ფალსიფიცირებული ციტატები თალმუდიდან

bombergtalmudcur

დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ თალმუდის ის ციტატბი რომლებიც გაყალბებული იყო ანტისემიტების მიერ, მე ბევრჯერ მქონია დისკუსია არაებრაელ ეროვნების წარმომადგენლებთან რომლებიც თამამად იყენებენ გაყალბებული თალმუდის ციტატებს თითქოსდა თალმუდი ასწავლის სიძულვლის და ძალადობას სხვა ეროვნების მიმართ, მე ყოველთვის ვამბობდი რომ თალმუდი ეს არ არის ადვილი წიგნი მას წლები ჭირდება რომ შეისწავლო მითუმეტეს თალმუდის წიგნების უმეტესობა არც კი არის ნათარგმნი ორიგინალი ენებიდან ივრითულიდან და არამეულიდან, დღევანდელი ჩემი მოკლე სტატია მხოლოდ და მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ სიძულვილისა და სიცრუიეს წინაღმდეგ რომელსაც ავრცელებენ ანტისემიტები, რომლებიც სამწუხაროდ ქრისტიანებშიც გვხდება.  “საერთაშორისო ქრისტიანული საელჩოს იერუსალიმის ქართული ფილიალის” გენერალური მენეჯერი გიორგიო ჯიჯიეშვილი .

ფალსიფიცირებული ციტატები თალმუდიდან

  1. Sanhedrin 59a: “გოის მკვლელობა ველური ცხოველის მკვლელობის ტოლფასია“.
  • ფიქცია. თალმუდის ამ ნაწილში ასეთი ფრაზაც კი არ არსებობს. ეს ფრაზა ჩაამატა შუა საუკუნეების ერთ-ერთმა კომენტატორმა.
  1. Aboda Zara 26b: „გოებს შორის საუკეთესოც უნდა მოკვდეს“.
  • ფიქცია. თალმუდში არ არსებობს ასეთი გამონათქვამი. ასეთი ფრაზები შემოტანილია უცხო ლიტერატურიდან, Aboda Zara-ს კომენტატორების მიერ, „სოფრიმიდან“ რომელიც საერთოდ არ ეხება თალმუდის ტექსტებს და არის არაკანონიკური ტექსტი, ერთ-ერთი რაბინის ნააზრევი. ეს განხილულია ტოსაფოთის კომენტარებში ფესაჰიმ ტრაქტატის 406-ში.
  1. Aboda Zara 26b Tosepoth: „ებრაელი რომელიც კლავს ქრისტიანს ცოდვას კი არ სჩადის, არამედ მსხვერპლი მოაქვს ღმერთის წინაშე“
  • გამოგონილია. ასეთი სიტყვები ტოსჰახტში არ არის, და საერთოდ არც კი ეხება თალმუდს. ეს არის კომენტარები თალმუდის შესახებ. სინამდვილეში, ტოსფუტის ეს ნაწილი ერთ-ერთ თალმუდურ დავაზე საუბრობს, რომ ქანაანელთა მოკვლის ბრძანება მოქმედებდა მხოლოდ მათთან ბრძოლის დროს და ეს არანაირად არ ეხებოდა ქრისტიანებს. ქრისტიანების შესახებ იქ საუბარიც არ არის.
