იონადან ჯიჰადამდე, ერაყელ ქრისტიანთა ტრაგიკული ბედი

ერაყელი ქრისტიანები ეკლესის დაბომბვის შემედეგ

მსოფლიო გააოგნა ერაყში, ბოლო თვეების განმავლობაში, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული მილიციის მიერ გამოჩენილმა სისასტიკემ და სიმხეცემ, განსაკუთრებით ერაყის უძველეს ქრისტიანულ თემთა და სხვა უმცირესობათა მიმართ.
ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ჯიჰადისტები ყოველდღიურად თავს ჰკვეთენ, სახრჩობელაზე ჰკიდებენ და ჯვარს აკრავენ ადამიანებს მთელს ჩრდილო-დასავლეთ ერაყში, ისევე, როგორც აღმოსავლეთ სირიაში. მილიციელები იჭრებოდნენ სოფლებში, ხოცავდნენ მამაკაცებს, აუპატიურებდნენ ქალებს და იმონებდნენ ბავშვებს. ასეთმა მხეცურმა მოპყრობამ ზოგიერთი მსოფლიო ლიდერი აიძულა დასავლეთისაგან მოეთხოვა ერაყში სამხედო ძალების ხელმეორედ შეყვანა, მიუხედავად ერაყსა და ავღანეთში ფართოდ გავრცელებული გაჭიანურებული საომარი კონფლიქტებისა.
სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო მოღვაწე აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები შევიწროებულ ქრისტიანთა უბედურება საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ჯიჰადისტთა მოქმედებას. ისინი უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ტერორიზმი დასავლეთის სანაპიროებზეც არ გავრცელდეს, როგორც ლონდონის მეტროს დაბომბვის ან 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემთხვევაში მოხდა. ამ რეგიონში მცხოვრები ქრისტიანები უყურადღებოდ არიან დარჩენილნი ახლა, ისევე, როგორც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში.
ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანობის აღმასვლა და უკან დახევა
საუკუნეების წინ, ახლო აღმოსავლეთი იყო ადგილი, სადაც დაირწა ქრისტიანობის აკვანი; მისი მოსახლეობის ნახევარი ამ რწმენის მიმდევარი გახლდათ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა მეშვიდე საუკუნეში, მუსლიმთა მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობის შემდგომ. მრავალი ქრისტიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო, მრავალიც აიძულეს რჯული შეეცვალა ან მომკვდარიყო. მთლიანი ქრისტიანული თემები გაანადგურეს, ხოლო დარჩენილნი აიძულეს დჰიმის (Dhimmi) სტატუსი მიეღოთ და გადაეხადათ ჯიზიას დამამცირებელი სულადობრივი გადასახადი იმისათვის, რომ დაცულნი ყოფილიყვნენ.
მიუხედავად ამისა, არაბულ მიწებზე მცხოვრებმა ბევრმა ქრისტიანმა შეძლო თავისი რწმენის შენარჩუნება გადარჩენა მუსულმანთა ბატონობის პირობებში. ასიოდე წლის წინ, ქრისტიანები, ახლო აღმოსავლეთის მთელი მოსახლეობის, დაახლოებით, 20%-ს შეადგენდნენ ისევ, მაგრამ ოსმანთა იმპერიის დაცემისა და მას შემდეგ ამ რეგიონში მომხდარი კონფლიქტების შედეგად, ეს ამაყი, ისტორიული ეკლესიები მცირე გადმონაშთებად იქცა.
არაბული გაზაფხულის დაწყებამ დააჩქარა ქრისტიანთა მასობრივი გაქცევა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მასობრივმა მღელვარებამ გამოიწვია ამ რეგიონის რეპრესიულ დიქტატორთა ჩამოგდება, რადიკალურმა ისლამისტებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება, რის შედეგადაც ქრისტიანულ თემთა მხეცური დევნის ტალღა აგორდა.
ყველგან, სადაც რადიკალური ისლამისტები ხელთ იგდებდნენ ძალაუფლებას, წვავდნენ და ბომბავდნენ ეკლესიებს, აწყობდნენ ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტას, იტაცებდნენ ქრისტიან ქალებს და აიძულებდნენ მუსლიმ მამაკაცებზე გათხოვებას.
უკანასკნელმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიაა, რომელსაც 2.2. მილიარდი მიმდევარი ჰყავს, ქრისტიანები, ასევე, ყველაზე მეტად დევნილი რელიგიური ჯგუფია, განსაკუთრებით, მუსლიმურ ქვეყნებში. ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთათვის ყველაზე მწვავე მდგომარეობა ერაყსა და სირიაშია შექმნილი ამჟამად.
