ვიზე საუბრობს ესაია 53-ე თავში?
ქრისტიანული სარწმუნოება დაფუძნებულია ღმერთის სიტყვაზე,რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში უცვლელი იყო და არის და რომელმაც გაუძლო ყველანაირ დევნასა და მცდელობას მის განსანადგურებლად. ქრისტიანული მრწამსის ფუნდამენტი სწორედ ის წინასწარმეტყველებებია,რომელნიც იესო ქრისტეზე (იეშუა ჰა მაშიახში) აღსრულდა. საოცაოცარია არა მხოლოდ ამ წინასწარმეტყველებათა რაოდენობა,არამედ მათი დეტალებიც. აი რას წერს ესაია წინასწარმეტყველი ჩვ.წ.აღ-მდე 700წლით ადრე. ესაია.52:13–15 53:1-12.
აჰა, წარემართება ჩემს მონას, აღიმართება, აიწევა და დიდად ამაღლდება. მრავალი მისი მნახველი განცვიფრდა, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე ისე, როგორც არავისი, და მისი იერი ადამის ძისას აღარ ჰგავდა. აჰა, გაოცდებიან მრავალი ხალხები, მისი შემხედვარე მეფენი დადუმდებიან მის წინაშე, როცა იხილავენ იმას, რაც არავის უამბია მათთვის, და რაც არ სმენიათ, იმას გაიგებენ.
„ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა. მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა. უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება. თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდ
ვნახოთ რას ამბობენ ამ წინასწარმეტყველების შესახებ რაბინები.
ესაიას წიგნის კითხვის დროს ეჭვგარეშეა,რომ ეს წინასწარმეტყველებები მესიას ეხება. იმ თანამედროვენ რაბინების აზრით,რომელნიც იეშუას მესიად არ აღიარებენ,ეს წინასწარმეტყველება ისრაელს ეხება. თუმცაღა არსებობდნენ და დღესაც არსებობენ რაბინები,რომელნიც ამტკიცებენ,რომ ესაია 53-ე თავში მესიაზე წერდა. აი რამდენიმე მათგანის აზრი:
რაბინი მოშე ალშეიხ (1508-1600)
„ჩვენი რაბინები ერთხმად აღიარებენ, რომ ესაია ამ წინასწარმეტყველებას მეფე მესიაზე წერდა და ჩვენც ვემხრობით ამ მოსაზრებას და ასე იქნება მარად.“
რაბინი იეფეტ ბენ ალი (მეათე საუკუნის მეორე ნახევარი)
„პირადად მე მივიჩნევ,რომ ესაია წინასწარმეტყველი წერს მესიაზე.“
აბრაამ ფარისოლი ( 1451-1526)
„ესას 53-ე თავში დიდი მსგავსებაა ჩვენს მესიასა და ქრისტიანთა იეშუას შორის. არ არსებობს სხვა ასეთი მსგავსება და არც წინასწარმეტყველება,რომელიც ასე უკავშირდება მას.“
იონათანის ტარგუმი . აღწერს ესაიას 52:13
„აი მონა ჩემი -მესია“
გერსოდინი ( 1288-1344) აკომენტარებს მეორე რჯულის 18:18-ს
„მესია ნამდვილად ისეთი წინასწარმეტყველია,როგორც ეს ესაიას წიგნში წერია,52:12 „აი მონა ჩემი“
ტანხუმის მიდრაში ესაის 52:13-ზე
„ის ამაღლდა აბრაამზე მაღლა,მოშეზე (მოსეზე) მაღლა და არქანგელოზებზე მაღლა.“
იალკუტ შიმონი წერდა რაბინ იოსებ კარა ბენ სიმონს (მე-12 სკ) ქვაკუთხედთან მიმართებაში,რომელზეც წერია ზაქარიას 4:7-ში
„ის,მესია,მეტია პატრიარქებზე,მასზე ნათქვამიცაა :“აი მონა ჩემი.. ამაღლდება,აღზევდებადა დიდად განდიდდება,“ იესაიას 52:13“
მაიმონიდი (1135-1204) {იუადაზმის ფილოსოფის დამარსებელი} წერდა რაბინ ალფას ბენ იაკობს:
„ასე ამბობს ესაია,როდესაც მთელი დროის განმავლობაში წინასწარმეტყველებდა,რომ მეფეები მესიას მოუსმენდნენ. ის ამბობდა:“პირს მოკუმავენ მეფეები მის წინაშე,რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერ არსმენილს გაიგონებენ“ ესაია 52:15. კვლავ ესაია ამბობს,რომ მეფე მესია მოვა,მაგრამ მისი წარმოშობა არ იქნება დედისა და მამისგან, როგორც ეს ესაიას 53:1-2წერია :“ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე,როგორც ფესვი ურწყული მიწიდან.“
