ტანჯვა განუყოფელი ნაწილი ზრდისა

1380485_1546455038901158_1082457988922705290_n

ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს,
4 არამედ ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი: დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში,
5 ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში,
6 სიწმიდეში, ცოდნაში, სახიერებაში, სულიწმიდაში და უანგარო სიყვარულში,
7 ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, მარჯვენისა და მარცხენის სიმართლის იარაღით,
8 დიდებასა და სირცხვილში, გმობით და ქებით, ვითომც მაცდურნი, მაინც ჭეშმარიტნი;
9 როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ! როგორც დასჯილნი, მაგრამ არ ვკვდებით;
10 როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონებელნი.{2კორ.6:3–10}.