ტაძრის მთასთან დაკავშირებული მიღებული რეზოლუციის გამო ქრისტიანული ჯგუფი იუნესკოს ბიბლიებს უგზავნის

the_holy_bible-1024x818

ევანგელისტი ქრისტიანები აპირებენ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ბიბლიებით „გავსებას“ ოქტომბერში მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ. დოკუმენტი უარყოფს ქრისტიანებისა და იუდეველების კავშირს ძველ იერუსალიმში ტაძრის მთასა და ჩრდილოეთის კედელთან.

ოქტომბრის შუა რიცხვებში იუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა პალესტინის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რათა დაედანაშაულებინა ისრაელი ძველ იერუსალიმში არსებული წმინდა ადგილების მიმართ „დაუდევრად მოპყრობაში“. ამან გამოიწვია ქრისტიანების და ებრაელების გაღიზიანება, რომელთა განცხადებითაც რეზოლუცია „უმეცრების გამომხატველია“ და ცდილობს გაამყაროს რევიზიონისტული ისტორია, რაც სატაძრო მთასთან ქრისტიანთა და ებრაელთა კავშირების წაშლას ცდილობს.

იუნესკოს ოცდაოთხმა წევრმა მისცა ხმა რეზოლუციის სასარგებლოდ, ოცდაექვსმა თავი შეიკავა, ხოლო ექვსმა პალესტინის მიერ წარდგენილ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმი (International Christian Embassy Jerusalem), ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა ევანგელისტ ქრისტიანთა მიერ 1980 წელს, „მთლიანი იერუსალიმის მნიშვნელობის და ებრაელ ხალხთან მისი უნიკალური კავშირის აღსანიშნავად“ მიმართავს მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს საკუთარ ვებ-გვერდზე, რომ „გაავსონ“ იუნესკოს ოფისები ბიბლიებით წმინდა ადგილების ბიბლიური მნიშვნელობის დასადასტურებლად.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი დიპლომატების უმრავლესობა კარგად განათლებულია, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთ მათგანს დაავიწყდა ისტორიის გაკვეთილები და ამიტომაც ვუგზავნით ბიბლიებს მეხსიერების გასაახლებლად“, – განაცხადა ქრისტიანული საელჩოს აღმასრულებელმა რედაქტორმა იურგენ ბიულერმა.

საელჩო საკუთარ მხარდამჭერებს ურჩევს, რომ ბიბლიები მაიკლ უორბსთან, იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარესთან, გაგზავნონ, რომელმაც უკვე მოიხადა ბოდიში რეზოლუციისთვის და განაცხადა, რომ ესმის ებრაულ-ქრისტიანული კავშირები და არასოდეს უარუყვია ისინი.

თარგმნა ლაშა კაკაშვილმა.

წყარო: www.christianpost.com .    www.jesus.ge