ქალდეური ქვაბი
ერაყსა და სირიაში მცხოვრებ ქრისტიანთა უმეტესობა ეკუთვნის ძველ სირიულ ან ქალდეურ ეკლესიებს და მათი სულიერი მემკვიდრეობის მატარებელია წინასწარმეტყველ იონადან მოყოლებული, რომელმაც, ქრისტეს შობამდე 700 წლით ადრე, იქადაგა ნინევიაში, რამაც მრავალს უბიძგა მონანიებისა და ბიბლიური ღმერთისადმი რწმენისაკენ. ამან მოამზადა ისინი სახარებისათვის, როცა, პირველ საუკუნეში, პეტრე და თომა მოციქულებმა იქადაგეს ამ რეგიონში და დააარსეს ეს ეკლესიები. დიდი ხნის განმავლობაში, ქალდეის საეპისკოპოსო ათასობით ეკლესიას უწევდა ზედამხედველობას თურქეთიდან ჩინეთამდე.
ეს უზარმაზარი სამწყსო გაიფანტა და დაიკარგა მუსლიმთა შემოსევებისა და საუკუნეების განმავლობაში რეგიონის დაპყრობათა შედეგად. უკანასკნელი ხანების განმავლობაში ქალდეველ ქრისტიანთა განადგურება გრძელდება.
პირველი მსოფლიოს შემდეგ, როცა ყოფილი ოტომანთა იმპერია არაბულ მიწებად დაიყო, მრავალმა ახლადწარმოქმნილმა არაბულმა სახელწიფომ დაიწყო ადგილობრივ ქრისტიანთა დევნა-შევიწროება. სადოქტორო დისერტაციის თანახმად, რომელსაც „ერის სიკვდილი“ (The Death of a Nation) ეწოდება და გამოქვეყნებულია 1968 წელს, ერაყში მცხოვრები ქრისტიანები განდევნეს სირიაში, მაგრამ სირიას არ სურდა მათი მიღება და ისევ ერაყში დაბრუნება აიძულა მათ. ამ არეულობასა და სისხლისღვრას, დაახლოებით, 1.5 მილიონი ასირიელი ქრისტიანი შეეწირა.
ეს ტრაგედია განმეორდა, როცა აშშ-ს ხელმძღვანელობით ერაყში შეჭრა განხორციელდა და დაამხო სადამ ჰუსეინი 2003 წელს და ვინაიდან ეს კონფლიქტი „დასავლეთის ჯვაროსნების“ წინააღმდეგ მიმართულ ჯიჰადში გადაიზარდა, ერაყში ალ-ქაიდამ ქრისტიანებს წაუყენა ჯიზიას გადასახადის აღდგენასთან დაკავშირებით და, როცა მათ უარი განაცხადეს, ალ-ქაიდამ ხუთი ეკლესია დაბომბა მხოლოდ ერთ კვირა დღეს.
ისლამისტმა ექსტრემისტებმა ნათლად გამოხატეს საკუთარი მიზანი ერაყიდან ყველა ქრისტიანის განდევნის შესახებ და მართლაც, ერაყის ქრისტიანული მოსახლეობა, 1.5 მილიონიდან 300 000-მდე შემცირდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. ბევრი მათგანი მეზობელ სირიაში გაიქცა, რადგან ორივე ქვეყანაში ერთი და იგივე ენაა გავრცელებული, ხშირია ამ ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის ოჯახური კავშირები და ორივე მათგანი ასრულებს ასირიული მართლმადიდებლური და კოპტური ეკლესიის ლიტურგიასა და წეს-ჩვეულებებს.
სირიაში, მალე, სამოქალაქო ომი დაიწყო და ბევრი სუნიტი ჯიჰადისტი შეუერთდა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მოძრაობას. მათი ერთ-ერთი სამიზნე ქრისტიანული თემი იყო, რომელიც უმცირესობაში მყოფი ალავიტ მმართველებთან შეთანხმებული იყო სირიის სუნისტი არაბების წინააღმდეგ, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ. ამასობაში, ასადის მომხრეებმაც შეუტიეს ქრისტიანებს, რადგან მათ იარაღს არ მოჰკიდეს ხელი არსებული რეჟიმის დასაცავად.
ორ მეომარ მხარეს შორის მოქცეული სირიელი ქრისტიანები საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უკანასკნელი წლების განმავლობაში. სირიიდან ერაყში გაქცეულნი ერაყში მიმდინარე საშინელ მოვლენათა მომსწრენი არიან და ვერ გაუგიათ, სხვაგან სად შეეძლოთ თავშესაფრის პოვნა.
ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ძალებმა ამ ზაფხულს, სირიაში დატბორეს ტერიტორია ერაყის წერტილოვანი საზღვრის გაყოლებით; წყალმა დაფარა ჩრდილო-დასავლეთ ერაყში სუნისტების მმართველობას დაქვემდებარებულ პროვინციებში არსებული თივის ზვინები. ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც მიზანში ამოიღეს ბოლო კვირების განმავლობაში, არის ნინევიის დაბლობი, რომელიც ტიგროსის გაყოლებით მდებარეობს, მოსულის ზემოთ.
ეს პლატო იყო უკანასკნელი უსაფრთხო თავშესაფარი და ისტორიული სამშობლო ქვეყანაში დარჩენილ ღვთისმოშიშ ქალდეველ ქრისტიანთათვის უკანსკნელი 2 700 წლის განმავლობაში. სულ რაღაც ერთი თვეში აქ არსებული ყველა ტრადიციული ქრისტიანული ქალაქი დაცარიელდა და რეგიონში დარჩენილი უკანასკნელი 300 000 ქრისტიანმა გაქცევით უშველა თავს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. ბევრმა თავი შეაფარა ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილს, სხვები კი იორდიანასა და თურქეთში არსებულ ლტოლვილთა ბანაკებს აფარებენ თავს.
„წმინდა“ ისლამის იძულებითი გავრცელება
ეს ტრაგიკული მოვლენები თვალსაჩინო დადასტურებაა ისლამური სახელმწიფოსა და სხვა რადიკალი მუსლიმი ფრაქციების მიერ წამოწყებული სისტემატიური კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის გაწმენდას ქრისტიანული მოსახლეობისაგან, ისევე, როგორც ებრაელი უმცირესობა აყარეს ძალით და აიძულეს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება ისრაელის აღორძინების შემდგომ, 1948 წელს. მიზეზი, რის გამოც მუსულმანი „პურისტები“ დევნიან ქრისტიანებს, გახლავთ ისლამის ის გარკვეული, უნიკალურად დაუნდობელი პრინციპები, რომელთა იძულებით გავრცელებასაც ცდილობენ ისინი.
პირველი, ისლამური რწმენა არის ძალზე ტერიტორიულია და მსოფლიოს ყოფს დარ ალ-ჰარბ და დარ ალ-ისლამად (Dar al-Harb and Dar al-Islam), რაც ნიშნავს: „ომის სახლი“ „მშვიდობის სახლის“ წინააღმდეგ. ეს დოქტრინა გულისხმობს შემდეგს: მუსლიმების მიერ დაპყრობილი და შარიათის კანონებს დამორჩილებული ნებისმიერი ტერიტორია ასევე უნდა დარჩეს მუსლიმთა მომავალ თაობათათვის, ხოლო დანარჩენი მსოფლიო არის ომის ადგილი (ჯიჰადი), რომელიც ისლამის გასავრცელებლად უნდა იქნას დაპყრობილი.
მეორე, შარიათის კანონი მოითხოვს, რომ მუსლიმებმა არასოდეს არ უნდა დაუჭირონ მხარი ქრისტიანებს ან იუდეველებს და ამგვარად, ქმნის თანდაყოლილ მტრულ განწყობას ამ უმცირესობაში მოქცეულ თემთა მიმართ. ეს ბრძანება პირდაპირ ყურანიდანააა და ამდენად, ის შეუვალია.
საუკუნეების განმავლობაში, მუსლიმებს ასწავლიდნენ, რომ, რადგან ისინი აღმატებული რელიგიის მიმდევარნი იყვნენ, ამდენად, ქრისტიანებსა და იუდეველებზე აღმატებული ადამიანებიც იყვნენ. სწორედ ამიტომ, ბუნებრივი უფლება გააჩნდათ მათზე ბატონობისა. უკანასკნელ ხანს, მრავალი მუსლიმისათის რთული აღმოჩნდა ამ საკუთარი აღმატებულობის შესახებ ამ განცხადების ხელის აღება და მისი გაცვლა თანამედროვე დემოკრატიულ ცნებებში, რომლებიც გულისხმობს თანასწორობასა და უმცირესობათა უფლებებს.
ისრაელი ერის აღორძინება 1948 წელს დიდი გამოწვევა იყო აღმატებულობის შესახებ აზროვნების წესისათვის, ვინაიდან ხსენებული ერის ხელახლა შობა მოხდა სწორედ იმ მიწაზე, რომელიც, ერთ დროს, შარიათის კანონებს ემორჩილებოდა. ბევრი მუსლიმისათვის ეს გახლდათ ორმაგი დარტყმა, რამაც კიდევ უფრო მეტად უბიძგა და გააძლიერა არაბთა მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ისრაელის სახელმწიფოს არსებობის მიმართ, რაც დღემდე გრძელდება კიდეც.