  1. Sanhedrin 59a: „ გოი რომელიც ცხვირს ჩაყოფს კანონში /თალმუდში/ დამნაშავეა და სიკვდილით უნდა დაისაჯოს“
  • ფიქცია. ასეთი ფრაზა იქ არ არის. სინამდვილეში იქ ერთ-ერთი ბრძენის მოსაზრება არის დაწერილი. რ. იოჰანანმა თქვა: წარმართი (კერპთაყვანისმცემელი და არა არაებრაელი) რომელიც შეისწავლის თორას, სიკვდილს იმსახურებს, რადგან ნათქვამია „სწავლება მოგვცა ჩვენ მოშემ, როგორც იაკობის თემის მემკვიდრეობა, ეს ჩვენი მემკვიდრეობაა და არა მათი“. ხოლო შემდეგ სხვა რაბინის წინააღმდეგობრივი მოსაზრება არის დაწერილი: „საიდან ვიცით, რომ წარმართიც კი რომელიც შეისწავლის თორას მღვდელმთავრის მსგავსია…“ ანუ აქ მოყვანილია ორ რაბინს შორის გაბმული დიალოგი, პირველი რომელიც ამტკიცებს რომ წარმართი რომელიც თორას შეისწავლის უნდა მოკვდეს (თან კონკრეთულად ხუთწიგნეულს და არა თალმუდს), ხოლო მეორე მას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ წარმართი, რომელიც შეისწავლის თორას მღვდელმთავრის მსგავსია.
  1. „ყოველი გოი, რომელიც შეისწავლის თალმუდს და ყოველი ებრაელი რომელიც მას ამაში ხელს უწყობს, უნდა მოკვდეს“. (აბოდა ზარა 8-6)
  • მოგონილია. გვერდის ნომერიც კი გამოგონილია. იდეაში ეს უნდა ყოფილიყო „აბოდა ზარა, 8ა ან 8ბ“
  1. Libbre David 37: „ჩვენი რელიგიური ურთიერთობების შესახებ რაიმეს შეტყობინება გოისთვის ყველა ებრაელის მკვლელობის ტოლფასია, რადგან მათ თუ ეცოდინებათ რას ვასწავლით მათ შესახებ, ღიად დაგვიპირისპირდებიან და მოგვკლავენ“.
  • მოგონილია. არ არსებობს არც ასეთი წიგნი და არც ასეთი ციტატა. ასეთი სიტყვაც კი არ არსებობს (ლიბბრე), წიგნის სახელით დაწყებული სხვა დანარჩენიც გამოგონილია.
  1. Libbre David 37: „თუ იუდეველს მიეცემა სიტყვა რაბინის რომელიმე წიგნის ასახსნელად, მან მხოლოდ ცრუ განმარტებები უნდა წარმოთქვას და ყოველი ვინც დაარღვევს ამ კანონს დაიღუპება“
  • ესეც ანალოგიურად გამოგონილია. არ არსებობს არც ასეთი წიგნი და არც ასეთი ციტატა.
  1. Yebhamoth 11b: „გოგონასთან სექსუალური კავშირი ნებადართულია, თუ გოგონა 3 წლისაა“.
  • ფიქცია. ევამოტის ტრაქტატში ასეთი რამ არ არსებობს. არასრულწლოვან გოგონას დანიშვნაზე მიდის საუბარი რომლის დანიშვნა მხოლოდ ებრაელს შეეძლო. იქ არაებრაელებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი.
  1. Schabouth Hag 6d: „ებრაელებს შეუძლიათ ცრუ დაპირებების მიცემა თავის ასარიდებლად“.
  • მოგონილია. არ არსებობს არანაირი წიგნი ან ასეთი ციტატა.
  1. Hikkoth Akum X1: „ რაიმე საფრთხის ან სიკვდილის საშიშროების შემთხვევაშიც კი არ გადაარჩინოთ გოი“
  • გამოგონილია. ამის შესახებ არცერთ წიგნში არ არსებობს არანაირი ციტატა.
  1. Hikkoth Akum X1: „ნუ გამოიჩენთ გულმოწყალებას გოის მიმართ“.
  • გამოგონილია. თალმუდში არ არსებობს ტრაქტატი ამის შესახებ, არც არანაირი წიგნი და არც ციტატა.
  1. Choschen Hamm 388, 15: „თუ დადასტურდა, რომ რომელიმე ებრაელმა მისცა ფული გოის, დანაკარგის ანაზღაურების შემდეგ უნდა მოკვდეს ეს ებრაელი“.
  • ფიქცია. ასეთი წიგნი ან ფრაზა არ არსებობს. განაცხადის თანახმად, იგი ეწერა კიცურ შულხან არუხის 388-ე თუმცა დაწერილია შულხან არუხის ცრუ წიგნში, რომელიც ანტისემიტის მიერ არის გაყალბებული.
  1. Choschen Hamm 266, 1: „ებრაელს ყველაფრის მითვისება შეუძლია რასაც იპოვის, თუ ის ეკუთვნის აკუმს (გოის). ის ვინც უბრუნებს გოის თავის კუთვნილ ქონებას, კანონის წინააღმდეგ სცოდავს და მისი ცოდვის დამამძიმებელი ძალა იზრდება“. თუმცა შექებას დაიმსახურებს, როცა ქონებას დაუბრუნებს ღვთის სახელით, როცა ქრისტიანები ქებას დაუწყებენ ებრაელებს და აღაირებენ მათ, როგორც პატიოსან ხალხს“.
  • ეს ვითომ დაწერილია კიცურ შულხან არუხში, 136-ე თავში. მაგრამ ეს დაწერილია ცრუ არუხში, ცრუ ტრაქტატში რომელიც გაყალბებულია ანტისემიტების მიერ.
  1.  Szaaloth-Utszabot, The Book Of Jore Dia 17: „იუდეველს შეუძლია და ვალდებულია იცრუოს იმ შემთხვევაში, როდესაც გოი ჰკითხზავს არის თუ არა ჩვენს წიგნებში სწავლება მათ წინააღმდეგ“.
  • გამოგონილია. არ არსებობს ასეთი წიგნი ან ციტატა ამის შესახებ. Szaaloth-Utszabot სიტყვასიტყვით ნიშნავს: კითხვები და მითითებები / განმარტებები“. ან „თალმუდური პასუხი“. Szaaloth-Utszabot თალმუდური ლიტერატურის დაახლოებით 1 500 წიგნს აერთიანებს.
  1. Baba mecia 114-6: „ებრაელები – ადამიანური არსებები არიან, ხოლო ქვეყნის ყველა სხვა ერი არა ადამიანები, არამედ ცხოველები“.
  • მოგონილია. ბავა მეციას ტრაქტატში ასეთი ფრაზა არ არსებობს. ნომერაციაც არ არის სწორი. 114-ე ფურცელი შეუძლებელია რომ არსებობდეს, უნდა იყოს 114ა ან 114ბ. ზოგადად, ეს არის ერთ-ერთი გარე კომენტარის თავისუფალი ინტერპრეტაცია, ერთ-ერთი რაბინის თავისუფალი ნააზრევი.
  1. Simeon Haddarsen, fol. 56-D: „როცა მოვა მესია თითოეულ ებრაელს ეყოლება 2 800 მონა“.
  • ფიქცია. ეს საერთოდ არ ეხება თალმუდს. ასეთი წიგნიც კი არ არსებობს. სინამდვილეში ეს სახელი და ფრაზა მე-10 საუკუნის ერთ-ერთ ებრაელ კომენტატორს ეკუთვნის. „ 56-D“ – გამოგონილია.
  1. Kelhubath (11а-11b): „როდესაც ზრდასრულ მამაკაცს სქესობრივი ურთიერთობა აქვს პატარა გოგონასთან, რომელიც 3 წლისაც არაა, ეს არაფერია, რადგან იმას ჰგავს როცა თვალზე თითს მიიჭერ, თავიდან ცრემლები მოგდის მაგრამ შემდეგ ხედვა ისევ გიბრუნდება… ასევე უბრუნდება უმწიკვლობა პატარა გოგონას, როდესაც ის 3 წლისაც არაა“.
  • ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. სიტყვები სწორად არის მოხსენიებული, მაგრამ კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. თან ეს თალმუდური კომენტარია, რომელიც თვითონ თალმუდის შემადგენლობაში არ შედის. ეს ნაწყვეტი ამოღებული არის როგორც საჯარიმო სანქცია და შედეგი, როდესაც ხდება ზრდასრულის სქესობრივი ურთიერთობა ბავშვთან. არსებობს გამართლებული (საკამათო რა თქმა უნდა) დებულება, რომ თუ მამაკაცს აქვს სქესობრივი ურთიერთობა ბავშვთან ის ნაკლებად მკაცრად უნდა დაისაჯოს, ვიდრე იმ შემთხვევების დროს როცა ეს ხდება შედარებით მოზრდილ ბავშვთან ან ზრდასრულ ქალთან. ეს გამართლებულია უკანასკნელ წინადადებაში „ქალწულობის ასაკის“ მიხედვით. ამ კუთხით გამოიტანეს ასეთი დასკვნა, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვი ყველაზე ნაკლებად ზარალდება. ეს საჯარო გადაწყვეტილებაა, რომელიც რამოდენიმე რაბიმ ჩაწერა თალმუდში როგორც საკამათო თემა. გარდა ამისა კონტექსტი ნათლად მიუთითებს, რომ მთლიანობაში თალმუდი არანაირად არ მალავს ასეთ რამეს. ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ დისკუსია, თუ როგორ უნდა დაისაჯოს ასეთი რამ.
  1.  Nidrasch Talpioth, стр. 225-L: „ იეჰოვამ შექმნა არაებრაელები ადამიანურ ქმნილებაში, რათა ებრაელებს არ ესარგებლათ ცხოველების მომსახურებით. შესაბამისად არაიუდევლები არიან ცხოველები ადამიანურ ფორმაში, რომელთა მოვალეობაა ემსახურონ ებრაელებს დღე და ღამე“.
  • პირველ რიგში მიდრაში და არა ნიდრაში. მეორეც ეს თალმუდის ტრაქტატი არ არის. მესამეც ებრაელები საერთოდ არ იყენებენ ღმერთის სახელის ამ ვარიანტს. ეს განსახილველი ფრაზა დაწერა ელიაჰუ ბენ სოლომონმა, თურქმა ებრაელმა მე-18 საუკუნეში, აშკარად მუსულმანების ზემოქმედების შედეგად.
  1. Schulchan Арух, Choszen Hamiszpat 348 : „ებრაელს შეუძლია გაძარცვოს გოი, მოატყუოს იგი ანგარიშში, თუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გოი ერკვევა ამაში“.
  • ეს საერთოდ არ ეხება თალმუდს. ეს კომენტარი მე-16 საუკუნეში დაიწერა წმ. წერილთან მიმართებაში. სინამდვილეში, არუხას ამ ნაწილში დაწერილია, რომ მოპარვა ეკრძალება როგორც ებრაელს ისევე არაებრაელს, როგორც ბავშვს ასევე ზრდასრულს. ერთი კომენტატორი ამტკიცებს, რომ როდესაც კერპთაყვანისმცემლებს უკავშირდება საქმე დაშვებული იქნებოდა რომ გამოეყენებინათ სიცბიერე ვალის დაბრუნებისას. თუმცა განზრახ ამის გაკეთება აკრძალულია, მაგრამ თუ კერპთაყვანისმცემელი შეცდომას თავის სასარგებლოდ იყენებს მაშინ მიზანშეწონილია ისარგებლო ამ შემთხვევით. ასევე ცნობილია, რომ კომენტატორების უმეტესი ნაწილი და ასევე მაიმონიდები უარყოფენ ამ მოსაზრებას.
  1. Aboda Sarah 37a: „ გოის ქალიშვილები 3 წლის ზევით შესაძლებელია დაექვემდებაროს ძალადობას“.
  • ფიქცია. აბოდა ზარას ტრაქტატი საერთოდ არ ეხება ასეთ თემებს.
  1. Abhodah Зара (22а): „ქრისტიანებს აქვთ ურთიერთობა ცხოველებთან“.
  • გამოგონილია. მოცემული ტექსტი თალმუდში არსად არ არის ნახსენები.
