კარვობის დღესასწაულის შეჯამება

10379886_10152785446199634_7671059411941218668_oძვირფასო მეგობრებო,

ჩვენ სულ რაღაც ახლახანს ავღნიშნეთ კიდევ ერთი მშვენიერი კარვობის დღესასწაული იერუსალიმში. თითოეული დღესასწაულის შემდეგ, ხალხი მოდის და ამბობს, “ეს იყო საუკეთესო დღესასწაული რაც კი ოდესმე მინახავს!” ეს მართლაც ყოველთვის ასეა, რადგან ღმერთი გვაჩვენებს თავის დიდებულებას და უნიკალურს ხდის ყოველ წელს ამ დღესასწაულს. მაგრამ ამ წელს მართლაც ისტორიული შეკრება იყო და ჩვენ ვიგრძენით, რომ ეს დღესასწაული იყო მრავალი გარღვევის დღე!

 

10470949_10152788725254634_923299149759438184_oპირველ რიგში, უფალმა გვაჩვენა, რომ ის ისევ და ისევ ჩვენი ერთგულია. ღაზას კონფლიქტის გამო ზაფხულის ბოლო თვეებში ტურიზმი ჩაფლული იყო. ეს ჩვენც ვიგრძენით, დღესასწაულამდე რამდენიმე თვით ადრე. თუმცა, მიუხედავად ომისა, გასული წლის დასწრებასთან შედარებით ჩვენ ვნახეთ აუდიტორიის 20% -ზე მეტი ზრდა . ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი დღესასწაული წლის სხვა აქტივობებს შორის!

გარდა ამისა, ისრაელის პრეზიდენტი პირველად დაესწრო ამ დღესასწაულს. ეს იყო მართლაც ისტორიული ფაქტი, რომ გენახა პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, როგორ წარსდგა ხალხის წინაშე, როგორ წარადგინა ისრაელი, ებრაელი ერი და ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი რონალდ ლაუდერი. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო იყო მათი სითბო, ისინი მოუწოდებდნენ რომ ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის გაძლიერებულიყო თანამშრომლობა.

10633396_10152788724084634_7222684483219490891_oწლევანდელი კარვობის დღესასწაული მართლაც გარღვევის დღესასწაული იყო სხვა მხრივაც. პირველი ღამის შემდგომ, ჩვენ გამოვცადეთ ღმერთის თანდასწრების ძლიერი ძალა და რამდენიმე ადამიანი სასწაულებრივად განიკურნა. იერუსალიმის არენაც დიდი კურთხევა იყო ჩვენთვის, რადგან ახლა ჩვენ შეგვიძლია იმაზე მეტი ქრისტიანის მიღება იერუსალიმში, ვიდრე აქამდე.

ყველა მომლოცველმა გაიზიარა ჩვენი სიხარულის გრძნობა ამ დიდ ახალ გარემოში, რომელიც გვთავაზობს ზრდის პოტენციალს. ღმერთს რაღაც ახალი და საინტერესო აქვს გამზადებული ჩვენთვის. მე ვიცი, რომ მალე ახალი 10,000 კაციანი არენა გაივსება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომლოცველებით, რომელიც განადიდებს უფალს. მე ნამდვილად მჯერა, რომ კარვობის დღესასწაულის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის. ასე რომ, როგორც თქვენ ხედავთ ბევრი საინტერესო რამ მოხდა ამ დღესასწაულზე და გთხოვთ ილოცოთ, რომ თქვენც იყოთ მოვლენების განვითარების მონაწილე. ჩვენ არ გვინდა რომ გამოტოვოთ დღესასწაულის შემდეგი სეზონი.

უხვი კურთხევები იერუსალიმიდან

დოქტორ იურგენ ბულერი
ICEJ-
ის აღმასრულებელი დირექტორი