წმინდა მიწა – მეხუთე სახარება

59717-big

ისრაელის ბიბლიური ადგილების მონახულების პროგრამა, რომელიც გათვლილია 7დღესა და 6 ღამეზე

გეპატიჟებით ყველას ისრაელის ბიბლიური ადგილების მოსანახულებლად!

1–8 ოქტომბერი. ტარდება ტური ისრაელში. წინ დაუვიწყარი დღეები გელოდებათ! ტური გაგრძელდება 7 დღესა და 6 ღამეს და მისი ღირებულებაა 600$, თვითმფრინავის ბილეთი კი- 300$. (ჯამში 900$) ტურში შედის წმინდა ადგილების მონახულება, სასტუმრო, ორჯერადი კვება, ავტობუსის მომსახურება.

მოსაფიქრებლად დრო ცოტაა, აგვისტოს ბოლოს უნდა ვიცოდეთ მსურველთა სია.
მსურველებმა მოგვწერეთ info@icej.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე 599740422. 322 190 510 .

პირველი დღე. ისრაელში ჩასვლა. ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში დაგხვდებათ ექსკურსიამძღოლი და მიდიხართ ძველ ქალაქ იაფოში, რომელიც მოხსენიებულია ეგვიპტელ ფარაონთა გრაგნილებში ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე მე-15 საუკუნეში, ხოლო ქრისტიანობის ჩასახვის პერიოდში ამ ქალაქს უკავშირდება წმინდა პეტრე მოციქულის სახელი. აქ აღადგინა მან მკვდრეთით მართალი ტაბითა. მოციქულთა საქმეების წიგნში ვკითხულობთ იმ გამოცხადების შესახებ, რომელიც მათ მიიღეს სიმონ მეტყავის სახლში. აქედან წავიდა პეტრე კესარიაში, რომაელი ასისთავის კორნელიუსის სახლში და ასე დაიწყო სახარების ქადაგება წარმართთათვის. ჩვენ მივალთ წყლის სანაპიროსთანაც იაფოს ნავსადგურში და ვისაუბრებთ იმის შესახებ, როგორ იწყებდნენ აქედან საკუთარ მომლოცველობით გზას დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქრისტიანები, რომელთაც სურდათ მაცხოვრის კვალდაკვალ გაევლოთ იგივე გზა. მე-19 საუკუნეში აქ ჩამოდიოდნენ პირველი ებრაელი მცხოვრებლები, რომელთა წინაპრებიც, ორი ათასი წლის განმავლობაში, ერთმანეთს გადასცემდნენ მამა-პაპათა მიწისადმი სიყვარულსა და მონატრებას, ასევე, რწმენას იმისას, რომ აღთქმულ მიწაზე აღორძინდებოდა ებრაული სახელმწიფო. წარსულის მომლოცველთა კვალდაკვალ გავემგზავრებით იერუსალიმში – ისრაელის ახალგაზრდა სახელმწიფოს უძველეს დედაქალაქში. დავბინავდებით სასტუმროში, სადაც გველოდება ვახშამი და დასვენება.
მეორე დღე. საუზმის შემდეგ, ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე, დავიწყებთ იერუსალიმის გაცნობას. ავალთ ელეონის მთაზე. კარგი იქნება, თუ ფოტოაპარატების წამოღება არ დაგავიწყდებათ!  სიმაღლიდან ძველი ქალაქისა და თანამეროვე იერუსალიმის საოცარი ხედი იშლება. ფეხით დავეშვებით კედრონის ველზე, გავიხსენებთ, როგორ დაეშვა მაცხოვარი, 2000 წლის წინათ, ელეონის მთიდან პასექის დღესასწაულის წინა დღეს, რომელიც უკანასკნელი დღე გახლდათ მისი მიწიერი ცხოვრებისა და დასაწყისი მთელი კაცობრიობის ხსნისა. გავჩერდებით უნიკალური, წვეთისმაგვარი დომინუს ფლევიტის ეკლესიის წინ, რომლის სახელწოდებაც ნიშნავს „მტირალ უფალს“. აქედან დასტიროდა იესო იერუსალიმის ბედს.
ელეონის მთიდან ჩამოსვლის შემდეგ, აღმოვჩნდებით გეთსემანიის ბაღში. აქ ლოცულობდა იესო თავის შეპყრობამდე, აქ გასცა იუდამ იგი. ამ მოვლენის სამახსოვროდაა აგებული აგონიის ბაზილიკა.
გადავკვეთთ კედრონის ველს და შევალთ ძველ ქალაქში ლომის კარიბჭის გავლით. გავივლით ვია დოლოროსას ქუჩას, რომელსაც ქრისტიანები ქრისტეს მიერ, ჯვარცმის ადგილამდე, განვლილ უკანასკნელ გზად თვლიან (პირველი სამი შეჩერება).
მივალთ გოლგოთაზე, სადაც ჯვარს აცვეს ქრისტე, შემდეგ დავეშვებით მისი სამარხისკენ, რომელიც  მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს მომლოცველებს იმით, რომ იგი ცარიელია, იმიტომ, რომ ქრისტე აღდგა!
დღის მეორე ნახევარში გავემგზავრებით ბეთლემში. ვინახულებთ ქრისტეს შობის ტაძარს, რომელიც დგას იმ გამოქვაბულის ზემოთ, სადაც კაცობრიობას მოევლინა მხსნელი. ჩვენ ვნახავთ ჯვაროსნების დროს აგებულ, შესანიშნავად შემონახულ ბაზილიკას, რომელიც იმ გამოქვაბულის თავზეა აშენებული, სადაც იესო დაიბადა. საუკუნეთა ქარცეცხლს გადარჩენილი ბიზანტიური პერიოდის მოზაიკა შეგვახსენებს, რომ შობის ადგილს პატივს მიაგებდნენ ქრისტიანები ჯერ კიდევ ქრისტიანული ისტორიის დასაწყისიდან.
ასევე ვინახულებთ მწყემსების მინდორს, სადაც ანგელოზებმა ამცნეს მწყემსებს მესიის დაბადების შესახებ. ამბობენ, რომ ამ მინდორზე გაიცმო ბოყაზმა რუთი, დავით მეფის დიდი ბებია. დაიღალეთ? მოგშივდათ? დავბრუნდეთ იერუსალიმის სასტუმროში ვახშმისა და დასვენებისათვის.
მესამე დღე. სასტუმროში საუზმის შემდეგ, გავაგრძელებთ იერუსალიმის გაცნობას. დღეს მიმოხილვითი ექსკურსია გვექნება თანამედროვე იერუსალიმში. ვინახულებთ ქნესეთს (ისრაელის პარლამენტს) და სრულიად შესაძლებელია, რომ გავხდეთ მოწმენი ისრაელის ხელისუფლების ცხარე დებატებისა მორიგი კანონის მიღების თაობაზე. შემდეგ გველის ექსკურსია უზენაესი სასამართლოს შენობაში, სადაც საკუთარი თვალით ვიხილავთ და დავრწმუნდებით იმაში, რომ ბიბლიურმა პრინციპებმა გავლენა მოახდინა არა მხოლოდ შენობის არქიტექტურაზე, არამედ სასამართლო წარმოებაზეც.