  1. Shas. 22: „ებრაელს შეუძლია მსახურად ჰყავდეს არაებრაელი ქალი, მაგრამ არ შეუძლია მასზე ქორწინება“.
  • ეს თალმუდის კომენტარებსაც კი არ ეხება, და თან აქ ლაპარაკია მსახურად აყვანაზე/
  1. Tosefta Aboda Zara B5: „თუ გოი მოკლავს გოის ან ებრაელებს, მან პასუხი უნდა აგოს თავისი საქციელისთვის, ხოლო თუ ებრაელი მოკლავს გოის, ის არაა ამაზე პასუხისმგებელი“.
  • გამოგონილია, ნომერაციაც კი მოგონილია. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ რომ ასეთიუ ბ5 არის მე-5 თავი, მაგრამ მეხუთე თავში ასეთი რამ ნახსენებიც კი არ არის. ტოსეფტა არც კი არის ტალმუდის ნაწილი. ის მხოლოდ კომენტარებია
  1. Schulchan Aruch, Choszen Hamiszpat 388: „ნებადართულია ყველას მოკვლა ვინც ამხილებს ებრაელს, სანამ მხილებას დაიწყებს მანამდეც ნებადართულია მოკვლა“.
  • გამოგონილია. ასეთი რამ არ არსებობს შულხან არუხში.
  1. Schulchan Aruch, Choszen Hamiszpat 388: „სხვა ყველა ერის ქონებაც ეკუთვნით ებრაელებს, და მათ სრული უფლება აქვთ გამოიყენონ შეზღუდვის გარეშე“.
  • ესეც გამოგონილია და ასეთი რამ არ არსებობს შულხან არუხში.
  1. Tosefta Aboda Zara VIII, 5: „როგორ გავარკვიოთ სიტყვა ქურდობის მნიშვნელობა? გოის ეკრძალება, მოპარვა, გაძარცვა, ქალის ან მონის მოტაცება გოისთვის ან ებრაელისთვის. მაგრამ ებრაელს აქედან არაფერი არ ეკრძალება გოის მიმართ“.
  • მოგონილია. ბოლო ფრაზა საერთოდ არ არსებობს ტოსეფტაში. და ტოსეფტა საერთოდ არ არის ტალმუდის ნაწილი. ეს არის წმ. წერილის მიმართ ერთ-ერთი კომენტატორის ამონარიდი, ისრაელიანების დამოკიდებულებაზე კერპტავანისმცემლების მიმართ.
  1. Jp., 92, 1: „ღმერთმა მისცა ებრაელებს ძალაუფლება ყველა ერის სისხლსა და ქონებაზე“
  • ასეთი ფრაზები არის მიდრაშში და ტოსეფტაში, რომელშიც სხვადასხვა მოაზროვნის და რაბინების ნააზრევია შეტანილი, ეს ფრაზა ჩემთვისაც კი საიდუმლოა. როგორც ჩანს „Seph“ ნიშნავს Sepher, ანუ წიგნს. მაგრამ „Jp“ რას ნიშნავს ჯერ ვერ გამირკვევია.
  1. Schulchan Aruch, Choszen Hamiszpat 156: „თუ ებრაელს გოის ვალი აქვს, მეორე ებრაელს შეუძლია მივიდეს გოისთან, შეპირდეს ფულს, მაგრამ მოატყუოს. ასე გოი გაღარიბდება და პირველი ებრაელი მის საკუთრებას კანონით ჩაიგდებს ხელში“.
  • გამოგონილია. ასეთი თავის მსგავსი საერთოდ არ არსებობს.
  1. Schulchan Aruch, Johre Deah, 122: „ებრაელს ეკრძალება ღვინის დალევა იმ ჭურჭლიდან, რომელსაც გოი შეეხო, რადგან მის შეხებას შეეძლო ღვინო უწმინდური გაეხადა“.
  • ესეც გამოგონილია. ასეთი თავის მსგავსი არსად არ არის ნახსენები.

 

გაგრძელება იქნება.

თარგმნა- სალომე ჯებისაშვილმა.