ieso

უფრო და უფრო მეტი ქრისტიანი აღმოაჩენს თავის ებრაულ მემკვიდრეობას

ბრაელთა და ქრისტიანთათვის პასექის დრო განსაკუთრებული დროა ფასეულ სულიერ ჭეშმარიტებათა შესახებ დასაფიქრებლად, რომელთაც ეს შესანიშნავი დღესასწაული მოიცავს. მართლაც, ჩვენ ყველას შეგვიძლია დავიცვათ ბრძანება ეგვიპტის მონობიდან ისრაელიანი ერის საოცარი გამოხსნის შესახებ.

ქრისტიანთათვის პასექის ნიშანდობლივი დღესასწაულის მოვლენებმა, 15 საუკუნის შემდგომ, დამატებითი აზრი შესძინა ამ დღესასწაულს, ამგვარად, პირველის ჭეშმარიტებანი მხოლოდ გაძლიერდა მომდევნოში. ფარაონის ზედამხედველთაგან გამოხსნა იქცა გათავისუფლებად ცოდვის მონობისგან. კარის წირთხლებზე წასმული კრავის სისხლი გახლდათ ჯვარზე შეწირული მესიის მსხვერპლის წინასახე.

მიუხედავად ამისა, ქრისტიანთა უმეტესობისათვის, პასექსა და აღდგომას შორის არსებული პარალელები გაბათილდა საუკუნეების განმავლობაში, როცა ადრეული ეკლესიის მამებმა შეგნებულად მოსწყვიტეს ჩვენი რწმენა თავის ებრაულ ფესვებს. თავის დროზე, იუდაიზმისადმი მტრულმა განწყობამ გამოიწვია სისხლიანი ცილისწამებანი ებრაელთა მიმართ აღდგომის დღესასწაულისას.

დღეს, თუმცაღა, მრავალმა ქრისტიანმა აღმოაჩინა საკუთარი ებრაული ფესვები. არცთუ დიდი ხნის წინ ჟურნალმა «Time»-მა გამოაქვეყნა თავისი დაკვირვება ებრაული მემკვიდრეობისადმი ქრისტიანთა ინტერესის ზრდის შესახებ, რაც თანამედროვეობის 10 ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ტენდენციის რიცხვშია.

თვით პატივცემული ებრაელი სწავლულებიც ნელ-ნელა უერთდებიან ქრისტიან ღვთისმეტყველებს „ებრაელი“ იესოს და ქრისტიანობის ებრაული ფესვების გარკვევის საკითხში. ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტი მოცემულ თემასთან დაავშირებით გახლავთ პროფესორის დევიდ ფლასერი იერუსალიმის ებრაული  უნივერსიტეტიდან, რომელიც მეორე  ტაძრისა პერიოდის  და ადრეული ქრისტიანობის წამყვან ორთოდოქს ებრაელ ექსპერტადაა მიჩნეული.

ფლასერი იესოს ფარისეველთა ტრადიციაში ათავსებს და მას იმ დროის ერთ-ერთ უდიდეს ბრძენკაცად მიიჩნევს, ისეთად, როგორებიც იყვნენ ჰილელი ან ბენ-შამაი, მაგრამ ფლასერი ასკვნის, რომ გალილეველი მქადაგებელი გაბედულად არღვევს იმ დღეების კლასიკური იუდაიზმის ჩარჩოებს და აცხადებს, მაგალითად, ღვთის სასუფევლის მოახლოების შესახებ, მხარს უჭერს მტრების მიმართ სიყვარულის რადიკალურ ეთიკას.

ასეთი ნოვატორული მიდგომის წყალობით, აღდგომის დღესასწაული სწორედ ის შემთხვევაა, როცა იესოს, როგორც „აღთქმის ძის“, წარმოშობას და კულტურულ იდენტურობას, ახლა ამდენად საგრძნობი მნიშვნელობა გააჩნია ქრისტიანთათვის. სინამდვილეში, არაფერი ისე სწრაფად არ აკავშირებს ქრისტიანებს საკუთარ ებრაულ ფესვებთან, როგორც იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ საიდუმლო სერობა, ფაქტობრივად, გახლდათ საპასექო სედერის ტრაპეზი, ჩატარებული ებრაელი რაბინის მიერ.

ამგვარად, ახლა სახარებისეულ მონათხრობებში შეგვიძლია დავინახოთ, რამდენად ახლოს იყო იესო ებრაულ ტრადიციებთან, ის თავის მოწაფეებთან, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, თავის „თალმიდებთან“ (თალმიდიმ − ებრ. მოსწავლეები, მთარგმნ, შენიშვნ.) ერთად ატარებდა საპასექო ტრაპეზს.

pesax

 

 

 

 

აგალითად, ის იცავდა პირველი საუკუნის იუდაიზმში განვითარებულ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც ღვინის ოთხი სასმისის მიწოდება იყო მიღებული საპასექო ტრაპეზის დროს, რაც აღნიშნავდა გამოსვლის წიგნში (6:6-7) ხსენებულ ოთხ დიად „ანდერძს“.ამიტომ უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტელთა უღლიდან, და გადაგარჩენთ მათი მსახურებისაგან, და გიხსნით გამოწვდილი მკლავით და დიდი სასჯელებით. აგიყვანთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენთვის ღმერთი, და გაიგებთ,რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი გამომყვანი ეგვიპტის უღლიდან . იესომ როცა მესამე სასმისი აიღო, ე.წ. „გამოსყიდვის სასმისი“, მან ის გამოიყენა იმისათვის, რომ განემტკიცებინა ახალი აღთქმა თავის მიმდევრებთან.

საინტერესოა, რომ იესო, ამ დროს, იყენებს ყველაზე გავრცელებულ ებრაულ სიტყვებს დანიშვნის შესახებ, ჰპირდება მათ, რომ წავა და „მოუმზადებს ადგილს“ ყველას თავისი მამის სახლში, ამის შემდგომ კი, ერთხელაც, დაბრუნდება მათთან, როგორც საქმრო ბრუნდება სარძლოსთან (იოანე 14:2-3).

მათთვის ღვინითა და უფუარი პურით გამასპინძლებისას იესო ასრულებს ბრძანებას პასექის გახსენების შესახებ და ავალებს თავის მოწაფეებს ყოველთვის ასე გააკეთონ „მის მოსაგონებლად“.

Jesus-washes-feet-Last-Supper-SCH-Mag-r

 

ამის შემდეგ კი დგება საიდუმლო სერობის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი წუთი, როცა იესო ფეხებს ჰბანს თავის მოწაფეებს.

იმ დროის სხვა რაბინთა მსგავსად, იესომ ქადაგების უნიკალური სტილი შეიმუშავა, იგავების თხრობის სტილი, რომელთაგან ზოგიერთი საყოველთაოდ ცნობილია დღეს, მაგალითად, იგავი კეთილ სამარიელზე ან ძე შეცთომილზე, მაგრამ მას ის განასხვავებდა სხვებისაგან, რომ ის პრაქტიკულად ახორციელებდა იმას, რასაც ქადაგებდა. მოწაფეთათვის ფეხების დაბანით რაბი იესომ მათ საქმით და არა მხოლოდ სიტყვები ასწავლა ის, რას ნიშნავს მის სასუფეველში მსახურად ყოფნა (იოანე 13:14-15).

ბოლოს, იესომ იმ საღამოს თვალსაჩინოდ გამოამჟღავნა გამაოგნებელი წყალობა, როცა, თავის მარცხნივ, საპატიო ადგილი, იუდას დაუთმო, ამასთან იცოდა, რომ სწორედ ეს ადამიანი გასცემდა მას. რა ცვლილებები მოხდებოდა ისტორიაში, ქრისტიანებს რომ გაეგოთ, რომ იესოს არასოდეს ჰქონია გული სასტიკი იუდას მიმართ.

სამწუხაროდ, მეტისმეტად გვიანია ისტორიის შეცვლა, მაგრამ ჩვენ დღეს გახლავართ მოწმენი იმ მრავალრიცხოვანი ცვლილებებისა, რომლებიც ხდება ქრისტიანთა მხრიდან ებრაელთა მიმართ დამოკიდებულებაში, ჩვენი რწმენის ებრაული მატრიცის საუკეთესო გაგების კვალობაზე. ეს ისტორიული ძვრა, ამ კრიტიკულ ჟამს, ხელს უწყობს ქრისტიანული მხარდაჭერის გაძლიერებას ისრაელისადმი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს იცავს მრავალს ქრისტიანს თანამედროვე სისხლიან ცილისწამებათა და მსგავს ანტისემიტურ სიცრუეთაგან, რითაც, ფაქტობრივად, ცდილობენ ისრაელის სახელმწიფოს ამოსვრას ტალახში.

დევიდ პარსონსიხელდასხმული მღვდელი, რომელიც მსახურობს მედია დირექტორად საერთაშორისო ქრისტიანულ საელჩო იერუსალიმში (International Christian Embassy Jerusalem).

ავტორი — David Parsons / charismanews.com
თარგმანი — ნინო ხუროშვილი