ისრაელისა და მსოფლიო ებრაელთა ლიდერების მიმართვა დღესასწაულზე ფესტივალს რივლინის, ნეთანიაჰუსა და ლაუდერის მისალმება მომლოცველებისადმი

ICEJ-ის 35-ე იერუსალიმში გამართულ ყოველწლიური კარვობის დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს, ორშაბათს საღამოს, მიმართა ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა და მსოფლიო ებრაელთა კონგრესის (WJC) პრეზიდენტმა, ელჩმა, რონალდ ს. ლაუდერმა, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდეო-მისალმება გაუგზავნა შეკრებილებს. ისრაელის ლიდერთა და ებრაული დიასპორის წარმომადგენელთა სამეული თბილად მიესალმა წლევანდელ დღესასწაულზე, ოთხმოცზე მეტი ქვეყნიდან, ჩამოსულ ქრისტიანებს და აღნიშნა ქრისტიანულ-იუდეური ურთიერთობებში არსებული ნიშანსვეტი.

მოხარულნი ვართ, რომ დღესასწაულზე, ჩვენთან ერთად იმყოფებიან ისრაელიანი ერის წარმომადგენელი პრეზიდენტი რივლინი და მთელს მსოფლიოში ებრაელთა წარმომადგენელი პრეზიდენტი რონალდ ლაუდერი, რომლებიც გულთბილად მოგვმართავენ ჩვენი მოძრაობისათვის ასეთი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დროს. ასევე, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ მოგვილოცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ მადლიერების წერილი გაუგზავნა ქრისტიანულ საელჩოს, ხალხისათვის ჩვენ მიერ გაწეული დახმარებისათვის ზაფხულში მომხდარი კონფლიქტისას,“ განუცხადა სქსი-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა იურგენ ბიულერმა, იქ შეკრებილ სტუმრებს.

პრეზიდენტმა რივლინმა თავისი გამოსვლა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „დიდად მოხარული ვარ თქვენი, ისრაელის მეგობრების და ისრაელის სახელმწიფოს მხარდამჭერთა, ხილვით და მოგესალმებით წმინდა მიწაზე თქვენი მოგზაურობის დასაწყისში.“

„საუკუნეების განმავლობაში, ისრაელიანი ერი ასეულობით დიასპორად იყო დაფანტული, საკუთარი სამშობლოდან შორს. ყველგან, ყველა ადგილზე, ვცხოვრობდით და გვენატრებოდა სამშობლო, ვწუხდით და ვისწრაფოდით აბრაამის, ისაკის, იაკობის, დავითისა და სოლომონის მიწისკენ.“

დღეს, როცა ასეთ გამოწვევათა წინაშე ვდგავართ ასეთ ცვალებად დროს, ეს ხედვა ყველაზე მეტად დროულია, ვიდრე ოდესმე,“ განაგრძო რივლინმა. „ქრისტიანულ საზოგადოებასთან სიონიზმის კავშირს ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნია. ისრაელის სახელმწიფოს დააარსებამდე მრავალი წლით ადრე, სიონისტურ მოძრაობას ეხმარებოდნენ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მეგობრები და მხარდამჭერები. მას შემდეგ, დღემდე ეს მეგობრობა უფრო გაძლიერდა და გახლავთ მტკიცე მაკავშირებელი სხვა ქვეყნებსა და საზოგადოებათა შორის მთელს მსოფლიოში.“

„გმადლობთ თქვენი მეგობრობისათვის. გმადლობთ თქვენი ერთგულებისათვის. გმადლობთ თქვენი უწყვეტი ნდობისა და მხარდაჭერისათვის,“ − დასძინა მან.

„სუქოთის ფესტივალის მიმდინარეობისას ჩვენ მადლობას გიხდით და დიდად ვაფასებთ ისრაელის და იერუსალიმის მოყვარულთა მონაწილეობას ამ დღესასწაულით გამოწვეულ სიხარულსა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვების აღსრულებაში:  ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული…“ (ესაია 40:2), −  განაცხადა რივლინმა.

„გმადლობთ, ჩემო ქრისტიანო დებო და ძმებო, იმისათვის, რომ ისრაელის გვერდით დგახართ ამ რთული წლის განმავლობაში,“ − თქვა ლაუდერმა თავის მხრივ, „ასევე, გმადლობთ, რომ აქ ხართ, იერუსალიმში, ისრაელის ებრაული სახელმწიფოს ერთიან დედაქალაქში. ისრაელს მსოფლიოში თქვენზე უკეთესი მეგობრები არ ჰყავს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ზრუნავდით და ჩვენც ყოველთვის ვიზრუნებთ თქვენზე. ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთათვის ისრაელზე უსაფრთხო ადგილი არ არსებობს,“ − დაამატა მან.

