ICEj. საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის საქველმოქმედო საქმე.

10728715_741502405885173_866091719_nჰამასის კონფლიქტის დროს, ღაზას სექტორში, ICEJ-მა დააფინანსა მრავალი დღის გასვლები და შაბათის დასვენებები ისრაელიდან სამხრეთში გაჭირვებული ოჯახებისთვის, რომ დასვენების რამდენიმე დღე გაეტარებინათ თავიანთი ქვეყნის შედარებით მშვიდ და წყნარ ადგილებში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სტუმრობა იერუსალიმში.

ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, რომელსაც უნდა ესარგებლა დასვენებით, შედგებოდა 35 ოჯახისგან, სადაც ასევე იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები, რომელთაც ეხმარებოდა მზრუნველობის ცენტრი “Sedot HaNegev” ღაზასთან ახლოს, სადაც შემომავალი რაკეტების გაფრთხილების დრო არის 10-15 წამი. იმის გამო, რომ ამ ცენტრს აქვს მხოლოდ ერთი ბომბდამცავი თავშესაფარი, რომელიც იტევს მხოლოდ ათ ადამიანს, მათ კი ყავთ რამდენიმე ათეული რეგულარული პაციენტი, კონფლიქტის დროს მრავალი პაციენტი მკურნალობას სახლში აგრძელებს. ბევრი ოჯახის სახლებს არ გააჩნიათ თავშესაფრები და საშიშროების შემთხვევაში ისინი ახლომდებარე დასახლებასაც ვერ მიაღწევენ, რადგან ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია. ასე რომ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ოჯახები მუდმივად შიშში იმყოფებიან.

მაგრამ ICEJ-ის დაფინანსებული ვიზიტის დროს იერუსალიმში, ოჯახები აღმოჩნდნენ კარგ განწყობაზე, გაღიმებულები. სანამ ისინი იყვნენ იერუსალიმში, მათ აღწერეს საკუთარი ცხოვრება, როგორც მუდმივად საფრთხის ქვეშ მყოფი სიცოცხლეები, მაგრამ ასევე აღწერეს, თუ როგორ ზრუნავენ მუდმივად თავიანთ საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც გონებრივად, ფიზიკურად და ემოციურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი არიან.

კობი ბუბლიჩი, 47 წლის უნარშეზღუდული ადამიანი, დედასთან და მამასთან ერთად ჩამოვიდა მოშავშუვადან, რომელიც ღაზადან სულ რაღაც სამი კილომეტრით არის დაშორებული.

“ჩვენ არ გვაქვს დაცული ოთახი და კობისთან ერთად სწრაფად გადაადგილება გვიჭირს” -თქვა მისმა დედამ. “როდესაც ‘წითელი კოდი’ გამაფრთხილებელი ხმა ისმის, ჩვენ უბრალოდ ვრჩებით სახლში და მთელი დღე ვლოცულობთ. ზოგჯერ, როდესაც ეს გამაფრთხილებელი სიგნალი ისმის, მას ძალიან ღრმად სძინავს და მე გადავეფარები ხოლმე, რომ არაფერი დაემართოს. ეს ძალიან რთული სიტუაციაა და მე მთელი დღე სტრესულ მდგომარეობაში ვარ.”

2012 წლის ბოლოს, სარაკეტო შეტევის დროს, კობი მამამ აიყვანა ხელში და სიგნალის ხმაზე მყისვე გაიქცა თავშესაფარში, მაგრამ მამა დაიჭრა ორივე მხარში და ახლა მას მუშაობა აღარ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ოჯახს ძალიან გაახარებს სულ ერთი დღით მაინც კონფლიქტის ადგილს ჩამოშორება.”
“დიდი მადლობა იერუსალიმში მოწყობილი ამ ვიზიტისთვის”, -გაიღიმა კობის დედამ, -“ძალიან გვიყვარს ეს დღე.”
შესვენება ჩრდილოეთში.

მრავალი ოჯახი ისვენებდა გალილეასა და გოლანში. ისინი მოხარულები იყვნენ, რომ საბოლოოდ სიმშვიდე იპოვეს.
ლაშქრობა ბუნების პატარა ბილიკზე და ცურვა მდინარეებში. ჩანამ, რომელიც არის დედა აშდოდიდან, თქვა, რომ მისი ხუთი შვილი, ბოლოს და ბოლოს, შიშის გარეშე თამაშობდნენ გარეთ.

“აქ ყველაფერი უკეთესადაა”, -დასძინა ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა. -“ჩვენ შეგვიძლია წარსული ცოტახნით დავივიწყოთ, რაკეტები და ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა.”

ჩვენ შევხვდით ოჯახის კიდევ ერთ ჯგუფს, რომელიც არის სდეროთიდან, ღაზას მიდამოებიდან. ისინი ისვენებენ ზემო გალილეაში. ერთი დედა ამბობს: “საოცრებაა, რამდენიმე დღის განმავლობაში თავისუფალი იყო სტრესული სარაკეტო სიგნალიზაციისგან.”

წლების განმავლობაში, სდეროთის მოსახლეობას არ აწუხებდა გამუდმებული სარაკეტო იერიშის საშიში სიგნალიზაცია. მაგრამ ახლა არის ახალი საფრთხე, ტერორის გვირაბები. ბავშვებს მუდმივად ესიზმრებათ კოშმარები, რომ ტერორისტები გვირაბებს თხრიან მათი სახლების ქვეშ და ადრე თუ გვიან სახლებშიც შეუვარდებიან.
“ეს ჰგავს იმას, თითქოს თქვენ ცხოვრობთ ბრძოლის ველზე”, -აღნიშნა ერთ-ერთმა დედამ. -“თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ამ დაძაბულ სიტუაციაში მუდმივად, შესვენების გარეშე.”

ამასობაში, ჩვენ შევხვდით ოჯახს აშკელონიდან, სადაც ყავდათ უნარშეზღუდული ბავშვებიც, რომლებიც ICEJ-ის დასვენებით სარგებლობდნენ. მადლენმა, ნათანელის დედამ, რომელსაც ჰქონდა შეძენილი მძიმე ქცევითი პრობლემები, განაცხადა, რომ ეს დასვენება იყო ძალიან კარგი, რადგან მისმა შვილმა საბოლოოდ დაიწყო საუბარი და სიცილი.
“წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონია მასთან ერთად დასვენების შანსი. როდესაც განგაშის სიგნალიზაცია ირთვება ის გაყინულივით ზის და ბრაზდება, როცა სახლის დატოვება უწევს, რათა თავშესაფარი სხვაგან იპოვოს. მისი აზრით, სახლი ერთადერთი დაცული ადგილია.” -განმარტა მან. “ძალიან მიხარია, რომ მას მოსწონს ტიბერიაში დასვენება. იგი ძალიან ბედნიერია, რომ შეუძლია გარეთ გასვლა, სეირნობა და ხალხთან ერთად დროის გატარება.”

თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა