საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო გმობს სისასტიკის ამ ამაზრზენ აქტს.

synagogue-attack-300x200მკვლელებმა, რომლებმაც იერიში მიიტანეს უდანაშაულო ებრაელ მრევლზე, იერუსალიმის ჰარ ნოფის სინაგოგაში, ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია იმ ტერაქტებს შორის, რომელთა აღმოფხვრასაც ისრაელი ბოლო რამოდენიმე წელია ცდილობს. საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო გმობს სისასტიკის ამ ამაზრზენ აქტს, რაც ორმაგ ძალას გვაძლევს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დილის ლოცვები ისრაელისთვის.

ბოლო დროს ძალადობისა და დაძაბულობის ტალღამ იმატა ისრაელის შიგნით და მის გარეთ, რაც უდაოდ ანტი-ისრაელური და ანტისემიტური საზოგადოების მიერ არის წაქეზებული და მსოფლიო ლიდერებმა დაუყონებლივ უნდა შეაჩერონ ეს ყოველივე. ასეთი შეგნებული კამპანიები, რომლებიც უბიძგებს ძალადობისა და მკვლელობისკენ, დაუყონებლივ უნდა დაიგმოს.

ჩვენ მოვუწოდებთ ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში გადაუდებელი ლოცვისკენ ისრარლის ხალხისთვის ესეთ რთულ პერიოდში. ძალიან ვწუხვართ, რომ იერუსალიმის მოსახლეობა გახდა ასეთი ცუდი ფაქტის მოწმე და იმედი გვაქვს, რომ ისინი მალე დაიბრუნებენ უსაფრთხოების განცდას. გთხოვთ ილოცოთ, რომ უფალმა ანუგეშოს ის ოჯახები, რომელზეც განსაკუთრებით იმოქმედა ამ მკვლელობამ, ასევე ისრაელის ლიდერებზე, რომ უფალმა მისცეს მათ სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე, რათა ჰქონდეთ ამ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება.