შოფარის ხმის დღე

Risunok2

შოფარის ხმის დღე 

“უთხარი ისრაელის შვილებს – მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენება, ბუკისცემის გახსენება, წმიდა შეკრება. არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი”. (ლევიტელთა 23:24-25)

 

გარეუბანში გაზრდილს (ქვინსი, ნიუ-იორკი) კვლავ მახსოვს შოფარის ხმა, რომელიც გაისმოდა შემოდგომის დღესასწაულებზე და მოგვიწოდებდა ხალხს თაყვანის საცემად. მას შემდეგ რაც მესია იეჰოშუა ვირწმუნე, ძალიან დამაინტერესა თუ რა როლს თამაშობს საყვირები და შოფარი წერილებში. სინამდვილეში, ტრადიციულად როშ ჰა შანა ანუ ებრაული ახალი წელი ( 2 ოქტომბრის საღამოს იწყება) და წერილებში ცნობილია, როგორც იომ ტროი, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „საყვირის ხმის დღეს“ (შოფარის ხმის) ან საყვირების დღესასწაულს.

 

იმის გამო, რომ ებრაულ წერილებში ამ დღესასწაულის შესახებ ძალიან ცოტაა ნათქვამი ამ დღესასწაულის შესახებ, ყოველთვის რაღაც იდუმალების შეგრძნება გვქონდა. მისი მნიშვნელობის უკეთ გასაგებად, რაბინები ისრაელის წარსულ სულიერ გამოცდილებას მიმართავდნენ. იუდეველთა ტრადიცია გვასწავლის, რომ ამ დღესასწაულზე საყვირში ჩაბერვა არის ჩვენთვის შეხსენება იმ ცხვრების რქებისა, რომელსაც უკრავდნენ იესო ნავეს ძის დროს როცა ჩამოინგრა იერიხონის კედლები და ასევე იმ ცხვრის, რომელიც აბრაამმა მოიტანა მსხვერპლად ისააკის ნაცვლად (იესო ნავეს ძე 6; დაბადება 22).  სხვები მიმართავენ გამოსვლის 19:16, სადაც საყვირის ხმა მოასწავებდა ღმერთის ჩამოსვლას სინაის მთაზე და მოსესთვის თორის მიცემას.

 

წერილებში საყვირის ხმა გაისმოდა სხვადასხმა მიზნებისა თუ შემთხვევებისთვის: როგორც მოწოდება შესაკრებად, ბრძანება გზის გასაგრძელებლად, ომისკენ მოწოდება, მზადყოფნა გამოცხადების შესახებ, გაფრთხილება მოახლოებული სასამართლოსთვის, დღესასწაულისთვის მოწოდება ან თაყვანისცემისთვის. მაგრამ ღმერთის სიტყვა ასევე ავლენს საყვირების დღესასწაულის წინასწარმეტყველურ დანიშნულებას. მისი სიტყვის შესწავლისას დავინახე, რომ დღესასწაული გვახსენებს არა მარტო წარსულს, არამედ მიგვითითებს მომავალზე. ესაია მოგვითხრობს იმ დროის შესახებ, როდესაც ისრაელი კვლავ შეიკრიბება თავის მიწაზე „დიდი საყვირის“ ჩაბერვისთანავე (ესაია 27:13). ჩვენ ასევე ახალ აღთქმაშიც ვკითხულობთ საყვირის შესახებ, რომელიც აღნიშნავს კიდევ ერთ მოვლენას – იმ დღეს, როდესაც უფალი მესიის სხეულს შემოკრებს, საიდუმლო, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც – „ატაცება“.

 

აღდგომა არის კონცეფცია, რომელსაც გვასწავლის მთელი წერილი (იობი 19:26); დანიელი 12:2), მაგრამ არსებობს ორი ნაწყვეტი ახალი აღთქმიდან, რომელიც აღწერს იეჰოშუას მორწმუნეების მომავალ აღდგომას:

აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით; ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით“ (1 კორინთელთა 15:51-52).

ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან; შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.“ ( 1 თესალონიკელთა 4:16-18)

 

მკვდრეთით აღდგომა წარმოადგენს იმას, რაც აუცილებლად მოხდება, მაგრამ იმის გამო რომ არავინ იცის ზუსტი დრო, საყვირების დღესასწაული არის მოტივაცია იმისთვის რომ მოვემზადოთ ამ დღისთვის და ვემსახუროთ, „…ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას” (ტიტე 2:13). თუ არასდროს მოგინანიებიათ თქვენი ცოდვები და გირწმუნიათ მესიის მსხვერპლის, რომელიც ჩვენთვის გაიღო, ნუ დაიცდით ნუღარც ერთი დღე! თითოეული ჩვენგანი, რომელსაც სჯერა იეჰოშუასი, შეუძლია ჰქონდეს გარანტია, რომ მიუხედავად იმისა ცოცხლები ვიქნებით თუ არა იმ დღეს, მისი მოსვლილას ყველანი აღვდგებით და ვიცოცხლებთ საუკუნოდ ჩვენს უფალთან ერთად (იოანე 3:16). მესია, რომელიც მკვდრეთით აღდგა, ეს იგივე მესიაა, რომელიც დაბრუნდება. გავიხსენოთ ჩვენი „ნეტარების იმედი“ და ვიყოთ მოტივირებულები, რომ ვიცხოვროთ წმინდა ცხოვრებით ღმერთის წინაშე.

 

ახლოვდება დღე, როდესაც ადამიანი პასუხს აგებს ყველაფრისთვის შემოქმედის წინაშე. თავისი დიდი სიყვარულისა და მოთმინების გამო ღმერთი არ ჩქარობს მოსვლას, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს” (2პეტრე 3:9). ღმერთი უშვებს გარკვეულ ვითარებებს ჩვენს ცხოვრებაში, როცა ჩვენ მის გარდა წასასვლელი არსად გვექნება.

როგორც მესიის მორწმუნეებს, ჩვენ არა მარტო გვსურს რომ ისრაელი დაუბრუნდეს თავის მიწას, არამედ თავის უფალსაც. დაე გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მოვიყვანოთ ხალხი მესიასთან, სანამ არის დაბრუნების დრო, სანამ დადგება რისხვის დღე. მოდით გადავახარისხოთ ჩვენი ცხოვრება, პრიორიტეტები, გეგმები, რამდნად ვზრუნავთ მათზე ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს ღმერთს. გაავრცელეთ კეთილი უწყება იესოს შესახებ როგორც ებრაელებში ისე არაებრაელებში, საყვირის დღესასწაულის იმედისა და მესიის დიდებული დაბრუნების მოლოდინში.

 

ავტორი – სემ ნადლერი

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა