გერმანიის ლუთერანულმა ეკლესიის სინოდმა აღიარა რომ დამნაშავეა ანტისემიტიზმის გაღვივებაში

o_1334736

 

შეხვედრა გაიმართა შაბათს გერმანულ ერფურტში, გვამცნობს TACC. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო მარტინ ლუთერის ანტიებრაული გამონათქვამები. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღეს საბოლოო დოკუმენტი. ეკლესია გაემიჯნა ლუთერის გამონათქვამებს, ასევე აღიარა რომ ეს იდეები გამოყენებული იყო ნაცისტების მიერ, ებრაელების განადგურების გასამართლებლად. საბოლოო რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სინოდი აღიარებს „დანაშაულსა და არასწორ დამოკიდებულებას მთელი გერმანიის პროტესტანტული ეკლესიის სახელით, რომელშიც თეოლოგოურად  დადასტურებულ ანტისემიტიზმი გადაეცემა ამ დრომდე, თითქოს ეს სახარების ნაწილი იყოს“.

 

1 ნოემბერს, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, რეფორმაციის 500 წლისადმი მიძღვნილი სამახსოვრო წელი. შემდეგი წლის 31 ოქტომბრამდე გაიმართება ასობით ღონისძიება. 1517 წლის 31 ოქტომბერი ითვლება რეფორმაციის სათავედ. სწორედ ამ დღეს გამოაქვეყნა ლუთერმა ტაძრის კარებთან თავისი „95 თეზისი“ – დოკუმენტი, რომლისგანაც დაიწყო პროტესტანტიზმი.

წყარო-http://www.vesti.ru/doc.html?id=2823679#