თორის საკვირაო თავი ,,შმინი”

12472453_956953617755805_9071924052316093172_n

,,და იყო…. მერვე დღეს მოიხმო მოშემ აჰარონი და მისი ვაჟები, ასევე უხუცესნი,“ რათა მათთვის ტაძარში მსახურების მცნებები გადაეცა. ეს სამუშაო თავად აჰარონსა და იმ ქოენებს ეკისრებოდათ, რომლებიც აჰარონის ოჯახიდან იყვნენ.
ყველა დროის ყველა ქოენი აჰარონის პირდაპირი შათამომავალია, ამიტომაც მოიწვია ისინი მოშემ, მაგრამ რა შუაშია მაშინ უხუცესები? ეს ხალხი აჰარონის ოჯახიდან ნამდვილად არ იყო, ბევრი მათგანი მოშესა და აჰარონს მამად ერგებოდა.
აქ უპრიანი იქნება მოვიყვანოთ ნაწყვეტი მიდრაშ რაბადან. მიშნის ეპოქის უდიდესი მასწავლებელი რაბი აკივა მიუთითებს, რომ შემთხვევითი არაა, როცა ისრაელის ხალხს ფრინველს ადარებენ: ,,როგორც ფრინველი ვერ იფრენს ფრთების გარეშე, ისე ებრაელები ვერას გახდებიან უხუცესების გარეშე..“ მიდრაში განსაკუთრებით აღნიშნავს უხუცესთა დამსახურებას. მოშე არასდროს იღებდა გადაწყვეტილებას მათთან თათბირის გარეშე და ხალხის თვალში მათი ავტორიტეტის ამაღლებას ცდილობდა. რატომ? მოშე მოკვდავია და არ შეუძლია მომავალი თაობების მეთურობა. ასეთი საქციელით მოშე ებრაელებში მცოდნე და გამოცდილი ადამიანების მიმართ ნდობას აღვივებდა.
უხუცესი — უპირველესად ის ადამიანები არიან, ვინც წინა თაობას მოესწრო და მათგან ისწავლა. შესაბამისად, წინა თაობამ თავისზე წინა თაობისგან ისწავლა და ასე შემდეგ სინას მთამდე! სხვა სიტყვებით, უხუცესთა მაღალი სტატუსი მხოლოდ ჭაღარისა და გამოცდილების პატივისცემა არ არის. უხუცესები ერთგვარი გარანტიაა, რომ ყველა ებრაელს აქვს საშუალება თორა იმ სახით მიიღოს, რომელი სახითაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. აი, ამაზე დგაც ჩვენი მასწავლებლების ავტორიტეტი, ამის გარეშე არ შეუძლია ებრაელ ხალხს, ისევე, როგორც ფრინველს არ ძალუძს უფრთოდ ფრენა….