შემდეგ ვნახავთ იად ვა-შემის კომპლექსს, რომლიც ჰოკოლოსტის მსხვერპლ ევროპელ ებრაელთა ხსოვნისადმია მიძღვნილი. პატივს მივაგებთ დაღუპულებს და გავიხარებთ იმით, როგორ აღადგინა ღმერთმა აბრაამის შთამომავლები ფერფლიდან, შთამომავლები, რომელთაც აქვთ ეს მიწა მიცემული, მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

შემდეგ შევალთ ძველ ქალაქში და მივალთ დედამიწის ყველა კუთეში მცხოვრები ებრაელისათვის წმინდა ადგილას – გოდების კედელთან. კედლის უზარმაზარი ქვები მოგვიყვება მეფე ჰეროდეს დიდებული არქიტექტურული ჩანაფიქრისა და იმ კატასტროფის შესახებ, რაც ებრაულ სახელმწიფოს ეწია რომის იმპერიის ბატონობისას.
აქ ყველა თავისებურად ლოცულობს. ვიღაც დანგრეულ ტაძარს დასტირის, ვიღაც ჯანმრთელობას, სიმდიდრეს ითხოვს, ვიღაც კი ისრაელიანი ერის ხსნაზე ლოცულობს.
გავაგრძელებთ სეირნობას ძველ ქალაქში და აუცილებლად შევჩერდებით სათვალთვალო მოედანზე, საიდანაც იშლება ტაძრის მთის, ალ აქსას მეჩეთის და კლდის ზემოთ მდებარე გუმბათის საოცარი ხედი. ებრაულ კვარტალში დავათვალიერებთ რომაული ქუჩის, კარდოს, გათხრებს. ვნახავთ ბიბლიაში აღწერილ მოვლენათა კიდევ ერთ უნიკალურ მტკიცებულებას: „ფართო კედელი“ – პირველი ტაძრის პერიოდის იერუსალიმის კედლის გათხრები (ჩ.წ აღ-მდე 8 საუკუნე), მეფე ხიზკიაჰუს მიერ აშენებული, რომელმაც გაამაგრა ქალაქი ასურეთის მეფის სანხერიბის შემოსევამდე. გავჩერდებით ებრაულ კვარტალში ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობის – ხურვას სინაგოგის წინ, რაც „ნანგრევებს“ ნიშნავს და შევეცდებით, გავიგოთ ამ სახელის წარმოშობის ისტორია.
დაღლილები, თუმცა შთაბეჭდილებებით სავსენი დავბრუნდებით ჩვენს სასტუმროში ვახშმისა და დასვენებისათვის.

მეოთხე დღე. საუზმის შემდეგ ვტოვებთ სასტუმროს. იუდეის უდაბნოს გავლით დავეშვებით მკვდარი ზღისკენ, რათა დავტკბეთ სიმშვიდის სასიამოვნო საათებითა და ამ უნიკალური წყალსატევის ნაპირზე დასვენებით, რომელიც მდებარეობს მსოფლიოს ოკეანის დონიდან 423 მეტრით ქვემოთ. ჩვენს განკარგულებაშია მკვდარი ზღვის აღჭურვილი სანაპირო, სამკურნალო წყალი და ტალახი.

შემდეგ გვექნება ექსკურსია საყოველთაოდ ცნობილ აჰავას ფაბრიკაში, რომელიც აწარმოებს კოსმეტიკასა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელ პრეპარატებს მკვდარი ზღვის მინერალებისა და მარილების გამოყენებით. ამ ფაბრიკაში ექსკურსია გაგიმხელთ სილამაზისა და დღეგრძელობის საიდუმლოს.
ჩვენი მომდევნო გაჩერება გახლავთ ბეთაბარა. აქ, როგორც წმინდა წერილი გვამცნობს, ისრაელის თორმეტმა ტომმა გადაკვეთა იორდანე და შევიდა აღთქმულ მიწაზე. ამ ადგილას იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო. ჩვენ თვალწინ გადაიშლება მსოფლიოს უძველესი ქალაქი იერიხონი. შემდეგ გეზს ავიღებთ ჩრდილოეთით, მდინარე იორდანეს ველის გასწვრივ. საღამოს დავბინავდებით ტვერიის სასტუმროში, სადაც გველის ვახშამი და დასვენება.

მეხუთე დღე. ამ დღეს ჩვენ გავატარებთ გალილეის ზღვის სანაპიროზე. მის ნაპირებზე განლაგებულია ქრისტიანული სიწმინდენი, რომლებიც დაკავშირებულია იესო ქრისტეს მიწიერ მსახურებასთან.
კაპერნაუმი – ქალაქი, სადაც ქრისტე დასახლდა ნაზარეთის დატოვების შემდეგ. აქ მაცხოვარმა ყველაზე მეტი სასწაული მოახდინა. ნეტარებათა მთა – აქ გაიჟღერა იესოს მიერ მთაზე წარმოთქმულმა ქადაგებამ, რომელიც მთელი კაცობრიობის მორალის საფუძვლად იქცა. თაბხა – აქ მოხდა სასწაული პურისა და თევზის გამრავლებისა.
მსურველებს ექნებათ გალილეის ზღვაში ბანაობის  ან წყალზე სიარულში ვარჯიშის შესაძლებლობა.
ავალთ გოლანის მთიან პლატოზე (მიცფა შალომ) და ვისაუბრებთ, თუ რა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს გოლანის პლატოს ისრაელის უსაფრთხოებისათვის.
დღე იწურება. ვბდუნდებით ტვერიიის სასტუმროში, სადაც ვახშამი და დასვენება გველოდება.

მეექვსე დღე. საუზმის შემდეგ ვტოვებთ სასტუმროს. გზას ნაზარეთისკენ ვადგებით. ქალაქისკენ, სადაც მარიამს გამოეცხადა გაბრიელ მთავარანგელოზი და აუწყა, რომ ის გახდებოდა მთელი კაცობრიობის მხსნელის დედა. აქ სიტყვა იქმნა ხორცი. ამ ადგილას დგას ხარების ბაზილიკა, უზარმაზარი გუმბათი, რომელიც სათუთად ინახავს ძველ ეკლესიათა ნაშთებს, ნაშთებს, რომლებიც უტყვი მოწმენი არიან წარსულისა.
შევალთ ეკლესია-სინაგოგაში და გავიხსენებთ, რომ ესაიას წინასწარმეტყველების კითხვისას იესომ საკუთარი თავი გაუცხადა მესიად თავის თანამემამულეებს. გავიხსენებთ, როგორ აპირებდნენ ნაზარეთის მცხოვრებნი იესოს ქვებით ჩაქოლვას ხრამის მთაზე. აქედან იშლება იზრეყელის ველის საოცარი ხედი, სადაც ძველი აღთქმის მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ვისაუბრებთ მათ შესახებაც.
ნაზარეთის დატოვების შემდგომ გავემგზავრებით საოცარ ადგილას, რომელსაც მუხრაკა ეწოდება, რაც არაბული ენაზე „ცეცხლოვან მიწას“ ნიშნავს. ეს ადგილი დაკავშირებულია ელია წინასწარმეტყველის ისტორიასთან, რომელიც წინ აღუდგა ბაყალის წარმართ ქურუმებს. აქედან სუნთქვაშემკვრელი ხედია არმაგედონის ველისა, სადაც, იოანეს გამოცხადების წიგნის თანახმად, მოხდება უკანასკნელი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის.
ექსკურსიის დამთავრებისთანავე ვბრუნდებით ტვერიის სასტუმროში, სადაც გველოდება ვახშამი და დასვენება.

მეშვიდე  დღე. დამთავრდა ჩვენი ტური, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელის ბიბლიური ადგილების გაცნობას. მივემგზავრებით აეროპორტში. ვემშვიდობებით ჩვენთვის უკვე ახლობელ ექსკურსიამძღოლსა და პროფესიონალ მძღოლს. ვიღებთ სამახსოვრო საჩუქრებს და ვიწყებთ იმაზე ოცნებას, რომ კვლავ დავბრუნდეთ დედამიწაზე ამ ერთადერთ ქვეყენაში, სადაც ერთმანეთს ერწყმის ბიბლიურ დროთა ძეგლები და თანამედროვე ისტორია, როგორც ბიბლიურ წინასწარმეტყველებთა აღსრულების მოწმე.