იყო თუ არა პავლე ქრსიტიანობის დამაარსებელი ?

apostle_paul-1

ბოლო დროს ჩვენი ებრაელი ხალხი უფრო და უფრო მეტად ფიქრობს, რომ იესო ნაზარეველი – ნამდვილად ისრაელის შვილია და იმსახურებს ღირსეულ ადგილს ჩვენს ისტორიაში.  ამავე დროს არა ერთი უარყოფს მეორე ებრაელს, რომელიც ცხოვრობდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში – სავლეს ტარსუსიდან, ანუ პავლე მოციქულს. რატომ მიიღეს ებრაელებმა იესო „თავისიანად“ ხოლო პავლე უარყვეს? „იმიტომ რომ, – ისმის პასუხი, – იესო დაიბადა ებრაელად და მოკვდა ებრაელად. მას აზრადაც არ მოსვლია დაეწყო ახალი რელიგია. მისი სწავლება იყო ებრაული და მისი ცხოვრება ანახებდა რომ ის იყო ერთგული მამების რწმენის პრინციპების მიმართ. ხოლო პავლემ გადაუხვია იუდაიზმს და სათავე დაუდო სწავლებას, რომელიც უკვე 20 საუკუნის მანძილზე დევნის ებრაელებს“.

მართალია ეს მსჯელობა? იქნებ პავლეს ნათქვამი არასწორად გაიგეს და ის გახდა არასწორი დამოკიდებულების მსხვერპლი? შესაძლებელია ახლა, 2 000 წლის შემდეგ ვიცოდეთ დიდი ალბათობით როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას ჩვენთან და რა მნიშვნელობას ანიჭებდა ის ებრაელობას?

დიახ, შესაძლებელია. ჩვენ არამარტო პავლეს ცხოვრების აღწერა გვაქ, რომელიც დაწერა ლუკამ, რომელიც თან ახლდა პავლეს მისიონერული მოგზაურობების დროს. ჩვენამდე მოაღწია თავად პავლეს სიტყვებმაც. ისინი შემონახულია მის წერილებში, რომელსაც იგი წერდა სხვადასხვა მორწმუნეებს ევროპასა და აზიაში. ის ასევე შემონახულია მის მეგობრებთან პირად მიმოწერებში. ამ წყაროებიდან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პავლეს ავთენტური პორტრეტი: მე იუდეველი კაცი ვარ, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფეხებთან აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში». (საქმე 22:3) აღწერს მის მიჯაჭვულობას რჯულის მიმართ და ამით ამბობს თავის თავზე: წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი, ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო“. (ფილიპელთა 3:5-6)მაგრამ ერთხელ დამასკოს გზაზე სავლე (როგორც მაშინ ეძახდნენ პავლეს) შეხვდა მას, ვინც უწოდებდა საკუთარ თავს ისრაელის მესიას, რომელზეც იცოდა, რომ რომაელმა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს. ის შეხვდა მას, ვისზეც მისი მიმდევრები ამბობდნენ რომ აღსდგა და შეასრულა წმინდა წერილის წინასწარმეტყველებები. სავლე შეხვდა აღმდგარ იესო ნაზარეველს.  ამ შეხვედრამ რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება: მაგრამ გზაზე მდგარი, დამასკოს რომ ვუახლოვდებოდი, შუადღისას, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა ჩემს ირგვლივ ზეციდან.მიწაზე დავეცი და ხმა მომესმა, რომელმაც მითხრა: სავლე, სავლე, რად მდევნი მე?მივუგე: ვინა ხარ, უფალო? მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ დევნი“. (საქმე 22:6-8)

ამის შემდეგ ერთმა ებრაელმა სახელად ანანიამ დამასკოში უთხრა სავლეს, რა სურდა უფალს მისგან: რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე. (საქმე 22:15)ასე რომ სავლემ, რომელიც ცნობილია მისი ებრაული სახელით- პავლე, გაატარა მთელი თავისი ცხოვრება წარმართებს შორის, რომელთაც ასწავლიდა ქრისტეზე ანუ მესიაზე. ნაკლებად გრძნობდა თუ არა ის ებრაელობას, როდესაც ცხოვრობდა წარმართებს შორის? მისი სიტყვები მოწმობს საწინააღმდეგოს: მეც ისრაელიანი ვარ, აბრაჰამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან“ (რომაელთა 11:1)

მისი სრული იდენტიფიკაცია ებრაელი ხალხის მიმართ ჩანს ასევე იმ ფაქტში, რომ როდესაც ის ჩადიოდა ახალ წარმართულ ქალაქში, პირველ რიგში ის ყოველთვის მიდიოდა სინაგოგაში. პირველ რიგში თანამემამულეებს მიმართავდა, მიჰყვებოდა იესოს მაგალითს, რომელიც თავიდანვე ძირითადად უქადაგებდა ისრაელის სახლს. იესო ეუბნებოდა პირველ მოწაფეებს: არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”. (საქმე 1:8)ეს იდეა პავლემ ასე გამოხატა: ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა“. (რომაელთა 1:16)მაგრამ პრინციპი „ჯერ იუდეველი“ არამარტო მის მორჩილებას გამოხატავდა უფლის მიმართ, არამედ დიდ სიყვარულსა და მზრუნველობას თავისი ერის მიმართ. ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ. (რომაელთა 10:1)

ძალიან ბევრი (არა ყველა რა თქმა უნდა) თანამემამულე უარყოფდა პავლეს სწავლებას იეშუაზე რის გამოც მან ბევრი იტანჯა. ის იმდენად იტანჯებოდა იმით რომ ვერ იგებდნენ მის ნათქვამს, იძულებული გახდა დაეწერა: დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი.ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების – ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.რომლებიც ისრაელიანები არიან და რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც. (რომაელთა 9:2-4)მისი განწყობა ძალიან ჰგავს ღვთის სხვა მაცნის, მოსე წინასწარმეტყველის გოდებას: “დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”. (გამოსვლა 32:31-32)ორი ადამიანი, სხვადასხვა საუკუნეში ცხოვრობდა, მაგრამ ერთნაირად განიცდიდა სიყვარულს თავისი ერის მიმართ.

მაგრამ მისი წინამორბედი მოსესგან განსხვავებით, პავლე წარგზავნილ იყო რომ ეხარებინა კეთილი უწყება წარმართებისთვის. თუ გავითვალისწინებთ პავლეს ებრაულ განათლებას, მაშინ ზოგიერთს გაუკვირდება: „რატომ ამოირჩია ღმერთმა მაინც და მაინც პავლე, რომელიც ასე იცავდა ებრაულ რჯულს, წეს-ჩვეულებებს, და წარგზავნა წარმართებთან? რატომ არ ამოირჩია ღმერთმა რომელიმე წარმართი, რომელიც იწამებდა მესიას, და შემდეგ უქადაგებდა თავისიანებს?“

ერთი შეხედვით, ღმერთისგან პავლეს არჩევა გაუგებარია. მაგრამ თუ ყურადღებით შევხედავთ პავლე იყო იდეალური კანდიდატი. ღმერთს სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც უქადაგებდა არაებრაელებს მათთვის გასაგებად. კაცი, რომელიც მოარგებდა არაებრაულ გარემოს, ებრაელ მესიაზე სწავლებას. პავლემ თავისი ბავშვობა გაატარა ტარსუსში, რომელიც იყო მცირე აზიის ტერიტორიაზე  და იყო წარმათული კულტურის ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ პავლეს მამა, რომელიც იყო ფარისეველი, იცავდა თავის შვილს რომ არ ეცხოვრა წარმართულად, მას მაინც ჰქონდა იმის საშუალება რომ დაკვირვებოდა მათ წეს-ჩვეულებებსა და კულტურას. ვის შეიძლებოდა უკეთ გადაეცა ებრაული სწავლება არაებრაელებისთვის, ვიდრე ებრაული რჯულის ექსპერტს, რომელიც კარგად იცნობს წარმართულ სამყაროს? ვინ თუ არა პავლე?

გარდა ამისა, იმ დროში არსებობდა საშიშროება, რომლის დანახვაც მხოლოდ პავლეს შეეძლო. იმის გამო, რომ არაებრაელი ქრისტიანების რიცხვმა მკვეთრად გადააჭარბა ებრაელი ქრისტიანებისას, იყო საშიშროება, რომ მათ დაეკარგათ ებრაული ფესვები და ზევიდან დაეწყოთ ყურება ურწმუნო ებრაელებისთვის. მათ შეეძლოთ მისულიყვნენ იმ დასკვნამდე, რომ ღმერთმა დაასრულა ურთიერთობა თავის რჩეულ ერთან. მაგრამ პავლე, მოშურნე იუდეველი, ვისი მეშვეობითაც მოისმინეს წარმართებმა მესიის შესახებ, გაუმკლავდა ამ საფრთხეს. მხოლოდ პავლეს შეეძლო ასე ღიად ეთქვა არაებრაელი ქრისტიანებისთვის: ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.…  შენც არ დაგინდობს.და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა. (რომაელთა 11:20,21,23)

მიუხედავად ზემოთჩამოთვლილისა, ზოგიერთი ადამიანი ადანაშაულებს პავლეს ებრაული ხასიათისა და ქრისტეს შესახებ სწავლების დამახინჯებაში, რომლისგანაც შეიქმნა ახალი რელიგია, რომელიც მოშორებულია ებრაულ ფესვებს. პავლე რომ არა, ქრისტიანობა იქნებოდა იუდაიზმის ერთ-ერთი სექტა ან საერთოდ შეწყვეტდა არსებობას.

ამ შეხედულებას აქვს ორი პრობლემა. პირველ რიგში ის მიიჩნევს, რომ იესოსა და პავლეს  სწავლება განსხვავდებოდა: პირველი – ითვლება წმინდა ებრაელად, ხოლო მეორე – წარმართად. თუმცა პატიოსანი კვლევა აჩვენებს, რომ ეს სწავლებები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. პირიქით ტარსუსელმა რაბინმა განმარტა იესოს სწავლება და გაავრცელა წარმართულ სამყაროში.

მაგალითად, იესო ლაპარაკობდა რჯულის მნიშვნელობაზე: „(წერილი) მოწმობს ჩემზე“(იოანე 5:39) გალატელტა მიმართ თავის წერილში პავლე იმასვე ამტკიცებს: ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით.(გალატელთა 3:24). რჯულის მოქმედების შესახებ პავლე წერს: მაგრამ ახლა, როცა რწმენა მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით. (გალატელთა 3:25). მაგრამ ეს კიდევ ერთხელ, არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს სწავლების გამოძახილი: რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო; ხოლო მას მერე ღმერთის სამეფო იქადაგება და ყველანი ძალისხმევით შედიან მასში.  (ლუკა 16:16).

თუ ჩვენ ვაღიარებთ ქრისტეს სწავლებას, მაშინ ჩვენ მისი მიმდევარის სწავლებასაც უნდა ვაღიარებდეთ. ებრაელი სწავლული ჯოზეფ კსაუსნერი წერს: „პავლეს სწავლებაში, თუნდაც მის ყველაზე მისტიურ ასპექტებში, არაფერია ისეთი რაც არ არის იუდაიზმში“

ამ შეხედულების შემდეგი პრობლემა არის – ისტორიული. მესიანურ მოძრაობასა და იუდაიზმს შორის განხეთქილება ჯერ კიდევ მანამდე მოხდა სანამ პავლე იესოს ირწმუნებდა. რელიგიურ მართველებს შორის ისე დაიძაბა ურთიერთობა, რომ მოკლეს ებრაელი მორწმუნე – სტეფანე. პავლეც მონაწილეობდა ამ მოვლენებში, მაგრამ არა როგორც ქრისტეს მიმდევარი, არამედ როგორც მისი მიმდევრების მოწინააღმდეგე. პავლე თავად არიარებს ამას გალატელთა მიმართ წერილში: რადგან გსმენიათ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდევლობაში, რა სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის ეკლესიას. (გალატელთა 1:13).  პავლეს დადანაშაულება იუდაიზმის გაყოფაში – იგივეა დავხუჭოთ თვალები რომ განხეთქილება მანამდე მოხდა. განხეთქილება მოხდა არა წარმართი მონანიებულების გამო, რომლებიც პავლეს მოჰყავდა, არამედ ქრისტეს სწავლებაში ეჭვის შეტანის გამო. განხეთქილება მოხდა სხვადასხვა შეხედულების გამო, იმის შესახებ თუ ვინ იყო იესო. ხოლო იესო უწოდებდა საკუთარ თავს მესიას.

ასე რომ, ეთანხმება თუ არა ერთმანეთს იესოსა და პავლეს სწავლება? დიახ. ეწინააღმდეგება თუ არა ეს ებრაულ წმინდა წერილებს? არა.

 

მაშინ ჩნდება დიდი კითხვა: „არის თუ არა იესო მესია?“ ჩვენ ვთვლით – დიახ, არის.  ჩვენც მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, შეისწავლოთ ახალი აღთქმა, რომელიც შეიცავს იესოს სწავლებას და თანახის წინასწარმეტყველებას, რომელზეც იყო დაფუძნებული მისი სწავლებები.

 

ავტორი – ავი სნაიდერი

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა

წყარო – https://cis.jewsforjesus.org/byl-li-pavel-osnovatelem-hristianstv/