ICEJ მიესალმება იერუსალიმის როგორც ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აშშ-ს მიერ

25138923_1773080769399883_1032830404_o

 

საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმი სრულიად მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამ გაბედულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელმაც აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და გადაწყვიტა ამერიკის საელჩოს გადმოტანა ამ არაჩვეულებრივ ქალაქში. ეს გააზრებული ნაბიჯია, რომელიც ემყარება იუდეველი ხალხის ისტორიულ და ეროვნულ იდენტობას.

ეს ასევე არის დიდი სიხარული, რომელიც ეხება ჩვენი მსახურების მოწოდებას. მილიონობით ადამიანისთვის მთელ სამყაროში იერუსალიმს აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც ისტორიულად ასევე რელიგიურად. 1980 წელს ICEJ-ის დაარსებიდან, მან მიზანმიმართულად აღიარა, რომ იერუსალიმი არის ერთადერთი და უალტერნატივო დედაქალაქი ისრაელისა, და   პატივისცემა იუდევლებისგან მოდის და ასევე იმისგან, რომ ღმერთმა ჩადო მათში ღრმა სულიერი მიჯაჭვულობა იერუსალიმის მიმართ. იუდევლებსა და მათ საყვარელ ქალაქს შორის ამ საფუძვლიანი ღვთაებრივი კავშირის გარეშე, არავინ იზრუნებდა იერუსალიმზე.

სამოცდაათი წლის მანძილზე იერუსალიმი ემსახურებოდა თავის ქვეყანას, როგორც დედაქალაქი, მიუხედავად იმისა რომ მტრებით იყო გარშემორტყმული და ქვეყნები უარს ამბობდნენ მის ოფიციალურ დედაქალაქად აღიარებაზე. იერუსალიმის მიმართ ასეთმა ურყევმა ერთგულებამ აჩვენა თავისი ცენტრალური როლი ებრაელების ეროვნულ ცხოვრებაში. ამ დროის მანძილზე ისრაელმა ასევე დაამტკიცა თავისი წმინდა ადგილების მიმართ ერთგულებაც. ქრისტიანულ საელჩოს და ათობით ათასამდე ქრისტიან მომლოცველს შეუძლია გაბედულად დაადასტუროს მონახულებისა და თაყვანისცემის საიმედო თავისუფლება, რომლიტაც ჩვენ უკვე ორმოცი წელია ვსარგებლობთ.

ამგვარად, ჩვენც ვხარობთ ებრაელ ხალხთან ერთად, რომ ბოლოს და ბოლოს იერუსალიმმა მიიღო დამსახურებული აღიარება და პატივისცემა. ასევე ეს ძალიან სასიხარულო დღეა ჩვენი მსახურებისთვის, რადგან ქრისტიანული საელჩო იმყოფება ქრისტიანული ძალისხმევის წინა რიგებში, რათა მოხდეს იერუსალიმის  სრული დიპლომატიური აღიარება, როგორც ისრაელის დედაქალაქისა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გვყავს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პირი ჩვენს მოძრაობაში, როგორიცაა დევიდ პარსონი და სიუზან მაიკლი, რომლებიც აქტიურად იყვნენ დაკავებულნი ამ საქმით ათეულობით წლების მანძილზე. ფაქტობრივად, დევიდმა დაწერა კანონპროექტის თავდაპირველი პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა 1995 წელს. ახლა ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნებიც სწრაფად შეასრულებენ აშშ-ის ადმინისტრაციის გაბედულ ხელმძღვანელობას და ამ საუცხოო ქალაქში გადაიტანენ თავიანთ საელჩოებს. ეჭვგარეშეა, რომ დროა ბოლო მოეღოს იერუსალიმის სრულიად არასათანადო დიპლომატიურ უარყოფას.

2017 წლის დასაწყისიდან უფალმა დაგვანახა, რომ ჩვენ დროშიც იერუსალიმში მოქმედებს საიუბილეო ციკლი, სადაც ყოველ ორმოცდაათ წელიწადში ხდება რაღაც დრამატული, რომ ქალაქი დაუბრუნდეს თავის წინასწარმეტყველურ ბედისწერას. ეს მოიცავს პირველი ქალაქის გახსნას დევიდ ჩარლზ უორენის მიერ 1867 წელს, იერუსალიმის განთავისუფლებას გენერალი ედმუნდ ალენბის მიერ 1917 წელს და იერუსალიმის გაერთიანებას ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ 1967 წელს. ჩვენ უკვე რამოდენიმე თვე ვაცხადებდით ჩვენს პუბლიკაციებში და ვქადაგებდით მთელს მსოფლიოში, რომ წელსაც მოიმოქმედებდა ღმერთი სასწაულს და ასეც მოხდა. პრეზიდენტმა ტრამპმა არამარტო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, არამედ სულიერ სამყაროშიც მოიტანა ცვლილება. ჯერჯერობით არ ვიცით რა შედეგები მოყვება ამ გადაწყვეტილებას და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იერუსალიმი ახლა გათავისუფლებული და კიდევ უფრო განმტკიცებულია, და დარწმუნებულები ვართ რომ ეს დიდ გავლენას მოახდენს გლობალურად ეკლესიაზეც.

ამავდროულად, ისრაელის მრავალი მოწინააღმდეგე იმუქრება, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას ხელს შეუშლის ძალადობრივი საპროტესტო აქციებით და ალბათ კიდევ უფრო უარესითაც. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ საიუბილეო წელიწადის მადლით შეგვიძლია ვილოცოთ , რომ ღმერთი სწრაფად გაუმკლავდეს მათ, ვინც შეეცდება ძალადობით შეუშალოს ამ ბრძანებას ხელი. ამრიგად, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებსა და მიმდევრებს, რომ ამ კრიტიკულ დღეებში კვლავ ილოცონ მშვიდობისთვის იერუსალიმში. ჩვენ გვიხარია რომ ჩვენი ორგანიზაცის ქართული ფილიალის წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურად ლოცულობენ იერუსალიმისათვის და გვერდში უდგანან ყველა ებრაულ ორგანიზაციას ვინც იერუსალიმისათვის ბრძლობს.

 

დოქტორი იურგენ ბიულერი

საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის პრეზიდენტი