ტანხუმის მიდრაში
რაბინ ნახმანი ამბობს:
რიცხვთა წიგნი 1:4 „თითო კაცი ( ორიგინალში ქმარი), რომელიც თავისი მამისსახლის თავკაცია“ ეს ეხება მესიას,დავითის ძეს,როგორც წერია:“ აი კაცი-სახელი მისი „მორჩია“. ზაქარია 6:12. როგორც იონათი განმარტავს:“აი ქმარი,მესია“,ასეცაა ნათქვამი ესაის 53:3-ში :“კაცი (ქმარი) გატანჯული და სნებამორეული.“
თალმუდი.სანხედრინი (98ბ)
„მესია,რა არის მისი სახელი? მიშნის ერთ-რთი ავტორის,რაბინ იეჰუდა ა-ნასის სკოლის მოსწავლენი ამბობენ: { „ხოლაია–სნეული“}. ასე წერია:“ ნამდვილად მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი.“
პესიქტა რაბბატი (მიახლოებით 845წ) ესაიას 61-10-ზე
ერთხელაც ნისანის თვეს აღდგებიან პატრიარქები და ეტყვიან მესიას:ეფრემ,ჩვენო სამართლიანო ცხებულო,მართალია,ჩვენ წინაპრები ვართ შენი,მაგრამ შენ ჩვენზე ამაღლებული ხარ,რადგან იტვირთე ჩვენი შვილების ცოდვები. როგორც წერია: ესაიას 53:4-5
„ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული.მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.“
რაბინი სიმონ ბენ იოჰანი (მეორე სკ.) ზოარი,ნაწილი მეორე,გვ. 212 და ნაწ. მესამე გვ. 218 (ამსტერდამის გამოცემა) კაბალა
„აი ედემის ბაღში დგას სასახლე,რომელსაც ეწოდება „სნეულთა ძეების სასახლე.“ ამ სასახლეში მოდის მესია და უხმობს ყველა სნეულებასა და სასჯელს,ისინიც მიდიან და მასზე ივანებენ. მას რომ ეს წყევლა და სნეულებები არ მოეცილებინა ისრაელისთვის და თავის თავზე რომ არ აეღო,ვერ მოიძებნებოდა სხვა ისეთი ადამიანი,რომელიც შეძლებდა ისრაელის რჯულისადმი დაუმორჩილებლობით გამოწვეული სასჯელის თავის თავზე აღებას. მაგრამ ესაია მასზე ამბობს:“„ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული.მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.“
-როდესაც მათ აუწყეს მას (მესიას) ისრაელის სიღარიბეზე,მონობასა და მის წიაღში არსებულ ბოროტ ხალხზე,რომელთაც არ ესმით და არ ინანიებენ,რომ შეიცნონ თავიანთი უფალი, მან აღიმაღლა ხმა,ატირდა მათ ბოროტ დამოკიდებულებაზე,როგორც წერია:“ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი“
როდესაც ისრაელი ცხოვრობდა აღთქმულ მიწაზე,მისი ძეების სნეულებანი გამოსყიდული იყო მსხვერპლშესაწირავებით,მაგრამ ახლა მესია საკუთარ თავზე იღებს მსოფლიოს ძეთა ცოდვებსა და სნეულებებს.
როდესაც ყოვლადწმიდამ,კურთხეულ იყოს მისი სახელი,გადაწყვიტა მსოფლიოს გამოხსნა,მან მთელი კაცობრიობის ცოდვა ერთ მართალ პიროვნებას დააკისრა. საიდან ვიცით ეს? იმიტომ რომ წერია ესაია 53:4-5-ში.
მიდრაში რუთის წიგნზე 2:14
„ის (ბოყაზი) საუბრობს მესიაზე: „მოდი აქ“ ანუ იგულისხმება სამეფო ტახტთან მიახლოება. „და ჭამე პური“-იგულისხმება სამეფო პური და „და ამოაწე შენი ლუკმა ძმარში“,ეს კი გულისხმობს მესიის წამებას,როგორც წერია:“ის ტანჯული და დასჯილი იყო..“ ესაია 53:4-6
რაბინი ილია დე ვიდასი (მე-16 სკ)
„ის დასჯილი იყო ჩვენი ცოდვების გამო“ ეს ნიშნავს,რომ მან ჩვენს ნაცვლად იტვირთა ტანჯვა-წამება და ჩვენ გაგვანთავისუფლა მისგან,ამიტომ მათ ვინც არ ირწმუნებენ მას,თავად მოუწევთ თავიანთი ცოდვებისათვის ტანჯვის ატანა.
