თორის საკვირაო თავი ,,მეცორა“

12993611_964736246977542_987923534330866103_n

თორის საკვირაო თავი ,,მეცორა“
,,კაცი თავის თვალში ძელს ვერ ხედავდა, სხვის თვალში ბალანსაც ამჩნევდაო“….
დღევანდელი საკვირაო თავის სახელწოდება წარმოადგენს სიტყვების: ,,მოცი შემ რა (ავსიტყვაობა)“ აბრევიატურას. სულიერი უსუფთაობა, რომელიც წყლულების, ნახეთქებისა და იარების სახით ჩნდებოდა, უპირველესყოვლისა, ლაშონ არას ცოდვით იყო გამოწვეული. თალმუდში ნათქვამია, რომ ავსიტყვაობის საუკეთესო წამალი თორის შესწავლაა — როცა ადამიანი ცუდი, ბინძური სიტყვების ნაცვლად კარგ და სასაიამოვნო სიტყვებს წარმოსთქვამს. რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ადამიანს არ შეუძლია თორის სწავლა ან გაუნათლებელია? ასეთი შემთხვევისთვის თალმუდი სხვა წამალს ვთავაზობს: მორიდებასა და მოკრძალებას.
რა კავშირშია ერთმანეთთან ავსიტყვაობა და მოკრძალება? პასუხი მარტივია: მოკრძალებული ადამიანი თავის ნაკლოვანებებს უკეთ ხედავს, ვიდრე სხვისას. სხვის თვალში დირეს, როგორც წესი, პატივმოყვარე და ამაყი ადამიანები ეძებენ. თეჰილიმების წიგნში (12:4) ავსიტყვაობაზე ნათქვამია: ,,ლაშონ მედაბერეთ გდოლოთ“ — ,,ენა განდიდებაზე მოსაუბრე..“
ცაარატით დაავადებულის განწმენდის პროცედურა გამოჯანმრთელების შემდეგ მოიცავდა ორი ცოცხალი სუფთა ფრინველის შეწირვას, რომელთა უწყვეტი ,,ლაქლაქი,“ ჭიკჭიკი და ჟღურტული ადამიანის ფუჭ ყბედობას გამოისყიდდა. ამ პროცედურაში კედრის ხის ნაფოტიც გამოიყენებოდა. რაში გვიხსნის, რომ მეცორათი დაავადებული ისეთივე თავაწეული და თავდაჯერებული იყო, როგორც მაღალი, დიდებული კედრის ხე. გამოჯანმრთელებულის საბოლოო განწმენდისთვის ასევე აუცილებელი იყო: ,,მეშვიდე დღეს (კარანტინის) გადაიპარსოს თმები, თავი, წვერი დათავისი თვალების წარბები, საერთოდ გადაიპარსოს თმა..“ (14:9) რატომ გვესაუბრება თორა ასე დეტალებში თმის გადაპარსვაზე?
თავი, ისევე, როგორც კედარი, მედიდურობის სიმბოლოა. ,,მეცორით“ დაავადებულს ცხვირი მაღლა ჰქონდა აწეული და თვლიდა, რომ ის სხვებზე უკეთესია. წვერითა და ულვაშით დაფარული ბაგეებით ის ჭორაობდა და ავსიტყვობდა, ხოლო მისი თვალები წარბებს ქვეშ შურისგან იჭმუხნებოდნენ. სწორედ შურს, ყველაზე სამარცხვინო გრძნობას შეუძლია უბიძგოს ადამიანს შელახოს სხვისი რეპუტაცია, რაც წარბის ამაყად აწევით, გათამაშებული გაკვირვებითა და ირონიით ადვილი გასაკეთებელია.