე უნდა ვუქადაგებდეთ ებრაელებს, როგორც წარმართებს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ღმერთთან მათი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო ისინი არ საჭიროებენ ქადაგებას, მაგრამ მე ვფიქრობ, იესო ქრისტეზე მოსმენა ებრაელსაც ისევე სჭირდება, როგორც წარმართს. თუმცა, აღთქმები, რომლებსაც ბიბლიაში ვხვდებით, ჯერ ისრაელს ეკუთვნის და შემდეგ ყველა წარმართს.

 -როგორია ისრაელის როლი, დღევანდელ ქრისტიანულ სამყაროში?

– მე ვფიქრობ, რომ ყველა ეკლესიაში ნდა იყოს ისრაელის დროშა და ეკლესიის ყველა წევრის გულში უნდა იყოს ისრაელი! ჩვენს გულში მუდამ უნდა ენთოს ცეცხლი ისრაელისთვის და მუდამ უნდა ვაკურთხებდეთ მას. ყოველ წელს, ელესიაში გვაქვს ისრაელის დღე, როდესაც მოდის ჩვენთან ისრაელის ელჩი და გვიზიარებს სიტყვას ამ კურთხეული ერის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს სხვადასხვა პროექტებით. ისრაელიც ხედავს, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა ამხედრებული და მხოლოდ ქრისტიანები ცდილობენ მის მხარდაჭერას. ქრისტიანები ყოველთვის სწორ ინფორმაციას უნდა ვავრცელებდეთ მის შესახებ.

 და ბოლოს რას ეტყოდით ქრისტიანებს ისრაელზე?

– ებრაელები გრძნობენ, როდის უყვართ ისინი და როდის არ უყვართ. ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია მახსენდება ბიბიიდან, როდესაც ბოროტი, მეფე ბარაკი მივიდა წიმასწარმეტყველ ბალაამთან და სთხოვა დაეწყევლა ისრაელი. როცა ბალაამმა დააპირა წასვლა ისრაელის დასაწყევლად, ანგელოზმა შეაჩერა იგი. ეს ერთადერთი შემთხვევაა , როდესაც წინასწარმეტყველს აჩერებს ანგელოზი, რადგან ის ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ აპირებდა წასვლას. ამის შემდეგ მეფე ბარაკი სთხოვს ბალაამს, რომ თუ არ დასწყევლის ნუ აკურთხებს მაინც ისრაელს…. და ასე მოქმედებს დღემდე ეშმაკი, თუ მან ვერ მიაღწია, რომ დავწყევლოთ ისრაელი, ცდილობს რომ არც მისი მაკურთხებლები არ გავხდეთ და დავრჩეთ ნეიტრალურები. ეს ძალიან ცუდია! მოვუწოდებ თითოეულ ქრისტიანს , რომ ილოცონ ისრაელისთვის, უყვარდეთ ისრაელი, აკურთხეთ იგი და დაეხმარეთ ხალხს, რომელიც ებრაელებს  ეხმარება!

ინტერვიუ მოამზადა : სალომე ჯებისაშვილმა