სიფრე
რაბინმა იოსე გალილეველმა თქვა:
„მოდი და ისწავლე მეფე მესიასგან,რომელმაც მოგვიტანა გამართლების ჯილდო,პირველი კაცისგან განსხვავებით,რომელსაც (ადამს) მხოლოდ ერთი მცნება და აკრძალვა ებოძა და მაშინვე გადაუხვია უფლის მცნებას,რის გამოც მისმა ერთმა ქმედებამ მოგვიტანა სიკვდილი და წყევლა მილიარდობით ადამიანს,რომელიც გადავიდა თაობიდან თაობაზე. რა უფრო აღმატებულია შურისძიება თუ წყალობა? წყალობა ბევრად აღემატება. იფიქრე რამდენად აღმატებულია პირველ კაცზე მეფე მესია,რომელმაც ზღო ჩვენი ცოდვებისათვის,მან გადაიხადა ფასი იმის გამო,რომ ჩვენ დავარღვიეთ რჯული. სწორედ მისი მსხვერპლი ამართლებს თაობებს. სწორედ ეს არის ამ სიტყვების მნიშვნელობა:“ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო ტანჯული.“
რაბინი ელიაზარ ბენ კალირი (მიახლოებით მეცხრე სკ.) დაწერა მუსაფის ლოცვაში:
„თავისი მხრებით მესიამ ატარა ჩვენი ცოდვები,რომ ჩვენ ვყოფილიყავით შეწყალებულნი.“
რაბინი მოშე (მქადაგებელი მე-9სკ.) წერდა კომენტარს პირველ წიგნზე (დაბადების წიგნზე):
„თავიდანვე ღმერთმა აღთქმა დაუდო მესიას და უთხრა მას:“ჩემო მართალო მესია,იმ ადამიანთა ცოდვები,რომლებიც დაივანებს შენზე,რთულ დროს მოგიტანს.“ და მან (მესიამ) უპასუხა:“მე მზად ვარ ვიტირთო მათი ცოდვები,რომ არც ერთი ისრაელიანი არ დაიღუპოს.“ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე,მესიამ მთელი სიყვარულით იტვირთა ადამიანთა სასჯელი,როგორც წერია,რომ ის ნებაყოფლობით იყო დასჯილი და ნაწამები და არა იძულებით.“
პესიქტა ( ესაიას 61:10-ზე)
„დიდი ტვირთი იყო დადებული შენზე მესია,როგორც ნათქვამია:“საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე,როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა. ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა.“ და ნათქვამია:“ ღმერთმა მას დააკისრა თითოელი ჩვენგანის ცოდვა.“ (ესაიას 53:6-8)
ეს აღთქმები მესიის შესახებ,რომელიც მიეცა ისრაელს ჩვ.წ.აღ-მდე ამტკიცებს,რომ მესია ეს სხვა არავინაა,თუ არა იეშუა ჰა მაშიახი (იესო ქრისტე),რომელიც როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო,დაიბადა ებრაელი ქალწულისგან და სიკვდილის შემდგომ მესამე დღეს აღსდგა. მას მიესადაგება ყველა ის წინასწარმეტყველება რომელიც წმ. წერილში მოიძებნება ხსნაზე. იმაზე,რომ სწორედ იეშუაა აღთქმული მხსნელი,მიუთითებს ის მუხლები ახალ აღთქმაშ (ბრით ხადაშა), რომელიც მთლიანად მას ეძღვნება და დაფუძნებულია მთლიანად ძველ აღქთმაზე (თანახზე),განსაკუთრებით კი ესაიას 53-ე თავზე.
ბრით ხადაშა (ახალი აღთქმა)
იოანეს სახარება 12:37-38
„ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნნენ მას,რათა აღსრულებულიყო ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები:“უფალო ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?“ (ეს 53:1)
მათეს სახარება 8:16-17
„ და განკურნა ყველა სნეული,რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნაწინასწარმეტყველები:მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.“
1პეტრე 2:24-25
„მან ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე,რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ;ვისი ჭრილობებითან თქვენ განიკურნეთ. ცხვრებივით გზააბნეულნი ვიყავით და ახლა დავუბრუნდით მწყემსსა და ჩვენს სულთა ზედამხედველს.“
მოციქულთა საქმეები 8:32-35
„ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი.“ მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, მისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე? ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.“
1პეტრე 2:22
„რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს.“
ლუკას სახარება 22:37
„რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულღგს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება.“
მარკოზის სახარება 15:27-28
„მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე – მარცხნივ. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო.“
ჩვენი აზრის გამოხატვის გარეშე,ვთავაზობთ მკითხველს დაინახოს არის თუ არა ძველი და ახალი ართქმის წიგნები ერთი მთლიანი სიტყვა უფლისა,რომელიც უცხადებს ხალხს ღმერთს და ანახებს თუ რამხელა კავშირია თქმულ ძველ აღთქმაში აღთქმულ მესიასა და ახალი აღთქმის იეშუას შორის,რომელზეც მოწმობდნენ წინასწარმეტყველნი და რომელნიც იეშუა ჰა მაშიახში (იესო ქრისტეში) აღსრულდა.