„ისრაელში ქრისტიანებს შეუძლიათ უშიშრად ილოცონ. ისრაელში ქრისტიანთა სიწმინდენი დაცულია. ისრაელში ქრისტიანებს არ ეშინიათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. აქ, ისრაელის ებრაულ სახელმწიფოში, ქრისტიანი მოსახლეობის რიცხვი იზრდება და არ მცირდება,“ − შენიშნა ლაუდერმა.

„უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ყოველწლიურად დახოცილ ქრისტიანთა რაოდენობა 120,000-ს აღწევს. სხვებმა გაქცევით უშველეს თავს. ქრისტიანებისადმი მიმართული ეს სიშმაგე შემთხვევითი არ ყოფილა, მათი მდევნელნი განზრახ სჩადიოდნენ ამას,“ − უთხრა ლაუდერმა შეკრებილთ.

მან ასევე დაამატა, რომ ხმა აიმაღლა შევიწროებულ ქრისტიანთა დასაცავად, რადგან, „როცა ასეულობით ათას ქრისტიანს კლავენ, ეს ომი არ არის, ეს გენოციდია. ებრაელებმა იციან, რა ხდება მაშინ, როცა გენოციდის შემყურე მსოფლიო დუმს. ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გაგვაჩნია და არ გვსურს, რომ ეს კვლავ განმეორდეს არც ჩვენი, არც თქვენი და არც სხვა ადამიანთა შემთხვევაში.“

„ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე, რომ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები,“ − თქვა ლაუდერმა, „ებრაულ-ქრისტიანული კოალიციის შექმნას ნამდვილად აქვს აზრი. ქრისტიანებმა და ებრაელებმა ერთხმად უნდა აიმაღლონ ხმა და უთხრან მსოფლიოს, რომ კმარა დისკრიმინაცია, კმარა ტერორი, კმარა სიკვდილი და კმარა დუმილი!“

ლაუდერმა ასევე ისაუბრა მსოფლიოში მზარდი ანტი-სემიტიზმის პრობლემის შესახებ და თქვა, რომ „იგივე ხალხი გიჭერთ მხარს, ვინც ჩვენ გვიდგას გვერდით. სწორედ ამიტომ უნდა გაერთიანდნენ ქრისტიანბი და ებრაელები და იმოქმედონ ერთობლივად. ჩვენ უნდა ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი საერთო ფასეულობანი და ჩვენი საერთო წარსული.“

„სუქოთის დღესასწაული გვახსენებს იმის შესახებ, რომ ერთობა ის ძალაა, რომელსაც ყოველთვის ძალუძს ჩვენი დახმარება, როცა ჩვენი საკუთარი იარაღი შეიძლება გაცვდეს… ებრაელები ყოველთვის დიდ გამოწვევათა წინაშე იდგნენ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ყოველთვის სძლევდნენ გასაჭირს. დღეს, არსებობს ერთი დიდი განსხვავება: დღეს ჩვენ მარტონი არ ვართ. ნებისმიერ რაიმეს, რაც გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ თქვენთან ერთად დავხვდებით,“ − განაცხადა ლაუდერმა.

ლაუდერმა ძალიან გულთბილად დაასრულა ქრისტიანული თავყრილობისადმი მიმართული თავისი სიტყვა ტიმოთეს მიმართ მოციქულ პავლეს მეორე წერილიდან: „…ღმერთმა შიშის სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.“

„ეს სწორედ ისაა, რასაც ვამბობთ თორაში–( მოსეს ხუთ წიგნეული), რომ არ უნდა გვეშინოდეს, უნდა ძალა მოვიკრიბოთ,“ − განაცხადა ლაუდერმა. „ეს სიტყვები მსოფლიო ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტის სიტყვები კი არაა, არამედ გაცილებით მაღალი წყაროდან მოედინება. ნუ შეგეშინდებათ, იყავით მამაცნი, იყავით ძლიერნი. ჩვენ ერთად ვიქნებით ძლიერნი და ერთად არ დავეცემით!“

რონალდ ლაუდერი

რონალდ ლაუდერი

თარგმნა : ნინო ხუროშვილმა