ახლა, რადიკალ მუსლიმთა დაჯგუფებებს, როგორიცაა ესის (ISIS), არ სურთ, რომ ადგილობრივმა ქრისტიანებმა, სხვათა მსგავსად, თავისუფლების მოპოვებაზე იფიქრონ. ამ მიზნით, ისინი ცდილობენ, საკუთარ რწმენაზე მოაქციონ, დაიმორჩილონ, გადაასახლონ ან გაანადგურონ ქრისტიანები. ამით შემოიფარგლება მათი მოქმედება, რომელიც სათავეს იღებს თავად მუჰამედისაგან.
გარდა ამისა, ისლამი ამორჩევით იღებს გარკვეულ ადგილებს ბიბლიური აპოკალიპტურ წერილთაგან და ამატებს მათ სრულიად ამახინჯებს მათ. მუსლიმთა რწმენა ამბობს, რომ იესო მართლაც დაბრუნდება ერთ დღესაც, მაგრამ დაბრუნდება იმისათვის, რომ აღმოფხვრას ქრისტიანობის ერესი და გამოაცხადოს ისლამი ერთადერთ ჭეშმარიტ რწმენად, ხოლო მუჰამედი − ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოგვევლინება დარჩენილი ქრისტიანული რწმენის გამანადგურებლის როლში.
ესისისა და აქაიდას რადიკალურ დაჯგუფებათ სჯერათ, რომ ალაჰის ბრძანებას ასრულებენ მუსლიმანთა მიწებზე დარჩენილ ქრისტიანთა გაჟლეტით. ისინი თვლიან, რომ მათი მოქმედება ნაწილია ქრისტიანთა, იუდეველთა და სხვა არამუსლიმთა წინააღმდეგ ხანგრძლივი ბრძოლისა, რომლიც მიზნად ისახავს მსოფლიოს გაწმენდას წარმართთაგან და ისლამის გაბატონებას.
ესის-ის ლიდერის იმამ აბუ-ბექრ ალ-ბაღდადის მიერ „ხალიფატის“ გამოცხადება, მათი აზრით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი საბოლოო მიზნის მიღწევისკენ, რომელიც გულისხმობს მსოლფიოში ისლამის გაბატონებას. ამგვარად, მათი მუქარა ლიბანსა და იორდანიაში ისლამური სახელმწიფოს მმართველობის გარცელების შესახებ, სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
დუმილის მცდარობა
დღესდღეობით, ერთ-ერთი რთულად პასუხგასაცემი შეკითხვა ისაა, თუ, რატომ არ იმაღლებენ ხმას და რატომ არ გამოდიან უფრო მეტი გაბედულებით დასავლეთის ქრისტიანები მუსლიმთა მიწებზე მცხოვრები რწმენისმიერი თანამოძმეების დევნისა და ხოცვის წინააღმდეგ. ესაა შეკითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ იუდეველნი საკუთარი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვინაიდან დუმდნენ ჰოლოკოსტის დროს.
ზოგიერთი ამერიკელი ებრაელი ლიდერი მართლაც ამტკიცებდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ფრანკლინ დ. რუზველტისგან, უფრო აქტიური ქმედების მოთხოვნა ნაცისტური გენოციდის შესაჩერებელად ევროპელ ებრაელთა მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა. შემდგომში გაირკვა ამ ვარაუდის სიცრუე და მცდარობა, ამიტომაც, ეს აღარ უნდა განმეორდეს, ამჯერად, ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანთა შემთხვევაში. მდგომარეობა მეტად აღარ უნდა გაუარესდეს მათთვის, ვინც ესის-ის, ალ-ქაიდას, ბოკო ჰარამისა და სხვა ჯიჰადისტურ დაჯგუფებათა მოქმედების გამო დევნასა და შევიწროებას განიცდის.
ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ებრაელ მეგობრებს. დუმილით ვერაფერს გავაწყობთ!
ჩვენ, როგორც არასოდეს, ხმა უნდა ავიმაღლოთ მათ მაგივრად, მათი გულისთვის. გთხოვთ, ილოცეთ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოძმე ქრისტიანთათვის და დაე, თქვენი ხმა გაისმას თქვენსავე ქვეყნებში იმის შესახებ, რომ ამ უძველეს ქრისტიანთა თემების ხოცვა-ჟლეტა და სასტიკი სისხლისღვრა უნდა შეწყდეს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის, რომ შეგიძლიათ გაიღოთ შემოწირულობა სქსი-ის მიერ ერაყში მცხოვრებ ქრისტიანთათვის გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად გაწეული ძალისხმევისათვის.

დევიდ პარსონსი. ICEJ. მედია დირექტორი.  

თარგმნა: ნინო ხუროშვილმა.