ალიას ქრონოლოგია

Aliya_USA_Rivlin2ალია (ებრ.: עֲלִיָּה, ’ăliyyāh; „ზეასვლა“ ან „ამაღლება“)

სწავლულთა უმეტესობა ისრაელის მიწაზე ებრაელთა ფართომასშტაბიან იმიგრაციას ათარიღებენ ადრეული 1880-იანი წლებით, როდესაც რუსეთში გაჩაღებულ ხოცვა-ჟლეტასა და დევნას გამოქცეულმა ებრაელებმა იწყეს ჩამოსვლა და ისეთ თემთა დაარსება, როგორებიცაა ფეთახ ტიკვა და რიშონ ლესიონი. დაახლოებით ამავე დროს, იემენელმა ებრაელებმაც გრძელი გზა გამოიარეს სამშობლოსკენ და ძველ ქალაქ იერუსალიმის მახლობლად დასახლდნენ.

მას შემდეგ 3.5 მილიონი ებრაელი დაბრუნდა ისრაელში ასზე მეტი ერიდან. ზოგი საკუთარი ნებით ჩამოვიდა, რადგან მათ ბიბლიური იმედი ამოძრავებდათ კიდევ ერთხელ საკუთარი ერის აღორძინებისა ძველ სამშობლოში. სხვანი კი ანტი-სემიტიზმსა და სხვა საფრთხეს გამოექცნენ, მაგალითად, ევროპაში გაჩაღებულ ნაცისტური გენოციდის კამპანიას. ზოგი კი ლტოლვილი გახლდათ, რომელთაც აიძულეს საკუთარი სახლების დატოვება 1948 წელს ისრაელის აღორძინების შემდეგ.

აი, თანამედროვე ალიას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოვლენა:

1882 წ. −  ჰოვევეი სიონი (სიონის მოყვარულნი) − ჩამოდიან რუსეთიდან და სახლდებიან რიშონ ლესიონში (პირველნი სიონში).

1904 წ. − ალიას მეორე ტალღა იწყება მეფის რუსეთში აგორებული ხოცვა-ჟლეტისა და დევნის შემდეგ.

1924 წ. − ებრაელთა დიდი რაოდენობა იწყებს ჩამოსვლას პოლონეთიდან ამ ქვეყნის მთავრობის მიერ დაწყებული ანტი-სემიტური პოლიტიკის შედეგად.

1933 წ. − ნაცისტები ნელ-ნელა ქვეყნის სათავეში ექცევიან და მრავალ გერმანელ ებრაელს აიძულებენ სამანდატო პალესტინაში გაქცევას.

1945 წ. − მეორე მსოფლიო ომის დამტავრების შემდეგ ჰოლოკოსტს გადარჩენილი 400,000 ევროპელი ებრაელი მიემგზავრება ისრაელში, ზოგიერთი მათგანი ალიას საიდუმლო ოპერაციების მეშვეობით.

1948 წ. − ისრაელის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არაბული მიწებიდან გამოდევნილი 800,000 ებრაელის ნაკადი იწყებს დინებას საკუთარი სამშობლოსკენ.

1949 წ. − ოპერაცია „ჯადოსნური ხალიჩის“ ფარგლებში იემენი დათანხმდა 45,000 ებრაელის ჩუმად გაშვებაზე ბრიტანეთისა და ამერიკის მიერ განხორციელებული 380 საჰაერო რეისის მეშვეობით.

1984 წ. − ოპერაცია „მოსეს“ დროს ისრაელმა მკაცრად გასაიდუმლოებული სასწრაფო საჰაერო რეისის მეშვეობით განახორციელა 8, 000 ეთიოპიელი ებრაელის გადაყვანა ეთიოპიასა და სუდანში დროებით მოწყობილი ბანაკებიდან.

1989 წ. − საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაახლოებით ერთი მილიონი რუსულენოვანი ებრაელი მასობრივად მიემგზავრება ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.

1991 წ. − ოპერაცია „სოლომონის“ დროს ისრაელმა ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში საჰაერო რეისით გადაიყვანა დაახლოებით სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე მდგარი 15,000 ეთიოპიელი ებრაელი და ამისათვის გამოიყენა 34 რეისი, ამასთან, თვითმფრინავებიდან სავარძლები ამოიღეს, რათა მეტი მგზავრის ადგილი ყოფილიყო. ეს ოპერაცია ჯერ კიდევ ინარჩუნებს მსოფლიო რეკორდს ერთი საჰაერო რეისის მეშვეობით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით: 1, 122 ადამიანი იყო მოთავსებული თვითმფრინავში ბოინგ 747.

2005 წ. − ინდოეთში არსებული ბნეი მენაშეს თემიდან ხორციელდება პირველი ფრენა ისრაელის მიმართულებით.

2008 წ. – ეკონომიკური კრიზისისა და მზარდი ანტი-სემიტიზმი იწვევს ალიას კიდევ ერთ ტალღას დასავლეთიდან.

2014 წ. − უკრაინაში დაწყებული მშფოთვარების გამო ალიას კიდევ ერთი ტალღა მოემართება ისრაელში ჩრდილოეთიდან.